სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.02.2014
ძალის დაკარგვა 01.08.2014
გამომცემი ორგანო სენაკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.108.016137
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/02/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 657 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.02.2014 მიღება
01.08.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ხაბურზანია სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №2 2014 წლის 6 თებერვალი ქ. სენაკი სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ     „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20   მუხლის შესაბამისად,      სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1. დამტკიცდეს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის  საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინფორმაციული  უზრუნველყოფის სამსახურის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად. 2. დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეზურაბ ხაბურზანია                                                                                                                                                                                                   დანართი №1 სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინფორმაციული უზრუნველყოფის  სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამსახური 1. სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინფორმაციული   უზრუნველყოფის   სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს გამგეობის, გამგეობის სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების კომუნიკაციას ერთმანეთთან, მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, გამგეობის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას, ინფორმაციულ  მომსახურებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და სენაკის მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო რიცხოვნობა და მოსამსახურეთა თანამდებობის დასახელება განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, რომელიც გამგებლის წარდგინებით მტკიცდება საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით – საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, ხოლო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები – საკრებულოს დადგენილებით. 4. სამსახურს აქვს შტამპი, ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით. 5. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. სენაკი, ი. ჭავჭავაძის ქ. №103. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა   1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფის – განყოფილებისგან და საჯარო მოსამსახურეებისგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია – პრესცენტრის, მიზნობრივ ჯგუფებთან ურთიერთობის და  დაგეგმვის  განყოფილება. 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამისი თანამდებობრივი ინსტრუქციით, უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს გამგებლის დავალებით ახორციელებს  განყოფილების უფროსი. 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოსამსახურეებისაგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამისი თანამდებობრივი ინსტრუქციით, განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოსამსახურე. 6. სამსახურის მოსამსახურეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, შესაბამისი თანამდებობრივი ინსტრუქციებით და შინაგანაწესით. 7. სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები     სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:   ა) გამგეობის საქმიანობის საინფორმაციო, ანალიტიკური, საცნობარო და ტექნოლოგიურ-პროგრამული უზრუნველყოფა; გამგეობის ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებას; ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის მოკლევადიანი და გრძლევადიანი სტრატეგიული-საკომუნიკაციო  გეგმის პროექტის   შემუშავებას; გ) მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, შესაბამისი მასალების მომზადებას; დ) გამგეობის ვებგვერდის ადმინისტრირებას; ე) გამგებლის პრესკონფერენციების ჩატარებას; ვ) გამგეობის საგარეო ურთიერთობების კოორდინაციას; ზ) გამგეობის საქმიანობის ანგარიშების გამოქვეყნებას; თ) გამგეობის სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და მიწოდებას;       ი) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საინფორმაციო - საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობას; კ) მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. პრესცენტრის,    მიზნობრივ  ჯგუფებთან ურთიერთობის და  დაგეგმვის  განყოფილება პრესცენტრის, მიზნობრივ ჯგუფებთან ურთიერთობის და  დაგეგმვის  განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) გამგეობის სამუშაო თათბირების, აგრეთვე გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და გამგეობის თანამდებობის პირების მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარებას;      ბ) გამგეობის საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადებას და გამოქვეყნებას; გ) გამგეობის სამუშაო გეგმების პროექტების შედგენას; დ) გამგეობის ურთიერთობას საკრებულოსთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან,  მოქალაქეებთან; ე) გამგეობის საქმიანობის საინფორმაციო, ანალიტიკური, საცნობარო და ტექნოლოგიურ-პროგრამულ უზრუნველყოფას; გამგეობის ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებას, თვითმმართველი ერთეულის მასობრივი ინფორმაციის ორგანოებთან მუშაობის ორგანიზებას; ვ) მოქალაქეთა მიღების ორგანიზებას, შესაბამისი მასალების მომზადებას; ზ) ჟურნალისტების დასწრებას გამგეობის  სხდომებზე, მათთვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნას, მათ ინფორმირებას, საზოგადოებასთან ქმედებითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას; თ) გამგეობის ვებგვერდის ადმინისტრირებას; ი) გამგებლის ინიცირებული საკრებულოს დადგენილებების, პროექტების გამოქვეყნებას; კ) გამგებლის პრესკონფერენციების ჩატარებას, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ პრესდაიჯესტის მომზადებასა და გამოქვეყნებას, მათ ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან; ლ) გამგეობის საგარეო ურთიერთობების კოორდინაციას; მ) ოფიციალური დელეგაციების მიღებას, საგარეო ვიზიტების ორგანიზებას; ნ) გამგეობის საქმიანობის ანგარიშების გამოქვეყნებას; ო) გამგეობის სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და მიწოდებას; პ) გამგეობის თანამშრომლობის ორგანიზებას საქართველოსა და უცხოეთის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ასოციაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ჟ) გამგეობის თანამდებობის პირების მოსახლეობასთან შეხვედრების ორგანიზებას; რ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საინფორმაციო-საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობას; ს) მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.