„საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმების საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და ლ. იზორიას მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

მიღების თარიღი 27.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №118
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016535
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/02/2014
matsne.gov.ge 147 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმების საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და ლ. იზორიას მომხსენებლად დანიშვნის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება №118 2014 წლის 27 იანვარი  ქ. თბილისი  „საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმების საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და ლ. იზორიას მომხსენებლად დანიშვნის შესახებ 1. საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის 1​1 პუნქტის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის  „ვ“ ქვეპუნტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინოს 2013 წლის 18 დეკემბერს ხელმოწერილი „საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმება. 2. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენილ ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ შეთანხმებაზე საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია. პრემიერ-მინისტრი                                                      ირაკლი ღარიბაშვილი