⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (16.04.2014)
გაუქმებულია:

სს „საქართველოს რკინიგზისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.02.2014
ძალაში შესვლა 15.01.2014
ძალის დაკარგვა 16.04.2014
გამომცემი ორგანო N
ნომერი №119
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.017738
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/02/2014
matsne.gov.ge 5,001 სიტყვა · ~25 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.02.2014 მიღება
15.01.2014 ძალაში შესვლა
16.04.2014 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
გადაუდებელი აუცილებლობა ‑ ვითარება, რომელიც რეალურ საფ­რ­თხეს უქმნის საწარმოს ფუნქციონირებას და რომელიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო წინასწარ განსაზღვრული ან/და რომლის დადგომა არ
არის გა­მოწვეული საწარმოს ქმედებით ან რომელმაც შეიძლება მნიშვნელო­ვანი ზიანი მიაყენოს საწარმოს ინტერესებს ან მის ქონებას
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 ელმავლისა და თბომავლის ელექტრული მანქანების სათადარიგო ნაწილები და მასალები
2 ელმავლისა და თბომავლის ელექტრული აპარატურის მოწყობილობები, სათადარიგო ნაწილები და მასალები
3 ელმავლისა და თბომავლის მექანიკური ნაწილის მოწყობილობები, სათადარიგო ნაწილები და მასალები
4 ელმავლებისა და თბომავლების რემონტი და მოდერნიზაცია
5 ელმავლისა და თბომავლის ელექტრული მანქანებისა და დენმიმღების რემონტი
6 ელმავლისა და თბომავლის წყვილთვალების რემონტი
7 სატვირთო ვაგონები
8 სატვირთო ვაგონების მოდერნიზაცია
9 სატვირთო ვაგონების ავტოსაბმელი მოწყობილობები და მათი დეტალები
10 სატვირთო ვაგონების ურიკები და მათი დეტალები
11 სატვირთო ვაგონების სამუხრუჭე მოწყობილობები და მათი დეტალები
12 სატვირთო ვაგონის წყვილთვალები და მათი დეტალები
13 სატვირთო ვაგონის ბერკეტული გადაცემის დეტალები
14 სატვირთო ვაგონის ბერკეტული გადაცემის ავტომატური რეგულატორები და მათი დეტალები
15 სატვირთო ვაგონების ძარისა და ჩარჩოს დეტალები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სს „საქართველოს რკინიგზისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №119 2014 წლის 6 თებერვალი ქ. თბილისი სს „საქართველოს რკინიგზისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანო­ნის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამ­ტკიცდეს თანდართული „სს „საქართველოს რკინიგზისათვის“ საქონლი­სა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი“. მუხლი 2🔗 დადგენილების მოქმედების ვადად განისაზღვროს 3 (სა­მი) თვე მისი ამოქმედების დღიდან. მუხლი 3🔗  დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 15 იანვრიდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი სს „საქართველოს რკინიგზისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. სს „საქართველოს რკინიგზისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი (შემდგომში ‑ წესი) შემუშავებულია „სა­ხელ­მწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პი­რ­ველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს სს „საქართვე­ლოს რკინიგზისათვის“ (შემდგომში ‑ საწარმო) საქონლისა და მომსახუ­რე­ბის შესყიდვების სპეციალურ წესს. 2. ამ წესის მიზანია: ა) შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონა­ლუ­რი ხარჯვის უზრუნველყოფა; ბ) შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა; გ) შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა. 3. შესყიდვების განხორციელებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსო­ფ­ლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონ­სტ­რუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, გერ­მა­ნიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ განსაზღვრული შესყიდვების პროცედურები, თუ ეს ორგანი­ზაციები არიან შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული სამარ­თალურთიერთობის მონაწილენი. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ორგა­ნიზაციები არ არიან შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი, მათი, აგრეთვე სხვა საერთა­შორისო ორგანიზაციების შესყიდვების პროცედურები შესაძლებელია გა­მოყენებულ იქნეს მხოლოდ საწარმოს დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტი­ლების საფუძველზე. 4. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება შემდეგ შესყიდვებზე: ა) ელექტროენერგიის, გარანტირებული სიმძლავრის, ბუნებრივი აირი­სა და წყალმომარაგების შესყიდვებზე; ბ) უძრავი ქონების შესყიდვასთან, ასევე უძრავი ქონების სარგებლობის უფ­ლების მიღებასთან (მათ შორის და არა მხოლოდ: იჯარა, ქირავნობა და ლიზინგი) დაკავშირებულ შესყიდვებზე; გ) ტელერადიოეთერის დროის შესყიდვასთან, მასობრივი ინფორმა­ციის საშუალებით რეკლამის გავრცელებასა და საქმიანი შეხვედრების ჩასატარებლად შესაბამისი ფართობის დაქირავებასთან დაკავშირებულ შესყიდვებზე; დ) სამშენებლო სამუშაოების შესყიდვებზე. აღნიშნული სამუშაოების შესყიდვებს საწარმო ახორციელებს მხოლოდ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 5. საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვების განხორციელება ხდება ამ წესის შესაბამისად. მუხლი 2🔗. გამოყენებულ ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) შემსყიდველი ორგანიზაცია ‑ სს „საქართველოს რკინიგზა“; ბ) შესყიდვა ‑ საწარმოს ან/და საწარმოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონა­წილეობით არსებული იურიდიული პირ(ებ)ის მიერ ამ წესის №1 დანარ­თით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვები, აგრეთ­ვე, ყველა სახის ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვები (მათ შო­რის, აუდიტორული, საექსპერტო, საკონსულტაციო (მათ შორის, ფინან­სუ­რი, სა­ბუღალტრო, აქტივების განკარგვა), იურიდიული, საპროექტო სა­მუშაო­ების და სხვ.); გ) შესყიდვის ობიექტი ‑ შესასყიდი საქონელი ან/და მომსახურება; დ) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტები ‑ იდენტური, ასევე, არაიდენ­ტური, მაგრამ ურთიერთჩანაცვლებადი შესყიდვის ობიექტები; ე) ლოტი ‑ ერთი შესყიდვის ფარგლებში გამოცალკევებული შესყიდვის ობიექტი. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადება (ფასთა კოტირების პრო­ცე­დურებში მონაწილემ ‑ განაცხადი) შეიძლება წარადგინოს მისთვის სასურველ ერთ ან მეტ ლოტზე, ხოლო ყოველ ლოტზე ცალ-ცალკე უნდა გამოვლინდეს ერთი გამარჯვებული; ვ) საქონელი ‑ ნებისმიერი სახისა და აღწერილობის საგანი (გარდა უძ­რა­ვი ქონებისა), მათ შორის და არა მხოლოდ: ნედლეული, ნაკეთობა, მოწ­ყო­ბილობა, წარმოების სხვა საშუალება, მოხმარების საგანი როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში, საქონლის მიწოდების თანა­მ­დევი მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება სა­ქონლის ღირებულებას; ზ) სამშენებლო სამუშაო ‑ შენობის, ნაგებობის ან სხვა ობიექტის მშენებ­ლო­ბასთან, რეკონსტრუქციასთან, ნგრევასთან, რემონტთან ან განახლე­ბასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამუშაო (მათ შორის, სამშენებლო მოედნის მოწყობა, გრუნტის ამოღება, შენობის ან ნაგებობის აგება-აშე­ნება, აღჭურვილობის მონტაჟი, მოპირკეთება და მოსაპირკეთებელი სა­მუ­შაოები, მშენებლობასთან დაკავშირებული საკომუნიკაციო ქსელების მოწყობის სამუშაოები), აგრეთვე მშენებლობის თანამდევი მომსახურება, როგორიცაა ბურღვა, გეოდეზიური სამუშაოები, კოსმოსური და აეროგა­და­ღება, სეისმური კვლევა და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკ­რულებით გათვალისწინებული სხვა ანალოგიური მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება სამშენებლო სამუშაოს ღირე­ბულებას; თ) მომსახურება ‑ შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონლისა და სა­მუ­შაოს გარდა; ი) პრეტენდენტი ‑ პირი, რომელმაც შესყიდვის პროცედურაში მონაწი­ლეობის მიზნით გადაიხადა სატენდერო საფასური; კ) მიმწოდებელი ‑ პირი, რომელმაც შემსყიდველ ორგანიზაციასთან და­დო ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ; ლ) გადაუდებელი აუცილებლობა ‑ ვითარება, რომელიც რეალურ საფ­რ­თხეს უქმნის საწარმოს ფუნქციონირებას და რომელიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო წინასწარ განსაზღვრული ან/და რომლის დადგომა არ არის გა­მოწვეული საწარმოს ქმედებით ან რომელმაც შეიძლება მნიშვნელო­ვანი ზიანი მიაყენოს საწარმოს ინტერესებს ან მის ქონებას; მ) საფასური ‑ სატენდერო წინადადების წარდგენისათვის ამ წესით დად­გენილი ოდენობით, საწარმოს ანგარიშზე სავალდებულოდ გადასახ­დელი თანხა; ნ) ფასთა კოტირებით შესყიდვა ‑ გამარტივებული საშუალება საქონ­ლის, მომსახურების შესყიდვისათვის, რომლის დროსაც განმსაზღვრე­ლია ფასის კრიტერიუმი; ო) ზეპირი ვაჭრობა ‑ ტენდერის შემადგენელი პროცედურა, რომლის დროსაც პრეტენდენტს შესყიდვის პროცედურაში გამარჯვების მოპო­ვების მიზნით შეუძლია შეამციროს მის მიერ წარდგენილი ფასი; პ) აფიდავიტი ‑ ამ წესის მიზნებისათვის წერილობითი დოკუმენტი, რომლის ხელმომწერი ადასტურებს დოკუმენტში მითითებული ინფორ­მაციისა და გარემოებების უტყუარობას და საქართველოს კანონმდებ­ლობით დადგენილი წესით პასუხს აგებს აღნიშნული ინფორმაციისა და გარემოებების უტყუარობისათვის; ჟ) შესყიდვის ხელოვნური დაყოფა ‑ საწარმოს მიერ ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების ერთი დაფი­ნანსების წყაროდან შესყიდვის ხელოვნურად შემცირებული რაოდენო­ბით ან/და მოცულობით განხორციელება ან სხვა ქმედება, რომლის მიზა­ნია ამ წესით დადგენილი მონეტარული ზღვრებისათვის თავის არიდება. მუხლი 3🔗. საწარმოს უფლება-მოვალეობები 1. საწარმო უფლებამოსილია: ა) ამ წესის დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან შეს­ყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში ‑ ხელშეკრულება); ბ) ამ წესის შესაბამისად მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფი­კა­ცია; გ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდ­ვის პროცედურა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი ან/და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე, საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე; დ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა; ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეაჩეროს ან შეწყ­ვი­ტოს ხელშეკრულების მოქმედება, თუ მიმწოდებლის მიერ წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ყალბი აღმოჩნდება, აგრეთვე, საქართვე­ლოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევების არსე­ბობისას. 2. საწარმო ვალდებულია: ა) რაციონალურად განახორციელოს შესყიდვები ამისათვის გამოყო­ფილ ასიგნებათა ფარგლებში, ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით; ბ) საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევისთანავე აუნაზღა­უროს მიმწოდებლებს საქონლის ან/და მომსახურების ღირებულება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; გ) შესყიდვის პროცედურის შეწყვეტის შემთხვევაში, არა უგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში, აცნობოს ეს გადაწყვეტილება შეს­ყიდ­ვაში მონაწილე ყველა პირს. ამასთან, ამ შემთხვევაში საწარმო არ არის ვალდებული შესყიდვაში მონაწილე პირებს წარუდგინოს რაიმე მტკი­ცებულება ან დეტალური ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც მიი­ღო ეს გადაწყვეტილება. შესყიდვის პროცედურების შეწყვეტის შემთხვე­ვაში საწარმო არ არის ვალდებული მონაწილე პირებს აუნაზღაუროს შეს­ყიდვაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები. მუხლი 4🔗. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები 1. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები ეხება შეს­ყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ შემდეგ საქმიანობას: ა) სატენდერო კომისიის წევრების, შესყიდვის განხორციელებისათვის პასუხისმგებელი სხვა პირების შერჩევას; ბ) ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების, სატენდერო დოკუმენ­ტაციისა და სხვა მასალების მომზადებას; გ) საკვალიფიკაციო მონაცემებისა და სატენდერო წინადადებების გან­ხილვას, შერჩევასა და შეფასებას; დ) ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოლაპარაკების გამარ­თვას; ე) ხელშეკრულების შესრულების კონტროლსა და ზედამხედველობას; ვ) მიმწოდებლის შერჩევას ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შეს­ყიდვის შემთხვევაში; ზ) შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა საქმიანობას. 2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის გან­მა­ხორ­ციელებელ პირს (საწარმოს თანამშრომელი, კონსულტანტი, ექს­პერტი და სხვ.) წარმოეშობა ინტერესთა კონფლიქტი, მან დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს წერილობითი უარი ამგვარი შესყიდვის განხორცი­ელებასთან დაკავშირებული საქმიანობის თაობაზე. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმა­ხო­რ­ციელებელ პირს ექნება ინტერესთა კონფლიქტი შესყიდვაში მონა­წილე პირთან ან მიმწოდებელთან, თუ მათ შორის არსებობს საქართვე­ლოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობები. მუხლი 5🔗. შესყიდვების დაგეგმვა საწარმო შესყიდვებს ახორციელებს წინასწარ განსაზღვრული და დამ­ტკიცებული წლიური გეგმის შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს საწარ­მოს დირექტორთა საბჭო. მრავალწლიანი შესყიდვა ყოველწლიურად აისახება შესაბამისი საბიუჯეტო წლის გეგმაში. შესყიდვა არ განიხილება მრავალწლიან შესყიდვად იმ შემთხვევაში, თუ იგი ხორციელდება მხო­ლოდ მიმდინარე საბიუჯეტო წლის განმავლობაში გათვალისწინებული ასიგნებებით, ხოლო მიწოდება ან/და ხელშეკრულების ღირებულების ანაზღაურება ხორციელდება მომდევნო საბიუჯეტო წლის განმავლობაში. მრავალწლიანი შესყიდვების განხორციელების საკითხს ითანხმებს საწარმოს სამეთვალყურეო საბჭო. მუხლი 6🔗. შესყიდვის საშუალებები 1. შესყიდვა ხორციელდება ტენდერის საშუალებით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. ფასთა კოტირება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს: ა) იმ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისათვის, რომლის სავარა­უდო ღირებულება ნაკლებია 100 000 ლარზე; ბ) საწარმოს დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით. 3. შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, თუ: ა) შესასყიდი ერთგვაროვანი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 50 000 ლარს; ბ) საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა; გ) ხორციელდება საგარანტიო პირობების მქონე, არა უმეტეს ხუთი წლის წლოვანების ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომ­სა­ხურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწი­ლების ან/და საცხებ-საპოხი მასალების შესყიდვა; დ) ხორციელდება შესყიდული საქონლის ახალი, იმავე ან გაუმჯობე­სებული პარამეტრების მქონე მსგავსი საქონლით ჩანაცვლება; ე) მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესების თა­ვიდან აცილების ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველ­ყოფის მიზნით აუცილებელია შესყიდვა იმავე მიმწოდებლისაგან ან იმავე მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულებით გათვალის­წინე­ბული ქვეკონტრაქტორისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განსა­ხორციელებელი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემა­ტება თავდაპირველი მიწოდების ღირებულებას; ვ) საწარმოს დირექტორთა საბჭოს მიერ მიღებულია შესაბამისი გადაწ­ყვეტილება. 4. დაუშვებელია შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა შესყიდვის საშუა­ლებების იმ მონეტარული ზღვრებისათვის თავის არიდების მიზნით, რომ­ლებიც დადგენილია ამ მუხლით. საწარმოს გადაწყვეტილებით, ერ­თი საბიუჯეტო (საფინანსო) წლის განმავლობაში შესყიდვის ერთგვა­რო­ვანი ობიექტების შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრი­ვად, შესყიდვის ობიექტების ჯამური ღირებულებისათვის ამ მუხლით დადგენილი მონეტარული ზღვრების შესაბამისი შესყიდვის საშუალების რამდენჯერმე გამოყენებით. 5. შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა გულისხმობს შესყიდვის ერთგვა­რო­ვანი ობიექტების შესყიდვის რაოდენობის ან მოცულობის შემცირებას ან/და დაყოფას, რომლის მიზანიც არის ამ წესით დადგენილი მონეტა­რული ზღვრებისათვის თავის არიდება, როდესაც საწარმოსათვის წინას­წარ ცნობილია, რომ იმავე საბიუჯეტო წლის განმავლობაში აუცილებელი გახდება იმავე ან მისი ერთგვაროვანი შესყიდვის ობიექტის დამატებით შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვისათვის სახსრები წინასწარვეა გათვა­ლის­წინებული იმავე საბიუჯეტო წლის შესყიდვების გეგმაში. შესყიდვის ხელოვნურად დაყოფად არ განიხილება შემდეგი შემთხვევები: ა) შესყიდვის ცალ-ცალკე პროცედურებით განხორციელება გამოწვეუ­ლია გეოგრაფიული ფაქტორით ან/და გამართლებულია სახსრების რაცი­ო­ნალური ხარჯვის თვალსაზრისით; ბ) შესყიდვის ცალ-ცალკე პროცედურებით განხორციელება გამოწვეუ­ლია ობიექტური პირობებით, რომლებსაც შემსყიდველი ორგანიზაცია წინასწარ ვერ გაითვალისწინებდა. 6. ერთ პირთან მოლაპარაკებისა და ფასთა კოტირების პროცედურებს ახორციელებს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან/და მის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსი­ლი პირი (პირები). მუხლი 7🔗. სატენდერო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი 1. ტენდერს ატარებს სატენდერო კომისია, რომელსაც ქმნის საწარმოს დი­რექტორთა საბჭო არანაკლებ 5 წევრის შემადგენლობით. 2. სატენდერო კომისიის წევრებად ინიშნებიან შემსყიდველი ორგანი­ზაციის თანამშრომლები. 3. სატენდერო კომისიას თავმჯდომარეობს შემსყიდველი ორგანიზა­ცი­ის ხელმძღვანელი ან მის მიერ დანიშნული პირი. 4. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე კომისიაში ექ­სპერტებად და კონსულტანტებად შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები. 5. სატენდერო კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სი­ი­თი შემადგენლობის უმრავლესობით. სატენდერო კომისიის წევრს, რო­მე­ლიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერი­ლო­ბით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს სატენ­დე­რო კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვე­ვაში გადამწყვეტია სატენდერო კომისიის თავმჯდომარის ხმა. 6. სატენდერო კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა აისახოს სატენდერო კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწე­რენ კომისიის წევრები. მუხლი 8🔗. სატენდერო კომისიის აპარატი 1. სატენდერო კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, საწარმოს ხელმძღვანელის ბრძანებით, ამ სა­წარმოს თანამშრომელთაგან იქმნება სატენდერო კომისიის აპარატი, რო­მელ­საც ხელმძღვანელობს სატენდერო კომისიის თავმჯდომარე. 2. სატენდერო კომისიის აპარატის ფუნქციებია: ა) ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების, სატენდერო დოკუმენ­ტაციის და ტენდერის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ორგანიზაციული საკითხის მოგვარების უზრუნველყოფა; ბ) სატენდერო წინადადებების მიღება და რეგისტრაცია (მიღების თა­რი­ღისა და დროის მითითებით) სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშ­ნულ ვადებსა და მისამართზე. 3. სატენდერო კომისიის აპარატს უფლება აქვს, კავშირი იქონიოს პრე­ტენდენტებთან, მიაწოდოს მათ ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის პროცედურების შესახებ. 4. სატენდერო კომისიის აპარატი ვალდებულია, ყოველი ტენდერის ჩა­ტა­რებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცი­ული მასალა აკინძოს ერთ საქმედ და უზრუნველყოს მისი შენახვა ხელ­შეკრულების დადებიდან სამი წლის განმავლობაში, ხოლო გრძელვა­დიანი ხელშეკრულების დადების შემთხვევაში ‑ ხელშეკრულების მოქმე­დების ვადის დასრულებიდან ერთი წლის განმავლობაში. მუხლი 9🔗. განცხადება ტენდერის შესახებ 1. ტენდერის ჩატარებისას სატენდერო კომისია შემსყიდველი ორგანი­ზაციის სახელით ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებას აქვეყნებს: ა) საწარმოს ვებგვერდზე, საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე სხვა მა­სობ­რივი ინფორმაციის საშუალებაში (საშუალებებში); ბ) ვაჭრობის საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებულ ერთ-ერთ ენაზე და ამ განცხადებას უგზავნის საქართველოში აკრედიტებულ უცხო ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებს, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 500 000 ლარს დღგ-ის გარეშე. 2. განცხადებით გათვალისწინებული ვადები აითვლება საწარმოს ვებ­გვერდზე ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების გამოქვეყნების დღი­დან. 3. ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს: ა) შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება და მისი რეკვიზიტები; ბ) შესასყიდი, მისაწოდებელი საქონლისა და მომსახურების სახეობა, რაოდენობა, ხარისხი და სავარაუდო ღირებულება. იმ შემთხვევაში, თუ შეს­ყიდვის ობიექტის (ნავთობპროდუქცია და სხვა საქონელი) ღირებუ­ლება თავისი სპეციფიკის გამო დამოკიდებულია საერთაშორისო სასა­ქონ­ლო ბირჟაზე არსებულ ცვალებად ფასებზე, შესაძლებელია, შესყიდ­ვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების დადგენისას შემსყიდველმა ორგანიზაციამ გაითვალისწინოს განსაზღვრული მომენტისათვის კონკ­რეტულ საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებული მაჩვენებელი. ასეთ შემთხვევაში, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების და­სა­­დ­­გე­ნად გამოიყენება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვა­ლის­­წინებული წესი, მიწოდების ადგილი და ფორმა, შესრულების ადგი­ლი, აგრეთვე, სხვა მონაცემები, რომელთა მითითებას შემსყიდველი ორ­გა­ნი­ზაცია საჭიროდ მიიჩნევს შესყიდვის ობიექტის აღწერის მიზნით; გ) შესასყიდი საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის ადგილი და სასურველი ან სავალდებულო ვადები; დ) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადა, ადგილი და ენა; ე) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები; ვ) სატენდერო დოკუმენტაციის გატანის წესი, ვადა, ადგილი და ენა; ზ) სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობა (გამოყენების შემთხვევაში); თ) საფასურის განაკვეთი. 4. ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებას ამტკიცებს სატენდერო კო­მისია, რაზედაც დგება შესაბამისი ოქმი. 5. საკვალიფიკაციო მონაცემების მიღების დასრულების ვადებს განსაზ­ღვრავს სატენდერო კომისია საწარმოს ინტერესებიდან და შესყიდვის მო­ცუ­ლობიდან გამომდინარე, მაგრამ აღნიშნული ვადა არ უნდა იყოს 20 კალენდარულ დღეზე ნაკლები. 6. სატენდერო კომისიას უფლება აქვს, შეცვალოს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია. ეს ცვლილებები უნდა გა­მოქვეყნდეს იმავე საინფორმაციო საშუალებებში, რომლებშიც გამო­ქვეყ­ნდა განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ. 7. ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში შეტანილი ცვლილებები უნდა გამოქვეყნდეს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრუ­ლებამდე არა უგვიანეს 5 კალენდარული დღისა. აღნიშნული ვადის დარ­ღვევით ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, ტენდერის ჩატა­რების ვადა უნდა გადაიწიოს ზემოხსენებული ცვლილების განხორციე­ლე­ბიდან არანაკლებ 5 კალენდარული დღით. მუხლი 10🔗. სატენდერო დოკუმენტაცია 1. სატენდერო კომისია სატენდერო დოკუმენტაციას ამტკიცებს ტენ­დე­რის ჩატარების შესახებ განცხადების გამოქვეყნებამდე. 2. პირის მიერ სატენდერო საფასურის გადახდის შემდეგ სატენდერო კო­მისია პრეტენდენტს მოთხოვნისთანავე გადასცემს სატენდერო დოკუ­მენ­ტაციას. 3. სატენდერო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს: ა) საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ პრეტენდენტები შესყიდვაში მონაწილეობის მისაღებად; ბ) პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებების შეფასების წესებსა და კრიტერიუმებს, ამ კრიტერიუმების პრიორიტეტულობის მითითებით; გ) შესასყიდი საქონლის რაოდენობას ან მომსახურების მოცულობას, სა­ქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის სასურველ ან სავალდე­ბუ­ლო ვადებს და ადგილს, აგრეთვე, სხვა მონაცემებს, რომელთა მითითებას შემსყიდველი ორგანიზაცია საჭიროდ ჩათვლის შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებით; დ) შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების სრულ აღწერას, მათ შორის, შესაბამის ტექნიკურ სპეციფიკაციებს, გეგ­მებს, ნახაზებსა და ესკიზებს, აგრეთვე, შესყიდვის ობიექტის ალტერნა­ტიულ ტექნიკურ და ხარისხობრივ მაჩვენებლებს, თუ ამას დაუშვებს შემ­სყიდველი ორგანიზაცია; ე) ხელშეკრულების იმ აუცილებელ პირობებს, რომლებიც შემსყიდ­ველი ორგანიზაციისათვის წინასწარ არის ცნობილი, აგრეთვე, მითითე­ბას ხელშეკრულების ფორმაზე და ხელშეკრულების უზრუნველყოფის გა­რან­ტიაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ვ) მეთოდებს, რომლებითაც უნდა იყოს გაანგარიშებული სატენდერო წინადადების ღირებულება, იმის მითითებით, უნდა შეიცავდეს თუ არა იგი საქონლის ან მომსახურების ღირებულების გარდა სხვა ხარჯებსაც (ტრანსპორტირება, დაზღვევა, გადასახადები და სხვ.); ზ) მითითებას იმ ვალუტის შესახებ, რომელშიც უნდა იყოს გაანგარი­შებული სატენდერო წინადადების ღირებულება, აგრეთვე, მითითებას იმ ვალუტის შესახებ, რომელშიც გაფორმებული იქნება შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება; თ) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადას, ადგილსა და ენას; ი) პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებების კონვერტების გახსნის დროს, ადგილსა და წესს; კ) სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალებებსა და პროცედურას; ლ) სატენდერო კომისიის აპარატის იმ პირთა ვინაობასა და საკონტაქ­ტო მონაცემებს, რომელთაც უფლება აქვთ, იქონიონ კავშირი პრეტენდენ­ტებთან და მიაწოდონ მათ ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის პრო­ცედურების შესახებ; მ) მითითებას შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარდგენის შესახებ (ასე­თის არსებობის შემთხვევაში); ნ) ზეპირი ვაჭრობის ჩატარების ადგილს; ო) აფიდავიტს, ამ წესის №2 დანართში დადგენილი ფორმის შესაბა­მი­სად. 4. შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღ­წერისათვის გამოყენებული ტექსტური მასალები, ტექნიკური სპეცი­ფი­კაციები, გეგმები, ნახაზები, ესკიზები და სხვა მასალები უნდა შეესაბა­მებოდეს საქართველოსა და საერთაშორისო პრაქტიკაში აღიარებულ სტა­ნ­დარტებს, ტექნიკურ მაჩვენებლებს, ტერმინოლოგიასა და პირობით აღ­ნიშვნებს. შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში დაუშვებელია მხოლოდ სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმო­ებლის მითითება. ასეთ შემთხვევებში შესყიდვის ობიექტის აღწერისას აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული ისეთი ტერმინები, როგორე­ბიცაა „ეკვივალენტი“, „მსგავსი“, „ანალოგი“ და სხვა. 5. სატენდერო კომისია პრეტენდენტის წერილობითი თხოვნით ან სა­კუ­თა­რი ინიციატივით განმარტავს ან/და აზუსტებს სატენდერო დოკუ­მენ­ტაციაში შესყიდვის პროცედურებსა და ობიექტთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რაც ფორმდება სატენდერო დოკუმენტაციის დამატების სა­ხით და ერთდროულად ეგზავნება ყველა პრეტენდენტს საკვალი­ფიკა­ციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულებამდე არა უგვიანეს 5 კალენ­დარული დღისა. სატენდერო დოკუმენტაციის დამატება არ უნდა ცვლი­დეს ამ დოკუმენტაციის შინაარსს. მუხლი 11🔗. საკვალიფიკაციო მონაცემები 1. მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვის ობიექ­ტი და პრეტენდენტთა ტექნიკური და საკვალიფიკაციო მონაცემები, გან­საზღვრავს საწარმო ყოველი კონკრეტული შესყიდვისათვის. 2. ტექნიკური მოთხოვნები შეიძლება დაწესებულ იქნეს პრეტენდენ­ტთა პროფესიული კვალიფიკაციის, ფინანსური რესურსების, გამოცდი­ლების, საქმიანი რეპუტაციის, ტექნიკური აღჭურვილობისა და სხვა საკითხების მიმართ. 3. საკვალიფიკაციო მონაცემების წარდგენის მოთხოვნები შეიძლება დაწესებულ იქნეს პრეტენდენტთა მდგომარეობის/საქმიანობის სამართ­ლებ­რივ მხარესთან დაკავშირებით. 4. ტექნიკური და საკვალიფიკაციო მონაცემებისათვის წაყენებული მოთხოვნები უნდა იყოს სამართლიანი და არადისკრიმინაციული და ხელს უნდა უწყობდეს ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებასა და განვი­თარებას. მუხლი 12🔗. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტია 1. პრეტენდენტი ვალდებულია, სატენდერო წინადადებასთან ერთად, დახურული კონვერტით წარადგინოს სატენდერო წინადადების უზრუნ­ველყოფის საბანკო გარანტია, სატენდერო წინადადების ღირებულების 5%-ის ოდენობით (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში). 2. შემსყიდველი ორგანიზაცია ტენდერში მონაწილე პირებს გარანტი­ების დამადასტურებელ დოკუმენტებს დაუბრუნებს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებიდან ან ტენდერის ჩაშლიდან 5 დღის განმავ­ლობაში. 3. გარანტია პრეტენდენტს არ დაუბრუნდება, თუ: ა) იგი უარს განაცხადებს ტენდერში მონაწილეობაზე თავისი სატენ­დერო წინადადების მოქმედების ვადის დასრულებამდე; ბ) გამარჯვების შემთხვევაში შემსყიდველ ორგანიზაციასთან არ და­დებს შესყიდვის ხელშეკრულებას; გ) პრეტენდენტის გამარჯვების შემთხვევაში ხელშეკრულების გაფორ­მე­ბამდე არ იქნება წარდგენილი ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია; დ) მოხდება მისი დისკვალიფიკაცია შესყიდვის პროცედურების დროს არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო. მუხლი 13🔗. პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებების წარდგენისა და შერჩევის/შეფასების წესი 1. სატენდერო წინადადებები სატენდერო კომისიას წარედგინება და­ხუ­რული კონვერტებით. კონვერტები იხსნება ერთობლივად, პრეტენ­დენ­ტთა თანდასწრებით, სატენდერო კომისიის სხდომაზე, სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულებისთანავე. 2. პრეტენდენტებს უფლება აქვთ, კონვერტების გახსნამდე ნებისმიერ დროს წერილობით გამოითხოვონ ან შეცვალონ სატენდერო წინადადება. 3. კონვერტების გახსნის შემდეგ პირველ რიგში უნდა განხორციელდეს შერჩევა. შერჩევის მიზანია წარდგენილი ტექნიკური და საკვალიფიკაციო მონაცემების, სატენდერო წინადადებებისა და თანმხლები დოკუმენ­ტების სატენდერო დოკუმენტაციისა და ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. სატენდერო კომი­სია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ: ა) პრეტენდენტის მიერ არ არის წარდგენილი ყველა საჭირო დოკუ­მენტი (თანმხლები დოკუმენტების ჩათვლით) ან/და ინფორმაცია, საჭი­რო­ების შემთხვევაში ‑ ნიმუში; ბ) სატენდერო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტი ვერ შეძლებს თავისი საკვალიფიკაციო მონაცემების ხელახალ დადასტუ­რე­ბას; გ) სატენდერო წინადადება ან/და ტექნიკური და საკვალიფიკაციო მო­ნაცემები არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციით ან/და ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებით განსაზღვრულ მოთხოვნებს; დ) შესყიდვის პროცედურების დროს ადგილი ექნება პრეტენდენტის არაკეთილსინდისიერ ქმედებას; ე) შესყიდვის პროცედურებში მონაწილე პირის მიერ წარდგენილი მო­ნაცემები ან/და მათი დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩ­ნ­დება; ვ) ტენდერში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს შესყიდვის შესა­ხებ ხელშეკრულების დადებაზე ან ვერ წარადგენს ხელშეკრულების შესრულების გარანტიას. 4. სატენდერო წინადადების შერჩევის დროს სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემებს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწ­ვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრ­დის სატენდერო წინადადების ფასს. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საწარმო მიმართავს პრეტენდენტს მის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენ­ტა­ციის დაზუსტების მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივ­რულ ვადას, მაგრამ არა უმეტეს ხუთი კალენდარული დღისა. თუ აღნიშ­ნულ ვადაში არ მოხდა წარდგენილი დოკუმენტაციის დაზუსტება, სა­ტენ­დერო კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. 6. სატენდერო კომისია ვალდებულია, ზეპირ ვაჭრობაზე მოიწვიოს ის პრეტენდენტები, რომლებიც შერჩევის პროცედურების დასრულების შემ­დეგ დაიშვებიან შეფასებაზე. ამასთან, ზეპირი ვაჭრობის დროს დასაშ­ვებია მხოლოდ სატენდერო წინადადებით წარდგენილი ფასის შეცვლა. 7. სატენდერო წინადადებები შეფასდება ამ წესის მე-14 მუხლით გათ­ვა­ლისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ, სატენდერო დო­კუ­მენტაციაში მითითებული კრიტერიუმებისა და ამ კრიტერიუმების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით. 8. სატენდერო კომისია ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის შესა­ხებ გადაწყვეტილებას იღებს კომისიის წევრთა მიერ სატენდერო დოკუ­მენტაციაში მითითებული შეფასების კრიტერიუმებისა და ამ კრიტე­რიუმების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით წარდგენილი წერი­ლო­ბითი დასკვნების საფუძველზე. 9. სატენდერო კომისიის წევრის დასკვნაში მითითებული უნდა იყოს ის პრეტენდენტი, რომელსაც კომისიის წევრი ანიჭებს უპირატესობას. 10. პრეტენდენტი გამარჯვებულად ჩაითვლება, თუ მას სატენდერო კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობის დასკვნებით მი­ენიჭება უპირატესობა. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გა­დამწყვეტია სატენდერო კომისიის თავმჯდომარის დასკვნა. 11. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ ფორმდება კომისიის სხდომის ოქმით, რომელსაც თან ერთვის კომისიის წევრთა დასკვნები. ოქმში მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია სატენდერო წინადადებების განხილვაში მონაწილე პი­რებისა და პრეტენდენტების შესახებ, აგრეთვე, მოკლედ უნდა იყოს აღ­წერილი პრეტენდენტების მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადებები. მუხლი 14🔗. ზეპირი ვაჭრობის ჩატარების წესი და პირობები 1. ზეპირი ვაჭრობა გაიმართება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სა­ტენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ ადგილზე. 2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, შერჩევის პროცედურის დას­რულებისთანავე დაადგინოს ზეპირი ვაჭრობის დაწყების კონკრე­ტუ­ლი დრო და ამის შესახებ დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს ზეპირ ვაჭრობაზე დაშვებულ პრეტენდენტებს. 3. სატენდერო კომისია ვალდებულია, ზეპირ ვაჭრობაზე მოიწვიოს ის პრეტენდენტები, რომლებიც შერჩევის პროცედურების დასრულების შემ­დეგ დაიშვებიან შეფასებაზე. 4. ზეპირ ვაჭრობაზე გამოუცხადებლობა ან/და ზეპირ ვაჭრობაში მონა­წილეობაზე უარი არ გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. 5. ზეპირი ვაჭრობის გამართვის დროს სატენდერო კომისია წარუდგენს ზეპირ ვაჭრობაში მონაწილე პრეტენდენტებს მათ მიერ სატენდერო წი­ნადადებით წარდგენილ ფასებს ან/და ერთეულის ფასებს (მათი არსე­ბობის შემთხვევაში) (შემდგომში ‑ ფასი). აღნიშნული ინფორმაციის მი­ღების შემდეგ თითოეულ მონაწილე პრეტენდენტს უფლება აქვს, სამჯერ მოახდინოს სატენდერო წინადადების ფასის ცვლა კლებადობის პრინ­ციპის დაცვით. 6. ზეპირ ვაჭრობაში მონაწილე პრეტენდენტების მიერ სატენდერო წი­ნადადების ფასის ცვლა ხორციელდება რიგითობით. სატენდერო წინა­დადების ფასის ცვლას იწყებს ზეპირი ვაჭრობის ყოველ ეტაპზე ინდი­ვიდუალურად დადგენილი, შეფასებაზე დაშვებული უმაღლესი ფასის მქონე და რიგითობის პრინციპით აგრძელებს ყოველი წინაზე უფრო და­ბალი ფასის წარმდგენი. 7. ზეპირი ვაჭრობა დასრულებულად ითვლება ყოველი მონაწილის მი­ერ თავისი ფასის სამჯერ შეცვლის ან/და საბოლოო ფასის დაფიქსირების მომენტში. ზეპირი ვაჭრობის პროცედურა უნდა დასრულდეს მისი ჩატა­რების დღეს. ზეპირი ვაჭრობისას მხარეებს მიეცემათ გონივრული ვადა თითოეულ ეტაპზე ფასის დასაფიქსირებლად, თუმცა, აღნიშნული ვადა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს 60 (სამოცი) წუთს. 8. ზეპირი ვაჭრობის მსვლელობა, მათ შორის, თითოეული მონაწილე პრე­ტენდენტის სატენდერო წინადადების ფასი და ყოველ ჯერზე შეცვ­ლი­ლი დაფიქსირებული ფასი, ასახული უნდა იქნეს შესაბამის ოქმში, რომელსაც ხელს აწერს სატენდერო კომისიის ყველა წევრი და მონაწილე პრეტენდენტი. ზეპირი ვაჭრობის მონაწილე პრეტენდენტის მიერ ოქ­მის ხელმოწერაზე უარის თქმა მიჩნეულ იქნება, როგორც უარი მის მიერ ზეპირ ვაჭრობაზე დაფიქსირებულ ყოველ შეცვლილ ფასზე და ძალაში დარჩება მისი სატენდერო წინადადების პირვანდელი ფასი. 9. ზეპირ ვაჭრობაზე საბოლოო ფასების დაფიქსირების შემდეგ შეფა­სება ხორციელდება ამ წესის შესაბამისად. მუხლი 15🔗. ტენდერის მიმდინარეობის დროს მოლაპარაკების გამართვის დაუშვებლობა სატენდერო კომისიას უფლება არა აქვს, გამართოს მოლაპარაკება ტენ­დერში მონაწილეობის მსურველ პირებსა და პრეტენდენტებთან, გარდა ამ წესით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მუხლი 16🔗. სატენდერო საფასურის გადახდისა და დაბრუნების წესი 1. სატენდერო დოკუმენტაციის მიღებისათვის წესდება სატენდერო საფასური 500 ლარის ოდენობით. 2. სატენდერო საფასური უკან დაბრუნებას ექვემდებარება იმ შემთხვე­ვაში, თუ: ა) შემსყიდველმა ორგანიზაციამ ამავე წესის მე-3 მუხლის პირველი პუნ­ქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება შესყიდ­ვის პროცედურების შეწყვეტის თაობაზე; ბ) შემსყიდველმა ორგანიზაციამ ვერ უზრუნველყო საფასურის გადამხ­დე­ლი პირისათვის სატენდერო დოკუმენტაციის გადაცემა. მუხლი 17🔗. ორეტაპიანი ტენდერი 1. ორეტაპიანი ტენდერი შეიძლება ჩატარდეს იმ შემთხვევაში, რო­დე­საც, შესყიდვის ობიექტის თავისებურებიდან გამომდინარე, შეუძლებე­ლია ყველა ეკონომიკური და ტექნიკური პირობის წინასწარ განსაზღვრა და საწარმოს აუცილებლად მიაჩნია ტენდერის პირველ ეტაპზე პრეტენ­დენტებთან მოლაპარაკება ტექნიკური მაჩვენებლების, ეკონომიკური და სხვა მონაცემების დაზუსტების მიზნით. 2. ორეტაპიანი ტენდერის პირველ ეტაპზე პრეტენდენტები წარადგენენ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტებს და პირ­ველად სატენდერო წინადადებებს ღირებულების მითითების გარეშე. 3. ორეტაპიანი ტენდერის პირველ ეტაპზე სატენდერო კომისიას უფ­ლე­ბა აქვს, გამართოს მოლაპარაკებები პრეტენდენტებთან პირველადი სა­ტენდერო წინადადებების ნებისმიერი პირობის დაზუსტების და სა­ტენ­დერო დოკუმენტაციის საბოლოო მოთხოვნების განსაზღვრის მიზ­ნით. 4. პირველადი სატენდერო წინადადების განხილვის შედეგად სატენ­დერო კომისია ადგენს სატენდერო დოკუმენტაციის საბოლოო ვარიანტს და გადასცემს მას პრეტენდენტს. 5. ორეტაპიანი ტენდერის ჩატარების დროს საწარმო ტენდერის ჩატა­რების შესახებ განცხადებით თავად განსაზღვრავს, თუ რომელ ეტაპზეა შესაძლებელი სატენდერო საფასურის გადახდა. 6. ორეტაპიანი ტენდერის ჩატარებისას, გარდა ამ მუხლით გათვა­ლის­წინებული პირობებისა, გამოიყენება ამ წესით დადგენილი ტენდერის ჩატარების ზოგადი პირობები. მუხლი 18🔗. ჩაშლილი ტენდერი 1. ტენდერი ითვლება ჩაშლილად, თუ: ა) დადგენილ ვადებში არ იქნა წარდგენილი არც ერთი პირის საკ­ვალიფიკაციო მონაცემები ან/და სატენდერო წინადადება; ბ) არც ერთი პირის მიერ წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ან/და სატენდერო წინადადება არ შეესაბამებოდა შემსყიდველი ორგა­ნიზაციის მოთხოვნებს. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ შემთხვევებში, ამავე წესის მე-19 მუხლის თანახმად, ცხადდება ხელახალი ტენდერი. მუხლი 19🔗. ხელახალი ტენდერი 1. ტენდერის ჩაშლილად გამოცხადების შემდეგ სატენდერო კომისია ად­გენს ახალ სატენდერო დოკუმენტაციას და ატარებს ხელახალ ტენ­დერს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემ­სყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, შექმნას ახალი სატენდერო კომი­სია ან შეცვალოს მისი შემადგენლობა. მუხლი 20🔗. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება 1. ამ წესის შესაბამისად გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადებით განსაზღვრული პირობებისა და სატენდერო დოკუ­მენ­ტა­ციის საფუძველზე გამარჯვებულ პრეტენდენტსა და საწარმოს შორის იდება ხელშეკრულება. 2. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების დადება შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენაზე. ხე­ლ­შე­კ­რულების უცხოურ ენაზე დადების შემთხვევაში საქართველოს კანონ­მ­დე­ბლობით დადგენილი წესის შესაბამისად ხელშეკრულება უნდა ითარ­გმნოს ქარ­თულ ენაზე.  3. გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან მის მიერ ხელ­შეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში, სატენდერო კო­მისიას უფლება აქვს, განიხილოს საუკეთესო ფასის მქონე მომდევნო პრე­ტენდენტის სატენდერო წინადადება ან შეწყვიტოს შესყიდვის პრო­ცედურა ამ წესის შესაბამისად. მუხლი 21🔗. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები და მათი გადასინჯვის წესი 1. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება იდება მხოლოდ წერილობითი ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესყიდვა ხორციელდება ინ­ტერნეტით გამოწერის გზით ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით და საწარმოს დირექტორთა საბჭოს დადგენილებით განხორციელებული შესყიდვისას. ამ შემთხვევაში ხელშეკრულება შესაძლებელია ჩანაც­ვლ­დეს შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტით, რომელიც უნდა მოი­ცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) შესყიდვის ობიექტის დასახელებას; ბ) შესყიდვის ობიექტის ღირებულებას; გ) შესყიდვის ობიექტის ღირებულების ინტერნეტის საშუალებით გა­დახდის დამადასტურებელ დოკუმენტს; დ) მიმწოდებლის დასახელებას, რეკვიზიტებსა და საიდენტიფიკაციო ნომერს. 2. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, როგორც წესი, გამოიყენება ხელშეკრულების შესრულების გა­რან­ტირების მექანიზმი. 3. ხელშეკრულების შესრულების გარანტირების მექანიზმის მოთხოვნა სავალდებულოა, თუ: ა) ხელშეკრულებით გათვალისწინებულია წინასწარი ანგარიშსწორება (გარანტირების მექანიზმის გამოყენება აუცილებელია არანაკლებ წინას­წარ გადასახდელი თანხის ეკვივალენტის ოდენობით); ბ) ხელშეკრულების საერთო ღირებულება საქონლის ან მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს. საწარმოს გადაწყვეტილებით, დირექტორთა საბჭოს დადგენილების საფუძველზე, ამ პუნქტით გათვალისწინებული გარანტიის წარდგენისაგან შესაძლე­ბელია გათავისუფლდეს პრეტენდენტი ან პოტენციური მიმწოდებელი მისი საქმიანი რეპუტაციისა და მის მიერ წარმოებული საქონლის, მომ­სა­ხურების, გაწეული სამუშაოების ხარისხისა და ცნობადობის გათვალის­წინებით. 4. ხელშეკრულების შესრულების გარანტია, მისი მოთხოვნისას, ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით ან ფასთა კოტირებით შესყიდვის შემთხვევაში, შესაძლებელია წარედგინოს საწარმოს ხელშეკრულების და­დების შემდგომ, ხოლო ტენდერის საშუალებით შესყიდვის შემთხვევაში წარდგენილი უნდა იქნეს ხელშეკრულების დადებამდე. 5. მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების გადასინ­ჯვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 22🔗. გასაჩივრებისა და დავის განხილვის წესი 1. შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს, პრეტენდენტს ან მიმწო­დე­ბელს უფლება აქვს, სასამართლო წესით გაასაჩივროს შემსყიდველი ორ­განიზაციის ან სატენდერო კომისიის ქმედება, თუ მიაჩნია, რომ შესყიდ­ვისას დაირღვა ამ წესით დადგენილი პირობები ან/და შეილახა მისი უფ­ლებები. 2. ზარალი, რომელიც ამ მუხლით გათვალისწინებული განხილვის შე­დეგად შეიძლება აუნაზღაურდეს მომჩივანს, უნდა შემოიფარგლოს მხო­ლოდ შესყიდვაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზ­ღაურებით და არ უნდა ითვალისწინებდეს სავარაუდო მოგების ანაზ­ღაურებას. მუხლი 23🔗. ცვლილების შეტანის წესი წესში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგე­ნილებით. დანართი №1 საწარმოს საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი N საქონლისა და მომსახურების დასახელება 1 ელმავლისა და თბომავლის ელექტრული მანქანების სათადარიგო ნაწილები და მასალები 2 ელმავლისა და თბომავლის ელექტრული აპარატურის მოწყობილობები, სათადარიგო ნაწილები და მასალები 3 ელმავლისა და თბომავლის მექანიკური ნაწილის მოწყობილობები, სათადარიგო ნაწილები და მასალები 4 ელმავლებისა და თბომავლების რემონტი და მოდერნიზაცია 5 ელმავლისა და თბომავლის ელექტრული მანქანებისა და დენმიმღების რემონტი 6 ელმავლისა და თბომავლის წყვილთვალების რემონტი 7 სატვირთო ვაგონები 8 სატვირთო ვაგონების მოდერნიზაცია 9 სატვირთო ვაგონების ავტოსაბმელი მოწყობილობები და მათი დეტალები 10 სატვირთო ვაგონების ურიკები და მათი დეტალები 11 სატვირთო ვაგონების სამუხრუჭე მოწყობილობები და მათი დეტალები 12 სატვირთო ვაგონის წყვილთვალები და მათი დეტალები 13 სატვირთო ვაგონის ბერკეტული გადაცემის დეტალები 14 სატვირთო ვაგონის ბერკეტული გადაცემის ავტომატური რეგულატორები და მათი დეტალები 15 სატვირთო ვაგონების ძარისა და ჩარჩოს დეტალები 16 სატვირთო ვაგონების ჩასატვირთ-ჩამოსაცლელი, დამცველი მოწყობილობები და მათი დეტალები 17 ლიანდაგის ზედნაშენი მასალა 18 ხელოვნური ნაგებობების, ლითონის, რკინაბეტონის კონსტრუქციები და შეკეთება 19 სალიანდაგო მანქანა-მექანიზმები, სათადარიგო ნაწილები და შეკეთება 20 უპირაპირო რელსების შედუღება და ლიანდაგში არსებული რელსებისა და ჯვარედინების აღდგენა 21 რელსის საჭრელი დისკები და ბურღები 22 ლიანდაგის ზედნაშენის, ხელოვნური ნაგებობების, მიწის ვაკისის გამოკვლევა, დაპროექტება და ექსპერტიზა 23 ლიანდაგმზომი ვაგონი, სათადარიგო ნაწილები და რემონტი 24 სარელსო დეფექტოსკოპია, სათადარიგო ნაწილები და რემონტი 25 ავტომატრიცები, დრეზინები და სარკინიგზო ამწეები, სათადარიგო ნაწილები, რემონტი 26 საკონტაქტო ქსელის პარამეტრების მზომი ვაგონი, სათადარიგო ნაწილები, რემონტი 27 საკონტაქტო ქსელისა და ელექტროგადამცემი ხაზების საყრდენების ფუნდამენტები 28 საკონტაქტო ქსელისა და ელექტროგადამცემი ხაზების საყრდენები 29 საკონტაქტო ქსელის, ელექტროგადამცემი ხაზების საკიდი კვანძები და დამჭერი კონსტრუქციები 30 ელექტროგადამცემი სადენები და კაბელები 31 ტრანსფორმატორები და ძალოვანი მოწყობილობები, სათადარიგო ნაწილები, რემონტი 32 ელექტროტექნიკური აპარატურა და მოწყობილობები, სათადარიგო ნაწილები, რემონტი 33 მზომი ხელსაწყოები 34 სანათი მოწყობილობები 35 ელექტრული ძაბვის ზემოქმედებისაგან პერსონალის დამცავი საშუალებები 36 სპეციალური სამონტაჟო საშუალებები და მოწყობილობები 37 სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების სათადარიგო ნაწილები და მასალები 38 სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების საკაბელო პროდუქცია და სამონტაჟო სადენები 39 სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების ელექტროტექნიკური პროდუქცია 40 სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების კვების წყაროები 41 სამატარებლო და სამანევრო რადიოკავშირის სათადარიგო ნაწილები და მასალები 42 მოძრავი შემადგენლობის გადამეტხურებული ბუქსების აღმომჩენი მოწყობილობის („კტსმ“) სათადარიგო ნაწილები და მასალები 43 სამატარებლო და საგადასასვლელო შუქნიშნები, მათი შემადგენელი ნაწილები 44 საისრო ამძრავები და მათი შემადგენელი ნაწილები 45 საკაბელო ქუროები და ყუთები 46 დროსელტრანსფორმატორები ზღუდარებით და შემადგენელი ნაწილები 47 ელმავლისა და ელექტრომატარებლის ელექტრული მანქანების სათადარიგო ნაწილები და მასალები 48 ელმავლის, ელექტრომატარებლისა და სამგზავრო ვაგონის ელექტრული აპარატურის მოწყობილობები, სათადარიგო ნაწილები და მასალები 49 ელმავლის, ელექტრომატარებლისა და სამგზავრო ვაგონის მექანიკური ნაწილის მოწყობილობები, სათადარიგო ნაწილები და მასალები (სამგზავრო ვაგონების ავტოსაბმელი მოწყობილობები და მათი დეტალები, ურიკები და მათი დეტალები, სამუხრუჭე მოწყობილობები და მათი დეტალები, წყვილთვალები და მათი დეტალები, ბერკეტული გადაცემის დეტალები, ბერკეტული გადაცემის ავტომატური რეგულატორები და მათი დეტალები, ძარისა და ჩარჩოს დეტალები და სხვ.) 50 ელმავლების რემონტი და მოდერნიზაცია 51 სამგზავრო ელექტრომატარებლების რემონტი და მოდერნიზაცია 52 ელმავლისა და ელმატარებლების, ელექტრული მანქანებისა და დენმიმღების რემონტი 53 ელმავლისა და თბომავლის წყვილთვალების რემონტი 54 სამგზავრო მატარებლების სანიტარიულ-პროფილაქტიკური მომსახურება 55 სამგზავრო ვაგზლებისა და სამგზავრო დანიშნულების ფართობების სანიტარიულ-პროფილაქტიკური მომსახურება 