სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 06.02.2014
ძალის დაკარგვა 01.08.2014
გამომცემი ორგანო სენაკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.108.016136
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/02/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ხაბურზანია | სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 28.07.2014
📋 აუქმებს — 1 აქტი
- „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 21.01.2011
დოკუმენტის ტექსტი
სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №1
2014 წლის 6 თებერვალი
ქ. სენაკი
სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის
დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების შესაბამისად,
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1.
დამტკიცდეს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება, დანართი №1-ის შესაბამისად.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 იანვრის №6 დადგენილება (www.matsne.gov.ge 08/02/2012; 010260020.35.108.016085).
3.
დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეზურაბ ხაბურზანია
დანართი №1
სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური
1.
გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს გამგეობის, გამგეობის სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმისწარმოებას დადგენილი წესით, საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას.
2.
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და სენაკის მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3.
სამსახურის საშტატო რიცხოვნობა და მოსამსახურეთა თანამდებობის დასახელება განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, რომელიც გამგებლის წარდგინებით მტკიცდება საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით – საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, ხოლო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები – საკრებულოს დადგენილებით.
4.
სამსახურს აქვს შტამპი, ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით.
5.
სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. სენაკი, ი. ჭავჭავაძის ქ. №103.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1.
სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფის – განყოფილებისგან და საჯარო მოსამსახურეებისგან.
2.
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია – კადრებისა და საქმისწარმოების განყოფილება.
3.
სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამისი თანამდებობრივი ინსტრუქციით, უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს გამგებლის დავალებით ახორციელებს განყოფილების უფროსი.
4.
სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოსამსახურეებისაგან.
5.
განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამისი თანამდებობრივი ინსტრუქციით, განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოსამსახურე.
6.
სამსახურის მოსამსახურეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, შესაბამისი თანამდებობრივი ინსტრუქციებით და შინაგანაწესით.
7.
სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა)
სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას; მიღებული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და მათ განაწილებას დანიშნულებისამებრ, გამგეობის სამსახურებსა და ტერიტორიულ ორგანოებს შორის;
ბ)
გამგებლის დავალებების რეგისტრაციას, მათი შესრულების კონტროლს;
გ)
ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას;
დ)
საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას; საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და არქივირებას;
ე)
გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების კონტროლს საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში;
ვ)
გამგეობის სტრუქტურის, მასში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ წინადადებების, შემუშავებას;
ზ)
საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქციების და სამუშაო აღწერილობების მომზადებას; საჯარო მოსამსახურეთათვის საკვალიფიკაციო კრიტერიუმების დადგენის თაობაზე წინადადებების წარდგენას;
თ)
საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის პირობების, წახალისების და დისციპლინური ზომების გამოყენების წესების განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადებას;
ი)
ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების კონტროლს; ასევე, გამგეობის შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
კ)
მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას;
ლ)
მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამსახურეობრივი გადაადგილების, გადაყვანის, გათავისუფლების, უფლებამოსილებათა შეჩერების, შვებულებაში გასვლის და მივლინების დოკუმენტური გაფორმებას; შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას; აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე;
მ)
მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკის შედგენას;
ნ)
წინადადებების შემუშავებას ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტში საჯარო მოსამსახურეთა სწავლების და კვალიფიკაციის ამაღლების ხარჯებთან დაკავშირებით;
ო)
ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციების და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას;
პ)
მოსამსახურეთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას; სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას და ამ კუთხით შესაბამის ორგანიზაციებთან შეხვედრისა და ურთიერთანამშრომლობის ორგანიზებას;
ჟ)
მოქმედი კანონმდებლობით და სენაკის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 4🔗.
სამსახურის კადრებისა და საქმისწარმეობის განყოფილების ფუნქციები
სამსახურის კადრებისა და საქმისწარმოების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა)
გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების კონტროლს საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში;
ბ)
გამგეობის სტრუქტურის, მასში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ წინადადებების, შემუშავებას; გამგეობის სტრუქტურულ ერთეულთა და ტერიტორიულ ორგანოთა საკადრო პოტენციალის ანალიზს, კადრების საჭიროებათა შესწავლას და საკადრო რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას;
გ)
საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქციების და სამუშაო აღწერილობების მომზადებას; საჯარო მოსამსახურეთათვის საკვალიფიკაციო კრიტერიუმების დადგენის თაობაზე წინადადებების წარდგენას;
დ)
საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის პირობების, წახალისების და დისციპლინური ზომების გამოყენების წესების განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადებას;
ე)
ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა სტაბილურობის, სამსახურეობრივი გადაადგილების და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების შედგენას, პერიოდული ანალიზს და შეფასებას; მუნიციპალურ მოსამსახურეთა რეზერვის ერთიანი ბანკის შექმნას და რეზერვის მიზნობრივ გამოყენებას;
ვ)
ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების კონტროლი; ასევე, გამგეობის შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
ზ)
მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმებას;
თ)
მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამსახურეობრივი გადაადგილების, გადაყვანის, გათავისუფლების, უფლებამოსილებათა შეჩერების, შვებულებაში გასვლის და მივლინების დოკუმენტური გაფორმებას; შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას; აღრიცხვას და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე;
ი)
მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკის შედგენას;
კ)
მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭებისა და კანონით დადგენილი დანამატების განსაზღვრის საკითხების მომზადებას; მოსამსახურეთა სამსახურეობრივი მოწმობების გაფორმებას და აღრიცხვას; ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა წარდგენას სახელმწიფო ჯილდოებზე; მუნიციპალიტეტის მიერ დაწესებული საპატიო წოდებების და ჯილდოების მინიჭების საკითხების მომზადებას; საჯარო მოსამსახურეთა წახალისების შესახებ წინადადებების მომზადებას;
ლ)
წინადადებების შემუშავებას ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტში საჯარო მოსამსახურეთა სწავლების და კვალიფიკაციის ამაღლების ხარჯებთან დაკავშირებით;
მ)
ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციების და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას;
ნ)
მოსამსახურეთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას; სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას და ამ კუთხით შესაბამის ორგანიზაციებთან შეხვედრისა და ურთიერთანამშრომლობის ორგანიზებას;
ო)
გამგებლის მიერ გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებისა და ხელშეკრულებების აღრიცხვა-შენახვას;
პ)
შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას; შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და ინდექსაციას;
ჟ)
გასული დოკუმენტების გაგზავნას;
რ)
დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის, დავალებების სათანადოდ გაფორმებას;
ს)
დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას; ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას;
ტ)
საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად;
უ)
საქმეთა ნომენკლატურის შედგენას; საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას;
ფ)
გამგეობის მოხელეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე;
ქ)
კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და სენაკის მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.