საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებისა და დანამატის შესახებ
მიღების თარიღი 07.02.2014
ძალაში შესვლა 01.01.2014
ძალის დაკარგვა 01.01.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №127
სარეგისტრაციო კოდი 130070000.10.003.017746
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/02/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | სამსახურის უფროსი |
| 2 | სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე |
| 3 | სამსახურის უფროსის მოადგილე |
| 4 | დირექტორატის უფროსი, სამსახურის უფროსის მრჩეველი |
| 5 | დირექტორატის უფროსის მოადგილე, ინსტრუქტორ-კონსულტანტი |
| 6 | სამმართველოს უფროსი, ინსტრუქტორი |
| 7 | სამმართველოს უფროსის მოადგილე, ექსპერტ-ანალიტიკოსი |
| 8 | განყოფილების უფროსი |
| 9 | განყოფილების უფროსის მოადგილე |
| 10 | მთავარი სპეციალისტი, მთავარი ბუღალტერი |
| 11 | დაცვის ოფიცერი, წამყვანი სპეციალისტი |
| 12 | დაზვერვის ოფიცერი (კატეგორიის გარეშე) |
| 13 | ოპერატიული მორიგე, უფროსი სპეციალისტი |
| 14 | სპეციალისტი |
| 15 | დაცვის თანამშრომელი, უმცროსი სპეციალისტი, მძღოლი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 25.01.2018
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებისა და დანამატის შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №127
2014 წლის 7 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა
თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებისა და დანამატის შესახებ
,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის ,,რ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები №1 დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს დაზვერვის ოფიცრის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო კატეგორიის მიხედვით №2 დანართის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსს დაუწესდეს ყოველთვიური დანამატი თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
მუხლი 4🔗
საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები და დანამატი დაფინანსდეს საქართველოს დაზვერვის სამსახურისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
დანართი №1
საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები
№
თანამდებობაბთა დასახელება
თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი (ლარობით)
1
სამსახურის უფროსი
3540
2
სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე
3000
3
სამსახურის უფროსის მოადგილე
2950
4
დირექტორატის უფროსი, სამსახურის უფროსის მრჩეველი
2500
5
დირექტორატის უფროსის მოადგილე, ინსტრუქტორ-კონსულტანტი
2400
6
სამმართველოს უფროსი, ინსტრუქტორი
2300
7
სამმართველოს უფროსის მოადგილე, ექსპერტ-ანალიტიკოსი
2000
8
განყოფილების უფროსი
1800
9
განყოფილების უფროსის მოადგილე
1600
10
მთავარი სპეციალისტი, მთავარი ბუღალტერი
1500
11
დაცვის ოფიცერი, წამყვანი სპეციალისტი
1400
12
დაზვერვის ოფიცერი (კატეგორიის გარეშე)
1200
13
ოპერატიული მორიგე, უფროსი სპეციალისტი
1100
14
სპეციალისტი
900
15
დაცვის თანამშრომელი, უმცროსი სპეციალისტი, მძღოლი
700
16
დამხმარე მოსამსახურე
600
დანართი №2
დაზვერვის ოფიცრის ყოველთვიური თანამდებობრივი
სარგო კატეგორიის მიხედვით
კატეგორია
I
II
III
IV
V
VI
VII
თანამდებობრივი სარგო (ლარობით)
2400
2250
2000
1800
1600
1500
1400
შენიშვნა: დაზვერვის ოფიცერს კატეგორიას ანიჭებს საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი.