საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის დეპარტამენტის უფროსების და დეპარტამენტის უფროსის მოადგილეების დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.02.2014
ძალის დაკარგვა 08.04.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-36
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.032.016135
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/02/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,308 სიტყვა · ~17 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.02.2014 მიღება
08.04.2016 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (2)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის დეპარტამენტის უფროსების და დეპარტამენტის უფროსის მოადგილეების დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-36 2014 წლის 5 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის დეპარტამენტის უფროსების და დეპარტამენტის უფროსის მოადგილეების დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ : მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს: ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილ(ებ)ის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი №1);  ბ) იურიდიული და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილ(ებ)ის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა  (დანართი №2); გ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი №3); დ) მელიორაციის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი №4); ე) საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილ(ებ)ის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი №5); ვ) სოფლის მეურნეობის და სურსათის დეპარტამენტი უფროსის და სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტი უფროსის მოადგილ(ებ)ის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი №6); ზ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი №7); თ) პოლიტიკისა და ანალიტიკის  დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი №8);  ი) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის  უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი №9). მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრიშალვა ფიფია დანართი №1 ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილ(ებ)ის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა მუხლი 1🔗 ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: ა) უმაღლესი განათლება, სასურველია მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) ადმინისტრაციულ ორგანოში არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება; გ) სავალდებულოა ინგლისური ან რუსული  ენის ცოდნა; დ) ორგანიზებულობა და კომუნიკაციის უნარი; ე) შემჭიდროებულ ვადებსა და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ვ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა  (Microsoft word, Microsoft Office, Outlook,  power point, excel). მუხლი 2🔗 ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილ(ებ)ის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: ა) უმაღლესი განათლება, სასურველია მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის არანაკლებ 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება; გ) სავალდებულოა ინგლისური ან რუსული  ენის ცოდნა; დ) ორგანიზებულობა და კომუნიკაციის უნარი; ე) შემჭიდროებულ ვადებსა და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ვ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა  (Microsoft word, Microsoft Office, Outlook, power point, excel). მუხლი 3🔗 ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილ(ებ)ის ვაკანტური  თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2012  წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილება; ზ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 23 ივნისის №2-155 ბრძანება. დანართი №2 იურიდიული და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილ(ებ)ის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და  საკონკურსო თემატიკა მუხლი 1🔗 იურიდიული და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: ა) უმაღლესი იურიდიული განათლება, სასურველია მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) ადმინისტრაციულ ორგანოში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი  გამოცდილება; გ) სავალდებულოა ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა; დ) სამართლებრივი ანალიზის და წერის უნარი; ე) ორგანიზებულობა და კომუნიკაციის უნარი; ვ) შემჭიდროებულ ვადებსა და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ზ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა  (Microsoft word, Microsoft Office, Outlook, excel). მუხლი 2🔗 იურიდიული და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილ(ებ)ის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: ა) უმაღლესი იურიდიული განათლება, სასურველია მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) ადმინისტრაციულ ორგანოში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი  გამოცდილება; გ) სავალდებულოა ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა; დ) სამართლებრივი ანალიზის და წერის უნარი; ე) ორგანიზებულობა და კომუნიკაციის უნარი; ვ) შემჭიდროებულ ვადებსა და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ზ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა  (Microsoft Word, Microsoft Office, Outlook, Excel) მუხლი 3🔗 იურიდიული და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილ(ებ)ის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; გ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; დ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; ე) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის  წესის შესახებ“ საქართველოს კანონი; თ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; ი) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“  საქართველოს კანონი; კ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის  28 დეკემბრის №485 დადგენილება. დანართი №3 შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა მუხლი 1🔗 შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: ა) უმაღლესი იურიდიული ან ეკონომიკური განათლება, სასურველია მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება შიდა კონტროლის მიმართულებით, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის  არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება; გ) სავალდებულოა ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა; დ) ორგანიზებულობა და კომუნიკაციის უნარი; ე) შემჭიდროებულ ვადებსა და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ვ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Word, Microsoft Office, Outlook, power point, Excel). მუხლი 2🔗 შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება, სასურველია მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება შიდა კონტროლის მიმართულებით, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის  არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; გ) სავალდებულოა ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა; დ) ორგანიზებულობა და კომუნიკაციის უნარი; ე) შემჭიდროებულ ვადებსა და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ვ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft word, Microsoft Office, Outlook, power point, excel). მუხლი 3🔗 შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი; თ) „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება; ი) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილება. დანართი №4 მელიორაციის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა მუხლი 1🔗 მელიორაციის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: ა) უმაღლესი განათლება, სასურველია მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) ადმინისტრაციულ ორგანოში არანაკლებ 5-წლიანი მუშაობის გამოცდილება,  მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება მელიორაციის მიმართულებით; გ) სავალდებულოა ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა; დ) ორგანიზებულობა და კომუნიკაციის უნარი; ე) შემჭიდროებულ ვადებსა და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ვ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft word, Microsoft Office, Outlook, power point, excel). მუხლი 2🔗 მელიორაციის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: ა) უმაღლესი  განათლება, სასურველია მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;  ბ) ადმინისტრაციულ ორგანოში არანაკლებ 4-წლიანი მუშაობის გამოცდილება,  მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; გ) მიწის ადმინისტრირების სფეროში მუშაობის გამოცდილება; დ) გეოინფორმაციულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; ე) სავალდებულოა ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა; ვ) ორგანიზებულობა და კომუნიკაციის უნარი; ზ) შემჭიდროებულ ვადებსა და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; თ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft word, Microsoft Office, Outlook,  power point, excel) ARC GIS). მუხლი 3🔗 მელიორაციის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“     საქართველოს კანონი ვ) „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი; თ) „ტექნიკური რეგლამენტის - „ნიადაგის ნაყოფიერების დონის განსაზღვრის” და „ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების მონიტორინგის” დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №415 დადგენილება; ი) ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილება. დანართი №5 საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილ(ებ)ის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა მუხლი 1🔗 საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება, სასურველია მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) ადმინისტრაციულ ორგანოში საფინანსო-ეკონომიკური მიმართულებით არანაკლებ 5-წლიანი მუშაობის გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება; გ) სავალდებულოა ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა; დ) ორგანიზებულობა და კომუნიკაციის უნარი; ე) შემჭიდროებულ ვადებსა და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ვ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft word, Microsoft Office, Outlook,  power point, excel). მუხლი 2🔗 საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი (კარი 1-2-3); გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28  დეკემბრის №1318 ბრძანება; ვ) „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება; ზ) „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება; თ) „სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 ოქტომბრის №302 დადგენილება; ი) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილება. მუხლი 3🔗 საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: ა) უმაღლესი იურიდიული ან ეკონომიკური  განათლება, სასურველია მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) ადმინისტრაციულ ორგანოში სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით არანაკლებ 4-წლიანი მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; გ) სავალდებულოა ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა; დ) ორგანიზებულობა და კომუნიკაციის უნარი; ე) შემჭიდროებულ ვადებსა და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ვ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft word, Microsoft Office, Outlook, power point, excel). მუხლი 4🔗 საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი (კარი 1-2-3); გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28  დეკემბრის №1318 ბრძანება; ვ) „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება; ზ) „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“    საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანება; თ) „სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 ოქტომბრის №302 დადგენილება; ი) ,,შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანება; კ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილება. მუხლი 5🔗 საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: ა) უმაღლესი იურიდიული ან ეკონომიკური განათლება, სასურველია მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) ადმინისტრაციულ ორგანოში საფინანსო-ეკონომიკური მიმართულებით მუშაობის არანაკლებ  4-წლიანი გამოცდილება, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; გ) სავალდებულოა ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა; დ) ორგანიზებულობა და კომუნიკაციის უნარი; ე) შემჭიდროებულ ვადებსა და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ვ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft word, Microsoft Office, Outlook, power point, excel). მუხლი 6🔗 საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი (კარი 1-2-3); გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი - თავი VII ე) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28  დეკემბრის №1318 ბრძანება; ზ) „სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 ოქტომბრის №302 დადგენილება; თ) „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება; ი) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილება. დანართი №6 სოფლის მეურნეობის და სურსათის დეპარტამენტი უფროსის და სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტი უფროსის მოადგილ(ებ)ის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა მუხლი 1🔗 სოფლის მეურნეობის და სურსათის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: ა) უმაღლესი  განათლება, სასურველია მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) ადმინისტრაციულ ორგანოში სოფლის მეურნეობის მიმართულებით არანაკლებ 5-წლიანი მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება;  გ) სავალდებულოა ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა; დ) ორგანიზებულობა და კომუნიკაციის უნარი; ე) შემჭიდროებულ ვადებსა და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ვ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft word, Microsoft Office, Outlook, power point, excel). მუხლი 2🔗 სოფლის მეურნეობის და სურსათის დეპარტამენტი უფროსის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი; ე) „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ)  ,,ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) ,,სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ“ საქართველოს კანონი; თ) ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილება. მუხლი 3🔗 სოფლის მეურნეობის და სურსათის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: ა) უმაღლესი  განათლება ბიოლოგის (მიკრობიოლოგის), კვების ჰიგიენის, კვების ტექნოლოგიის, სპეციალობით, სასურველია მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) ადმინისტრაციულ ორგანოში, სურსათის, სურსათის უვნებლობის მიმართულებით არანაკლებ 4-წლიანი მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;  გ) სავალდებულოა ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა; დ) ორგანიზებულობა და კომუნიკაციის უნარი; ე) სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვი სფეროში ნორმატიულ აქტებზე მუშაობის გამოცდილება; ვ) შემჭიდროებულ ვადებსა და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ზ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Word, Microsoft Office Outlook,  power point, Excel). მუხლი 4🔗 სოფლის მეურნეობის და სურსათის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი; ე) „სურსათის უვნებლობის სფეროში ყოვლისმომცველი სტრატეგიისა და საკანონმდებლო მიახლოების  პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №1756 განკარგულება; ვ)  ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილება. მუხლი 5🔗 სოფლის მეურნეობის და სურსათის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: ა) უმაღლესი აგრარული განათლება, სასურველია მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;  ბ) ადმინისტრაციულ ორგანოში სოფლის მეურნეობის მიმართულებით არანაკლებ 4-წლიანი მუშაობის გამოცდილება,  მათ შორის  ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;  გ) სავალდებულოა ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა; დ) ორგანიზებულობა და კომუნიკაციის უნარი; ე) შემჭიდროებულ ვადებსა და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ვ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Word, Microsoft Office, Outlook,  power point, Excel). მუხლი 6🔗 სოფლის მეურნეობის და სურსათის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“  საქართველოს კანონი; ვ) „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილება. დაბართი №7 საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა მუხლი 1🔗 საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო სამართლის ან  საერთაშორისო ბიზნესის სპეციალობით, სასურველია მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) არანაკლებ 5-წლიანი მუშაობის გამოცდილება,  საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით არანაკლებ 3-წლიანი მუშაობის გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; გ) სავალდებულოა ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, დამატებით სასურველია რუსული, ფრანგული, ან გერმანული ენის ცოდნა; დ) ორგანიზებულობა და კომუნიკაციის უნარი; ე) შემჭიდროებულ ვადებსა და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ვ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Word, Microsoft Office, Outlook,  power point, Excel); ზ) უპირატესობა  მიენიჭება იმ კანდიდატებს ვისაც გააჩნიათ სოფლის მეურნეობის სფეროში შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება. მუხლი 2🔗 საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა:  ა)  საქართველოს კონსტიტუცია; ბ)  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;  გ) „მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ ვენის კონვენცია; ვ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია, მარაკეშის დეკლარაცია, 1994 წ., 15 აპრილი   (სოფლის   მეურნეობის შეთანხმება); თ) ,,მაასტრიხის ხელშეკრულება“; ი) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილება. დანართი №8 პოლიტიკისა და ანალიტიკის  დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა მუხლი 1🔗 პოლიტიკისა და ანალიტიკის  დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: ა) უმაღლესი განათლება აგრარული, ტექნიკური ან ეკონომიკური მიმართულებით, სასურველია მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) არანაკლებ 5-წლიანი მუშაობის გამოცდილება, შესაბამისი მიმართულებით არანაკლებ 2-წლიანი მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე  მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; გ) სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა, დამატებით სასურველია ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა; დ) ორგანიზაციის მართვის უნარი; ე) დეტალების მიმართ ორიენტირებულობა; ვ)  ორგანიზებულობა და კომუნიკაციის უნარი; ზ) შემჭიდროვებულ ვადებსა და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; თ) წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; ი) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Word, Microsoft Office, Outlook,  power point, Excel); კ) უპირატესობა  მიენიჭება იმ კანდიდატებს, ვისაც გააჩნიათ სოფლის მეურნეობის სფეროში შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება. მუხლი 2🔗 პოლიტიკისა და ანალიტიკის  დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ)  „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“  საქართველოს კანონი; ე) „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილება. დანართი №9 საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის  უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა მუხლი 1🔗 საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: ა) უმაღლესი ჰუმანიტარული განათლება, სასურველია მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ)   არანაკლებ 5-წლიანი მუშაობის გამოცდილება  საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება; გ) სავალდებულოა  ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა; დ) ორგანიზებულობა და კომუნიკაციის უნარი; ე) შემჭიდროვებულ ვადებსა და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ვ) დეტალების მიმართ ორიენტირებულობა; ზ) წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; თ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Word, Microsoft Office, Outlook,  power point, Excel); ი) უპირატესობა  მიენიჭება იმ კანდიდატებს, ვისაც გააჩნიათ სოფლის მეურნეობის სფეროში შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება. მუხლი 2🔗 საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: ა) უმაღლესი ჰუმანიტარული განათლება, სასურველია მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) არანაკლებ 4-წლიანი მუშაობის გამოცდილება მასმედიასა ან  საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; გ) სავალდებულოა  ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა; დ) ორგანიზებულობა და კომუნიკაციის უნარი; ე) შემჭიდროვებულ ვადებსა და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ვ) დეტალების მიმართ ორიენტირებულობა; ზ) წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; თ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Word, Microsoft Office, Outlook,  power point, Excel). მუხლი 3🔗 საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის  უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (თავი III); გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი   (3 თავი); ზ) ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილება.