საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ სამედიცინო აპარატურისა და ინვეტარის სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ
მიღების თარიღი 27.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №120
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016537
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/02/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.01.2014 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ სამედიცინო აპარატურისა და ინვეტარის სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №120
2014 წლის 27 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ სამედიცინო აპარატურისა და ინვეტარის სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროგრამისათვის „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უზრუნველყოფა ეკვივალენტური სამედიცინო მომსახურებით“ გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში (პროგრამული კოდი – 27 04) სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით, 320 000 ლარის ზღვრული ოდენობით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი