„მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის 1996 წლის 19 ოქტომბრის კონვენციასთან შეერთების თაობაზე
მიღების თარიღი 05.02.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №1953-IIს
სარეგისტრაციო კოდი 480140000.09.001.016196
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/02/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.02.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ქუთაისი, 5 თებერვალი 2014 წ. N1953-IIს | საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე |
დოკუმენტის ტექსტი
„მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის 1996 წლის 19 ოქტომბრის კონვენციასთან შეერთების თაობაზე
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
„მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის 1996 წლის 19 ოქტომბრის კონვენციასთან შეერთების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველო შეუერთდეს ჰააგის 1996 წლის 19 ოქტომბრის კონვენციას „მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლობის შესახებ“.
2. „მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის 1996 წლის 19 ოქტომბრის კონვენციასთან შეერთებისას გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი:
ა) კონვენციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველო აცხადებს, რომ იმავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან გამოთხოვილი უნდა იქნეს მხოლოდ საქართველოს ცენტრალური ორგანოს (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს) მეშვეობით;
ბ) კონვენციის 44-ე მუხლის შესაბამისად, საქართველო აცხადებს, რომ კონვენციის მე-8, მე-9 და 33-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნა უნდა გაეგზავნოს საქართველოს ცენტრალურ ორგანოს (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს);
გ) კონვენციის მე-60 მუხლის პირველი პუნქტისა და 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველო აკეთებს დათქმას, რომ საქართველოს ცენტრალურ ორგანოში (საქართველოს იუსტიციის სამინისტროში) გამოგზავნილი დოკუმენტების ორიგინალებს თან უნდა ახლდეს თარგმანი საქართველოს სახელმწიფო ან ინგლისურ ენაზე. საქართველო ეწინააღმდეგება ამ მიზნით ფრანგული ენის გამოყენებას.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედავით უსუფაშვილი
ქუთაისი,
5 თებერვალი 2014 წ.
N1953-IIს