📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის გაცემისათვის კონკურსის ჩატარებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ნიმუშის, უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) ფორმისა და მისი შევსების წესის დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 10.02.2014
გამომცემი ორგანო თვითმმართველი ქალაქი რუსთავი
ნომერი №218
სარეგისტრაციო კოდი 310150000.35.160.016201
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/02/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 6,699 სიტყვა · ~33 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (23)
„ავტოსატრანსპორტო საშუალება“
ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გამოიყენება გზაზე მგზავრთა გადასაყვანად
მუხლი 2
„ავტობუსი“
მგზავრთა გადასაყვანი და მათი ბარგის გადასატანად განკუთვნილი M2 და M3  კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება, რვაზე მეტი დასაჯდომი ადგილით (მძღოლის ადგილის გარდა) და რომელიც გადაადგილდება თვითმმართველ ქალაქ რუსთავში და რუსთავი – თბილისის მარშრუტზე თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის საკრებულოს მიერ დადგენილი საავტობუსო მარშრუტის შესაბამისად
მუხლი 2
„M2 კატეგორია“
გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის შიდასატრანსპორტო კომიტეტის მიერ მიღებული „სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციის შესახებ“ შემაჯამებელი რეზოლუციის შესაბამისად დადგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებათა (ავტობუსის) კატეგორია, რომლის სრული (ნებადართული მაქსიმალური) მასა 5 ტონამდეა
მუხლი 2
„ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა“
მგზავრთა გადაყვანა თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში, აგრეთვე მგზავრთა გადაყვანა რუსთავ–თბილისის მარშრუტზე M2 და M3  კატეგორიის ავტობუსებისთვის თვითმმართველი ქალაქი - რუსთავის საკრებულოს მიერ დადგენილი მარშრუტების შესაბამისად
მუხლი 2
„გადამზიდველი“
ფიზიკური ან იურიდიული პირი, ასევე ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც ფლობს ქალაქის - რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი–თბილისის მარშრუტზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვას
მუხლი 2
„კონკურსში გამარჯვებული“
კონკურსში მონაწილე ნებართვის მაძიებელი, რომელიც საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოცხადდა გამარჯვებულად
მუხლი 2
„ლოტი“
თვითმმართველ ქალაქ რუსთავში და რუსთავი–თბილისის განსაზღვრულ მარშრუტზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა M2 და M3 კატეგორიის ავტობუსებით
მუხლი 2
„მძღოლი“
პირი, რომელიც მართავს ავტობუსს საავტომობილო გზაზე დადგენილი წესით
მუხლი 2
„მარშრუტი“
დანიშნულების პუნქტებს შორის ავტობუსების მიმოსვლისთვის წინასწარ დადგენილი გზასავალი
მუხლი 2
„ნებართვა“
თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის მერის ინიდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით - ბრძანებით გადამზიდველისთვის განსაზღვრული ვადით, M2 და M3  კატეგორიის ავტობუსებით, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განსახორციელებლად მინიჭებული უფლება სანებართვო წესით დადგენილი პირობების დაცვით
მუხლი 2
„ნებართვის გამცემი“
თვითმმართველი ქალაქი - რუსთავის მერია, უფლებამოსილი თანამდებობის პირის მეშვეობით
მუხლი 2
„ნებართვის მაძიებელი“
ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ასევე ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც განცხადებით მიმართავს ნებართვის გამცემს ნებართვის მისაღებად
მუხლი 2
„ნებართვის მფლობელი“
პირი, რომელსაც დადგენილი წესით მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ნებართვით განსაზღვრული ქმედება
მუხლი 2
„ნებართვის გაცემის ფასი“
თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის საკრებულოს მიერ დადგენილი ფასი M2 და M3    კატეგორიის ავტობუსებზე, თვეზე გაანგარიშებით
მუხლი 2
„სანებართვო მოწმობა“
სანებართვო უფლების დამადასტურებელი საბუთი.
მუხლი 2
„სანებართვო პირობები“
კანონით ან კანონის საფუძველზე, სანებართვო წესით დადგენილი მოთხოვნების და ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად და ნებართვით განსაზღვრული ქმედების განხორციელებისას.
მუხლი 2
„საბანკო გარანტია“
ნებართვის გამცემის მიერ განსაზღვრული საბანკო ან სადაზღვევო გარანტია კონკურსში მონაწილეობის, საკონკურსო პირობების შეუსრულებლობისას მოსალოდნელი რისკის თავიდან ასაცილებლად, კონკურსის მონაწილის ან ნებართვის მფლობელის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობადი გარანტიების მექანიზმის სახეობა. უცხოური ბანკიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში გარანტია უნდა დამოწმდეს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად ლიცენზირებული კომერციული ბანკის ან სადაზღვევო კომპანიის მიერ. საბანკო გარანტის სახეებია:
მუხლი 2
„კონკურსში მონაწილეობის საბანკო გარანტია“
ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს საკონკურსო ან სანებართვო პირობების საბანკო გარანტიის წარდგენის, ხელშეკრულების გაფორმების ან/და ნებართვის მიღების უზრუნველსაყოფად; ნებართვის მაძიებელს, რომელიც ვერ გაიმარჯვებს კონკურსში, საბანკო გარანტია უბრუნდება, ხოლო კონკურსში გამარჯვებულს საბანკო გარანტია უბრუნდება ნებართვის მიღების შემდეგ.
მუხლი 2
„საკონკურსო პირობების საბანკო გარანტია“
წარდგენილი უნდა იქნეს კონკურსში გამარჯვებულის მიერ ხელშეკრულების გაფორმებამდე საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული ავტობუსებით მომსახურების დაწყების ან/და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე საკონკურსო განცხადებით აღებული ვალდებულებისა და  პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, ნებართვის მფლობელს უბრუნდება შესაბამისი ვალდებულების სრულად შესრულების შემდეგ.
მუხლი 2
„საბანკო დაწესებულება“
საქართველოში მოქმედი ნებისმიერი კომერციული ბანკი.
მუხლი 2
„უწყებრივი სანებართვო რეესტრი“
მონაცემთა სისტემური ერთობლიობა ნებართვის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის და მისი გაუქმების თაობაზე.
მუხლი 2
„ფორს
მაჟორი“ – მოვლენა, რომელიც ცდება მხარეთა გონივრულ კონტროლს, შეუძლებელია მისი თავიდან აცილება და რომელიც აფერხებს ან შეუძლებელს ხდის მხარის მიერ ვალდებულების შესრულებას და არ არის გამოწვეული მხარის დაუდევარი მოქმედებით.
მუხლი 2
„ხელშეკრულება“
დოკუმენტი, რომელიც ფორმდება თვითმმართველი ქალაქი - რუსთავის მერიასა და კონკურსში გამარჯვებულს შორის და რომლითაც ზუსტდება მხარეთა უფლება – მოვალეობები.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (6)
1 2
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე კახა გურგენიძე რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე
ა) შეესაბამება:
EURO – 1 სტანდარტს
პოლიგრაფიული საწარმოს რეკვიზიტები სანებართვო მოწმობა              M3 კატეგორია               ქალაქი რუსთავი
სანებართვო მოწმობის სახეობა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის გაცემისათვის კონკურსის ჩატარებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ნიმუშის, უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) ფორმისა და მისი შევსების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს  დადგენილება  №218 2014 წლის 10 თებერვალი ქ.რუსთავი თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარების წესის , სანებართვო მოწმობისა და უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) შევსების და მისი ფორმის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 26​2 მუხლისა და „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 5​2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს: ა) თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2 და M3  კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარების წესი (დანართი №1); ბ) თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2  და M3 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანებზე ნებართვის მაძიებელთა შეფასების კრიტერიუმები და ნებართვის მაძიებლისთვის ქულების მინიჭების წესი (დანართი №2); გ) თვითმმართველი ქალაქის – რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2  და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის: გ.ა)    სანებართვო მოწმობის შევსების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №3.1); გ.ბ)   სანებართვო მოწმობის ფორმა (დანართი №3.2); გ.გ)   უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) ფორმა (დანართი №3.3) . მუხლი 2🔗  დაევალოს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიას უზრუნველოს  ამ დადგენილებით დამტკიცებული  "თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2 და M3  კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარების წესი"–ით დადგენილი მოთხოვნების შესრულება. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს: „თვითმმართველი ქალაქის – რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2  კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარების წესის, სანებართვო მოწმობისა და უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) შევსებისა და მათი ფორმების დამტკიცების შესახებ“ – თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 14 ნოემბრის  №120 დადგენილება. მუხლი 4🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავერუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეკახა გურგენიძე დანართი №1 თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2 და M3  კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარების წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო და საკანონმდებლო ბაზა 1.   თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის ტერიტორიასა და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2 და M3  კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარების წესი (შემდგომში – „წესი“) განსაზღვრავს თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი–თბილისის მარშრუტზე M2 და M3  კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანაზე ნებართვის მაძიებელთათვის კონკურსის ჩატარების, მასში მონაწილეობის, გამარჯვებულის გამოვლენის, გადაყვანებზე ნებართვის გაცემის  პირობებს, ნებართვის მოქმედების ვადას, ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესს. 2.   წესი შემუშავებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ასევე საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონების, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესის მიზნებისთვის წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა)   „ავტოსატრანსპორტო საშუალება“ – ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გამოიყენება გზაზე მგზავრთა გადასაყვანად; ბ)   „ავტობუსი“ – მგზავრთა გადასაყვანი და მათი ბარგის გადასატანად განკუთვნილი M2 და M3  კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება, რვაზე მეტი დასაჯდომი ადგილით (მძღოლის ადგილის გარდა) და რომელიც გადაადგილდება თვითმმართველ ქალაქ რუსთავში და რუსთავი – თბილისის მარშრუტზე თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის საკრებულოს მიერ დადგენილი საავტობუსო მარშრუტის შესაბამისად; გ)   „M2 კატეგორია“ – გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის შიდასატრანსპორტო კომიტეტის მიერ მიღებული „სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციის შესახებ“ შემაჯამებელი რეზოლუციის შესაბამისად დადგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებათა (ავტობუსის) კატეგორია, რომლის სრული (ნებადართული მაქსიმალური) მასა 5 ტონამდეა; დ) „M3 კატეგორია“ - გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის შიდასატრანსპორტო კომიტეტის მიერ მიღებული „სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციის შესახებ“ შემაჯამებელი რეზოლუციის შესაბამისად დადგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებათა (ავტობუსის) კატეგორია, რომლის სრული (ნებადართული მაქსიმალური) მასა 5 ტონა და მეტი; ე)  „ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა“ – მგზავრთა გადაყვანა თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში, აგრეთვე მგზავრთა გადაყვანა რუსთავ–თბილისის მარშრუტზე M2 და M3  კატეგორიის ავტობუსებისთვის თვითმმართველი ქალაქი - რუსთავის საკრებულოს მიერ დადგენილი მარშრუტების შესაბამისად; ვ)   „გადამზიდველი“ – ფიზიკური ან იურიდიული პირი, ასევე ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც ფლობს ქალაქის - რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი–თბილისის მარშრუტზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვას; ზ)  „კონკურსში გამარჯვებული“ – კონკურსში მონაწილე ნებართვის მაძიებელი, რომელიც საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოცხადდა გამარჯვებულად; თ)  „ლოტი“ – თვითმმართველ ქალაქ რუსთავში და რუსთავი–თბილისის განსაზღვრულ მარშრუტზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა M2 და M3 კატეგორიის ავტობუსებით; ი)   „მძღოლი“ – პირი, რომელიც მართავს ავტობუსს საავტომობილო გზაზე დადგენილი წესით; კ) „მარშრუტი“ – დანიშნულების პუნქტებს შორის ავტობუსების მიმოსვლისთვის წინასწარ დადგენილი გზასავალი; ლ) „ნებართვა“ –  თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის მერის ინიდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით - ბრძანებით გადამზიდველისთვის განსაზღვრული ვადით, M2 და M3  კატეგორიის ავტობუსებით, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განსახორციელებლად მინიჭებული უფლება სანებართვო წესით დადგენილი პირობების დაცვით; მ)  „ნებართვის გამცემი“ – თვითმმართველი ქალაქი - რუსთავის მერია, უფლებამოსილი თანამდებობის პირის მეშვეობით; ნ)   „ნებართვის მაძიებელი“ –  ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ასევე ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც განცხადებით მიმართავს ნებართვის გამცემს ნებართვის მისაღებად; ო) „ნებართვის მფლობელი“ – პირი, რომელსაც დადგენილი წესით მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ნებართვით განსაზღვრული ქმედება; პ) „ნებართვის გაცემის ფასი“ – თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის საკრებულოს მიერ დადგენილი ფასი M2 და M3    კატეგორიის ავტობუსებზე, თვეზე გაანგარიშებით; ჟ) „სანებართვო მოწმობა“ – სანებართვო უფლების დამადასტურებელი საბუთი. რ)  „სანებართვო პირობები“ – კანონით ან კანონის საფუძველზე, სანებართვო წესით დადგენილი მოთხოვნების და ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად და ნებართვით განსაზღვრული ქმედების განხორციელებისას. ს) „პირი“ - საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი;  ტ) „საბანკო გარანტია“ – ნებართვის გამცემის მიერ განსაზღვრული საბანკო ან სადაზღვევო გარანტია კონკურსში მონაწილეობის, საკონკურსო პირობების შეუსრულებლობისას მოსალოდნელი რისკის თავიდან ასაცილებლად, კონკურსის მონაწილის ან ნებართვის მფლობელის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობადი გარანტიების მექანიზმის სახეობა. უცხოური ბანკიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში გარანტია უნდა დამოწმდეს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად ლიცენზირებული კომერციული ბანკის ან სადაზღვევო კომპანიის მიერ. საბანკო გარანტის სახეებია: ტ.