⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.07.2015)
გაუქმებულია:

პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 10.02.2014
ძალის დაკარგვა 01.07.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №137
სარეგისტრაციო კოდი 100110000.10.003.017756
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/02/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,618 სიტყვა · ~18 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.02.2014 მიღება
01.07.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №137 2014 წლის 10 თებერვალი ქ.თბილისი პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხ­­ლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს პატიმრობისა და თავისუ­ფ­ლე­ბის აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავ­ლის თანდართული წესი. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრ­ცელ­დეს 2014 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესი თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. წესის მოქმედების სფერო ეს წესი განსაზღვრავს და აწესრიგებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდეგში – სამინისტ­რო) სახელმწი­ფო საქვე­უწყე­ბო დაწესებულებაში სასჯელაღსრულების დეპარტამენტში (შემდეგში – დეპარ­ტამენტი) და მის დაქვემდებარებაში არსებულ პატიმრობისა და თავი­სუფლების აღ­კვეთის დაწესებულებებში – პატიმრობისა და თავისუფლების აღკვე­თის აღ­ს­რულების სისტემის ორგანოებში (შემდეგში – სისტემის ორგანო) სა­ხელმწიფო სამ­­სახურის გავლის წესს, სისტემის ორგანოს მოსამსახურეთა სტა­ტუსს, მათ უფ­ლებებსა და მოვალეობებს, სამართლებრივი და სოციალური დაც­ვის გა­რან­ტი­ებს.   მუხლი 2🔗. სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლები სისტემის ორგანოში სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, პატიმრობის კოდექსი, „სახელმწიფო სპეციალური წო­დებების შესახებ“ საქართველოს კანონი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქარ­თველოს კანონი, ეს წესი და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტები. მუხლი 3🔗. სამსახურის პრინციპები სისტემის ორგანოში სამსახურს საფუძვლად უდევს კანონიერების, პირო­ვნების პატივისცემის, მისი უფლებებისა და თავისუფლების დაცვის, ჰუმა­ნიზმის, საჯაროობის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების შესა­ბამისი ორგანოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და დაქვემდებარების, სამ­სახურებრივი დისციპლინის დაცვის, შრომისათვის წახალისების, თანამ­შრო­მელთა კვალიფიკაციისა და უნარის გათვალისწინებით, მათი სამსახუ­რებ­რივი დაწინაურების პრინციპები. მუხლი 4🔗. სისტემის ორგანოს მოსამსახურე 1. სისტემის ორგანოს მოსამსახურე (შემდეგში – მოსამსახურე) არის საჯარო მოსამსახურე, რომელსაც, როგორც წესი, მინიჭებული აქვს სახელმწიფო სპე­ცია­ლუ­რი წოდება. სისტემის ორგანოში შეიძლება არსებობდეს სახელმწიფო სპე­ცია­ლური წოდების არმქონე (სამოქალაქო) თანამ­დე­ბობე­ბი. აღნიშ­ნულ თანამ­დე­ბობებზე მყოფ მოსამსახურეებზე ამ წესით დადგენილი ნორმები არ ვრცე­ლდე­ბა, გარდა სამსახურებრივ დისციპლინასთან დაკავშირებუ­ლი შესა­ბამი­სი ნორ­მებისა. 2. სისტემის ორგანოს საშტატო ნუსხას ამტკიცებს დეპარტამენტის თავმ­ჯდო­მარე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და  პრობაციის მინისტრთან (შემ­დეგში – მინისტრი) შეთანხმებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. მოსამსახურეთა ატესტაცია ხორციელდება მინისტრის მიერ დამტ­კი­ცე­ბული დებულების შესაბამისად. 4. სამსახურებრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისას მოსამსახურე არის ხელისუფლების წარმომადგენელი და პატიმრობის/თავისუფლების აღკვე­თის აღსრულებასთან დაკავშირებული მისი კანონიერი მოთხოვნა შესას­რუ­ლებ­ლად სავალდებულოა. 5. მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს პა­სუხისმგებლობის დაკისრებას კანონით დადგენილი წესით.   6. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას მოსამსახურის კა­ნო­ნიერი მოქმედებით გამოწვეული მატერიალური ზიანი შესაძლებე­ლია ანა­ზღა­­­ურებულ იქნეს სახელმწიფოს მიერ, კანონით დადგენილი წესით. 7. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით ატაროს და გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარა­ღი და სხვა სპეციალური საშუალებები. 8. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას მოსამსახურე, როგორც წესი, ატარებს სამსახურებრივ ფორმას. მოსამსახურეებს ეძლევათ მინისტრის მი­ერ დამტკიცებული ნიმუშის შესაბამისი პირადობის მოწმობები და პირადი ნომ­რები (ჟეტონები). 9. მოსამსახურე ექვემდებარება სახელმწიფო დაზღვევას. მუხლი 5🔗. მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებები და მოვალეობები 1. მოსამსახურეებს, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის შესა­ბამი­სად, დაკავებული თანამდებობიდან გამომდინარე, აქვთ გარკვეული უფლე­ბე­ბი და მოვალეობები. 