საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებაზე გადასვლასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№143
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016552
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/02/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№143

2014 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებ აზე გადასვლასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“, „თ“, „ი“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი საბჭო ს მიერ შემუშავებული ინფორმაცია და წინადადებები.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა, გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას დაქვემდებარებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობით ტესტირების უზრუნველსაყოფად, განახორციელონ სათანადო გამოცდილების მქონე საერთაშორისო ოპერატორთან - TUV Rheinland Group მოლაპარაკების წარმოება,ხოლო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში , მათთან საქართველოს მთავრობის სახელით გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის შემუშავება და საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოდგენა.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა უზრუნველყონ ევროკავშირის რეგულაციებთან ჰარმონიზაციის მიზნით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის შემუშავება, საქართველოში არსებული გზისთვის ვარგისობაზე ავტო სატრანსპორტო საშუალებების ტესტირებასთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოდგენა.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს შესაბამის  სამინისტროებსა და უწყებებთან ერთად უზრუნველყოს ამ განკარგულების შესრულებისათვის საჭირო შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                   ირაკლი ღარიბაშვილი

 

 

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებაზე გადასვლასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებაზე გადასვლასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.01.2014.
როდის იქნა მიღებული „საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებაზე გადასვლასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
„საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებაზე გადასვლასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ მიღებულია 27.01.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №143. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.016552.
სად არის „საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებაზე გადასვლასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.01.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებაზე გადასვლასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“, №143, 27.01.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016552 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.01.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2238378/