ა) „კონკურსში მონაწილეობის საბანკო გარანტია“  –  ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს საკონკურსო ან სანებართვო პირობების საბანკო გარანტიის წარდგენის, ხელშეკრულების გაფორმების ან/და ნებართვის მიღების უზრუნველსაყოფად; ნებართვის მაძიებელს, რომელიც ვერ გაიმარჯვებს კონკურსში, საბანკო გარანტია უბრუნდება, ხოლო კონკურსში გამარჯვებულს საბანკო გარანტია უბრუნდება ნებართვის მიღების შემდეგ. ტ.ბ) „საკონკურსო პირობების საბანკო გარანტია“ – წარდგენილი უნდა იქნეს კონკურსში გამარჯვებულის მიერ ხელშეკრულების გაფორმებამდე საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული ავტობუსებით მომსახურების დაწყების ან/და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე საკონკურსო განცხადებით აღებული ვალდებულებისა და  პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, ნებართვის მფლობელს უბრუნდება შესაბამისი ვალდებულების სრულად შესრულების შემდეგ. უ) „საბანკო დაწესებულება“ – საქართველოში მოქმედი ნებისმიერი კომერციული ბანკი. ფ) „უწყებრივი სანებართვო რეესტრი“ – მონაცემთა სისტემური ერთობლიობა ნებართვის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის და მისი გაუქმების თაობაზე. ქ) „ფორს–მაჟორი“ – მოვლენა, რომელიც ცდება მხარეთა გონივრულ კონტროლს, შეუძლებელია მისი თავიდან აცილება და რომელიც აფერხებს ან შეუძლებელს ხდის მხარის მიერ ვალდებულების შესრულებას და არ არის გამოწვეული მხარის დაუდევარი მოქმედებით. ღ) „ხელშეკრულება“ – დოკუმენტი, რომელიც ფორმდება თვითმმართველი ქალაქი - რუსთავის მერიასა და კონკურსში გამარჯვებულს შორის და რომლითაც ზუსტდება მხარეთა უფლება – მოვალეობები. ყ) "მგზავრთნაკადი" - დროის განსაზღვრულ პერიოდში, ერთი მიმართულებით გადაყვანილი ან გადასაყვანი მგზავრების რაოდენობა. მუხლი 3🔗. კონკურსის ორგანიზება 1. კონკურსის მიზანია ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვა გაიცეს იმ ნებართვის მაძიებელზე, რომელიც ლოტის მიხედვით, საკონკურსო შედეგების შეჯამებისას მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას და შეასრულებს საკონკურსო პირობებს. ნებართვის მაძიებლის შეფასების კრიტერიუმები და მისთვის ქულების მინიჭების წესი მოცემულია დადგენილების მე–2 დანართში. 2.კონკურსის ორგანიზატორია თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის მერია. კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის მერი. 3. თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერი თვითმმართველი ქალაქი რუსთავის სახელით უფლებამოსილია ნებართვის მოქმედების ვადა გაუგრძელოს ნებართვის მფლობელებს,რათა ერთის მხრივ, ახალი კონკურსის ჩატარებამდე უზრუნველყოფილ იქნას  საბიუჯეტო შემონატანები, ხოლო მეორეს მხრივ ნებართვის მფლობელებს მიეცეთ გონივრული ვადა,რათა  შეძლონ კონკურსისათვის სათანადოდ მომზადება. 4. ინფორმაცია კონკურსის ჩატარების შესახებ მასმედიის (მათ შორის ინტერნეტის) საშუალებებით ცხადდება კონკურსამდე ერთი თვით ადრე. 5.კონკურსი ცალ-ცალკე შეიძლება გამოცხადდეს M2 და/ან M3  კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რუსთავის  ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განსახორციელებელი ნებართვის მისაღებად. 6.  კონკურსის ჩატარების შესახებ მიღებულ აქტში უნდა მიეთითოს: ა)   ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული ნებართვის სახეობა; ბ)   ნებართვის გამცემი ორგანოს (თანამდებობის პირის) დასახელება; გ)   ნებართვის მაძიებელთა განცხადებების მიღების დაწყების და დამთავრების დრო და ადგილი; დ)  კონკურსის ჩატარების თარიღი, დრო, ადგილი; ე)   კონკურსის გამარჯვებულის გამოვლენის ვადა; ვ)   ინფორმაცია ლოტის  თაობაზე; ზ)  მომსახურების განხორციელებისთვის პიკური  საათური მგზავრთნაკადის მიხედვით განსზღვრული ავტობუსების სავალდებულო მინიმალური რაოდენობა; თ)  ნებართვის მოქმედების ვადა; ი)   ნებართვის გაცემის ფასი; კ)   საბანკო გარანტიის ოდენობა: კ.ა)    კონკურსში მონაწილეობისათვის; კ.ბ)   საკონკურსო პირობების შესრულებისთვის; ლ) სანებართვო პირობები; მ)   კონკურსის გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი; ნ)   განცხადების მიმღები პასუხისმგებელი პირის კოორდინატები; მუხლი 4🔗. კომისია 1. კონკურსის ჩატარებისა და გამარჯვებულის გამოსავლენად საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით  იქმნება კომისია, რომლის უფლებამოსილებას განეკუთვნება კონკურსში მონაწილეობაზე ნებართვის მაძიებლის წერილობითი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების შემოწმება, ნებართვის მაძიებლების შეფასება დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით და კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენა. 2. კომისია შედგება თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის საკრებულოს წევრებისა და მერიის თანამშრომლებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების, ასევე მოწვეული სპეციალისტებისგან. 3. კომისიის შემადგენლობაში შედიან: კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე,  და კომისიის სხვა წევრები. 4. კონკურსის ორგანიზაციულ-ტექნიკურ და სამართლებრივ უზრუნველყოფას ახორციელებს კომისიის აპარატი, რომელიც შედგება თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის მერიის სამსახურის და საკრებულოს აპარატის თანამშრომლებისგან. კომისიის აპარატი უშუალოდ ექვემდებარება კომისიის თავმჯდომარეს და ასრულებს მის დავალებებს. 5. კომისიის საქმისწარმოებას უზრუნველყოფს კომისიის სხდომის მდივანი, რომელიც იმავდროულად არის კომისიის აპარატის უფროსი. 6. კომისიის წევრთა და აპარატის თანმშრომელთა საქმიანობა არ არის ანაზღაურებადი. 7. კომისია დამოუკიდებელია. არავის არ აქვს უფლება მოახდინოს რაიმე ზეგავლენა ან/და ჩაერიოს მის საქმიანობაში. 8. კომისიას აქვს ბლანკი სახელწოდების აღნიშვნით. 9. კომისიის წევრთა მიმართ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8 და 92-ე მუხლების მოთხოვნები.  10. კომისიის მუშაობას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, რომელიც პასუხისმგებელია კომისიის მუშაობის ორგანიზებაზე. კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია ხელი მოაწეროს კომისიის საქმიანობას მიკუთვნებულ კორესპონდენციას. 11. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს თავად კომისია. 12. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ცვლის თავმჯდომარეს მისი არყოფნის შემთხვევაში. 13. კომისიის წევრი ვალდებულია: ა) მონაწილეობა მიიღოს კომისიის სხდომებში და არ გამოტოვოს სხდომა არასაპატიო მიზეზით; ბ)   დაიცვას წინამდებარე დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები; გ)   დაიცვას კონკურსის მონაწილეთა შესახებ საქართველოს ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ინფორმაციის კონფიდენციალობა. 14. კომისიის წევრებს შეიძლება მიეცეთ აცილება საკითხის განხილვაში მონაწილეობისაგან, თუ ცნობილი გახდა ან დადასტურდება მათი პირდაპირი ან ირიბი კერძო დაინტერესება ჯგუფში განსახილველ საკითხთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევებში კომისიის წევრს აქვს თვითაცილების უფლებაც.                                       15. კომისიის სხდომები ტარდება საჯაროდ. 16. კომისია უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. 17. კომისიის სხდომას შეიძლება დაესწრონ სხვადასხვა საჯარო დაწესებულების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ცალკეული დარგის ექსპერტები/სპეციალისტები ან/და სხვა მოწვეული პირები. კომისიის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დაინტერესებული პირები.  18. ნებისმიერი დაინტერესებული პირი უფლებამოსილია დაესწროს სხდომებს და კომისიის თანხმობის შემთხვევაში მისცეს ახსნა-განმარტება განსახილველ საკითხთან დაკავშირებით. 19. კომისია ვალდებულია უზრუნველყოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა და დამსწრე დაინტერესებულ მხარეს მისცეს საქმესთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება.            20. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელიც თავისი სამართლებრივი სტატუსით წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.  ოქმს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი. 21. კომისიის სხდომის ოქმები და საქმისწარმოების სხვა მასალები ინახება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 5🔗. საკონკურსო პირობები 1.   კონკურსის ყველა მონაწილე სარგებლობს თანაბარი უფლებით და აღჭურვილია ერთნაირი მოვალეობებით. 2.   კონკურსის ჩატარების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ პირს ეძლევა უფლება, წინასწარ გაეცნოს ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციას. 3.   