2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურე ემორჩილება თავის უშუალო და ზემდგომ უფროსს. უკანონო ბრძანების ან მითითების მი­ღებისას მოსამსახურე ხელმძღვანელობს კანონით. 3. მოსამსახურეთა შორის, რომლებიც სამსახურებრივად არ არიან ერთ­მანეთთან დაქვემდებარებული, უფროსობა განისაზღვრება სპეციალური წო­დების, ხოლო თანაბარი წოდების შემთხვევაში – დაკავებული თანამდებობის მი­ხედვით. 4. აშკარად უკანონო ბრძანების ან მითითების შესრულება მოსამსახურეს არ ათა­ვისუფლებს პასუხისმგებლობისაგან. 5. აკრძალულია მოსამსახურის კანონიერ საქმიანობაში ჩარევა, გარდა კანო­ნით გათვალისწინებული შემთხვევისა. 6. მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მარ­თლ­საწინააღმდეგო ქმედობის ან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრუ­ლებისათვის ეკისრება კანონმდებლობით გათვალის­წინე­ბუ­ლი პასუ­ხის­მგებლობა.    თავი II მოსამსახურეთა სამსახურში მიღება და გადაყვანა მუხლი 6🔗. სამსახურში მიღების წესი 1. სისტემის ორგანოში სამუშაოდ მიიღება 18-დან 40 წლამდე საქართველოს ქმე­­დუნარიანი მოქალაქე, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა და თა­ვი­სი პი­როვ­ნული თვისებების, განათლების, ფიზიკური მომზადებისა და ჯანმ­რ­თე­­ლობის მდგომარეობის გათვალისწინებით, შეძლებს შეასრულოს მას­ზე და­კის­რებული მოვა­ლეობანი. 18-დან 21 წლამდე პირები მიიღებიან მხოლოდ უმ­ც­როსი სპე­ცია­ლური წოდების მქონე თანამდებობებზე. 2. საქართველოს მოქალაქეთა სისტემის ორგანოში მიღება ხდება სპეცია­ლური კონკურსის წესით. ვაკანტურ თანამდებობაზე სპეციალური კონკურსის გარეშე შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც უკვე მიღებულია სისტემის ორგა­ნოში, აყვანილია კადრების განკარგულებაში, მსახურობს სამინისტროში ან/და გააჩნია შესაბამისი სპეციალური ან სამხედრო წოდება. 3. სისტემის ორგანოებში სპეციალური კონკურსის გარეშე ინიშნებიან დე­პარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები და პატიმრობის/თავისუფლების აღ­კვეთის დაწესებულების დირექტორები. 4. სისტემის ორგანოებში სპეციალური კონკურსის ჩატარების წესს და პი­რობებს განსაზღვრავს მინისტრი. 5. „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის პირ­ველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწი­ფო და­წესე­ბულებებიდან და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემი­დან გადმო­სულ ან აღნიშნული უწყებების ყოფილ მოსამსახურეებზე (გარდა უარ­ყო­ფითი სა­ფუძვლით გათავისუფლებული პირებისა), მა­თი სისტე­მის ორ­განოში მიღე­ბი­სას, ასაკობრივი შეზღუდვა არ ვრცელდება. 6.განსაკუთრებულ შემთხვევაში, სამსახურებრივი აუცილებლობიდან გა­მო­მდინარე, სისტემის ორგანოში შესაძლებელია სამუშაოდ მიღებულ იქნენ 40 წელს გადაცილებული პირები, მოსამსახურის დანიშვნის უფლების მქონე თა­ნამდებობის პირის უშუალო უფროსის თანხმობით. 7. უმცროსი და საშუალო სპეციალური წოდების მქონე თანამდებობებზე  მ­ი­იღებიან საშუალო ან უმაღლესი განათლების მქონე პირები. 8. უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე თანამდებობებზე მი­ი­ღებიან უმაღლესი განათლების მქონე პირები. 9. სისტემის ორგანოს უმცროსი სპეციალური წოდების მქონე თანამ­დე­ბო­ბებზე პირი შეიძლება დაინიშნოს ხელშეკრულების საფუძველზე. 10. სისტემის ორგანოში შეიძლება მიღებულ იქნეს წვე­ვამდე­ლი, რო­მელ­საც სისტემის ორგანოში 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება სავა­ლ­დებულო სამხედრო სამსახურის მოხდად. 11. დეპარტამენტის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამ­დე­ბობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 12. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს დე­პარტამენტის თავმჯდომარე მინისტრთან შეთანხმებით, ხოლო თანამ­დე­ბობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე მინისტრთან შე­თან­ხმებით ან მინისტრი. 13. დეპარტამენტის მოსამსახურეებს, გარდა დეპარტამენტის თავმჯ­დომა­რისა და მისი მოადგილეებისა, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათა­ვისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. 14. პატიმრობის/თავისუფლების  აღკვეთის  დაწესებულების დირექტორს თა­ნა­მ­დებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავ­მჯდომარე მინისტრთან შეთანხმებით. 15. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მოსამსა­ხურე­ებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარ­ტამე­ნტის თავმჯდომარე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. 