ბავშვთა მკურნალობის აქციის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
მიღების თარიღი 27.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №123
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016540
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/02/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.01.2014 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ბავშვთა მკურნალობის აქციის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №123
2014 წლის 27 იანვარი
ქ. თბილისი
ბავშვთა მკურნალობის აქციის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
1. გერმანიის ბავშვთა საქველმოქმედო ორგანიზაცია „ფრიდენსდორფ ინტერნაციონალის“ მიერ ბავშვთა მკურნალობის აქციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს 2014 წელს ქ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავის მომსახურებისათვის საჭირო ხარჯების (საჰაერო ხომალდის დაშვება და სტარტი, აერონავიგაცია, საჰაერო უსაფრთხოება და სატერმინალო-სატვირთო მომსახურება) ანაზღაურება „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატისათვის „შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში პოლიტიკის შემუშავება და მართვა“ პროგრამით (პროგრამული კოდი - 35 01 01) გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარებისათვის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების მიზნით შესაბამისი შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი