⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (14.02.2018)
გაუქმებულია:

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ კანონით განსაზღვრულ ცალკეულ უფლებამოსილებათა განხორციელების შესახებ

მიღების თარიღი 07.02.2014
ძალის დაკარგვა 14.02.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №135
სარეგისტრაციო კოდი 010190000.10.003.017754
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/02/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 503 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.02.2014 მიღება
14.02.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ კანონით განსაზღვრულ ცალკეულ უფლებამოსილებათა განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №135 2014 წლის 7 თებერვალი ქ.თბილისი საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ კანონით განსაზღვრულ ცალკეულ უფლებამოსილებათა განხორციელების შესახებ მუხლი 1🔗 „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑4 მუხლის მე‑5 პუნქტის „ა“, „თ“, „ი“ და „მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დამ­ტკიცდეს თანდართული „საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდი­ვ­­­ნის მიერ კანონით განსაზღვრულ ცალკეულ უფლებამოსილებათა გან­ხორ­­­ციელების წესი“. მუხლი 2🔗 საქართველოს სამინისტროებმა და სახელმწიფო მინის­ტრების აპარატებმა ამ დადგენილების ამოქმედებიდან ორი კვირის ვადაში წარმოადგინონ წინადადებები კანონპროექტების მომზადების მიზნით შექ­მნილი სათათბირო ორგანოების (საბჭოები, კომისიები) მუშაობაში საქარ­თვე­ლოს მთავრობის საპარლამენტო მდივანის მონაწილეობის უზ­რუნ­ველ­ყოფის თაობაზე. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ კანონით განსაზღვრულ ცალკეულ უფლებამოსილებათა განხორციელების წესი მუხლი 1🔗. წესის რეგულირების სფე­რო ეს წესი არეგულირებს საკანონმდებლო ბაზის სრულყოფისა და კა­ნონ­შემოქმედებითი საქმიანობის დახვეწის უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობის (შემდგომში – მთავრობა) საკა­ნონ­მდებ­ლო ინიცია­ტი­ვის გან­ხორციელების მიზნით, საქართველოს სამინისტროებ­ის/სა­ხე­ლმ­წი­ფო მი­ნისტ­რების აპა­რატების საპარლამენტო მდივნებთან საქარ­თვე­ლოს მთავ­რობის საპარლამენტო მდივნის (შემ­დგომ­ში – მთავრობის საპარლამენტო მდივანი) ურთი­ე­რთო­ბის საკი­თ­ხებს. მუხლი 2🔗. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმა 1. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობა ძირითადად ხორცი­ელ­დება კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის მიხედვით. 2. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმა დგება სამ­თავ­­რობო პროგრამისა და საერთა­შორისო ვალდებულებების საფუძვე­ლ­ზე, საქართველოს სა­მინისტროების, სახელმ­წიფო მინისტრების აპარატების საპარლამენტო მდივ­ნების მიერ წარ­დგე­ნილი წინადადე­ბების გათვა­ლის­წინებით და მოი­ცავს გარკვეული პე­რიო­­დისათვის მთავ­რობის მიერ განსახორცი­ელებელი კა­ნონ­შემოქმე­დე­ბითი საქმიანო­ბის  ნუსხას. 3. კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმა დგება წე­ლი­წად­ში ორჯერ, პარლამენტის თითო სასესიო პერიოდისათვის. 4. კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმას ადგენს მთა­ვ­რობის სა­პარ­­ლა­მენტო მდივანი სამინისტროების, სახელმწიფო მინის­ტრების აპა­რატების საპარლამენტო მდივნების მიერ წარდგენილი და საჭიროების შემთხვევაში, მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ შემუშავებული კანონ­პროექტების მომზადების გეგმების სა­ფუძ­ველზე. ­5. მთავრობის საპარლამენტო მდივანი პასუხისმგებელია მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის მომზადებაზე. 6. კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმას მთავრობის საპარლამენ­ტო მდივნის წარდგინებით ამტკიცებს მთავრობა. 7. კანონპროექტების მომზადების გეგმაში ასახული  უნდა იქნეს: ა) კანონპროექტის დასახელება; ბ) კანონპროექტის მომზადების აუცილებლობის დასაბუთება (პრობ­ლემის არსი და ანალიზი); გ) კანონპროექტის მოკლე აღწერა (პრობლემის გადაჭრის გზა); დ) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის მიღებისათვის აუცილებელი ფი­ნანსური სახსრების შესახებ; ე) კანონპროექტის წარდგენის სავარაუდო თარიღი. 8. კანონპროექტების მომზადების გეგმები მთავრობის საპარლამენტო მდივანს უნდა წარ­ედგინოს პარლამენტის სასესიო პე­რი­ოდის და­წ­ყე­ბამდე ერთი თვით ადრე. 9. კანონპროექტების მომზადების გეგმით გაუთვალისწინებელი კა­ნონ­პროექტის მთავრობის საპარლამენტო მდივნისთვის წარდგენა დასაშ­ვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში ან სა­მა­რთ­ლებრივი აქტით გან­საზ­ღვ­რული/მთავრობის მიერ გაცემული დავალების ან/და საერთაშორისო ვალდებულებების შესრუ­ლე­ბის  მიზ­ნით. 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მთავ­რობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმაში შესაბამისი კანონპ­როექ­ტის ასახვის მიზნით, საქართველოს სამინისტროების, სახელმწიფო მინის­ტრების აპა­რატე­ბის საპარლამენტო მდივნები მთავრობის საპარლამენტო მდივანს წარ­უდ­გე­ნენ დასაბუთებულ წინადადებას. მუხლი 3🔗. კანონპროექტის მომზადების პროცესში მონაწილეობა 1. კანონპროექტის მომზადების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების (ექსპერტებთან, სპეციალისტებთან შეხვედრები; კონფერენციები; კომი­სი­ების, სამუშაო ჯგუფების, საქართველოს პარლამენტის კომიტეტების ფარ­გლებში შეხვედრები და ა.შ.) დაგეგმვის აუცილებლობის შემთხვევაში, საქართველოს სამინისტროები, სახელმწიფო მინისტრების აპა­რატები აღ­ნიშ­ნულის თაობაზე აცნობებენ მთავრობის საპარლამენტო მდი­ვანს და უზ­რუნველყოფენ აღნიშნულ ღონისძიებებში მთავრობის სა­პარ­ლამენტო მდი­ვ­ნის ან მისი წარმომადგენლის მონაწილეობას. 2. დაუშვებელია ამ წესის მე-2 და მე-3 მუხლებით გათვა­ლისწი­ნე­ბული პროცედურების დაცვის გარეშე კანონპროექტის მთავრობის სხდო­მა­ზე ინიციირება. მუხლი 4🔗. საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა 1. მთავრობის საპარლამენტო მდივანი მთავრობას წარუ­დგენს წინა­დადებებს საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის თაობაზე. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, საქართველოს სამინისტროებისა და სახელმწიფო მინისტრების აპარატების საპარლა­მენ­­ტო მდივნები ვალდებულნი არიან მთავრობის სა­პარ­ლამენტო მდივნის დავალების შემთხვევაში, მოამ­ზადონ და წარუდ­გი­ნონ მას შე­საბამისი კა­ნონპროექტ(ებ)ი. მუხლი 5🔗. კონტროლი კანონშემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებულ, სა­მა­რთ­ლებ­რივი აქტით განსაზ­ღვრულ ან/ და მთავრობის მიერ გაცე­მულ დავალებათა შესრულების კონტროლს ახორციელებს მთავრობის სა­პარ­­ლა­მენტო მდი­ვა­ნი.