ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 10.02.2014
ძალის დაკარგვა 02.09.2014
გამომცემი ორგანო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი ძალადაკარგულად გამოცხადდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის  19 დეკემბრის №10 დადგენილება ,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის  საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ (სარეგისტრაციო კოდი: 010.250.050.35.142.001.129,  21.12. 2006 წ.).
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/02/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 838 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.02.2014 მიღება
02.09.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ                             ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №2 2014 წლის 10 თებერვალი ქ. ნინოწმინდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის  „თ“ ქვეპუნქტის და 43-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის  19 დეკემბრის №10 დადგენილება ,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის  საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ (სარეგისტრაციო კოდი: 010.250.050.35.142.001.129,  21.12. 2006 წ.). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარესუმბატ კიურეღიანი დანართი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს დებულება შემუშავებულია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონისა და ,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებისდამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის №17 დადგენილების  შესაბამისად. 2. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-ბიუჯეტო სამსახური (შემდეგში სამსახური) არის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთებას, მიღებული ბიუჯეტის შესრულებას, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ, მიზანშეწონილ და ეფექტიან გამოყენებას და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგებას, მატერიალურ-ტექნიკურად უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის  საკრებულოსა და გამგეობის საქმიანობას. 3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონით, ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ საქართველოს კანონით, ,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებისდამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის №17 დადგენილებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. 4. სამსახურს აქვს ბეჭედი. 5. სამსახური ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე. 6. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან. 7. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ნინოწმინდა, პუშკინის ქუჩა №43. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა და მუშაობის  ორგანიზაცია 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფის –განყოფილებისაგან     და სამსახურის მოხელეებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული  ქვედანაყოფია  სახაზინო  განყოფილება. 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-10 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს გამგებლის დავალებით ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე. 4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ბიუჯეტის პროექტის შესადგენად საჭირო სამუშაოების ორგანიზებას; ბ) მუნიციპალური პროგრამების პროექტების საფინანსო გაანგარიშებასა და დასაბუთებას; გ) მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წლიური ხარჯთაღრიცხვის პროექტების შესახებ წინადადებების შემუშავებას; დ) საჭირო ინფორმაციის დამუშავებასა და წინადადებების მომზადებას ფინანსთა სამინისტროს მიერ გათანაბრებითი, მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერების გასაანგარიშებლად; ე) ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის შესახებ წინადადებების მომზადებას; ვ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენას; ზ) წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის თაობაზე; თ) დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ბიუჯეტის პროექტის თაობაზე გამგეობაში შემოსულ შენიშვნებსა და წინადადებებზე; ი) საკრებულოს მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებას; კ) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტალებისა და თვეების მიხედვით; ლ) საფინანსო ზედამხედველობას მიღებული ბიუჯეტის შესრულებაზე; მ) ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციის შეკრებასა და გაანალიზებას, შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; ნ) ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის, ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის ანალიზს, შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; ო) მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას ბიუჯეტის შესრულების შესახებ; პ) ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების შესაბამისად ხარჯების გაწევას, შესაბამისი ფინანსური ოპერაციების განხორციელებას; ჟ) საბუღალტრო აღრიცხვას; რ) მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეების ხელფასების, მივლინების ხარჯებისა და სხვა გადასახდელების გაცემას; ს) საკრებულოს, მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული ქონების აღწერა-ინვენტარიზაციას; ტ) მუნიციპალური შესყიდვების გეგმის შემუშავებას; უ) შესყიდვების გეგმით განსაზღვრული მუნიციპალური შესყიდვების განხორციელებას მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად; ფ) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ადმინისტრაციული გარიგებების მომზადებას, მათი შესრულების კონტროლს; ქ) საკრებულოს, მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობას; ღ) საკრებულოს, მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების, საოფისე ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებების, საინფორმაციო, საკომუნიკაციო სისტემების, კავშირგაბმულობის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამართულ ფუნქციონირებას, რემონტს, დაცვასა და ტექნიკურ მომსახურებას; ყ) საკრებულოს, მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების მომარაგებას საქმიანობისათვის საჭირო საოფისე ტექნიკითა და მასალებით; შ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. სამსახურის თანამშრომელთა უფლება -მოვალეობები 1. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ: ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინონ წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე; ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; გ) ისარგებლონ საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით; დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო, საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით; ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით. 2. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან: ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი; ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები; გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი; დ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად; ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები; ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას. მუხლი 5🔗. სახაზინო განყოფილების ფუნქციები სახაზინო განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) აკონტროლებს საფინანსო  სამსახურის საბუღალტრო საქმიანობას, აგრეთვე მხარჯავი დაწესებულებების და ორგანიზაციების საბუღალტრო საქმიანობას, რომელებიც ფინანსდება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან; ბ) ადგენს აღნიშნული ორგანიზაციების  და დაწესებულებების ფაქტობრივი ხარჯების შესახებ ანგარიშებს; გ) ამოწმებს განცხადების, ანგარიშ-ფაქტურების და სხვა საბუთების სისწორეს. მუხლი 6🔗. დასკვნითი დებულებები 1. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად. 2. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.