არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ანგარიშზე თანხის გადარიცხვის და მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №141
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016551
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/02/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.01.2014 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ანგარიშზე თანხის გადარიცხვის და მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
span.BalloonTextChar { }
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 51.0pt 56.7pt 44.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №141
2014 წლის 27 იანვარი
ქ. თბილისი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ანგარიშზე თანხის გადარიცხვის და მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის დამტკიცების შესახებ
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს „საქართველოს 201
4 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის ღონისძიებების“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი – 37 01 08) გამოყოფილი ასიგნებებიდან 50 000 000 (ორმოცდაათი მილიონი) ლარის გადარიცხვა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ანგარიშზე.
2. დამტკიცდეს თანდართული „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“.
3. ეთხოვოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს (მათ შორის
, თვითმმართველი ქალაქების - თბილისისა და ბათუმის ორგანოებს შემოერთებულ სოფლებზე) უზრუნველყონ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა, მოსარგებლეთა ან/და ფაქტობრივ მფლობელთა დაზუსტებული მონაცემების მიწოდება.
პრემიერ‑მინისტრი ი
. ღარიბაშვილი
მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი
მუხლი 1🔗. პროექტის მიზანი და ამოცანები
1. პროექტის მიზანია 2014 წლის საგაზაფხულო სასოფლო‑სამეურნეო პირველადი წარმოების აგროტექნოლოგიური ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობით მცირემიწიანი ფერმერების საქმიანობის სტიმულირების გაგრძელება მათი მდგრად და განვითარებად ფერმერულ მეურნეობებად ჩამოსაყალიბებლად.
2. პროექტის ამოცანებია:
ა) ერთწლიანი კულტურების წარმოების აგროტექნიკური (ხვნა) ღონისძიებების ჩატარების და საწარმოო საშუალებების (სასუქი ან/და სათესლე მასალა ან/და მცენარეთა დაცვის საშუალებები) მიწოდების ხელშეწყობა;
ბ) მრავალწლიანი კულტურების საწარმოო საშუალებების (სასუქი ან/და მცენარეთა დაცვის საშუალებების) მიწოდების ხელშეწყობა.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები
გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ბენეფიციარი - ფიზიკური პირი, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია 1.25 ჰა. ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
ბ) სარგებელი - სააგენტოს მიერ ბენეფიციარისათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მომსახურების (ნიადაგის ხვნა) ან/და სასოფლო-სამეურნეო საწარმოო საშუალებების მიწოდება;
გ) სააგენტო - არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო;
დ) ხვნის ბარათი - მატერიალიზებული ფორმის დოკუმენტი, რომელზეც აღნიშნულია მფლობელის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, მის საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობი და რომელიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოს (ხვნის) მისაღებად;
ე) აგრობარათი - საბანკო პლასტიკური ბარათი, რომელზეც გაკეთებულია წარწერა „აგრო-ბარათი“, რომელზეც სააგენტო ჩარიცხავს ქულებს და რომელიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო საქონლის (სასუქი ან/და მცენარეთა დაცვის საშუალებები ან/და სათესლე მასალა) მისაღებად;
ვ) შპს „მექანიზატორი“ - სააგენტოს 100%‑იანი წილობრივი მონაწილეობით არსებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება;
ზ) მიმწოდებელი - სასოფლო-სამეურნეო საქონლის მიმწოდებელი, რომელთანაც სააგენტოს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება;
თ) სამუშაოს შემსრულებელი - ხვნის ბარათით გათვალისწინებული სამუშაოს შემსრულებელი.
მუხლი 3🔗. პროექტის ბენეფიციარები
1. მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ბენეფიციარები იქნებიან ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ 1.25 ჰა-ის ჩათვლით ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და რომლებსაც ისინი იყენებენ ერთწლიანი ან მრავალწლიანი კულტურების წარმოებისთვის. ამავე დროს, ფერმერების საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 5 ჰა-ს.
2. მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის პოტენციური ბენეფიციარების სავარაუდო რაოდენობა შეადგენს 762 000 ფერმერს.
3. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სააგენტო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დახმარებით დააზუსტებენ ბენეფიციარების სიას.
მუხლი 4🔗. ბენეფიციარებისთვის სარგებლის გადაცემა
1. პროექტით გათვალისწინებულ სარგებელს ბენეფიციარები მიიღებენ ორი გზით:
ა) ნიადაგის ხვნის სამუშაოებისათვის მიიღებენ სასოფლო-სამეურნეო ბარათს ე.წ „ხვნის ბარათი“;
ბ) სასოფლო-სამეურნეო საქონლის მისაღებად მათ დაურიგდებათ საბანკო ბარათი, ე.წ. „აგრობარათი“.
2. პროექტით გათვალისწინებულ სარგებელს ბენეფიციარები სააგენტოსგან მიიღებენ გრანტის სახით.
მუხლი 5🔗. ხვნის ბარათის დარიგება
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მიწოდებული სიების მიხედვით ბენეფიციარებისთვის ხვნის ბარათების დაბეჭდვის ორგანიზებას მოახდენს სააგენტო.
2. დაბეჭდილ ბარათებს სააგენტო გადასცემს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, მათი ბენეფიციარებზე შემდგომი დარიგების მიზნით.
მუხლი 6🔗. აგრობარათის დარიგება
1. სააგენტო სხვადასხვა ბანკებთან მოლაპარაკებების შედეგად შეარჩევს ერთ ბანკს, რომელსაც გააჩნია საკმარისი ტექნიკური და ადამიანური რესურსი, 2014 წლის მარტის ბოლომდე დაახლოებით 762,000 ფერმერისთვის ბარათების დასამზადებლად და მათთვის გადასაცემად.
2. სააგენტო ბანკთან დადებს ხელშეკრულებას ბენეფიციარებისთვის აგრობარათის დამზადების, დარიგების და მათი შემდგომი მომსახურების შესახებ.
მუხლი 7🔗. სარგებლის სახეები
1. ბენეფიციარს პროექტით გათვალისწინებული სარგებელი გადაეცემა მის საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სახნავი მიწის ნაკვეთის ფართობის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ მოსარგებლეს არ გააჩნია სახნავი მიწის ნაკვეთი, მას სარგებელი გადაეცემა მის საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მრავალწლიანი ნარგავებით გაშენებული მიწის ნაკვეთის ფართობის შესაბამისად.
2. ბენეფიციარები, მათ საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ფართობის კატეგორიების მიხედვით მიიღებენ შემდეგი სახის სარგებელს:
ა) ბენეფიციარებს, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ 0,25 ჰა-მდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებსაც იყენებენ ერთწლიანი ან მრავალწლიანი კულტურების წარმოებისთვის, „აგრო ბარათზე“ დაერიცხებათ 50 ქულა, რომლითაც შეეძლებათ ეკვივალენტი ღირებულების მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის მიღება მომწოდებლებისგან;
ბ) ბენეფიციარებს, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ 0,25 ჰა-დან - 1,25 ჰა-ს ჩათვლით ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რასაც იყენებენ ერთწლიანი კულტურების წარმოებისთვის, გადაეცემათ ორი სახის სარგებელი:
ბ.ა) ხვნის ბარათის სახით, რომელზეც დარიცხული იქნება ნაკვეთის ფართობის პროპორციული ღირებულების ნიადაგის ხვნის სარგებელი 1 ჰექტარზე 140 ლარის გადაანგარიშებით;
ბ.ბ) „აგრობარათის“ სახით, რომელზეც დაერიცხებათ 50 ქულა, რომლითაც შეეძლებათ ეკვივალენტი ღირებულების მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის მიღება მიმწოდებლებისგან;
