„პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებითი დატოვების, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის აღსრულების წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 16 ნოემბრის №160 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №68 |
|
2014 წლის 22 აპრილი ქ. თბილისი |
1. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბრალდებული/მსჯავრდებული შეიძლება მოთავსდეს დეპარტამენტის შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში ან სხვა უახლოეს სამკურნალო დაწესებულებაში. თუ მსჯავრდებული ჰოსპიტალიზებულია სამკურნალო დაწესებულებაში, მკურნალობის განმავლობაში ამოიწურა დაწესებულების დროებით დატოვების ვადა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლებელია მისი ტრანსპორტირება, ბრალდებული/მსჯავრდებული გადაჰყავთ დეპარტამენტის შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში. გადაწყვეტილებას ბრალდებული/მსჯავრდებულის ტრანსპორტირების თაობაზე იღებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი მკურნალ ექიმთან შეთანხმებით.“.
2. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მსჯავრდებულის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების ასლი დაუყოვნებლივ იგზავნება დაწესებულებაში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში (შემდგომში – პრობაციის ეროვნული სააგენტო) და შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში.“.
|