„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4199
სარეგისტრაციო კოდი
140.030.000.05.001.002.510
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 1, 03/01/2007

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

      მუხლი 1.

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №9, 1993 წ., მუხ. 187) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) აკრძალოს სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება, თუ მათი კონსტრუქცია და ტექნიკური მდგომარეობა არ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს; სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში გააჩეროს და დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალებები, შეამოწმოს მძღოლის მართვის უფლების მოწმობა და სხვა საჭირო დოკუმენტები, მიიღოს ზომები სამართალდარღვევათა აღსაკვეთად; მოაწესრიგოს საგზაო მოძრაობა, გააკონტროლოს საგზაო მოძრაობის წესების, ნორმატივებისა და სტანდარტების დაცვა; აღრიცხოს და რეგისტრაციაში გაატაროს სატრანსპორტო საშუალება;“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 29 დეკემბერი.

№4199–რს

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.12.2006.
როდის იქნა მიღებული „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.12.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4199. სარეგისტრაციო კოდი — 140.030.000.05.001.002.510.
სად არის „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.12.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №4199, 29.12.2006, სარეგისტრაციო კოდი 140.030.000.05.001.002.510 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/22366/