კონკურსში მონაწილეობაზე განცხადება მიიღება დადგენილ მისამართზე და ვადაში. 4.   ნებართვის მაძიებელმა წერილობითი განცხადება უნდა წარადგინოს თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის მერის სახელზე, რომელიც დაუყოვნებლივ წარედგინება საკონკურსო კომისიას. განცხადება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78–ე მუხლით და ამ მუხლის მე–5 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. 5.   განცხადებას თან უნდა ერთვოდეს: ა)   იურიდიული პირისთვის – სათანადო წესით გაფორმებული პარტნიორთა თანხმობა კონკურსში მონაწილეობის თაობაზე, სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერი და წესდების დამოწმებული ასლი, განცხადების წარმომდგენი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და ინდეტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ინდივიდუალური მეწარმისთვის – ამონაწერი სახელმწიფო რეესტრიდან და იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი საბუთების ასლები; ბ)   ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან იმის თაობაზე, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია; გ)   ცნობა სასამართლოდან იმის თაობაზე, რომ ნებართვის მაძიებელის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმისწარმოება; დ) ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ; ე)   საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ ნებართვის მაძიებელს არ აქვს საერთო სახელმწიფოებრივი ან ადგილობრივი საგადასახადო დავალიანება; ვ)   დოკუმენტაცია ლოტზე განსახორციელებელი საქმიანობის ტექნიკურ/საექსპლუატაციო თვისებების და სხვა მაჩვენებელთა შესახებ, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს ნებართვის გამცემის მიერ დადგენილი ფორმით როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული ვერსიით და მასში ასახული უნდა იყოს: ვ.ა)    მგზავრთა გადაყვანის განსახორციელებლად აუცილებელი ავტობუსების კატეგორია, მარკა, მოდელი, რაოდენობა, მგზავრთა სალონის და მასში ასასვლელ-ჩასავლელი კარის და კარის ღიობის საგდულების რაოდენობა, კარის ღიობის სიგანე და სიმაღლე; თითოეული ავტობუსის გამოშვების წელი და შესაბამისობა სტანდარტებთან: ავტობუსის გამოყენების ეფექტურობის, უსაფრთოების, მოხერხებულობის და კომფორტულობის დამახასიათებელი თვისებები და პარამეტრები. ვ.ბ)   ნებართვის მაძიებლის საკუთრებაში ან იჯარით/ლიზინგით, ან სარგებლობის სხვა ფორმით სარგებლობის ხელშეკრულებით აღებული ავტობუსების საკონკურსო პირობების შესრულების ვადაში მის სარგებლობაში გადასვლაზე გაფორმებული ოფიციალურად დამოწმებული წინასწარი შეთანხმება ავტობუსების მწარმოებელთან ან ოფიციალურ გაყიდვების აგენტთან ან ნებისმიერ სხვა პირთან ამ უკანასკნელის საკუთრებაში ავტობუსის არსებობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად; ვ.გ)   საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული ავტობუსებით მომსახურების განხორციელების დაწყების გრაფიკი; ვ.დ)  მომსახურების მენეჯმენტის სისტემის ორგანიზაციულ ტექნიკური სტრუქტურის დახასიათება; ზ)  საბანკო გარანტია კონკურსში მონაწილეობისთვის; თ)  ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ კონკურსის მონაწილე მოქმედებს ნებართვის მაძიებლის სახელით; ი) ნებართვის მაძიებლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტექნიკური და ექსპლუატაციის სამსახურების ხელმძღვანელების შესაბამისი კვალიფიკაციის და სამუშაო სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტები (დიპლომი, სერტიფიკატი, ამონაწერი შრომითი სტაჟის შესახებ).  6.   თუ ნებართვის მაძიებელი უცხოელი ან უცხოური კომპანიაა, ამ მუხლის მე–5  პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დადგენილი ცნობები გაცემული უნდა იყოს შესაბამისი ქვეყნების უფლებამოსილ ორგანოთა მიერ. ამასთან, ნებართვის გამცემს ცნობები უნდა წარედგინოს აპოსტილით სათანადოდ დამოწმებული ან ლეგალიზებული სახით, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. 7.დოკუმენტები (განცხადების გარდა) წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქული კონვერტით იმგვარად, რომ დოკუმენტების ნახვა ლუქის დაზიანების გარეშე შეუძლებელი იყოს. კომისია არ მიიღებს დაულუქავი კონვერტით წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მას მაშინვე უკან დაუბრუნებს წარმომდგენს. 8.   ნებართვის მაძიებელი განცხადებას წარადგენს მისთვის სასურველ ერთ ან მეტ ლოტზე. გამარჯვებული თითოეულ ლოტზე ცალ–ცალკე გამოვლინდება. 9.   ნებართვის მაძიებელმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს კონკურსში ერთზე მეტ ლოტზე, საბანკო გარანტია კონკურსში მონაწილეობისთვის უნდა წარმოადგინოს თითოეული ლოტისთვის ცალ–ცალკე. 10.    ნებართვის მაძიებელი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს მის მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე მოთხოვნილი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ასევე, გაასწოროს წარმოდგენილ განცხადებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომები. მუხლი 6🔗. საკონკურსო განცხადების განხილვაზე უარის თქმის საფუძვლები საკონკურსო განცხადების განხილვაზე უარის თქმის საფუძვლებია: ა)   ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი m2 და/ან  m3 კატეგორიის ავტობუსების დადგენილი რაოდენობისა და სხვა  დოკუმენტაციის მონაცემების საკონკურსო პირობებისადმი შეუსაბამობა; ბ)   ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი მონაცემებში ხარვეზი ან/და მათი არასრულად წარმოდგენა; გ)    განცხადება შეიტანა ქმედუუნარო პირმა; დ)   განცხადება შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ. მუხლი 7🔗. გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმები 1.   გამარჯვებულის გამოვლენა ხდება ნებართვის მაძიებლების მიერ წარმოდგენილი m2 და/ან  m3 კატეგორიის ავტობუსების მონაცემების და დოკუმენტაციის ფაქტობრივ მდგომარეობასთან შედარებით(შეფასებით), შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ა)   ავტობუსის ტექნიკური მონაცემები; ბ)   საკუთრებაში ან  იჯარით/ლიზინგით  გამოსყიდვის უფლებით ან, სარგებლობის სხვა ფორმით  სარგებლობაში აღებული  ხელშეკრულების საფუძველზე არსებული ავტობუსების რაოდენობა; გ)   სამგზავრო გადაყვანების მომსახურების მენეჯმენტი; დ)  შემოთავაზებული მგზავრობის ფასი (არსებული მგზავრობის ღირებულების შენარჩუნების თანხმობა ან მასზე ნაკლები ფასის  დასაბუთებული შესაძლებლობა). 2.   საერთო შეფასებაში თითოეულ კრიტერიუმს აქვს თავისი ქულა და ამ კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტი (დანართი №2). 3.   გამარჯვებულად ითვლება ის ნებართვის მაძიებელი, რომელიც შეფასების შედეგად მიიღებს ყველაზე მაღალ საბოლოო ქულათა ჯამს. მუხლი 8🔗. კონკურსის შედეგების შეჯამება 1.   კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდება თითოეულ ლოტზე. 2.   კომისიის გადაწყვეტილება კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ აისახება ოქმში, რომელსაც თან ერთვის კომისიის წევრთა წერილობითი შეფასებები. 3.   ხმის მიცემა წარმოებს ღია კენჭისყრის ფორმით. ხმის მიცემა წარმომადგენლის მეშვეობით დაუშვებელია. 4.   კომისიის წევრს უფლება არ აქვს თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან ან ხმა მისცეს იმ საკითხს, რომლის განხილვაშიც არ იღებდა მონაწილეობას. 5.   გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობა. კომისიის თითოეულ წევრს აქვს მხოლოდ ერთი ხმის უფლება. ხმების თანაბარი განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის (სხდომის თავმჯდომარის) ხმა. 6.   ოქმში უნდა მიეთითოს: ა)   კომისიის დასახელება; ბ)   სხდომის ჩატარების თარიღი, დრო და ადგილი; გ)   სხდომის თავმჯდომარის და წევრების ვინაობა; დ) სხდომაში მონაწილე სხვადასხვა საჯარო დაწესებულების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ცალკეული დარგის ექსპერტების/სპეციალისტების ან/და სხვა მოწვეული, აგრეთვე დაინტერესებული პირების ვინაობა (მათი არსებობის შემთხვევაში); ე)   განხილვის საგანი; ვ)   სხვადასხვა საჯარო დაწესებულების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ცალკეული დარგის ექსპერტების/სპეციალისტების ან/და სხვა მოწვეული, აგრეთვე დაინტერესებული პირების ახსნა-განმარტებების აღწერა; ზ) კენჭისყრის შედეგები; თ) მიღებული გადაწყვეტილება. 7.   კომისიის ოქმი კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ ცხადდება საჯაროდ. 8.   კონკურსში გამარჯვებულს, ნებართვის მიღებამდე, უფლება არა აქვს განახორციელოს აღნიშნული საქმიანობა. 9. კომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ყველა სადავო საკითხი რეგულირდება საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისად. 10. კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 9🔗. არშემდგარი კონკურსი კონკურსი ითვლება არშემდგარად და კომისიის მიერ ფორმდება სათანადო ოქმი: ა) თუ კონკურსის მოწყობის თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება; ბ) საკონკურსო პირობების განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობისას: გ)   საქართველოს ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისას. მუხლი 10🔗. კომისიის მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების გამოტანის წესი 1. კომისია განცხადების წარდგენიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს ნებართვის მაძიებლის განცხადების შესაბამისობას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან და ამ მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებაში მოქმედებს ამავე კოდექსის 83-ე მუხლის შესაბამისად. 2. მონაწილეს უფლება აქვს წერილობითი ფორმით უარი განაცხადოს კონკურსში მონაწილეობაზე, განცხადებების მიღებისთვის ნებართვის გამცემის მიერ განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე ნებისმიერ დროს. ასეთ შემთხვევაში მას დაუბრუნდება წარმოდგენილი საბანკო გარანტია კონკურსში მონაწილეობისთვის. მუხლი 11🔗. ნებართვის გაცემის წესი და პირობები 1. კომისია განცხადების წარდგენიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს ნებართვის მაძიებლის განცხადების შესაბამისობას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან და ამ მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებაში მოქმედებს ამავე კოდექსის 83-ე მუხლის შესაბამისად. 2. მონაწილეს უფლება აქვს წერილობითი ფორმით უარი განაცხადოს კონკურსში მონაწილეობაზე, განცხადებების მიღებისთვის ნებართვის გამცემის მიერ განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე ნებისმიერ დროს. ასეთ შემთხვევაში მას დაუბრუნდება წარმოდგენილი საბანკო გარანტია კონკურსში მონაწილეობისთვის. მუხლი 12🔗. ნებართვის გაცემის წესი და პირობები 1.ადგილობრივი საქალაქო რეგულარული გადაყვანა ხორციელდება მხოლოდ ნებართვის საფუძველზე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრირებულ იურიდიულ ან ფიზიკურ პირთა ან/და ინდივიდუალური მეწარმეების მიერ. ნებართვა გაიცემა თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის მერიის მიერ კონკურსის შედეგების საფუძველზე, თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ ლოტებზე. 2.ნებართვის გარეშე სამგზავრო გადაყვანის განხორციელება გამოიწვევს პირის პასუხისმგებლობას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3.   ერთ ლოტზე გაიცემა ერთი ნებართვა. 4. ნებართვის გაცემის ფასის შეცვლა (ნებართვის ამოქმედებიდან  3 (სამი) წლის გასვლის შემდეგ  დაიშვება მხოლოდ თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის საკრებულოს გადაწყვეტილებით, გარდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ფორსმაჟორის გამო (გარდა გაფიცვა –ლოკაუტისა)  მომსახურების გახორციელების შეუსრულებლობის  შემთხვევისა . 5. ნებართვა გაიცემა კონკურსში გამარჯვებული ნებართვის მაძიებელის გამარჯვებულად გამოცხადების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების, ასევე ნებართვის გამცემსა და გამარჯვებულს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. 6.   თუ გამარჯვებული უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირი ან უცხოელია, მაშინ მან ხელშეკრულების გაფორმებამდე თავისი 100%–იანი წილით საქართველოში უნდა დააფუძნოს საწარმო, რომელზეც გაიცემა ნებართვა. 7.კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 14 (თოთხმეტი) სამუშაო დღის ვადაში გამარჯვებულსა და ნებართვის გამცემს შორის ფორმდება ხელშეკრულება 8. სახელშეკრულებო პირობებს განსახღვრავს და ხელშეკრულების პროექტს აქვეყნებს წინასწარ კონკურსის გამოცხადებისას. თვითმმართველი ქალაქი - რუსთავის მერია. 9. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ნებართვის მფლობელს გადაეცემა სანებართვო მოწმობა და იგი უფლებამოსილი ხდება განახორციელოს მომსახურება. 10. დადგენილ ვადაში საქართველოში საწარმოს არდაფუძნების, ხელშეკრულების გაუფორმებლობის ან ნებართვის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, კონკურსის გამარჯვებულს ნებართვა არ მიეცემა. 11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თვითმმართველი ქალაქი - რუსთავის მერია ღებულობს გადაწყვეტილებას კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების თაობაზე, რის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და ინტერნეტით. განმეორებითი კონკურსი ჩატარდება იმავე წესით არა უგვიანეს ექვსი თვის ვადაში. მუხლი 13🔗. ნებართვაზე უარის თქმის საფუძვლები 1.   ნებართვის გაცემაზე უარის თქმა შეუძლია ნებართვის გამცემს. 2.   ნებართვის გამცემი არ გასცემს ნებართვას, თუ: ა)   ნებართვის მაძიებელი არ არის კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადებული; ბ)   ნებართვის მაძიებლის განცხადება განუხილველად იქნა დატოვებული; გ)   წინამდებარე წესის მე-12 მუხლის მე–10 პუნქტით დადგენილ შემთხვევაში. 3.   ნებართვის გაცემაზე უარი უნდა იყოს დასაბუთებული და ეცნობოს ნებართვის მაძიებელს. 4.  ნებართვის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში, დადგენილი წესით. მუხლი 14🔗. სანებართვო პირობები, მხარეთა უფლება-მოვალეობები 1.   ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას შემდეგი სანებართვო პირობები: ა) ნებართვის მოქმედების მთელ ვადაში უზრუნველყოს მომსახურების გაწევა დადგენილი მარშრუტებით და დადგენილი რაოდენობის ავტობუსებით; ბ) მარშრუტის შეცვლის (სქემის შეცვლა, მარშრუტის გაუქმება ან დამატება) შემთხვევაში, თუ ეს არ იწვევს ავტობუსების საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული საერთო რაოდენობის გაზრდას, ცვლილების შესახებ გამოცემული ადმინისტრაციული აქტის ძალაში შესვლის დღიდან უზრუნველყოს მომსახურების განხორციელება შეცვლილი მარშრუტების შესაბამისად; გ) მარშრუტებისთვის დადგენილი ავტობუსების საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში მომსახურების განხორციელება უზრუნველყოს ცვლილების შესახებ მიღებული აქტის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, ხოლო მარშრუტების შეცვლის გარეშე მარშრუტებისთვის დადგენილი ავტობუსების საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული რაოდენობის შემცირების შემთხვევაში, მომსახურების განხორციელება უზრუნველყოს ცვლილების შესახებ გამოცემული აქტის -   ძალაში შესვლის დღიდან; დ) კონკურსის გამარჯვებულის გამოცხადების და მე–12 მუხლის მე–10 პუნქტის შესრულების დღიდან, საკონკურსო განაცხადით წარმოდგენილი გრაფიკით, მაგრამ არაუგვიანეს 2 თვის განმავლობაში, მომსახურების განხორციელება დაიწყოს და ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში განაგრძოს მხოლოდ მისი საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული ტექნიკური მონაცემების ავტობუსებით; საკონკურსო განცხადებით განსაზღვრულ ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობის შენარჩუნების მიზნით, აუცილებლობის შემთხვევაში შეცვალოს ავტობუსი, მისი კატეგორიის, სახეობის, სტანდარტების, ხნოვანობის, ამ წესის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული ტექნიკური მონაცემების შეუცვლელად და ეს ცვლილებები დაუყოვნებლივ აცნობოს ნებართვის გამცემს. ე) ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში საკუთრებაში ან იჯარით/ლიზინგით ან სარგებლობის სხვა ფორმის  ხელშეკრულების საფუძველზე  იყოლიოს  ლოტისთვის  განსაზღვრული ყოველდღიურად მომუშავე ავტობუსების  რაოდენობა. ვ) დაკისრებული ვალდებულების სრულყოფილად შესრულების მიზნით, ნებართვის მფლობელს უფლება აქვს: გააფორმოს სათანადო ხელშეკრულებები გადამზიდავებთან (გადამხდელ ფიზიკურ ან იურიდიულ პირებთან), რომლებიც დამოუკიდებლად აწარმოებენ ანგარიშსწორებას როგორც ნებრთვის მფლობელთან, ასევევ ბიუჯეტის სასარგებლოდ. ზ) მომსახურების განხორციელებისას ავტობუსების შენახვა–ექსპლუატაციის წესების, უსაფრთხოების ტექნიკის და გარემოს დაცვის მოთხოვნების შესრულების მიზნით უზრუნველყოს მოქმედი სპეციალური საკანონმდებლო აქტების მოთხოვნების დაცვა; თ)  უზრუნველყოს ხაზზე გაშვებული თითოეული ავტობუსის ტექნიკური გამართულობა და ნორმალური სანიტარულ–ჰიგიენური მდგომარეობა; დაიცვას ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტობუსების ექსპლუატაციის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ნორმები და მოთხოვნები. ი) ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ხაზზე ავტობუსის სამუშოდ გაშვებისთვის საჭირო პროცედურების შესასრულებლად, სათანადო დოკუმენტაციის გასაცემად და წინასარეისო ტექნიკური დათვალიერებისა და მომსახურების ჩასატარებლად   სარგებლობაში იქონიოს მინიმუმ ერთი საავტობუსე პარკი; კ)  დაიცვას მგზავრთა გადაყვანის და ბარგის გადაზიდვისთვის საქართველოს საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები; ლ) სამუშაოზე მუშაკთა მიღებისას დაიცვას პროფესიული შესატყვისობის მოთხოვნები და დაასაქმოს კონკურსში მის გამარჯვებამდე მარშრუტზე მომუშავე მძღოლები და მხოლოდ ვაკანტური ადგილების არსებობის შემთხვევაში შესთავაზოს დასაქმება სხვა პირებს კვალიფიკაციის შესაბამისად. მ) უზრუნველყოს მომსახურების განმახორციელებელი ყველა მძღოლის პირადი ჰიგიენის და ჩაცმულობის შესაბამისობა ნორმებთან; ნ)   არ დაუშვას უშუალოდ მარშრუტზე მოძრაობისას მძღოლის მიერ თამბაქოს მოხმარება; ო)  აანაზღაუროს მომსახურებისას მგზავრისთვის მიყენებული ზიანი გარდა იმ შემთხვევისა, როცა ზიანი გამოწვეულია მგზავრის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით; პ) უზრუნველყოს მარშრუტზე მომუშავე ავტობუსების აღჭურვა დადგენილი ნიმუშების სვლაგეზის მაჩვენებელი ფირნიშნებით (ელექტრო–ტაბლოებით), მგზავრობის ფასის გადახდის თანამედროვე სალარო-აპარატით, ავტობუსში მგზავრისთვის თვალსაჩინო ადგილას განათავსოს  ტაბლო, სადაც აღნიშნული იქნება მძღოლის სახელი, გვარი, ფოტო–სურათი, ნებართვის მფლობელის დასახელება, ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრები და მგზავრობის ფასი; ჟ)აწარმოოს ავტობუსების მუშაობის მაჩვენებელი პარამეტრების ყოველდღიური აღრიცხვა–ანალიზი და რეგულირება; რ)  უზრუნველყოს მარშრუტის მუშაობის დაწყება–დამთავრების დროისა და ინტერვალის დაცვა; ს)   დაიცვას საწყის და ბოლო გაჩერებებზე ავტობუსების დგომის წესები, სანიტარულ–ჰიგიენური ნორმები,  ნებართვის გამცემთან შეთანხმებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით განათავსოს მძღოლთა დასვენების, კვებისა და  ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის  პუნქტები; ტ)  უზრუნველყოს მარშრუტის მუშაობის დაწყება–დამთავრების დროისა და ინტერვალის დაცვა; უ)  არ დაუშვას ავტოსატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის მიერ დადგენილ მგზავრტევადობაზე მეტი მგზავრის გადაყვანა; ფ) გასწიოს მომსახურება დადგენილი ტარიფის (თუ რეგულირებადი ეკონომიკური სფეროა) ან მის მიერ განსაზღვრული მგზავრობის ფასის (თუ ეს არ არის რეგულირებადი ეკონომიკური სფერო) შესაბამისად; ქ)   მომსახურების დაწყებამდე ნებართვის გამცემს მიაწოდოს ინფორმაცია მგზავრობის ფასის შესახებ. შემდგომში ფასის შეცვლის უფლება ნებართვის მფლობელს მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ მინიმუმ ერთი თვით ადრე აცნობებს ამის თაობაზე ნებართვის გამცემს; ღ) შეასრულოს საკონკურსო პირობებით აღებული ვალდებულება, კერძოდ, შეინარჩუნოს ხელშეკრულების გაფორმებისას საბაზრო პირობებით განსაზღვრულ ლოტზე მგზავრთა გადაყვანის ფასი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა  მგზავრობის ღირებულების შეცვლა განპირობებულია ფასზე მოქმედი ფაქტორების მნიშვნელოვანი ცვლილებით. ყ) აწარმოოს მგზავრთა საჩივრების აღრიცხვა, მოაწყოს ცხელი ხაზი; შ)   ავტობუსზე რეკლამა განათავსოს კანონით დადგენილი წესით; ჩ)   გადაიხადოს ნებართვის გაცემის ფასი; ც)  მძღოლების ან სხვა ტექნიკური პერსონალის გაფიცვის, ადმინისტრაციის ლოკაუტის შემთხვევაში არ დაუშვას მომსახურების სრული შეწყვეტა რომელიმე მარშრუტზე 3 (სამი) კალენდარულ დღეზე მეტ ხანს.  ამასთან, ნებართვის გამცემს,გონივრულ  ვადაში, წინასწარ წერილობით ატყობინებს მოსალოდნელი გაფიცვის ან ლოკაუტის თაობაზე; ძ) მოთხოვნა ნებართვის გაუქმების შესახებ ნებართვის გამცემს წარუდგინოს მინიმუმ 12  კვირით ადრე; წ)  არ დაუშვას ნებართვის რაიმე ფორმით სხვა პირზე გადაცემა, თუკი არ არსებობს ნებართვის გამცემის წინასწარი წერილობითი თანხმობა და მის მიერვე დადგენილი პირობები; ჭ) ყველანაირად შეუწყოს ხელი მუშაობაში უფლებამოსილ შემმოწმებელს: წარუდგინოს საჭირო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ აცნობოს ნებართვის გამცემს მის ქონებაზე ან ნებართვის მფლობელი იურიდიული პირის წილზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) წარმოშობის შესახებ, აგრეთვე ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ; ხ) სრულად და ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. 2. ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია: ა)   ფორს–მაჟორის ან სხვა შემთხვევაში, როცა შეუძლებელია მარშრუტის დაცვა, ნებართვის გამცემის თანხმობით და მის მიერ დადგენილი სქემით, დროებით შეცვალოს მუშაობის რეჟიმი, მოძრაობის განრიგი ან გზის გარკვეულ მონაკვეთზე შეცვალოს დადგენილი მარშრუტი. თუ ნებართვის გამცემის თანხმობის მიღება შეუძლებელია, მომსახურებაში განხორციელებული ცვლილების შესახებ ნებართვის გამცემს აცნობოს დაუყოვნებლივ; ბ)   ნებართვის გამცემს წარუდგინოს წინადადებები ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანის უკეთ ორგანიზების საკითხებზე. 3.   ნებართვის გამცემი ვალდებულია: ა)   დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით გასცეს ნებართვა, შეიტანოს მასში ცვლილება ან გააუქმოს; ბ)   აწარმოოს უწყებრივი რეესტრი; გ)   გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოაქვეყნოს ინფორმაცია ნებართვის გაცემის, მასში ცვლილებების შეტანის ან მისი გაუქმების შესახებ; დ) დადგენილი წესის მიხედვით შეინახოს ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია; ე)  კანონით და ამ წესის შესაბამისად გააკონტროლოს ნებართვის  მფლობელის მიერ სახელშეკრულებო და სანებართვო პირობების შესრულება და მიიღოს საჭირო ზომები; ვ) ფორსმაჟორულ სიტუაციებში (მარშრუტზე საგზაო მოძრაობის პირობების გაუარესება, მგზავრთა ნაკადის მნიშვნელოვანი შემცირება ან გაზრდა და ა.შ.) ნებართვის მფლობელის შეტყობინების საფუძველზე განიხილოს საკითხი, მიიღოს საჭირო გადაწყვეტილება (თანხმობა მარშრუტის დროებით შეცვლაზე, ავტობუსების ოდენობის დროებით შეცვლაზე. ავტობუსების ოდენობის დროებით შემცირებაზე და სხვა) და გასცეს თანხმობა კონკრეტულ საჭიროებაზე; ზ) განსაზღვროს საჭირო ავტობუსების მინიმალური რაოდენობა, რომლითაც ნებართვის მფლობელს ექნება მომსახურების განხორციელების საშუალება ნებართვის მოქმედების მთელ ვადაში. მუხლი 15🔗. ნებართვა და სანებართვო მოწმობა  1. ნებართვა გაიცემა ერთჯერადად,  15 (თხუთმეტი) წლის ვადით და ძალაშია ნებართვის ვადის გასვლამდე ან მის გაუქმებამდე. 2.   ნებართვა გაიცემა კონკურსის გამარჯვებულზე, ნებართვის გამცემის მიერ საკონკურსო პირობების შესრულების თაობაზე  გამოცემული  აქტის საფუძველზე. ნებართვის მფლობელს მიეცემა სანებართვო მოწმობა (დანართი N3.2). 3.   ნებართვის მფლობელსა და თვითმმართველი ქალაქი - რუსთავის მერიას შორის ფორმდება ხელშეკრულება კონკურსით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე 14 სამუშაო დღის განმავლობაში. ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ ნებართვის მფლობელს გადაეცემა სანებართვო მოწმობა და იგი უფლებამოსილია განახორციელოს მომსახურება; 4.   ნებართვის მფლობელის ლიკვიდაციის, ნებართვით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტის ან/და ნებართვის გაუქმებისას, ლოტზე ახალი კონკურსით გამოვლენილი გამარჯვებულისთვის ნებართვის მინიჭებამდე ვადაში თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის მერია უფლებამოსილია ნებართვა მიანიჭოს თავის მიერ შერჩეულ გადამზიდველს თავის მიერვე დადგენილი პირობებით. 5.   სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანებისას ნებართვის მფლობელმა წერილობით უნდა მიმართოს ნებართვის გამცემს მოწმობის დუბლიკატის გაცემის თაობაზე. იქამდე კი იგი უფლებამოსილია განახორციელოს სანებართვო საქმიანობა შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე. 6.   მოწმობის დუბლიკატი უნდა გაიცეს განცხადების მიღებიდან ორი დღის ვადაში, ხოლო უწყებრივ სანებართვო რეესტრში გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი ამის თაობაზე. დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მის დედანს. 7. დუბლიკატის მიმღები პირი ვალდებულია წერილობით განცხადებასთან ერთად ნებართვის გამცემს წარუდგინოს მოწმობის დუბლიკატის ფასის გადახდის ქვითარი. 8. ნებართვის მოწმობის დუბლიკატის გაცემის ფასი შეადგენს 20 ლარს. მუხლი 16🔗. ნებართვის გაცემის ფასის გაანგარიშების, გადახდის წესი და ვადები 1.  თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის საკრებულოს მიერ დადგენილი ნებართვის გაცემის ფასი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოძრავი ავტობუსებისათვის შეადგენს 30(ოცდაათი) ლარს, ხოლო რუსთავ-თბილისის მარშრუტზე მოძრავი  ავტობუსებისთვის – 50(ორმოცდაათი) ლარს. 2.  ნებართვის გაცემის ფასი გამოიანგარიშება ყოველთვიურად მთლიანი ლოტისთვის განსაზღვრული მარშრუტებისთვის დადგენილი ყოველდღიურად მომუშავე ავტობუსების მაქსიმალური რაოდენობის გადამრავლებით ნებართვის გაცემის ფასის განაკვეთზე. 3. ნებართვის გაცემის ფასი გადაიხდევინება ყოველთვიურად, მიმდინარე თვის 10 რიცხვამდე. 4.  მარშრუტებზე დადგენილი ავტობუსების რაოდენობის შემცირების შემთხვევაში შემცირებული ფასი იხდება ცვლილების განხორციელების მომდევნო კალენდარული თვიდან. 