56 სამგზავრო მატარებლების თეთრეულით მომსახურება 57 სამგზავრო მატარებლების რბილი მოსახსნელი ინვენტარის დეზინფექცია (ლეიბი, ბალიში, გადასაფარებელი და სხვ.) 58 სამგზავრო დანიშნულების აპარატურის მომსახურება (ალკოჰოლის შესამოწმებელი მოწყობილობა, სალარო აპარატები, რადიოსიხშირეები და სხვ.) 59 სახანძრო ავტომანქანების სათადარიგო ნაწილები და მასალები 60 სახანძრო ავტომანქანები და სპეციალური მანქანები 61 სახანძრო მატარებლებისა და აგრეგატების სათადარიგო ნაწილები და მასალები 62 აღმდგენი მატარებლების სათადარიგო ნაწილები და მასალები 63 სახანძრო მატარებლების რემონტი და მოდერნიზაცია 64 აღმდგენი მატარებლების გამწევი საშუალებების სათადარიგო ნაწილები, მასალები და რემონტი 65 აღმდგენი მატარებლების რკინიგზაზე მოსიარულე ამწეები და გამწევი საშუალებები 66 ამწე მექანიზმების დიაგნოსტიკური მომსახურება 67 შავი მეტალურგიის პროდუქცია, ნაგლინი და სხვა ნაკეთობები 68 ფერადი ლითონის პროდუქცია 69 ელექტროტექნიკური წარმოების პროდუქცია 70 ხის ნაწარმი 71 ქიმიური ნაწარმი (ლაქები და საღებავები, ანტიფრიზი, ფრეონი, ჰერბიციდი, რეზინტექნიკური პროდუქცია, საიზოლაციო მასალა და სხვ.) 72 მსუბუქი და საფეიქრო წარმოების პროდუქცია (სპეცტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ხელთათმანები, ფარდები, სამგზავრო მატარებლების რბილი მოსახსნელი ინვენტარი) 73 საპოხი (საცხები) მასალები 74 გაზპროდუქტები (პროპანი, ჟანგბადი და სხვ.) 75 სამეურნეო საქონელი 76 სატრანსპორტო საშუალებების რემონტი 77 ჟურნალ-გაზეთებისა და მედიამონიტორინგის მომსახურება, სარეკლამო პროდუქტის შექმნის მომსახურება 78 საკისრები 79 მანქანა-მექანიზმებისა და დაზგა-დანადგარების რემონტი 80 ტექნიკური საშუალებების რემონტი და მომსახურება 81 კავშირგაბმულობის მომსახურება 82 კომუნალური მომსახურება 83 მეტროლოგიური მომსახურება 84 სამედიცინო მომსახურება და დაზღვევა 85 ელექტრომაგნიტური თავსებადობის მომსახურება 86 ტექნიკური საშუალებების დიაგნოსტიკური მომსახურება 87 ვაგონების გარეცხვა-გაორთქვლა 88 დაცვა 89 სამშენებლო მასალები 90 ასაღები ნიჩაბი, ბარი, ლომი, წერაქვი, ფიწალი 91 ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი და საშუალებები 92 რადიოსადგურები და მათი ინვენტარი 93 ავტოტრანსპორტი, სათადარიგო ნაწილები და რემონტი 94 დაზგა-დანადგარები, სათადარიგო ნაწილები და რემონტი 95 სპეცკავშირებით მომსახურება 96 საოფისე ინვენტარი 97 სამეურნეო-საკანცელარიო საქონელი 98 არასამგზავრო დანიშნულების ფართობების წმენდა და დასუფთავება 99 არასამგზავრო დანიშნულების ფართობების დეზინფექცია, დერატიზაცია, დეზინსექცია 100 მზომი ხელსაწყოები 101 სანათი მოწყობილობები 102 ელექტრული ძაბვის ზემოქმედებისაგან პერსონალის დამცავი საშუალებები 103 კომპიუტერული ტექნიკა 104 პოლიგრაფიული მომსახურება 105 საწვავი (ბენზინი, დიზელი, ნავთი და სხვ.) 106 კომპიუტერული და კავშირგაბმულობის მომსახურება 107 კომპიუტერული და კავშირგაბმულობის ქსელების სპეციფიკური ინსტრუმენტი 108 კომპიუტერული და კავშირგაბმულობის ქსელების საკაბელო პროდუქცია და აქსესუარები 109 კავშირგაბმულობის სათადარიგო ნაწილები 110 სპეციფიკური პროგრამული უზრუნველყოფა 111 ინტელექტუალური მომსახურება (მათ შორის, აუდიტორული, საექსპერტო, საკონსულტაციო (მათ შორის, ფინანსური, საბუღალტრო, აქტივების განკარგვა), იურიდიული, საპროექტო სამუშაოების და სხვ.) 112 სამგზავრო დანიშნულების ელექტრომატარებლები 113 სამგზავრო დოკუმენტების გაყიდვის აპარატები და მათი მომსახურება 114 სამგზავრო ვაგონების სადეპოო და კაპიტალური რემონტისათვის საჭირო დაზგა-დანადგარები (სტენდები) 115 სამგზავრო ვაგონების სადეპოო და კაპიტალური რემონტისათვის საჭირო დაზგა-დანადგარების (სტენდების) რემონტი 116 ავტოტრანსპორტის მომსახურება 117 სპეცტანსაცმელი (უნიფორმა) 118 პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებები 119 სამგზავრო ვაგონების რბილი მოსახსნელი ინვენტარი დანართი №2 აფიდავიტი სატენდერო წინადადების დამოუკიდებლად განსაზღვრის თაობაზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვადასტუ­რებ, რომ ჩემ მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება შემუშავებუ­ლია კონკურენტისაგან დამოუკიდებლად. ასევე, ვადასტურებ, რომ: ● ჩემთვის ცნობილია, რომ სატენდერო წინადადება დისკვალი­ფიცი­რებული იქნება, თუ აღმოჩნდა, რომ აფიდავიტში მოცემული ინფორ­მაცია არის ყალბი ან/და ცრუ; ● უფლებამოსილი ვარ პრეტენდენტის მიერ, ხელი მოვაწერო ამ აფი­დავიტს და წარვადგინო ეს სატენდერო წინადადება; ● ნებისმიერი პირი, რომლის ხელმოწერაც დაფიქსირებულია სატენ­დერო წინადადებაზე, შესაბამისად, უფლებამოსილია პრეტენდენტის მი­ერ; ● ჩემთვის ცნობილია, რომ ტერმინი „კონკურენტი“, აფიდავიტის მიზ­ნე­ბიდან გამომდინარე, გულისხმობს ნებისმიერ პირს, რომელიც შესაძ­ლე­ბელია იყოს პრეტენდენტი ან/და რომელმაც შესაძლოა წარადგინოს სა­ტენდერო წინადადება ამ ტენდერში; ● მატერიალური გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, პრე­ტენდენტსა და კონკურენტს შორის არ წარმოებულა კონსულტაცია, კო­მუ­ნი­კაცია, შეთანხმება ან მოლაპარაკება შემდეგ საკითხებთან დაკავში­რებით: - სატენდერო წინადადების ფასი; - სატენდერო წინადადების ფასის გამოთვლის მეთოდი, კოეფიციენტი ან ფორმულა; - სატენდერო წინადადების წარდგენა ან წარდგენისაგან თავის შე­კავება; - ისეთი სატენდერო წინადადების განზრახ წარდგენა, რომელიც არ აკ­მა­ყოფილებს გამოცხადებული ტენდერის პირობებს; - შესყიდვის ობიექტის ხარისხი, მოცულობა, ტექნიკური პირობები ან მიწოდების დეტალები, რომელთაც ეხება სატენდერო წინადადება; ● სატენდერო წინადადების პირობები პრეტენდენტს წინასწარი განზ­რახ­ვით, პირდაპირ ან არაპირდაპირ, არ გაუმჟღავნებია ან/და პრეტენ­დენტი არ გაუმჟღავნებს სატენდერო წინადადების პირობებს კონკუ­რენტს სატენდერო წინადადების განსაჯა­როების მომენტამდე. გავეცანი ამ აფიდავიტის შინაარსს და ვადასტურებ წარმოდგენილი ინ­ფორმაციის უტყუარობას. _________________________________                                                                                                                                                                                                                                    (ხელმოწერა) ____________________________________________________________________________________________ შესყიდვების მიზნებისათვის აფიდავიტი წარმოადგენს სატენდერო წი­ნადადების დამოუკიდებლად განსაზღვრის თაობაზე წერილობით დო­კუ­მენტს, რომლის ხელმომწერი, პრეტენდენტის სახელით, ადასტურებს დოკუმენტში მითითებული ინფორმაციისა და გარემოების უტყუარობას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხს აგებს აღ­ნიშნული ინფორმაციისა და გარემოებ(ებ)ის უტყუარობისათვის. აფი­დავიტით განსაზღვრული პირობების დარღვევა იწვევს სისხლისსამარ­თ­ლებრივ პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ­სის 195​1 მუხლის შესაბამისად.