16. კანდიდატი სამსახურში მიღებისას ან მოსამსახურე სამსახურში მიღე­ბიდან 6 თვის განმავლობაში გადის სავალდებულო პროფესიული მომზადების (სას­წავლო) კურსებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სა­მართლის იურიდიულ პირში – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენ­­ტ­­რში. პროფესიული მომზადების (სასწავლო) კურსების გავლის წესსა და პი­რო­ბებს ადგენს მინისტრი. მუხლი 7🔗. შეზღუდვები სისტემის ორგანოში მიღებისა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებით სისტემის ორგანოში არ მიიღება პირი, თუ იგი: ა) ნასამართლევია დანაშაულის განზრახ ჩადენისათვის და მოხსნილი არა აქვს ნასამართლობა; ბ) სასამართლო გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუ­დული ქმედუნარიანობის მქონედ; გ) სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის და­კავების უფლება; დ) დაავადებულია ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანი­ით, ფსი­ქიკუ­რი ან/და სხვა ქრონიკული სნეულებით; ე) შესაბამისი თანამდებობის დაკავებისას უშუალო სამსახურებრივი ზე­დამ­ხედველობით უკავშირდება ახლო ნათესავს; ვ) არის უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, კანონით ან საერ­თაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა. მუხლი 8🔗. შეუთავსებლობა მოსამსახურის სამსახურებრივი შეუთავსებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 9🔗. მოსამსახურის ფიცი მოსამსახურე დებს ფიცს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კა­ნონის შესაბამისად. მუხლი 10🔗. მოსამსახურეთა გადაყვანა 1. თუ ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მოსამსახურის გადაყვანა ხორციელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და­დგენილი წესით. 2. მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაყვანა ხორციელდება: ა) ზემდგომ თანამდებობაზე – მოსამსახურის თანხმობით, სამსახურებრივი და­წინაურებით; ბ) თანაბარ თანამდებობაზე – მოსამსახურის თანხმობით, ვაკანტურ თანამ­დებობათა აუცილებელი დაკომპლექტების ან სხვა სამსახურე­ბრი­ვი საჭი­როე­ბი­დან გამომდინარე; გ) დაბალ თანამდებობაზე: გ.ა) შტატებით გათვალისწინებული თანამდებობების შემცირებისას; გ.ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სამედიცინო კომი­სიის დასკვნის შესაბამისად; გ.გ) სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე; გ.დ) პირადი თხოვნით; გ.ე) ატესტაციის შედეგების საფუძველზე; გ.ვ) დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის სა­ფუძველ­ზე. 3. მოსამსახურის გადაყვანა ხორციელდება მისი განათლებისა და გამო­ცდი­ლების გათვალისწინებით. პირის სხვა სპეციალობით დანიშვნას, როგორც წესი, წინ უნდა უძღოდეს მისი შესაბამისი სამსახურებრივი გადამზადება. 4. მოსამსახურის გადაყვანა ხდება დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძა­ნე­ბით, ხოლო დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაყვანა – მინისტრის ბრძა­ნე­ბით. ბრძანება მოსამსახურეს უნდა გააცნოს უშუალო ხელმძღვანელმა. 5. შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას ან სამ­სახურის ინტერესებიდან გამომდინარე, დაბალ თანამდებობაზე გადაყვანისას, მო­სამსახურეს შეიძლება შეუნარჩუნდეს ადრე დაკავებული თანამდებობის შე­საბამისი თანამდებობრივი სარგო. 6. სხვა საფუძვლებით (გარდა უარყოფითი მოტივებისა) მოსამსახურის და­ბალ თანამდებობაზე გადაყვანისას, თუ მან 15 წელი იმსახურა სისტემის ორგა­ნოში, მას ასევე შეიძ­ლება შეუნარჩუნდეს ადრე დაკავებული თანამდებობის შე­სა­ბამისი თანა­მ­დებობრივი სარგო. 7. სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით შესაბამისი ორგა­ნოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, უფლებამოსილ თანა­მდე­­ბობის პირს შეუძლია თანამდებობიდან დროებით გადააყე­ნოს სისტე­მის ორ­განოს თანამშრომელი. 8. სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით თანამ­დე­ბობიდან გადაყენებულ მოსამსახურეს, გამართლების შემთხვევაში, უნდა მიე­ცეს ადრე დაკავებული ან მისი თანაბარი თანამდებობა, ამას­თან, აუნა­ზღაუ­რ­დეს სამსახურში იძულებით არყოფნის მთელ პერიოდში მიუღე­ბე­ლი თანამ­დე­ბო­ბ­რივი სარგო. 9. დაწესებულების ლიკვიდაციის, შტატებით გათვალისწინებუ­ლ თანამ­დე­ბობათა შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ჯანმრთე­ლობის მდგო­მა­რეობის თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო გათავისუ­ფლე­ბული მო­სამ­სა­ხუ­რე პირადი თანხმობით ირიცხება მოხელეთა რეზერვში. 10. ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, დეპარტამენტის თავმჯდომარეს შეუძლია მოსამსახურე მიამაგროს იმავე ორგანოს სხვა სტრუ­ქ­ტუ­რულ ერთეულს ან სისტემის სხვა ორგანოს. მუხლი 11🔗. ატესტაცია 1. მოსამსახურე ექვემდებარება ატესტაციას, რომლის მიზანია განსაზ­ღვ­როს, თუ რამდენად შეეფერება იგი დაკავებულ თანამდებობას. 2. მოსამსახურე ატესტაციას გადის მინისტრის მიერ დადგენილი წესით. 3. ატესტაციის მოწყობის ვადებს განსაზღვრავს მინისტრი.  მუხლი 12🔗. მოსამსახურეთა პროფესიული მომზადება 1. სისტემის ორგანოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპ­ლექ­ტების მიზნით ხორციელდება თანამშრომელთა პროფესიული მომზადება, რომე­ლიც მოიცავს სპეციალურ პირველდაწყებით მომზადებას, აგრე­თ­ვე, პერი­ო­დულ შემოწმებას ვარგისიანობაზე, რაც დაკავშირებულია ფიზიკური ძალის, სპე­ციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებასთან. 