საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დაფუძნების შესახებ
მიღების თარიღი 06.02.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №122
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017741
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/02/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.02.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დაფუძნების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №122
2014 წლის 6 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა დაფუძნების
შესახებ
მუხლი 1🔗
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შეიქმნას:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის ცენტრი.
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახელმწიფო კონტროლი;
ბ) მათი დებულებების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების დანიშვნა.
მუხლი 2🔗
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს პრეზიდენტის მიერ შესაბამისი ბრძანებულებებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებაში (დებულებაში) შესაბამისი ცვლილების ამ დადგენილებასთან შესაბამისობა.
მუხლი 3🔗
აღნიშნული დადგენილების მიღება არ უკავშირდება ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდულ პირებში ხელმძღვანელების ან მათ თანამშრომელთა ხელახალ დანიშვნას/გადანიშვნას ან/და დებულების ახლიდან დამტკიცებას.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი