სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თვითმმართველი ქ. რუსთავის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

მიღების თარიღი 27.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №96
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016528
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/02/2014
matsne.gov.ge 166 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თვითმმართველი ქ. რუსთავის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ საქართველოს მთავრ ობის განკარგულება №96 2014 წლის 27 იანვარი ქ. თბილისი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თვითმმართველი ქ. რუსთავის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ 1. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (გაუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის №330 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება (2014 წლის 6 იანვრის, №5/164) ქ. რუსთავში, ბათუმის ქ. №17-ში მდებარე შენობის მესამე სართულზე არსებული 253.36 კვ.მ. ფართის და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №02.05.06.036.01.515 – თვითმმართველი ქ. რუსთავის ტერიტორიული ორგანოს შენობა) თვითმმართველი ქ. რუსთავის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ. 2. ამ განკარგულების შესრულების მიზნითб საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. პრემიერ -მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი