საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საზღვაო თავდაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.05.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №40
სარეგისტრაციო კოდი 120060000.22.026.016262
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/05/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.05.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი გეგეჭკორი | საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი |
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საზღვაო თავდაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება
№40
2014 წლის 28 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საზღვაო თავდაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ქ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საზღვაო თავდაცვის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიირაკლი გეგეჭკორი
საქართველოს შეიარაღებული ძალების საზღვაო თავდაცვის დეპარტამენტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საზღვაო თავდაცვის დეპარტამენტი (შემდგომ - ,,დეპარტამენტი“) არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის (შემდგომ - ,,გენერალური შტაბი“) სტრუქტურული ქვედანაყოფი.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ - ,,მინისტრი’’) სამართლებრივი აქტებით, გენერალური შტაბის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, დირექტივებით, განკარგულებებითა და წინამდებარე დებულებით.
3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის წინაშე.
4. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საზღვაო თავდაცვის დეპარტამენტი”, სიმბოლიკა, შტამპი, აგრეთვე ბლანკი საკუთარი სახელწოდებით.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამხედრო-საზღვაო ოპერაციების დაგეგმვაში, საზღვაო მიმართულებაზე სამხედრო თავდაცვის განვითარებაში, ოპერატიული მართვის ღონისძიებებში, შავ ზღვაზე ნაოსნობისა და საზღვაო უსაფრთხოების საკითხებში მონაწილეობა;
ბ) საზღვაო ეკონომიკური, მეცნიერული და კულტურული განვითარების მხარდაჭერა;
გ) საქართველოს საზღვაო სივრცეში (საქართველოს სანაპირო ზოლში, შიდა წყლებში, ტერიტორიულ ზღვაში, მიმდებარე ზონაში, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და საქართველოს კონტინენტურ შელფზე) სუვერენული უფლებების დაცვის, შავ ზღვაზე ნაოსნობის უსაფრთხოებისა და საძიებო-სამაშველო ღონისძიებების უზრუნველმყოფ შესაბამის უწყებებთან ურთიერთქმედება;
დ) საზღვაო ოპერაციების დაგეგმვაში მონაწილეობა და სამხედრო-საზღვაო ოპერაციების აღსრულების კოორდინაცია კომპეტენციის ფარგლებში;
ე) საზღვაო მიმართულებაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების დანაყოფების სამხედრო ოპერაციების მხარდაჭერის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
ვ) საერთაშორისო სამხედრო-საზღვაო თანამშრომლობის მხარდაჭერა, მათ შორის, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ დაგეგმილ ერთობლივ მრავალეროვნულ, ჰუმანიტარულ და სხვა სახის საზღვაო წვრთნებში, სწავლებებში, ოპერაციებში მონაწილეობა და აღსრულების კოორდინაცია კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) პარტნიორი ქვეყნების საზღვაო ძალებთან თანამშრომლობა და ურთიერთობების განვითარების მხარდაჭერა;
თ) საზღვაო თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის საჭირო ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გათვლა, გემთმშენებლობის, მცურავი საშუალებების შეკეთების, მოდერნიზაციის შესაძლებლობის შესწავლა და საინფორმაციო ბაზის შექმნა, საზღვაო მობილიზაციის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
ი) საზღვაო მიმართულებაზე ინფორმაციის მიღება-გადაცემა, შეგროვება, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საზღვაო ვითარების შეფასება, ანალიზი, საფრთხეებისა და რისკების პროგნოზირება, რომლებიც შეიძლება დაემუქროს საქართველოს შავ ზღვაზე, წინადადებების წარდგენა გენერალური შტაბის ხელმძღვანელობისათვის გადაწყვეტილების მისაღებად;
კ) გენერალური შტაბის უფროსისათვის, საზღვაო მიმართულებაზე ძალთა ორგანიზაციისა და მათი გამოყენების საკითხებში წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
ლ) საზღვაო ოპერაციების (მისიების) წარმოების მეთოდებისა და ფორმების შესწავლა, ანალიზი, გამოცდილებების გაზიარება;
მ) მონაცემთა საინფორმაციო ბანკის წარმოება და მისი პერიოდული განახლება;
ნ) სამხედრო-საზღვაო განათლების, საბრძოლო მომზადების, საზღვაო შესაძლებლობების, პერსონალის მართვის სისტემის, საზღვაო მობილიზაციის, რესურსების მართვის სისტემის, ლოგისტიკური და საზღვაო თავდაცვის განვითარების დოქტრინების, კონცეფციების, პროგრამების, გეგმებისა და მათი რეალიზაციის მეთოდების, ფორმების შემუშავება;
ო) უწყებათაშორისი ურთიერთქმედების ორმხრივი და მრავალმხრივი პროექტების, პროგრამების, კონცეფციების და გეგმების შემუშავება;
პ) საზღვაო თავდაცვისა და საზღვაო თავდაცვის უსაფრთხოებისათვის საჭირო სადაზვერვო ინფორმაციებზე, მცურავ საშუალებებზე, მატერიალურ-ტექნიკურ რესურსებზე, მართვის, კონტროლისა და კავშირგაბმულობის სისტემებზე მოთხოვნების განსაზღვრა და წინადადებების მიწოდება გენერალური შტაბის ხელმძღვანელობისათვის;
ჟ) კანონმდებლობითა და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა მოვალეობათა შესრულება.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
2. დეპარტამენტის უფროსს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გენერალური შტაბის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. დეპარტამენტის უფროსი უშუალოდ ექვემდებარება გენერალური შტაბის უფროსს.
4. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარადგენს დასამტკიცებლად დეპარტამენტის საშტატო ნუსხას;
გ) განსაზღვრავს და ანაწილებს ფუნქციონალურ მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს;
დ) ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობაზე, თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასა და დისციპლინის დაცვაზე;
ე) გენერალური შტაბის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის (სტრუქტურული ქვედანაყოფების) პირადი შემადგენლობისათვის მორიგი სამხედრო წოდებების მინიჭების, თანამდებობაზე დანიშვნის, განთავისუფლების, გადაადგილების, მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენებისა და მათი წახალისების შესახებ;
ვ) ხელს აწერს, ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ზ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის ფუნქციების შესრულებაზე;
თ) უზრუნველყოფს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის ორგანიზებას;
ი) ახორციელებს გენერალური შტაბის დებულებით, ამ დებულებითა და მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა მოვალეობებს.
5. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ასრულებს დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი ფუნქციები და ამოცანები
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ადმინისტრაციული სამმართველო;
ბ) საზღვაო განვითარებისა და რესურსების დაგეგმვის სამმართველო;
გ) ოპერაციების დაგეგმვის სამმართველო.
2. ადმინისტრაციული სამმართველო ახორციელებს:
ა) საქართველოს საზღვაო სივრცეში სუვერენული უფლებების დაცვის, შავ ზღვაზე ნაოსნობის უსაფრთხოებისა და საძიებო-სამაშველო ღონისძიებების უზრუნველმყოფ შესაბამის უწყებებთან ურთიერთქმედებას;
ბ) საზღვაო მობილიზაციის დაგეგმვაში მონაწილეობას, საზღვაო სამობილიზაციო მზადყოფნის ორგანიზების გეგმების, საზღვაო მობილიზაციის რეალიზაციის მეთოდებისა და ფორმების შემუშავებას;
გ) სამხედრო-საზღვაო პერსონალის მართვის სისტემის დაგეგმარებას, კარიერული და პროფესიული ზრდისათვის საჭირო ღონისძიებების გეგმების შემუშავებას;
დ) სამხედრო-საზღვაო დოქტრინალური სახელმძღვანელოების შემუშავებაში და პრიორიტეტების განსაზღვრაში მონაწილეობას;
ე) დეპარტამენტის საიდუმლო და არასაიდუმლო კორესპონდენციის წარმოებას, დეპარტამენტში წარმოებული (საწარმოებელი) წიგნების, ჟურნალების, საქმეების ნომენკლატურის მიხედვით აღრიცხვას, წარმოებაზე კონტროლსა და დადგენილი წესით შენახვას;
ვ) დეპარტამენტის მატერიალური ფასეულობებით უზრუნველყოფის დაგეგმვას, მათ დროულ და სრულ აღრიცხვას.
