ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.02.2014
ძალის დაკარგვა 11.09.2014
გამომცემი ორგანო ადიგენის მუნიციპალიტეტი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.137.016098
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/02/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,387 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.02.2014 მიღება
11.09.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ენდელაძე ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ             ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №7 2014 წლის 3 თებერვალი დაბა ადიგენი ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ადიგენის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ადიგენის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური  პროგრამა  დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგივი ენდელაძე დანართი №1 ადიგენის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების  სოციალური პროგრამა თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. პროგრამის შინაარსი   1. წინამდებარე პროგრამა წარმოადგენს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამას.   2.  პროგრამის ბენეფიციარზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება გაიცემა  ამ პროგრამით დადგენილი წესით, სახით  და ოდენობით.      მუხლი 2🔗პროგრამის ბენეფიციარი წინამდებარე პროგრამის ბენეფიციარს წარმოადგენს:    უკიდურესად გაჭირვებული ოჯახი  შემდეგი კატეგორიებით: ა)  ოჯახი, რომელიც სახელმწიფოსგან არ იღებს სოციალურ შემწეობას, არ გააჩნია სხვა არანაირი შემოსავალი და   ცხოვრობს უკიდურეს სიდუხჭირეში;  ბ) ოჯახი, რომელსაც სტიქიამ დაუზიანა საცხოვრებელი სახლი ან დამხმარე ნაგებობა და არ გააჩნია მისი შეკეთების სახსრები;       გ) ოჯახი, რომელსაც გარდაეცვალა წევრი და არ გააჩნია მისი დაკრძალვის ხარჯები; მრავალშვილიანი ოჯახი   4 (ოთხი) ან მეტი მცირეწლოვანი შვილით; ახალშობილის ოჯახი; ლტოლვილი ან იძულებით გადაადგილებული ოჯახი; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომებში დაღუპული  მებრძოლის ოჯახი; გარდაცვლილი ომის მონაწილის ოჯახი; მეორე მსოფლიო ომის მოაწილე. თავი II უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის დახმარება მუხლი 3🔗. დახმარების  სახე და ოდენობა     1. უკიდურესად გაჭირვებულ  ოჯახზე საანგარიშო წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაიცემა ერთჯერადად.     2.  სოციალური დახმარების სახე და ოდენობა ცალ-ცალკე კატეგორიების მიხედვით შეადგენს:     ა)  ოჯახს, რომელიც სახელმწიფოსგან არ იღებს სოციალურ შემწეობას, არ გააჩნია სხვა არანაირი შემოსავალი და   ცხოვრობს უკიდურეს სიდუხჭირეში, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევა კვების პროდუქტების შესყიდვის სახით - ერთ სულიან ოჯახზე    50 (ორმოცდაათი)  ლარის , ორ სულიან ოჯახზე    70 (სამოცდაათი)  ლარის  და  სამ და მეტ სულიან ოჯახზე  100 (ასი)  ლარის ღირებულებით;    ბ) ოჯახს, რომელსაც სტიქიამ დაუზიანა საცხოვრებელი სახლი ან დამხმარე ნაგებობა და არ გააჩნია მისი შეკეთების სახსრები, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევა საჭირო სამშენებლო მასალის შესყიდვის სახით, არაუმეტეს 1500 (ერთი ათას ხუთასი)  ლარის ღირებულებით;    გ) ოჯახს, რომელსაც გარდაეცვალა წევრი და არ გააჩნია მისი დაკრძალვის ხარჯები, დახმარება გაიცემა  სარიტუალო ღონისძიებისთვის საჭირო  კვების პროდუქტების შესყიდვის სახით - 150 ლარის ღირებულებით. მუხლი 4🔗. დახმარების  მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია 1.  დახმარების მისაღებად მოქალაქემ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს: ა)    განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ)   პირადობის მოწმობის ასლი; გ) ინფორმაცია (დასტური) შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულისგან ოჯახის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისა და  სოციალური დახმარების მიზანშეწონილობის შესახებ. 2.  ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტების წარუდგენლობა წარმოადგენს დახმარების გაცემაზე  უარის თქმის საფუძველს.       მუხლი 5🔗. დახმარების  გაცემის წესი   1. მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარდგენილი განცხადება თანდართული დოკუმენტაციით დაუყოვნებლივ  გადაეგზავნება განსახილველად  მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სოციალური დახმარების გაცემის  ან მასზე უარის თქმის შესახებ.   2. განცხადების შინაარსიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს მოქალაქის საცხოვრებელ ადგილზე გასვლის შემდეგ.   3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისია მოქალაქეთა განცხადებებს განიხილავს  კომისიის  სხდომაზე, რომელიც იმართება კვირაში ორჯერ. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება მუნიციპალიტეტის გამგეობას.   4.  დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის დასკვნის საფუძველზე, დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.   თავი III მრავალშვილიანი ოჯახის დახმარება მუხლი 6🔗. დახმარების  სახე და ოდენობა   1. მრავალშვილიან ოჯახს, რომელსაც ჰყავს ოთხი ან მეტი მცირეწლოვანი შვილი,  საანგარიშო წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევა ერთჯერადად - 200  (ორასი) ლარის ოდენობით. მუხლი 7🔗. დახმარების  მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია 1.  დახმარების მისაღებად  მოქალაქემ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს: ა)   განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ)  პირადობის მოწმობის ასლი; გ)  მეუღლის პირადობის მოწმობის ასლი;     დ) ქორწინების მოწმობის ასლი (არარეგისტირებული ქორწინების შემთხვევაში ცნობა შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულისგან  ოჯახის შემადგენლობის შესახებ);      ე)   შვილების დაბადების მოწმობების ასლები. 2. ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტების წარუდგენლობა წარმოადგენს დახმარების გაცემაზე  უარის თქმის საფუძველს.       მუხლი 8🔗. დახმარების  გაცემის წესი   1. მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარდგენილი განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ პროგრამის მოთხოვნებთან შეისწავლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი.  2. განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის ამ პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.   თავი IV ახალშობილის ოჯახის დახმარება  მუხლი 9🔗. დახმარების  სახე და ოდენობა   1. ახალშობილის ოჯახს საანგარიშო წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევა ერთჯერადად  -  100  (ასი) ლარის ოდენობით. მუხლი 10🔗. დახმარების  მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია 1.  დახმარების მისაღებად მოქალაქემ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს: ა)   განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ)  პირადობის მოწმობის ასლი; გ)  მეუღლის პირადობის მოწმობის ასლი;     დ) ქორწინების მოწმობის ასლი (არარეგისტირებული ქორწინების შემთხვევაში ცნობა შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულისგან  ოჯახის შემადგენლობის შესახებ);      ე)  ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი. 2. ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტების წარუდგენლობა წარმოადგენს დახმარების გაცემაზე  უარის თქმის საფუძველს.       მუხლი 11🔗. დახმარების  გაცემის წესი   1. მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარდგენილი განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ პროგრამის მოთხოვნებთან შეისწავლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი.  2. განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის ამ პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე  დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.   თავი V ლტოლვილი ან იძულებით გადაადგილებული ოჯახის დახმარება მუხლი 12🔗. დახმარების  სახე და ოდენობა   1. ლტოლვილ ან იძულებით გადაადგილებულ ოჯახს საანგარიშო წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევა  სამჯერადად - აღდგომის (გარდამავალი თარიღი), გიორგობის (23 ნოემბერი) და ახალი წლის დღესასწაულებზე -  100 (ასი)  ლარის ოდენობით.      მუხლი 13🔗. დახმარების  მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია     დახმარების გასაცემად, მითითებული დღესასწაულების წინ, მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის სპეციალისტი ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებში  მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე წარადგენს მოხსენებით ბარათს   იმ პერიოდისთვის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული ოჯახების თანდართული სიით.       მუხლი 14🔗. დახმარების  გაცემის წესი   1. მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებში სპეციალისტის  მოხსენებითი ბარათი თანდართული სიით შესათანხმებლად  გადაეგზავნება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს.    2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობის შემთხვევაში დახმარება გაიცემა  მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.   თავი VI საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომებში დაღუპული  მებრძოლის ოჯახის დახმარება მუხლი 15🔗. დახმარების  სახე და ოდენობა   1. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომებში დაღუპული  მებრძოლის ოჯახს საანგარიშო წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევა ერთჯერადად  -  აღდგომის დღესასწაულზე  (გარდამავალი თარიღი) -  100 (ასი)  ლარის ოდენობით.      მუხლი 16🔗. დახმარების  მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია     დახმარების გასაცემად, მითითებული დღესასწაულის წინ, მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის სპეციალისტი ვეტერანთა საკითხებში  მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე წარადგენს მოხსენებით  ბარათს  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომებში დაღუპული მებრძოლების ოჯახების თანდართული სიით.       მუხლი 17🔗. დახმარების  გაცემის წესი   1. მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის ვეტერანთა საკითხებში სპეციალისტის  მოხსენებითი ბარათი თანდართული სიით შესათანხმებლად  გადაეგზავნება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს.     2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობის შემთხვევაში დახმარება გაიცემა  მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით. თავი VII გარდაცვლილი ომის მონაწილის ოჯახის  დახმარება მუხლი 18🔗. დახმარების  სახე და ოდენობა   1. გარდაცვლილი ომის მონაწილის  ოჯახს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება დაკრძალვის ხარჯების  სახით  გაეწევა  ერთჯერადად  -  250  (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით. მუხლი 19🔗. დახმარების  მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია 1. დახმარების მისაღებად გარდაცვლილი მოქალაქემ  ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს: ა)      განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ)     პირადობის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვლილთან კანონიერი თუ საპროცესო წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;     დ)     ომის მონაწილის გარდაცვალების მოწმობის ასლი;      ე)  გარდაცვლილის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ასლი (ომის მონაწილის სტატუსით);      ვ)   ცნობა შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულისგან, რომ გარდაცვლილს ნამდვილად კრძალავს ან დაკრძალა განმცხადებელმა. 2. ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტების წარუდგენლობა წარმოადგენს დახმარების გაცემაზე  უარის თქმის საფუძველს.       მუხლი 20🔗. დახმარების  გაცემის წესი   1. მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარდგენილი განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ პროგრამის მოთხოვნებთან შეისწავლის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის უფროსი.  2. განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის ამ პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე  დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.   თავი VIII მეორე მსოფლიო ომის მონაწილის დახმარება მუხლი 21🔗. დახმარების  სახე და ოდენობა   1. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეს საანგარიშო წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევა  ერთჯერადად - ფაშიზმზე გამარჯვების (9 მაისი) დღესასწაულზე -  50 (ორმოცდაათი)  ლარის ოდენობით.      მუხლი 22🔗. დახმარების  მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია     დახმარების გასაცემად, მითითებული დღესასწაულის წინ, მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის სპეციალისტი ვეტერანთა საკითხებში მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე წარადგენს მოხსენებით ბარათს  იმ პერიოდისთვის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა თანდართული სიით.       მუხლი 23🔗. დახმარების  გაცემის წესი   1. მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის ვეტერანთა  საკითხებში სპეციალისტის  მოხსენებითი ბარათი თანდართული სიით შესათანხმებლად გადაეგზავნება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს.     2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობის შემთხვევაში დახმარება გაიცემა  მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.