5. მარშრუტებზე დადგენილი ავტობუსების რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში ახალი ფასი გადაიხდევინება ცვლილების განხორციელების თვეზეც სრულად, მიუხედავად ცვლილების კონკრეტული დღისა. ამასთან, სხვაობა ძველსა და ახალ ფასებს შორის გადაიხდება მომდევნო თვეში. 6. ნებართვის გაცემის ფასის დადგენილ ვადებში გადაუხდელობის შემთხვევაში ნებართვის მფლობელს დაეკისრება პირსაგამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადაუხდელი თანხის 0,1%–ის ოდენობით. 7.პირსაგამტეხლო გადაიხდება საბანკო დაწესებულებაში და მთლიანად ჩაირიცხება ნებართვის გამცემის მიერ მითითებულ ანგარიშზე (თვითმმართველი ქალაქი - რუსთავის ბიუჯეტი). საბანკო მომსახურების ხარჯებს იხდის ნებართვის მფლობელი. 8.  ნებართვის ფასი იხდება სრულად, იმის მიუხედავად საანგარიშო თვის განმავლობაში ფაქტობრივად განახორციელა თუ არა მომსახურება ნებართვის მფლობელმა. მუხლი 17🔗. ნებართვის ფასის შეცვლა. კონტროლი 1.ნებართვის გაცემის ფასი არ შეიძლება გაიზარდოს ან შმცირდეს ნებართვის ამოქმედებიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში. 2. ნებართვის ფასთან დაკავშირებული სადავო საკითხები შესაძლებელია განხილულ იქნას სასამართლო წარმოების წესით. 3. სასამართლოში სარჩელის შეტანა არ ათავისუფლებს ნებართვის მფლობელს ნებართვის ფასის გადახდის მოვალეობისაგან. მუხლი 18🔗. პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევისთვის. ნებართვის გაუქმება 1. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს ნებართვის გამცემი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. იგი უფლებამოსილია კალენდარული წლის ნებისმიერ დროს შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება. 2. ნებართვის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით. ნებართვის გამცემი განსაზღვრავს გონივრულ ვადას სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის და დაადგენს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისათვის. 3.თუ გონივრულ ვადაშიც არ განხორციელდა სანებართვო პირობების შესრულება, ნებართვის გამცემი ღებულობს გადაწყვეტილებას ნებართვის გაუქმების შესახებ. სანებართვო პირობების შეუსრულებლობის გამო,ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობის საკითხები შესაძლებელია დაზუსტდეს ხელშეკრულებაში. ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებაში ნებართვის გამცემმა უნდა დაასაბუთოს ამ ფორმის გამოყენების აუცილებლობა. 4.  ნებართვა შეიძლება ვადის გასვლამდე გაუქმდეს: ა)  ნებართვის მფლობელის მოთხოვნით; ბ)  ნებართვის მფლობელის გარდაცვალების (ლიკვიდაციის), დადგენილი წესით პირის გარდაცვლილად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან ქმედუუნაროდ მისი ცნობის შემთხვევაში (გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისისა); გ)   ნებართვის მფლობელის მიერ  ქ. რუსთავის თვითმმართველობასთან გაფორმებული ხელშეკრულების ან/და სანებართვო ორი ან მეტი პირობის ერთდროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში; დ)  საქმიანობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას; ე)   ნებართვის სხვა პირზე გადაცემის შემთხვევაში; ვ) სპეციალური მმართველის საქმიანობის უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში. 5.  ნებართვის გადაცემა სხვა პირზე შესაძლებელია მხოლოდ ნებართვის გამცემთან წინასწარი შეთანხმებით, მის მიერ დადგენილი დამატებითი პირობებით ან უამისოდ. 6.  ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში   ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. 7.  ნებართვის გაუქმება ფორმდება მისი გამცემის მიერ და ეცნობება ნებართვის მფლობელს  8. ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან სამი დღის ვადაში სანებართვო მოწმობა ნებართვის გამცემს უბრუნდება უკან. დადგენილ ვადაში მოწმობის ჩაუბარებლობის გამო მისი მფლობელი პასუხს აგებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ნებართვის გაუქმების მიუხედავად აგრძელებს უნებართვო საქმიანობას. მუხლი 19🔗. უწყებრივი სანებართვო რეესტრი 1. უწყებრივ სანებართვო რეესტრს აწარმოებს ნებართვის გამცემი. 2. მონაცემები ნებართვის გაცემის, ნებართვაში ცვლილების შეტანის, მისი გაუქმების ან/და დუბლიკატის გაცემის შესახებ ნებართვის გამცემს რეესტრში შეაქვს გადაწყვეტილების მიღებიდან 2 (ორი) დღის ვადაში. 3. რეესტრში ასევე შეიტანება: ა) მონაცემები ნებართვის მფლობელის შესახებ, ფიზიკური პირისთვის: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის მონაცემები; ინდივიდუალური მეწარმისთვის, იურიდიული პირისთვის მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე; ბ) მონაცემები ნებართვის მფლობელის საფირმო სახელწოდების, ორგანიზაციულ–სამართლებრივი ფორმის (შეცვლის, რეორგანიზაციის), ადგილსამყოფელის შესახებ; გ) სანებართვო მოწმობის ნომერი, გაცემის თარიღი, ნებართვის სახეობა, ლიცენზიის ან საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გაცემული ნებართვის გამცემის იურიდიული მისამართი და გადაწყვეტილებაზე ხელმომწერი თანამდებობის პირის ვინაობა. 4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ნორმების შესაბამისად, ყველას აქვს უფლება გაეცნოს სანებართვო რეესტრის მონაცემებს და მიიღოს ნებართვებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია. დანართი №2 თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2  და M3  კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივ საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანებზე ნებართვის მაძიებელთა შეფასების კრიტერიუმები და ნებართვის მაძიებლისთვის ქულების მინიჭების წესი გამარჯვებულის გამოვლენა ხდება ნებართვის მაძიებლების  მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასებით, შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ა)   ავტობუსის ტექნიკური მონაცემები; ბ)  საკუთრებაში ან სარგებლობაში   იჯარით/ლიზინგით ან სარგებლობის სხვა   ფორმით აღებული ავტობუსების რაოდენობა; გ)  სამგზავრო გადაყვანების მომსახურების მენეჯმენტი; დ) მგზავრობის ფასი. 2.   საერთო   შეფასებაში   თითოეულ   კრიტერიუმს   აქვს   თავისი   ქულა   და   ამ კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტი. 3.  გამარჯვებულად  ითვლება  ის  ნებართვის  მაძიებელი,  რომელიც  შეფასების შედეგად მიიღებს ყველაზე მაღალ საბოლოო ქულათა ჯამს. 4. საბოლოო ქულათა ჯამი იანგარიშება ფორმულით: S = 0.45C + 0.15L  + 0.15N + 0,25T სადაც: C    –  არის ავტობუსების ტექნიკური მონაცემების შეფასების ქულა, ხოლო 0.45 - ამ ქულის პრიორიტეტულობის კოეფიციენტი; L  –  არის საკუთრებაში/სარგებლობაში მყოფი  ავტობუსების რაოდენობის შეფასების ქულა, ხოლო 0.15 ამ ქულის პრიორიტეტულობის კოეფიციენტი; N   –   არის მომსახურების მენეჯმენტის შეფასების ქულა, ხოლო 0.15 ამ ქულის პრიორიტეტულობის კოეფიციენტი; T     -  არის  ნებართვის  მაძიებლის  მიერ  შემოთავაზებული  მგზავრობის  ფასის შეფასების ქულა, ხოლო 0,25 ამ ქულის პრიორიტეტულობის მაჩვენებელი. 5.   ავტობუსების    ტექნიკური     მონაცემების     შეფასების     ქულა     იანგარიშება შემდეგნაირად: Y1 + Y2  + Y3  + . . . + Yn C = ––––––––––––––––––––––––––––– n სადაც: Y1  , .... ,Yn  – არის ნებართვის მაძიებლის თითოეული შესაფასებელი ავტობუსის გამოშვების წლის, EURO სტანდარტთან შესაბამისობის, ტექნიკურ– საექსპლუატაციო თვისებების და სხვა მაჩვენებლების შეფასებისას მიღებული საშუალო ქულა. n – არის თითოეული ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი და კომისიის მიერ  შეფასებული  ავტობუსების  ლოტზე  ბოლო  კონკურსით  განსაზღვრული რაოდენობა. თითოეული ავტობუსისათვის: Yn = (Ayear  +Aeuro  +Atecn  )/3 სადაც: Ayear   – არის თითოეული ავტობუსის წლოვანების  შეფასების ქულა; Aeuro    – თითოეული ავტობუსის EURO სტანდარტთან შესაბამისობის ქულა;      Atecn  – თითოეული ავტობუსის ტექნიკურ-საექსპლუატაციო თვისებების და სხვა მაჩვენებლების შეფასების ქულა. 6.   თითეული   ავტობუსის   წლოვანების   შეფასება   ხდება   შემდეგი   ქულების მიხედვით: ა) 2 წლის და ნაკლები        –    50 ქულა; ბ) 2-დან 3 წლამდე              –    45 ქულა; გ) 3-დან 5 წლამდე              –    40 ქულა; დ) 5 -დან 8  წლამდე           _    35 ქულა; ე) 8 -დან 11  წლამდე          _      30 ქულა. ვ) 11 -დან 15  წლამდე               – 20 ქულა. ზ) 15 წელზე მეტი                      – 0 ქულა 7. თითეული ავტობუსის EURO სტანდარტთან შესაბამისობა ფასდება შემდეგი ქულებით: ა) შეესაბამება: EURO – 5 სტანდარტს – 50 ქულა; EURO – 4 სტანდარტს – 48 ქულა; EURO – 3 სტანდარტს – 43 ქულა; EURO – 2 სტანდარტს – 35 ქულა; EURO – 1 სტანდარტს – 30 ქულა; ბ) არ შეესაბამება EURO სტანდარტს – 0 ქულა. 8.   