,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 29 აპრილის №365 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №15 |
|
2014 წლის 6 მარტი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: |
მუხლი 1.
,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 29 აპრილის №365 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 120340000.22.026.016181, 30/04/2013) და ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ქ‘‘ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:‘‘. 3. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 1. დამტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველოს თანდართული დებულება.‘‘. 4. ბრძანებით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველოს დებულება‘‘. 5. ბრძანებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველო (შემდგომ - სამმართველო) არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის (შემდგომ - გენერალური შტაბი) სტრუქტურული ქვედანაყოფი. 2. სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ - მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის (შემდგომ - გენერალური შტაბის უფროსი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით. 3. სამმართველო ანგარიშვალდებულია მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის წინაშე.‘‘. 6. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის ,,ა‘‘ და ,,ბ‘‘ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) გენერალური შტაბის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში და სახმელეთო ჯარებში საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირების განხორციელება და ინსპექტირების გეგმების შემუშავება; ბ) საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირების შედეგების საფუძველზე, შეფასებისა და ანალიზის განხორციელება, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება გენერალური შტაბის ხელმძღვანელობისათვის გადაწყვეტილების მისაღებად;‘‘. 7. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის: ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. სამმართველოს უფროსს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გენერალური შტაბის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. სამმართველოს უფროსი უშუალოდ ექვემდებარება გენერალური შტაბის უფროსს.‘‘. ბ) მე-5 პუნქტის ,,ე‘‘ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ე) სამმართველოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე, მინისტრსა და გენერალური შტაბის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილების ან/და მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;‘‘. 8. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. მონიტორინგის განყოფილება - უზრუნველყოფს გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სახმელეთო ჯარების საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირების განხორციელებას, ინსპექტირების გეგმების შემუშავებას და საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირების მონაცემთა ბაზის შექმნას.‘‘. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 29 აპრილის №365 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.03.2014.
- როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 29 აპრილის №365 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 29 აპრილის №365 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 06.03.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №15. სარეგისტრაციო კოდი — 120340000.22.026.016236.
- რამდენი მუხლისგან შედგება „,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 29 აპრილის №365 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 29 აპრილის №365 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 29 აპრილის №365 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.03.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 29 აპრილის №365 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №15, 06.03.2014, სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016236 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.03.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2239802/