2. მოსამსახურეთა მომზადებას, გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამა­ღლე­­ბას ახორციელებს სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იუ­რიდიული პირი – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი. 3. პროფესიული მომზადების გავლის წესს და პირობებს განსაზღვრავს მი­ნის­ტრი. მუხლი 13🔗. მოსამსახურის სამსახურებრივი გადაყვანა სხვა ადმი­ნისტ­რაციულ-ტერიტორიულ ერთეულში 1. მოსამსახურის გადაყვანა სხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთე­უ­ლში შეიძლება მხოლოდ მისივე თანხმობით, დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე. 2. სხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში მოსამსახურის გადა­ყვა­­ნის დროს მის­თვის სახელმწიფო საბინაო ფონდიდან საცხოვრებელი ბი­ნის (სახლის) გამოყოფის შეუძლებლობის შემთხვევა­ში, მას ეძლე­ვა შე­საბამი­სი კომ­პე­ნ­სა­ცია დრო­ებითი საცხოვრებელი ბინის (სახლის) ქირის გადასა­ხდე­ლად, ამას­თან, მას და მისი ოჯახის წევრებს უნაზღაურდებათ მგზავრო­ბისა­ და ტვირთის გა­დაზი­დ­ვის ხარჯები. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ან სხვა გამონაკლის შემთ­ხვევაში საცხოვრებელი ბინის (სახლის) დაქირავებისას, მოსამსახურეს ოჯახის თი­თოეულ წევრზე  (მეუღლე, არასრულწლოვანი შვილები) ყოველთვიური კომ­პენ­საციის სახით ეძლევა: ა) ქ. თბილისში: ა.ა) ოჯახის გარეშე – 370 ლარი; ა.ბ) ორწევრიანი ოჯახისათვის – 240 ლარი; ა.გ) სამი და მეტი წევრის შემთხვევაში – 180 ლარი; ბ) სხვა ქალაქებში: ბ.ა) ოჯახის გარეშე – 240 ლარი; ბ.ბ) ორწევრიანი ოჯახისათვის – 160 ლარი; ბ.გ) სამი და მეტი წევრის შემთხვევაში – 120 ლარი; გ) სხვა დასახლებულ პუნქტებში: გ.ა) ოჯახის გარეშე – 160 ლარი; გ.ბ) ორწევრიანი ოჯახისათვის – 100 ლარი; გ.გ) სამი და მეტი წევრის შემთხვევაში – 80 ლარი. შენიშვნა: კომპენსაციის გაცემა ხორციელდება ქირავნობის (პერიოდის მი­თითებით) და საცხოვრებელ ბინაში (სახლში) მცხოვრები ოჯახის წევრთა რაო­დე­ნობის შესახებ შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციის, აგრეთვე, გამ­ქირავებლის გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის მოწმობის წარდგე­ნის სა­ფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ მოსამსახურისათვის საცხოვრებელი ბინის (სახლის) და­ქირავებას ახორციელებს დეპარტამენტი, საცხოვრებელი ბინის (სახლის) ქი­რის ღირებულება განისაზღვრება დეპარტამენტსა და გამქირავებელს შორის გა­ფორმებული ხელშეკრულებით. თავი III სახელმწიფო სპეციალური წოდებები მუხლი 14🔗. უმცროსი, საშუალო, უფროსი და უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამდებობები 1. უმცროსი, საშუალო და უფროსი სახელმწიფო სპეციალური წოდებების მქო­­ნე თანამდებობების ზღვრულ სპეციალურ წოდებებს განსაზღვრავს დეპარ­ტა­­­­­მენტის თავმჯდომარე. 2. უმაღლესი სახელმწიფო სპეცილური წოდების მქონე თანამდე­ბო­ბის ზღვრულ სპეციალურ წოდებას განსაზღვრავს მინისტრი. მუხლი 15🔗. სახელმწიფო სპეციალური წოდება 1. მოსამსახურეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ენიჭება სახელმ­წი­ფო სპეციალური წოდება. 2. მოსამსახურეთათვის მინიჭებული სახელმწიფო სპეციალური წოდებები მუდ­მივია. სამსახურის შეწყვეტის შემდეგ სახელმწიფო სპეციალურ წოდებას ემა­ტება სიტყვა „გადამდგარი“ ან „თადარიგის“. 3. სახელმწიფო სპეციალური წოდების საკითხე­ბი რეგული­რდე­ბა „სახელ­მ­წი­ფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით და მინისტ­რის შესაბამისი ბრძანებით. თავი IV სამსახურებრივი დისციპლინა მუხლი 16🔗. სამსახურებრივი დისციპლინა სისტემის ორგანოში სისტემის ორგანოში სამსახურებრივი დისციპლინა გულისხმობს მოსამ­სახუ­რის მიერ საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობის, ფიცის, ხელ­შეკრულების პირობების, აგრეთვე, მინისტრის ბრძანებების, უშუალო ან/და ზემ­დგომი უფროსის მითითებების, მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. მუხლი 17🔗. სისტემის ორგანოს ხელმძღვანელის მოვალეობები სამსა­ხურებრივი დისციპლინის დასაცავად 1. სისტემის ორგანოს ხელმძღვანელი პასუხისმგებელია მისდამი დაქვემ­დებარებული მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დაცვაზე. 2. ხელმძღვანელი ვალდებულია: ა) შეუქმნას მოსამსახურეებს შრომის, დასვენებისა და კვალიფიკაციის ამაღ­ლების საჭირო პირობები; ბ) მოსამსახურეებს ჩაუნერგოს სამსახურებრივი მოვალეობის შეს­რულე­ბისათვის პასუხისმგებლობის გრძნობა; გ) უზრუნველყოს საჯაროობა და ობიექტურობა სამსახურებრივი საქ­მია­ნობის შეფასებაში; დ) პატივი სცეს მოსამსახურის პირად ღირსებას. მუხლი 18🔗. წახალისება სამსახურებრივ საქმიანობაში მიღწეული წარ­მა­ტებებისათვის 1. სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარ­მა­ტებებისათვის მოსამსახურისათვის გათვალისწინებულია  წახალისე­ბის შემდეგი ფორმები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) ფულადი პრემია; გ) მადლობის სიგელით დაჯილდოება; დ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება; ე) სამინისტროს სიგელით დაჯილდოება; ვ) სამკერდე ნიშნით დაჯილდოება; ზ) სამინისტროს მედალიონით დაჯილდოება; თ) სამინისტროს მედლით დაჯილდოება; ი)   მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება; კ) შეფარდებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ვადაზე ად­რე მოხსნა;  ლ) სამსახურებრივ-საშტატო   იარაღით დაჯილდოება. 2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გამოჩენილი მამა­ცობისა და გამბედაობისათვის მოსამსახურე შეიძლება წარდგენილ იქნეს სახე­ლ­მწიფო ჯილდოზე. 3. სამკერდე ნიშნის, სამინისტროს მედალიონისა და მედლის ნიმუშებს ამ­ტკი­ცებს მინისტრი. მუხლი 19🔗. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის გამო მოსამსახურის მიმართ შეიძ­ლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმ­გებლო­ბის შემდე­გი ზო­მები: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) თანამდებობრივი სარგოს დაკავება არა უმეტეს 15 დღისა; დ) სასტიკი საყვედური; ე) დაბალ თანამდებობაზე გადაყვანა; ვ) სახელმწიფო სპეციალური წოდების ჩამორთმევა; ზ) უფრო დაბალ თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა, მაგრამ არა უმეტეს ერ­თი წლის ვადით; თ) სისტემის ორგანოდან დათხოვნა; ი) სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა. მუხლი 20🔗. წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების წესი 1. წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება ხორციელდება დეპარტამენტის თავმჯდომარის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ. სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღით დაჯილდოება ხორ­­ც­იელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. თუ უშუალო უფროსი მიიჩნევს, რომ მოსამსახურე იმსახურებს დისცი­პ­ლი­ნური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებას ან წახალისებას და ეს არ შედის მის კომპეტენციაში, იგი ზემდგომი უფროსის წინაშე წარადგენს შესაბ­ა­მის შუამ­დ­გომ­ლობას. 3. დაუშვებელია მოსამსახურისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება მისი ავადმყოფობის, შვებულებაში ან მივლინებაში ყოფნის დროს, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ დისციპლინუ­რი გადაცდო­მის ჩადე­ნის შემ­დეგ გავიდა ერთ წელზე მეტი. 4. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება და წახალისება, როგორც წესი, ხორციელდება ბრძანების საფუძველზე; ამასთან, მადლობა, შე­ნიშ­ვ­ნა და საყვედური შეიძლება გამოცხადდეს ზეპირადაც. 5. ბრძანების საფუძველზე გამოცხადებული შენიშვნა ან საყვედური არ შე­იძ­ლება მოიხსნას ზეპირად. 6. მოსამსახურეს დისციპლინუ­რი პასუხისმგებლობის ზო­მის შეფარდება­მ­დე უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება. წახალისების ან მის მი­მართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენე­ბის თაო­ბა­ზე მოსამ­სახურეს ეცნობება პირადად. 7. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა უნდა იყოს შეფარდებული 10 დღის განმავლობაში იმ დღიდან, როცა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსა­ზღვრული პირისათვის ცნობილი გახდა ჩადენილი გადაცდომის შესახებ, ხოლო იმ შემთხვევაში, როცა ხორციელდება სამსახურებრივი შემოწმება, დაი­წ­ყო სის­ხლისსამართლებრივი დევნა ან ადმინისტრაციული სამართალდარ­ღვე­ვის საქ­მის წარმოება, არა უგვიანეს ერთი თვისა, დამრღვევის ავადმყოფობის ან შვებუ­ლებაში ყოფნის დროის ჩაუთვლელად. 8. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება დისციპლინური პა­სუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომის გამოყენება. 9. ბრძანება დისციპლინუ­რი პასუხისმგებლობის ზო­მის შეფარდე­ბის შესა­ხებ  შეიძ­ლება  გასაჩივრდეს გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, კანონმდებლო­ბით დადგენილი წესით. 10. ზემდგომ უფროსს უფლება აქვს მოხსნას ან შეცვალოს ქვემდგომი უფ­რო­სის მიერ შეფარდებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, თუ ის არ შეესაბამება ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმეს. 11. მოსამსახურე ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების დღიდან ერთი წლის განმავლობაში არ  შეეფარ­და  დისციპლინუ­რი  პასუხისმგებ­ლობის  ახა­ლი ზო­­­მა. ზე­პირად გამოცხადებული შენიშვნა ან საყვედური მოხსნილად ითვ­ლე­ბა ერთი თვის გასვლის შემდეგ. 12. უფროსი, რომელიც გადაამეტებს თავის უფლებამოსილებებს დის­ცი­პლი­ნური პასუხისმგებლობის  ზომის  შეფარდებისას,  პასუხს  აგებს  კანონმ­დებ­ლო­ბით დადგენილი წესით. 13. მოსამსახურის წახალისებისა და მისთვის დისციპლი­ნური პასუხის­მგებ­­ლობის ზომის შეფარდების წესს განსაზღვრავს მინისტრი. თავი V სამსახურის გავლის პირობები მუხლი 21🔗. სამუშაო დროის ხანგრძლივობა 1. მოსამსახურისათვის დადგენილია ორმოცსაათიანი სამუშაო კვირა და არანორმირებული სამუშაო დღე. 2. სისტემის ორგანოს იმ თანამდებობათა ჩამონათვალს, რომლებისთვისაც შემოკლე­ბული სამუშაო დღეა დადგენილი, განსაზღვრავს მინისტრი. 3. მოსამსახურეები, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ბრძანე­ბის სა­ფუ­ძ­ვე­ლზე, შეიძლება დასაქმებულ იქნენ უქმე და დასვენების დღეებში. ასეთ შემ­თხვევაში, მათ ეძლევათ ანაზღაურება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. ცვლებში მომუშავე მოსამსახურეებისათვის დგინდება თანაბა­რი ხანგრ­ძ­ლი­ვობის დღის, საღამოსა და ღამის ცვლები. მუხლი 22🔗. შვებულება მოსამსახურისათვის დგინდება შემდეგი სახის ანაზღაურე­ბადი შვებულე­ბე­­ბი: ა) მორიგი ყოველწლიური; ბ) მოკლევადიანი; გ) ავადმყოფობის გამო; დ) სასწავლო; ე) ორსულობისა და მშობიარობის გამო. მუხლი 23🔗. მორიგი ყოველწლიური შვებულება 1. მორიგი ყოველწლიური შვებულება მოსამსახურეს ეძლევა 30 კალენდ­ა­რუ­ლი დღის ოდენობით. 2. შვებულების ხანგრძლივობა გამოითვლება კალენდარული დღეებით. უქმე და დასვენების დღეები (არა უმეტეს 10 დღისა) მორიგი ყოველწლიური შვე­ბუ­ლების ანგარიშში არ ითვლება. 3. მორიგი ყოველწლიური შვებულება მოსამსახურეს ეძლევა კალენდა­რული წლის განმავლობაში შვებულების გრაფიკის შესაბამისად, თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძა­ნებით. წინა წლის გამოუყენებელი შვებულება მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს მომდევნო წლის პირველ კვარტალში. მორიგი ყოველწლიური შვებულების ხანგრძლივობა თანამდებობაზე ახლად დანიშნული მოსამსახურისათვის გამო­ითვლება ნამსახურები დღეების პროპორციულად: ორ-ნახევარი დღე სამ­სახუ­რის ყოველ სრულ თვეზე მიღების დღიდან. ასეთ შემთხვევაში, მოსამ­სახურეს მისი მოთხოვნით 10 დღეზე ნაკლები შვებულება შეიძლება მიეცეს მომ­დევნო წლის შვებულებასთან ერთად. 4. მოსამსახურეს, რომელიც უნდა დაითხოვონ სამსახურიდან (გარდა უარ­ყოფითი საფუძვლით დასათხოვი პირისა), შეუძლია ისარგებლოს მორიგი ყო­ველწლიური შვებულებით. მუხლი 24🔗. მოკლევადიანი შვებულება 1. მოსამსახურეს, ოჯახური მდგომარეობის გამო ან სხვა საპატიო მიზე­ზით, შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი შვებულება 10 დღის ხანგრძლივობით. 2. მოკლევადიანი შვებულება მორიგი ყოველწლი­ური შვებულე­ბის ანგა­რიშ­­­­­ში არ შედის. მუხლი 25🔗. შვებულება ავადმყოფობის გამო 1. მოსამსახურეს ავადმყოფობის გამო შვებულება ეძლე­ვა დრო­ე­ბი­თი შრო­მისუუნარობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის სა­ფუძ­ვე­ლ­ზე. 2. ავადმყოფობის გამო შვებულებაში ყოფნის დრო არ უნდა აღემა­ტებოდეს ზედიზედ ოთხ თვეს. ეს დრო შეიძლება გაგრძელდეს თანამდებობაზე და­ნიშვნის უფლების მქონე პირის მიერ სამედი­ცინო დაწესებუ­ლე­ბის მიერ გა­ცემული შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე. ავადმყოფობის გამო შვებუ­ლე­ბაში ყოფნის ვადის გასვლისა და გამოჯანმრთელების შემდეგ მოსამსახუ­რე ექ­ვემ­­დებარება სამედიცინო კომისიის მიერ ვარგისიანობაზე შემოწმე­ბას, რათა მი­ეცეს შემდეგში სამსახურის გაგრძელების უფლება. მოსამსახურეს, რომე­ლიც დაიჭრა, დასახიჩრდა ან მიიღო კონტუზია სამსახურებრივი მოვალეობის შეს­­­­­რულებისას, ავადმყოფობის გამო შვებულებაში ყოფნის დრო არ განე­საზ­ღვ­რე­ბა. 3. ავადმყოფობის გამო შვებულება არ შედის მორიგი ყოველწლიური შვე­ბულების ანგარიშში. 4.  ავადმყოფობის გამო მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნისას მას არ ეძ­­ლე­ვა ავადმყოფობისათვის შვებულება. მუხლი 26🔗. სასწავლო შვებულება 1. მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს სასწავლო შვებულება კვალიფიკაციის ასა­მაღლებლად 2 წელიწადში ერთხელ 3 თვემდე ვადით, თანამდებობრივი სარ­გოს შენარჩუნებით. 2. თუ მოსამსახურეს სასწავლო შვებულება ეძლევა სისტემის ორგანოს ინიცია­ტივით, მას სრულად აუნაზღაურდება სასწავლო შვებულებასთან დაკა­ვ­ში­რებული შესაბამისი ხარჯები. მუხლი 27🔗. ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულება, დახმარება და კომპენსაცია ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულება, დახმარება და კომ­პენ­სა­ცია მოსამსახურეს ეძლევა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 28🔗. მოსამსახურის ფულადი ანაზღაურება 1. სამსახურისათვის მოსამსახურე იღებს: ა) ხელფასს, რომელიც მოიცავს თანამდებობრივ სარგოს და სახელმ­წი­ფო სპეციალური წოდებისათვის დადგენილ დანამატს; ბ) ნამსახურები წლებისათვის ხელფასზე დანამატს (ნამსახურების წლებში ჩაი­თ­ვ­ლება სამხედრო ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები წლები, მათ შორის, საქართველოს სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში სამსა­ხუ­რ­ი, გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურისა); გ) სასურსათო ულუფის კომპენსაციას; დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსა­ცი­ებს. 2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურისათვის მიყე­ნე­ბული ზიანი სრული მოცულობით ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევაში, მის ოჯახს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთ­ჯე­რადი ფულადი დახმარება არა უმეტეს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარისა. დაკ­­რძალვის ხარჯებს აანაზღაურებს სახელმწიფო. 4. მოსამსახურეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრის ან და­სახიჩრების შემთხვევაში, მინისტრის სამართლებრივი აქტით ეძლევა ერთჯე­რადი დახმარება შემდეგი ოდენობით: ა) სხეულის მძიმე დაზიანებისას – 7 000 (შვიდი ათასი) ლარი; ბ) სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 4 000 (ოთხი ათასი) ლარი; გ) სხეულის მსუბუქი დაზიანებისას – 2 000 (ორი ათასი) ლარი. 5. ნამსახურები წლებისათვის ხელფასზე ყოველთვიური დანამატის, სახე­ლ­მ­წიფო სპეციალური წოდებისათვის დანამატისა და სასურსათო ულუფის კომ­პენ­საციის ოდენობას განსაზღვრავს მინისტრი. 6. მოსამსახურე დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით შეიძლება გა­თა­ვისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს ოთხი თვისა. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მოსამ­ახუ­რეს ორი თვის განმავლობაში უნარჩუნდება ხელფასი ბოლო დაკავებული თა­ნამ­დებობის შესაბამისად. მუხლი 29🔗. შეღავათები, გარანტიები და კომპენსაციები 1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყო­ფი­ლი ასიგ­ნებე­ბის ფარ­­­გლებში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მოსამსახუ­რისა­თ­ვის შეიძლება განისაზღვროს ამ წესით გაუთვალისწინებელი სოციალური დაც­ვის დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები. 2. მოსამსახურეებს უფლება აქვთ ისარგებლონ უფასო სამედიცინო მომსა­ხურე­ბით (მათ შორის, წამლებითაც) სამინისტროს სამედიცინო დაწესე­ბუ­ლე­ბებ­ში. 3. მოსამსახურეს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულე­ბისა­თვის იყენებს სახელმწიფო ან პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო სა­შუა­ლებას, საწვავით უზრუნველყოფს დეპარტამენტი. 4. მოსამსახურის პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუა­ლებას, რომელსაც იგი იყენებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის, მიმ­დინარე რემონტით უზრუნველყოფს დეპარტამენტი, მინისტრის მიერ დად­გენილი წესის შესაბამისად. 5. მოსამსახურისა და მისი ოჯახის წევრის (წევრების) სამედიცინო მომ­სახურების წესსა და პირობებს განსაზღვრავს მინისტრი. 6. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მოსამსახუ­რეს, კანონ­მდებ­ლობით დადგენილი წესით, შესაძლებელია სარგებლობაში გადაეცეს სის­ტე­მის ორგანოს ბალანსზე რიცხული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბი­ნა, სახლი, დამხმარე ნაგებობა და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი. თავი VI სამსახურის შეჩერება და შეწყვეტა მუხლი 30🔗. სამსახურის შეჩერების საფუძვლები სისტემის ორგანოში სამსახურის შეჩერების ძირითადი საფუძვლებია: ა) მოსამსახურის მოტივირებული და დასაბუთებული წერილობითი გან­ცხა­დება სამსახურის შეჩერების შესახებ, რომელსაც დეპარტამენტის თავმ­ჯდო­მარე აკმაყოფილებს გონივრული ვადით; ბ) შვებულება; გ) მოსამსახურის კანდიდატად წამოყენება საპრეზიდენტო ან წარ­მომად­გენ­­ლობითი ორგანოების არჩევნებში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგე­ნი­ლი; დ) კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით, მოსამსახურისათვის სხვა სამსა­ხურებრივი დავალების დაკისრება; ე) კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიული გადამზადება; ვ) მოსამსახურის დროებითი გათავისუფლების სხვა შემთხვევები (კანონის შესა­ბამისად ან მის საფუძველზე). მუხლი 31🔗. სამსახურის შეწყვეტის საფუძვლები სისტემის ორგანოებში სამსახურის შეწყვეტის ძირითადი საფუძვლებია: ა) სისტემის ორგანოებიდან დათხოვნა; ბ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; გ) მოსამსახურის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნობა ან გარდაცვლილად აღიარება კანონით დადგენილი წესით; დ) მოსამსახურის გარდაცვალება. მუხლი 32🔗. სისტემის ორგანოდან დათხოვნა სისტემის ორგანოდან მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ იქნეს: ა) სხვა დაწესებულებაში გადასვლის გამო; ბ) სამსახურში მიღებისას დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის; გ) დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო; დ) სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილი მოსამსახურის აღდგენის შემ­თ­ხვევაში; ე) სამსახურებრივი შეუფერებლობის გამო ატესტაციის შედეგების სა­ფუძ­ვე­ლზე; ვ) სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო; ზ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამსახურის ვადის გასვლის გა­მო; თ) ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო; ი) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო; კ) ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო; ლ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გა­მო; მ) ავადმყოფობის გამო, თუ სამედიცინო კომისიის მიერ მშვიდობიანობის დროს სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად არის მიჩნეული; ნ) ჯანმრთელობის გაუარესების გამო, თუ სამედიცინო კომისიის მიერ მშვი­­დობიანობის დროს ვარგისადაა მიჩნეული სამხედრო სამსახურისთვის, სამწყო­ბრო სამსახურების გარდა, შესაბამისი ვაკანტური თანამდებობების არა­რ­სე­ბობის გამო; ო) ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დაკავებულ თანამ­დე­ბ­ობასთან შეუსაბამობის გამო (გარდა ამავე მუხლის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გან­ა­ზღვრული შემთხვევებისა); პ) არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო; ჟ) პირადი პატაკით (განცხადებით); რ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო. მუხლი 33🔗. საშუალო, უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდე­ბის მქონე პირების სამსახურიდან დათხოვნის თავისებურებანი საშუალო, უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე პირები სისტემის ორგანოდან შეიძლება დაითხოვონ: ა) საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგში, თუ დასათხოვმა პირმა არ მიაღწია „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ სა­ქა­რთველოს კანონის 35-ე მუხლით განსაზღვრულ სამხედრო სამსახურის ზღვრულ ასაკს; ბ) გადადგომით ასაკის გამო – ზღვრული ასაკის მიღწევისას თადარიგში ყოფ­­ნით; გ) გადადგომით ავადმყოფობის გამო – სამედიცინო კომისიის მიერ მიჩ­ნეული სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად სამხედრო აღრიცხვიდან მოხს­ნით. მუხლი 34🔗. მოსამსახურეების ასაკობრივი შეზღუდვა 1. მოსამსახურეებს, რომლებსაც აქვთ უმცროსი სპეციალური წოდება, შეუ­ძ­ლიათ იმსახურონ სისტემის ორგანოში 60 წლის ჩათვლით. 2. მოსამსახურეებს, რომლებსაც აქვთ საშუალო და უფროსი სპეციალური წო­დებები, შეუძლიათ იმსახურონ სისტემის ორგანოში შემდეგი ასაკის მიღწევა­მ­დე: ა) იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტი – იუსტიციის კაპიტანი – 55 წლის ჩათვ­ლით (თადარიგში ყოფნით); 60 წლის ჩათვლით (გადადგომით); ბ) იუსტიციის მაიორი – იუსტიციის პოლკოვნიკი – 60 წლის ჩათვლით (თადა­რიგში ყოფნით); 65 წლის ჩათვლით (გადადგომით). 3. სამსახურში ყოფნის ზღვრულ ასაკს მიღწეული მოსამსახურეები ექვემ­დება­რებიან დათხოვნას, გარდა ამ წესით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 4. სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, ატესტაციის შედეგებისა და სამედიცინო დასკვნის გათვალისწინებით, მინისტრის ნებართვით, იუსტიციის პოლკოვნიკის სპეციალური წოდების მქონე ზღვრულ ასაკს მიღწეულ მოსამ­სახ­ურეს, მისივე თანხმობით, შეიძლება გაუგრძელდეს სამსახურის ვადა 5 წლამ­დე ვადით. 5. სამსახურის ვადის გაგრძელების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღე­ბა არ გამორიცხავს მოსამსახურის დათხოვნის შესაძლებლობას ამ წესით გათ­ვა­ლისწინებული შესაბამისი საფუძვლებით. მუხლი 35🔗. სისტემის ორგანოდან დათხოვნილთა ვალდებულება სამსახურიდან დათხოვნილი მოსამსახურე ვალდებულია დააბრუნოს მას­ზე სამსახურებრივად გაპიროვნებული მატერიალური ფასეულობანი. თავი VII მოსამსახურის აღდგენა სისტემის ორგანოში, თანამდებობაზე და სახელმწიფო სპეციალურ წოდებაში მუხლი 36🔗. სისტემის ორგანოში, თანამდებობაზე და სახელმწიფო სპე­ცია­ლურ წოდებაში მოსამსახურის აღდგენის საფუძვლები 1. ის მოსამსახურე, რომელიც უსაფუძვლოდ იქნა დათხოვნილი სისტემის ორგა­ნოდან, გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან ან რო­მელ­საც ჩამოერთვა სახელმწიფო სპეციალური წოდება, ექვემდებარება აღდგენას, რო­გორც სისტემის ორგანოში, ასევე, შესაბამის თანამდებობაზე და სახელმწიფო სპე­­ცია­ლურ წოდებაში. 2. სისტემის ორგანოში, თანამდებობაზე და სახელმწიფო სპეციალურ წო­დებაში მოსამსახურის აღდგენის საფუძველია სამსახურებრივი შემოწმების დას­კვ­ნა, სასამარ­თ­ლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, აგრეთვე, რეა­ბილიტი­რებუ­ლის განცხადება სისტემის ორგანოში აღდგენის შესახებ. მუხლი 37🔗. სისტემის ორგანოში, თანამდებობაზე და სახელმწიფო სპეცია­ლურ წოდებაში მოსამსახურის აღდგენის წესი 1. მოსამსახურეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასა­ჩივროს გადაწყვეტილება მისი სისტემის ორგანოდან დათხოვნის, თანამდე­ბობი­დან გათავისუფლებისა და სახელმწიფო სპეციალური წოდების ჩამორთმევის შე­სახებ. 2. სისტემის ორგანოში, თანამდებობაზე და სახელმწიფო სპეციალურ წოდ­ება­ში მოსამსახურის აღდგენის შესახებ უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღე­ბუ­ლი გადა­წყვე­ტილება ექვემდებარება აღსრულებას კანონმდებლობით დადგე­ნი­ლი წესით. 3. მოსამსახურის სამსახურში აღდგენა ხდება ადრე დაკავებულ ან მასთან გა­თანაბრებულ თანამდებობაზე, მისივე თანხმობით. მუხლი 38🔗. სისტემის ორგანოში აღდგენის შემდეგ სამსახურის სტაჟის გამოთვლა სამსახურში აღდგენილ მოსამსახურეს მუშაობის უწყვეტ სტაჟში ჩაეთვ­ლება დათხოვნის ბრძანების ხელმოწერის დღიდან აღდგენამდე განვლილი პე­რიოდი. მუხლი 39🔗. მიყენებული ზიანის ანაზღაურება უსაფუძვლოდ დათხოვნილ მოსამსახურეს, აღდგენის შემთხვევაში, უნა­ზღაუ­რდება მიყენებული მატერიალური ზიანი მოქმედი კანონმდებლობის შესა­ბამისად. თავი VIII მოსამსახურეთა სტაჟი, საპენსიო უზრუნველყოფა მუხლი 40🔗. მოსამსახურეთა სამსახურის სტაჟის გამოთვლა მოსამსახურეთა სამსახურის სტაჟი გამოითვლება მოქმედი კანონმ­დებლო­ბის შესაბამისად. მუხლი 41🔗. სამსახურის გავლის წესი ომის პირობებში და იმ ადგილებში, სადაც გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა მოსამსახურეთათვის სამსახურის გავლის წესი ომის პირობებში და იმ ად­გი­­ლებში, სადაც გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, განისაზღვრება მოქ­მ­ე­დი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 42🔗. საპენსიო უზრუნველყოფა მოსამსახურის საპენსიო უზრუნველყოფა ხორციელდება მოქმედი კანონ­მ­დებ­­ლობის შესაბამისად.