ს/ს "სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყარო" - მორიგი კრების ჩატარების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სს „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს”მორიგი კრების ჩატარების შესახებ
სააქციო საზოგადოება „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს” დირექტორი იწვევს სააქციო საზოგადოების მორიგ საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2014 წლის 1 მარტს ქ. თბილისში, თევდორე მღვდლის ქ. №7, სააქციო საზოგადოების სხდომათა დარბაზში, 17:00 საათზე. კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2014 წლის 24 იანვარი.
დღის წესრიგი:
1. სააქციო საზოგადოება „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს“ დირექტორის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის წლიური ანგარიში;
2. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ანალიზი;
3. საზოგადოების დირექტორის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის დამტკიცება;
4. სამეთვალყურეო საბჭოს წარმოდგენილი ანალიზის დამტკიცება;
5. 2013 წლის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილება;
6. 2014 წლის აუდიტის არჩევა.
დღის წესრიგის საკითხების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სააქციო საზოგადოების დირექციაში.
კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან აქციის მფლობელი აქციონერები (ან მათი წარმომადგენლები) თუ ისინი (აქციონერები), რეგისტრირებულნი არიან საზოგადოების აქციათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს დამოუკიდებელი რეგისტრატორი – სს „კავკასრეესტრი“ 2014 წლის 24თებერვლის 17:00 საათის მდგომარეობით. მსურველებს ამ ფაქტის შემოწმება შეუძლიათ 24 იანვრიდან 1 მარტის 17:00 საათამდე. მის.: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი № 74-ა, T – 2220718 დამოუკიდებელი რეგისტრატორი სს „კავკასრეესტრის“ ოფისი.
აღმასრულებელი დირექტორი /გ. მაჭავარიანი