ლ. ბეგიაშვილის საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე თანამომხსენებლად დანიშვნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№444
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 01/11/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №44 4

2005 წლის 1 ნოემბერი

ქ. თბილისი

ლ. ბეგიაშვილის საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე თანამომხსენებლად დანიშვნის შესახებ

1. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“156-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე კანონპროექტებზე: „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „ვეტერინარიის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“საქართველოს  პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე თანამომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ლილი ბეგიაშვილი.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს მთავრობის 2005 წლის 4 აგვისტოს № 330 განკარგულება „ქ. ქოქრაშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე თანამომხსენებლად დანიშვნის შესახებ“.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                 ზ. ნოღაიდელი