გ) ბენეფიციარებს, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ 0
,25 ჰა-დან - 1.25 ჰა-ს ჩათვლით ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, სადაც გაშენებული აქვთ მრავალწლიანი კულტურების ნარგაობები და არ გააჩნიათ ერთწლიანი კულტურების წარმოებისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთი, „აგრობარათზე“ დაერიცხებათ 50 ქულა და ასევე, ნაკვეთის ფართობის პროპორციული ქულების რაოდენობა 1 ჰექტარზე 140 ქულის გადაანგარიშებით. მოსარგებლეებს ამ ქულების საშუალებით შეეძლებათ მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის მიღება მიმწოდებლებისგან;
დ) ბენეფიციარები, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში ჯამურად გააჩნიათ 0.25 ჰა-დან - 1.25 ჰა-ის ჩათვლით ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რასაც იყენებენ ერთწლიანი კულტურების წარმოებისთვის და ის შედგება ერთზე მეტი ნაკვეთისგან, თუმცა არ გააჩნიათ არცერთი ცალკეული ნაკვეთი, რომლის ზომაც არის 0.25 ჰა ან მეტი, ან ფართობი ვერ იხვნება სხვა მიზეზების გამო: ქვიანი ნიადაგი; დამრეცი მიწის ფართობი; სათიბი მიწის ფართობი; საძოვარი; დამეწყრილი მიწის ფართობი და თუ უამინდობის გამო ვერ მოხერხდა ნიადაგის აგროვადებში მოხვნა, მაშინ მოხდება სარგებლის ფორმის გამოცვლა და ნაცვლად ნიადაგის დამუშავების სარგებელისა, მიიღებენ ანალოგიური ღირებულების სარგებელს სასოფლო‑სამეურნეო საქონლის სახით;
ე) ბენეფიციარები, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში ჯამურად გააჩნიათ 0.25 ჰა-დან - 1.25 ჰა-მდე ფართობის-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რასაც იყენებენ ერთწლიანი კულტურების წარმოებისთვის და ის შედგება ერთზე მეტი ნაკვეთისგან, თუმცა ამ ნაკვეთთა შორის ერთი მაინც არის 0.25 ჰა ან მეტი, დამუშავდება მხოლოდ 0.25 ჰა-ზე უფრო დიდი ზომის ფართობ(ებ)ი;
ვ) ბენეფიციარები, რომლებსაც საკუთრებაში აქვთ, სარგებლობენ ან ფაქტიურად ფლობენ 0.25 ჰა-დან - 1.25 ჰა-ს ჩათვლით საერთო ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს, რომელთაც იყენებენ ერთწლიანი კულტურების საწარმოებლად და ეს ნაკვეთები უკვე დამუშავებულია და არ საჭიროებენ ნიადაგის ხვნას, მოხდება სარგებლის ფორმის გამოცვლა და ნაცვლად ნიადაგის დამუშავების სარგებელისა, მიიღებენ ანალოგიური ღირებულების სარგებელს სასოფლო‑სამეურნეო საქონლის სახით.
3. ბენეფიციარები, რომლებიც სხვადასხვა ტერიტორიულ ორგანოში ფლობენ ორ ან მეტ სასოფლო‑სამეურნეო მიწის ნაკვეთს, მიიღებენ სარგებელს ერთ მიწის ნაკვეთზე. ბენეფიციარი სარგებელს მიიღებს ამ ნაკვეთებს შორის უდიდესი ფართობის მქონე მიწის ნაკვეთზე.
მუხლი 8🔗. სამუშაოს შემსრულებლები და სასოფლო‑სამეურნეო საქონლის მიმწოდებლები
1. სააგენტო შეიმუშავებს მოთხოვნებს პროექტით გათვალისწინებული სამუშაოს შემსრულებლებისა და სასოფლო-სამეურნეო საქონლის მიმწოდებლების მიმართ. ამ მოთხოვნების შესაბამისად მოხდება მათი შერჩევა და მათთან დაიდება ხელშეკრულებები მცირემიწიანი ფერმერებისთვის სამუშაოს შესრულებისა და საქონლის მიწოდების თაობაზე. 2. პროექტის განხორციელებისას სამუშაოს შემსრულებლები სააგენტოს გაუწევენ სასოფლო‑სამეურნეო ტექნიკით მომსახურებას და შეასრულებენ ნიადაგის ხვნის სამუშაოებს. გაწეული მომსახურების სანაცვლოდ ისინი ბენეფიციარისგან მიიღებენ ხვნის ბარათს, რომელსაც შემდგომში გაანაღდებენ ბანკში.
3. შპს „მექანიზატორი“ სხვა სამუშაოს შემსრულებლებთან ერთად დაგეგმავს და კოორდინაციას გაუწევს ნიადაგის ხვნის ჩასატარებელ სამუშაოებს. 4. სასოფლო‑სამეურნეო საქონლის მიმწოდებლები, აგრობარათის ქულების სანაცვლოდ, პროექტის ბენეფიციარებს გადასცემენ იდენტური ღირებულების სასოფლო‑სამეურნეო საქონელს, კერძოდ: სასუქს, სათესლე მასალას და მცენარეთა დაცვის საშუალებებს.
მუხლი 9🔗. უბარათო ხვნა
პროექტი ითვალისწინებს, რომ ერთიან, დიდ (0.25 ჰა და მეტი) ფართობში მდებარე, მომიჯნავე 0.25 ჰა-ზე ნაკლები მიწის ნაკვეთები მოიხნას ხვნის ბარათის გარეშე, ისე
, რომ ასეთი მიწის ნაკვეთების მფლობელ ბენეფიციარებს შეუნარჩუნდეთ სხვა სახის სარგებელი. ასეთი სახის ნაკვეთების ხვნის სამუშაოებს ჩაატარებს შპს „მექანიზატორი“. სააგენტო შესრულებული სამუშაოს ღირებულებას შპს „მექანიზატორს“ აუნაზღაურებს კომპანიის მიერ ბენეფიციარებთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე.
მუხლი 10🔗. ბანკების მიერ გაწეული მომსახურება
ბანკებს ორი განსხვავებული როლი აკისრიათ პროექტის განხორციელებაში და შესაბამისად სააგენტო ბანკებთან დადებს კონტრაქტებს ორი სახის მომსახურებაზე:
ა) „აგრობარათის“ მომსახურე ბანკი - სააგენტო შეარჩევს და ხელშეკრულებას გააფორმებს ბანკთან, რომელიც ჩართული იქნება შემდეგ პროცესებში:
ა.ა) ფერმერებისთვის ბარათების დამზადება და დარიგება;
ა.ბ) ბარათებზე ქულების ჩარიცხვა;
ა.გ) სასოფლო‑სამეურნეო საქონლის მიმწოდებელი კომპანიებისთვის პოს ტერმინალების მიწოდება;
ა.დ) სასოფლო‑სამეურნეო საქონლის მიმწოდებელი კომპანიების ანგარიშებზე ქულების ეკვივალენტური საფასურის გადარიცხვა;
ა.ე) „აგრობარათით“ შესრულებულ ტრანზაქციებზე სააგენტოსათვის ოპერატიული ინფორმაციის მიწოდება;
ბ) ხვნის ბარათების გამნაღდებელი ბანკები - სააგენტო შეარჩევს და ხელშეკრულებას დადებს რამდენიმე ბანკთან, რომლებსაც საშუალება ექნებათ სამუშაოს შემსრულებლებს მომსახურება გაუწიონ და გაუნაღდონ სასოფლო‑სამეურნეო ბარათები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში.
მუხლი 11🔗. პროექტის მონიტორინგი
სააგენტო განახორციელებს ფერმერებზე ხვნის ბარათების და აგრო ბარათების დარიგების პროცესის მონიტორინგს. სააგენტო აგრეთვე განახორციელებს კონტრაქტორი კომპანიების მიერ პროექტის ფარგლებში გაწეული საქმიანობის მონიტორინგს.