3. საზღვაო განვითარებისა და რესურსების დაგეგმვის სამმართველო ახორციელებს:
ა) საზღვაო თავდაცვისთვის საჭირო ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გათვლას, გემთმშენებლობის, მცურავი საშუალებების შეკეთების, მოდერნიზაციის შესაძლებლობის შესწავლასა და შესაბამისი საინფორმაციო ბაზის შექმნას;
ბ) საზღვაო მიმართულებაზე ძალთა ორგანიზაციისა და მათი გამოყენების საკითხებში წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას;
გ) პარტნიორი ქვეყნების საზღვაო ძალებთან თანამშრომლობასა და ურთიერთობების განვითარების მხარდაჭერას;
დ) საზღვაო ოპერაციების (მისიების) წარმოების მეთოდებისა და ფორმების შესწავლას, ანალიზს, გამოცდილებების გაზიარებას;
ე) სამხედრო-საზღვაო განათლების, საბრძოლო მომზადების, საზღვაო შესაძლებლობების, რესურსების მართვის სისტემის და ლოგისტიკური განვითარების დოქტრინების, კონცეფციების, პროგრამების, გეგმების, ასევე საზღვაო ეკონომიკური, მეცნიერული და საზღვაო კულტურის მხარდაჭერის ხედვების გეგმებისა და წინადადებების შემუშავებას.
4. ოპერაციების დაგეგმვის სამმართველო ახორციელებს:
ა) საქართველოს სანაპირო ზოლში, შიდა წყლებში, ტერიტორიულ ზღვაში, მიმდებარე ზონაში, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და საქართველოს კონტინენტურ შელფზე სუვერენული უფლებების დაცვისა და შესაბამის უწყებებთან შავ ზღვაზე ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას;
ბ) საზღვაო ოპერაციების დაგეგმვაში მონაწილეობასა და სამხედრო-საზღვაო ოპერაციების აღსრულების კოორდინაციას კომპეტენციის ფარგლებში;
გ) საზღვაო მიმართულებაზე შეიარაღებული ძალების დანაყოფების სამხედრო ოპერაციების მხარდაჭერის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღებას;
დ) საერთაშორისო სამხედრო-საზღვაო თანამშრომლობის მხარდაჭერას, მათ შორის, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ დაგეგმილ ერთობლივ მრავალეროვნულ, ჰუმანიტარულ და სხვა სახის საზღვაო წვრთნებში, სწავლებებში, ოპერაციებში მონაწილეობას და აღსრულების კოორდინაციას კომპეტენციის ფარგლებში;
ე) საზღვაო მიმართულებაზე ინფორმაციის მიღება-გადაცემას, შეგროვებას, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საზღვაო ვითარების შეფასებას, ანალიზს, საფრთხეებისა და რისკების პროგნოზირებას, რომელიც შეიძლება დაემუქროს საქართველოს თავის საზღვაო სივრცეში; წინადადებების წარდგენას ხელმძღვანელობისათვის გადაწყვეტილების მისაღებად;
ვ) უწყებათაშორისო ურთიერთქმედების ორმხრივი და მრავალმხრივი პროექტების, პროგრამების, კონცეფციების და გეგმების შემუშავებას;
ზ) მონაცემთა საინფორმაციო ბანკის წარმოებას და მის პერიოდულ განახლებას;
თ) სამხედრო-საზღვაო შესაძლებლობების, საზღვაო თავდაცვისა და უსაფრთხოების, მართვის ინფორმაციული და პროგრამული უზრუნველყოფის სისტემების განვითარების გეგმების შემუშავებას;
ი) საზღვაო თავდაცვისა და საზღვაო თავდაცვის უსაფრთხოებისათვის საჭირო სადაზვერვო ინფორმაციებზე, მცურავ საშუალებებზე, მატერიალურ-ტექნიკურ რესურსებზე, მართვის, კონტროლისა და კავშირგაბმულობის სისტემებზე მოთხოვნების განსაზღვრას და წინადადებების მიწოდებას დეპარტამენტის უფროსისათვის.
5. დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის შუამდგომლობითა და გენერალური შტაბის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
6. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ქვედანაყოფის საქმიანობას, პასუხს აგებს ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) წარმოადგენს ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობის განხორციელებისას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს ქვედანაყოფის თანამშრომლებზე, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს კონტროლს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;
დ) ხელს აწერს ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) შეიმუშავებს წინადადებებს ქვედანაყოფების შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, ქვედანაყოფის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) შუამდგომლობს ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
ზ) ანგარიშს აბარებს დეპარტამენტის უფროსს ქვედანაყოფის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ.