თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება -შპს "გუდვილი"-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/13628-13
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2014 წლი ს 4 თებერვალი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
მოვალე – შპს „გუდვილი ” ( ს . კ 206343991)
დირექტორი – ბესიკ ჯიქურაული
წარმომადგენლები – 1. ლაშა ნოდია .
2. დავით გლუნჩაძე .
3. თეა ზაალიშვილი .
4. ნინო გელაშვილი .
მეურვე აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენლები – 1. ნათია სახოკია .
2. თამაზ კიკიანი .
3. ვასილ ხაჭაპურიძე .
მოთხოვნა – კრედიტორთა კრების მოწვევა
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ და
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია მოვალე შპს ,,გუდვილის’’ განცხადება მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 იანვრის განჩინებით დამტკიცდა 2014 წლის 13 იანვრის მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება შპს ,,გუდვილის’’ მიმართ რეაბილიტაციის განხორციელების პროცედურის დაწყების შესახებ. აღნიშნული განჩინება გამოქვეყნდა ,,საკანონმდებლო მაცნეში’’ 2014 წლის 3 თებერვალს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2014 წლის 3 თებერვალს განცხადებით მომართა მოვალე შპს ,,გუდვილის’’ გენერალურმა დირექტორმა ბესიკ ჯიქურაულმა, რომელმაც მოითხოვა კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა შემდეგი დღის წესრიგით: შპს ,,გუდვილის’’ გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებამდე 6 თვის განმავლობაში სს ,,თიბისი ბანკის’’ საკუთრებაში გადაცემულ ქონებასთან დაკავშირებით სასამართლო დავის დაწყების შესახებ.
სასამართლო გაეცნო საქმეში არსებულ მასალებს და, მიაჩნია, რომ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’საქართველოს კანონის 27-ე მუხლის თანახმად, მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება შემდეგ გარემოებათა გამო:
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, კრედიტორები რეაბილიტაციის მმართველს ნიშნავენ და რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადას განსაზღვრავენ რეაბილიტაციის შესახებ სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 3 დღის განმავლობაში. კრედიტორთა გადაწყვეტილებას განჩინებით ამტკიცებს სასამართლო.
მოცემულ შემთხვევაში შპს ,,გუდვილის’’ მიმართ რეაბილიტაციის განხორციელების პროცედურის დაწყების შესახებ განჩინება „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა 2014 წლის 3 თებერვალს.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე, 44-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2014 წლის 8 თებერვალს 12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №1, შემდეგი დღის წესრიგით:
1.1. კრედიტორთა მიერ წარმოდგენილი რეაბილიტაციის მმართველის დამტკიცება და რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადის განსაზღვრა.
1.2. შპს ,,გუდვილის’’ გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებამდე 6 თვის განმავლობაში სს ,,თიბისი ბანკის’’ საკუთრებაში გადაცემულ ქონებასთან დაკავშირებით სასამართლო დავის დაწყების შესახებ;
1. 3. მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა.
2. განჩინება გამოქვეყნდეს„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში “ და სასამართლოს ვებგვერდზეwww. tcc.gov.ge.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი