შპს „აჭარისწყალი ჯორჯიასთვის“ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
მიღების თარიღი 27.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №138
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016548
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/02/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.01.2014 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
შპს „აჭარისწყალი ჯორჯიასთვის“ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;}
a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
span.apple-converted-space {}
span.BalloonTextChar { }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.PlainTextChar { }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.35pt 841.95pt; margin:56.7pt 62.95pt 56.7pt 62.95pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №138
2014 წლის 27 იანვარი
ქ. თბილისი
შპს „აჭარისწყალი ჯორჯიასთვის“ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის 23 პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 291 მუხლის შესაბამისად:
1. შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ (ს/კ 404401438) მიეცეს უფლება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შუახევის ჰესის მშენებლობის პროექტის განხორციელების მიზნით, ჰესის მშენებლობისა და მისი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ძირითადი და დამატებითი ინფრასტრუქტურული ობიექტების განთავსებისთვის, სამუშაოების წარმოების ტერიტორიიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარემოდან ამოიღოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მერქნიანი მცენარეების შემდეგი სახეობები და ოდენობები:
ა) შიშველი თელადუმა (Ulmus glabre) – 36 (ოცდათექვსმეტი) ინდივიდი;
ბ) უთხოვარი (Taxus baccata) – 2 (ორი) ინდივიდი;
გ) ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa) - 194 (ას ოთხმოცდათოთხმეტი) ინდივიდი;
დ) უხრავი (Ostrya carpinifolia) – 810 (რვაას ათი) ინდივიდი;
ე) კაკალი (Juglans regia) - 196 (ას ოთხმოცდათექვსმეტი) ინდივიდი.
2. შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ ვალდებულია:
ა) ტყის ფონდის ტერიტორიიდან ამორიცხულ ტერიტორიებზე (ყოფილი ოლადაურის სატყეო, კვ.44, უბ.43 (ს/კ 24.04.32.127); ყოფილი ჭვანის სატყეო, კვ.84, უბ.42,43,44,47 (ს/კ 24.07.36.266); ყოფილი ჭვანის სატყეო, კვ.84, უბ.44 (ს/კ 24.07.36.265); ყოფილი ჭვანის სატყეო, კვ.84, უბ.38,45,46 (ს/კ 24.07.36.267) ბუნებრივი გარემოდან ამოღებული მერქნული რესურსი დაასაწყობოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის
– აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტერიტორიის გარდა, სამუშაოების წარმოების სხვა ტერიტორიებზე მოჭრილი მერქნული რესურსი გადასცეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს
– საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს;
გ) ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან 3 (სამი) თვის ვადაში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგინოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მერქნიანი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღების შედეგად ბიომრავალფეროვნებისათვის მიყენებული ზიანის საკომპენსაციო ქმედებების პაკეტი;
დ) საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მერქნიანი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღების (ჭრის) დაგეგმილი ვადების შესახებ წინასწარ აცნობოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს (შემდგომში
– გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).
3. შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიერ
საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მერქნიანი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი განახორციელოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი