„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№124
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.017743
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/02/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №124

2014 წლის 6 თებერვალი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, მუხლი 1714) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიშები ხაზინაში, ხარჯთაღრიცხვა, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომლის ფორმას და გამოყენების წესს განსაზღვრავს მინისტრი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

 

2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „ი“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

 

„ი) სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი.“.

 

3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

1. სამინისტროს ხელმძღვანელობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“.

 

4. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის:

 

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„ბ)  პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების,  საქართველოს მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების, აგრეთვე  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებების შესრულებაზე;“;

 

ბ) „დ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „დ2“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

 

„დ2) მინისტრის ბრძანებით ან კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში,  საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს თანხმობას აძლევს თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნასა და თანამდებობიდან გათავისუფლებაზე;“;

 

 

გ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„კ) ასრულებს საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტებით,  საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, აგრეთვე  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებებით მისთვის დაკისრებულ სხვა ამოცანებს;“;

 

დ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მ) ძალადაკარგულად ცნობს მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამინისტროების ხელმძღვანელების აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტისა და  საქართველოს მთავრობის სამართლებრივ აქტებს, აგრეთვე, მინისტრის ბრძანებებს; ასევე ძალადაკარგულად ცნობს აღნიშნულ თანამდებობის პირთა აქტებს, მათი მიზანშეუწონლობის მოტივით, საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში;“;

 

ე) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„ნ) გამოსცემს ბრძანებებს საქართველოს საკანონმდებლო აქტის, საქართველოს პრეზიდენტისა და/ან საქართველოს მთავრობის სამართლებრივი  აქტის საფუძველზე და მათ შესასრულებლად;“;

 

ვ) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„ქ) ასრულებს მისთვის საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ ამოცანებს;“.

 

5. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„5. მინისტრის მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“.

 

6. 185 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„ე) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სარეჟიმო-საიდუმლო ორგანოსათვის დაკისრებული ფუნქციების, უფლებებისა და მოვალეობების განხორციელება;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი