ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 10.02.2014
გამომცემი ორგანო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.142.016072
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/02/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 618 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ    ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №3 2014 წლის 10 თებერვალი ქ. ნინოწმინდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის  „თ“ ქვეპუნქტის და 43-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად,  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის  27 ივნისის N47 დადგენილება  ,,ნინოწმინდის  მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’   (სარეგისტრაციო კოდი: 010.250.050.35.142.001.393,  02.07.2007 წ.). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარესუმბატ კიურეღიანი დანართი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს დებულება შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბერის      № 17  დადგენილების შესაბამისად. 2. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდეგში სამსახური) არის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში შექმნილი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე. 3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“, „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით, ,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბერის      № 17 დადგენილებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. 4. სამსახური ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე. 5. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან. 6. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ნინოწმინდა,  პუშკინის ქ. №43. მუხლი 2🔗. სამსახურის უფლებამოსილება სამსახური უზრუნველყოფს: 1. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამების შემუშავებასა და მათი განხორციელების კოორდინაციას. 2. სოციალურ დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავებასა და მათი განხორციელების კოორდინაციას. 3. ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივი სისტემის ქსელის განვითარების უზრუნველყოფას. 4. მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მასზე სოციალურ გავლენის პირობების შესწავლასა და შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვას. 5. სოციალურად დაუცველი პირების აღრიცხვას, მათზე  სოციალური დახმარებისა და სხვა სახის შეღავათების დაწესების შესახებ წინადადებების მომზადებას. 6. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა აღრიცხვას, ამ პირთა პრობლემების შესწავლას, შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვასა და მათი სოციალურ უფლებათა დაცვას. 7. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ უმუშევართა აღრიცხვას, მათი საბინაო, საყოფაცხოვრებო და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას. 8. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ვეტერანთა აღრიცხვას, მათი სოციალური დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავებასა და განხორციელების კოორდინაციას. 9. სამზრუნველო ქსელის განვითარებას, თავშესაფრების მოწყობის ორგანიზებასა და მოსახლეობის სოციალური ადაპტაციისათვის საჭირო ღონისძიებების გატარებას. 10. ღონისძიებათა დაგეგმვას დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით. 11. შრომის ბაზრის ანალიზს და შესაბამისი წინადადებების მომზადებას. 12. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა   უფლებამოსილებების  განხორციელებას. მუხლი 3🔗. სამსახურის ორგანიზაცია და სტრუქტურა 1. სამსახურის სტრუქტურას გამგებლის წარდგინებით განსაზღვრავს საკრებულო. 2. სამსახურის საშტატო ნუსხას გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს   საკრებულოს თავმჯდომარე. 3. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი,  რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. სამსახურის უფოსის არყოფნის შემთხევაში, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს გამგებლის დავალებით ახორცილებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე. 4. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის; გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს; ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; ზ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. 5. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი. 6. სამსახურის თანამშრომლებს ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. მუხლი 4🔗. დასკვნითი დებულებები 1. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის  წარდგინებით, საკრებულოს დადგენილებით. 2. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.