„კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 29 ნოემბრის №105/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№15/04
სარეგისტრაციო კოდი
220010040.18.011.016119
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/02/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №15/04

2014 წლის 4 თებერვალი

ქ. თბილისი

 

,,კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 29 ნოემბრის №105/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ


მუხლი 1
,,კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 29 ნოემბრის №105/04 ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 21 პუნქტი:

„2¹. კომერციული ბანკი, რომელიც თავის საბანკო ოპერაციებში იყენებს ელექტრონულ ხელმოწერას, ვალდებულია შეიმუშაოს დებულებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ წესის შესაბამისად მოთხოვნილ ზოგადი წესების დაცვას, ისე რომ შენარჩუნებულ იქნეს ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობებთან დაკავშირებული ცალკეული ოპერაციების კონკრეტიზაცია და საანგარიშსწორებო/სააღრიცხვო რისკების მართვის ის ხარისხი, რაც უზრუნველყოფილი იქნებოდა ამ ოპერაციის განხორციელებისას მატერიალურ დოკუმენტზე შესრულებული ხელმოწერის გამოყენების შემთხვევაში.“.

2. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-7 პუნქტი:

„7. თუ პირველადი დოკუმენტები შექმნილია ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებით, ბანკმა უზრუნველყოს მათი შინაარსის ამსახველი (საბალანსო და ბალანსგარეშე ანგარიშების, შემოსავლისა და გასავლის დოკუმენტების მიხედვით) სრულყოფილი სალაროს რეესტრის შექმნა, ამობეჭდვა, საბუღალტრო მონაცემებთან შედარება და აკინძვა სალაროს სხვა მატერიალურ დღიურ საბუთებთან და დანართებთან ერთად. ამასთანავე, ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებით შექმნილი პირველადი დოკუმენტებისთვის გამოიყენოს არქივაციის ისეთი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ელექტრონული დოკუმენტების მაქსიმალურად უსაფრთხო შენახვასა და დაცვას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 29 ნოემბრის №105/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 04.02.2014.
როდის იქნა მიღებული „კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 29 ნოემბრის №105/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
„კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 29 ნოემბრის №105/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მიღებულია 04.02.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №15/04. სარეგისტრაციო კოდი — 220010040.18.011.016119.
რამდენი მუხლისგან შედგება „კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 29 ნოემბრის №105/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 29 ნოემბრის №105/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 29 ნოემბრის №105/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.02.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 29 ნოემბრის №105/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, №15/04, 04.02.2014, სარეგისტრაციო კოდი 220010040.18.011.016119 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2231275/