თითეული   ავტობუსის   ტექნიკურ-საექსპლუატაციო   თვისებები   და   სხვა მაჩვენებლები  ფასდება  ავტობუსის  კლასის,  მისი  ძირითადი  კონსტრუქციული ელემენტების ზომების,  დასაჯდომი ადგილების რაოდენობის, უსაფრთხოების და გამოყენების მოხერხებულობის მაჩვენებელი პარამეტრების სიდიდეების შესაბამისობით გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის 36 და 52 წესებთან და ამ წესების საფუძველზე საქართველოში მოქმედ საკანონმდებლო აქტებთან – ტენიკურ რეგლამენტებთან, შემდეგი ქულებით: ა)  ავტობუსის  ტექნიკურ-საექსპლუატაციო  თვისებები  და  კლასი,  მისი ძირითადი კონსტრუქციული ელემენტების ზომები, დასაჯდომი ადგილების რაოდენობის, უსაფრთხოების და გამოყენების მოხერხებულობის მაჩვენებელი პარამეტრების სიდიდეები შეესაბამება გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის 36 და 52 წესების საფუძველზე საქართველოში მოქმედ ტენიკურ რეგლამენტებში მოცემული  ავტობუსების კლასს და ტექნიკურ ნორმებს – 50 ქულა; ბ)  ავტობუსის  ტექნიკურ–საექსპლუატაციო  თვისებები  და  კლასი,  მისი ძირითადი კონსტრუქციული ელემენტების ზომები, დასაჯდომი ადგილების რაოდენობის, უსაფრთხოების და გამოყენების მოხერხებულობის მაჩვენებელი პარამეტრების  სიდიდეები  ნაწილობრივ  შეესაბამება  გაეროს  ევროპის ეკონომიკური კომისიის 36 და 52 წესების საფუძველზე საქართველოში მოქმედ ტენიკურ რეგლამენტებში მოცემული ავტობუსების კლასს და ტექნიკურ ნორმებს – 35 ქულა; გ)   არ   შეესაბამება   სტანდარტებს   და   ტექნიკურ   რეგლამენტებში   მოცემულ ნორმებს – 0 ქულა. 9. საკუთრებაში ან იჯარით/ლიზინგით ან  სარგებლობაში სხვა ფორმით მყოფი  ავტობუსების რაოდენობის შეფასების ქულა გაიანგარიშება შემდეგნაირად: L = 0,7 R1     + 0,3  R2, სადაც: R1  – არის ნებართვის მაძიებლის საკუთრებაში არსებული ავტობუსების რაოდენობა,      ხოლო-ციფრი 0,7 ამ მაჩვენებლის პრიორიტეტულობის კოეფიციენტია; R2  – არის ნებართვის მაძიებლის იჯარით/ლიზინგით ან სარგებლობის სხვა ფორმით პირდაპირ მფლობელობაში მყოფი ავტობუსების რაოდენობა, ხოლო ციფრი - 0,3 ამ მაჩვენებლის პრიორიტეტულობის კოეფიციენტია; 10. მგზავრთა გადაყვანის მომსახურების მენეჯმენტის შეფასების ქულა განისაზღვრება შემდეგნაირად: ა)მომსახურების  მენეჯმენტს  განახორციელებს  თანამედროვე, მაინფორმირებელი საკომუნიკაციო ელექტრონული მოწყობილობებით და კომპიუტერული ტექნიკით - Htech ; ბ) ნებართვის მაძიებლის ადმინისტრაციის მაღალკვალიფიციური  სპეციალისტებით  დაკომპლექტება - Xkv ; გ) ლოჯისტიკური ბაზის გამოყენება Ylog  დ) სამგზავრო გადაყვანების სფეროში ნებართვის მაძიებლის საქმიანობის გამოცდილება -  ZE ა) თუ ნებართვის მაძიებელი მენეჯმენტს განახორციელებს თანამედროვე საკომუნიკაციო–ელექტრონული  მოწყობილობებით  და  კომპიუტერული ტექნიკით – Htech   -  50 ქულა თუ ნებართვის მაძიებელი მენეჯმენტს განახორციელებს კომპიუტერული ტექნიკით   თანამედროვე საკომუნიკაციო–ელექტრონული მოწყობილობების გარეშე    – Htech 30 ქულა; თუ ნებართვის მაძიებელი მენეჯმენტს განახორციელებს კომპიუტერული ტექნიკისა და თანამედროვე საკომუნიკაციო–ელექტრონული მოწყობილობების გარეშე    – Htech 0 ქულა; ბ) მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომლექტებული მენეჯმენტში იგულისხმება  ნებართვის  მაძიებლის  ადმინისტრაციის, ტექნიკური  და საექსპლუატაციო სამსახურების ხელმძღვანელების კვალიფიკაციის და სამუშაო სტაჟის დამადასტურებელი საბუთები  (დიპლომი, მოწმობა, სერტიფიკატი, შრომითი სტაჟის ამონაწერი  და  სხვ.)    კრიტერიუმი ფასდება შემდეგნაირად: 1) სრულადაა დაკომპლექტებული შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტებით და გააჩნია პროფესიით მუშაობის დროითი გამოცდილება – Xkv - 50 ქულა; 2) ნაწილობრივ არის დაკომპლექტებული შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტებით და გააჩნია პროფესიით მუშაობის დროითი გამოცდილება – Xkv -40 ქულა; 3) არ არის დაკომპლექტებული შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტებით და არ გააჩნია პროფესიით მუშაობის დროითი გამოცდილება – Xkv -  0 ქულა; გ) ლოჯისტიკაში იგულისხმება ნებართვის მაძიებლის მიერ მატერიალური რესურსისა და ინფორმაციის აღრიცხვა, მართვა და კონტროლი. კრიტერიუმი ფასდება შემდეგნაირად: ა)  სრულად ახორციელებს ლოჯისტიკას    –   Ylog =50 ქულა; ბ) ნაწილობრივ ახორციელებს ლოჯისტიკას  – Ylog =30 ქულა; გ) არ  ახორციელებს ლოჯისტიკას     – Ylog = 0 ქულა; ნებართვის    მაძიებლის    გამოცდილებაში   იგულისხმება    ნებართვის    მაძიებლის დროითი გამოცდილება სამგზავრო გადაყვანების სფეროში. კრიტერიუმი ფასდება შემდეგნაირად: 1)  3 წლის და მეტი გამოცდილება – ZE  =50 ქულა; 2)  1–დან 3 წლამდე გამოცდილება – ZE  =30 ქულა; 3)  0–დან 1 წლამდე გამოცდილება –  ZE  =15 ქულა; 4)  0 წლის გამოცდილება –  ZE  =0 ქულა. საბოლოოდ მგზავრთა გადაყვანის მომსახურების   მენეჯმენტის შეფასების ქულა გამოითვლება შემდეგი ფორმულით: N =     0,25Htech  + 0, 25 Xkv +  0,25Ylog +  0,25ZE 4 სადაც: Htech  _    არის თანამედროვე ტექნოლოგიებით მენეჯმენტის განხორციელების ქულა; Xkv         -    არის    ნებართვის     მაძიებლის    ადმინისტრაციისა    და    მძღოლების კვალიფიკაციის ქულა; Ylog        –  არის ნებართვის  მაძიებლის  მიერ  ლოჯისტიკური  ბაზის  გამოყენების ქულა; ZE  -  არის ნებართვის მაძიებლის გამოცდილების ქულა. 11. ნებართვის მაძიებლის მიერ ლოტზე შემოთავაზებული მგზავრობის ფასის კრიტერიუმი  „T“  ფასდება მგზავრობის ღირებულების საბაზრო პირობებით განსაზღვრული ფასის შენარჩუნების მიხედვით. მგზავრობის  ფასის  შეფასების  ქულა განისაზღვრება შემდეგნაირად: 1.    ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი თანხმობა  განსაზღვრულ ლოტზე კონკურსის გამოცხადების პერიოდისათვის მგზავრთა გადაყვანის ფასის შენარჩუნების და მისი დასაბუთებული ცვლილების  ნებართვის გამცემთან  შეთანხმების შესახებ  – T=  50 ქულა; 2. პირველი პუნქტის პირობების შეუსრულებლობისას  - T=0 ქულა; შენიშვნა: შემოთავაზებული ფასი შეიცვლება მხოლოდ ფასზე მოქმედი ფაქტორების მნიშვნელოვანი ცვლილების შემთხვევაში ნებართვის  გამცემთან შეთანხმებით. 12. თუ ორი ან მეტი ნებართვის მაძიებელი შეფასების შედეგად მიიღებს თანაბარ საბოლოო ქულათა ჯამს, უპირატესობა მიენიჭება და გამარჯვებულად გამოვლინდება ის ნებართვის მაძიებელი, რომელსაც სამგზავრო გადაზიდვებში მუშაობის მეტი გამოცდილება (ხანდაზმულობა) გააჩნია. თუკი ამ პირობას თანაბრად აკმაყოფილებს ნებართვის ორი ან მეტი მაძიებელი, მაშინ უპირატესობა მიენიჭება ნებართვის იმ მაძიებელს, რომელთანაც მეტი კვალიფიკაციის, გამოცდილების (პროფესიული უნარ-ჩვევების) მქონე მძღოლები არიან დასაქმებულნი. 13. კონკურსში გამარჯვებულად არ გამოვლინდება ის ნებართვის მაძიებელი, რომლის მიერ შესაფასებლად წარმოდგენილი ავტობუსების გამოშვების წლის, EURO სტანდარტთან შესაბამისობის და თითეული ავტობუსის ტექნიკურ– საექსპლუატაციო თვისებების და სხვა მაჩვენებლების შეფასებისას მიღებული საშუალო ქულა (Yn ) არის 15 ან 15-ზე ნაკლები. 14.  დაუშვებელია  მომსახურების  გასაწევად  საკონკურსო  განაცხადით ავტობუსის შემოთავაზება, თუ: ა) ავტობუსი არ აკმაყოფილებს „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 45​1 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს; ბ) სალონში ჰაერის ვენტილაცია ან გათბობა არ ხორციელდება; გ)  გადაკეთებულია  მგზავრთა  გადასაყვან  ავტოსატრანსპორტო  საშუალებად ან/და კუსტარულად აქვს დამატებული სავარძლები მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების საქართველოს ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დარღვევით. 15. ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ ფასდება და ნებართვის მაძიებელი არ შეიძლება გამოცხადდეს გამარჯვებულად, თუ: ა)    წარმოდგენილი   საკონკურსო    განცხადება   არ    შეესაბამება    სანებართვო პირობებს; ბ) ნებართვის მაძიებელს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამორთმეული აქვს შესაბამის სანებართვო სფეროში საქმიანობის უფლება.                            დანართი №3.1 თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო მოწმობის შევსების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი მუხლი 1🔗. სანებართვო მოწმობა 1. სანებართვო მოწმობის ფორმები მზადდება თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის შეკვეთით „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონით (მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი) დადგენილი წესის შესაბამისად. 2.მოწმობის ფორმების შეკვეთა წარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის (მე-5 და მე-7 მუხლები) შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით. 3.დამზადებული სანებართვო მოწმობების გამოტანის უფლება პოლიგრაფიული საწარმოდან აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადო მინდობილობა. 4.სანებართვო მოწმობის შესაბამისი ფორმა (ერთი ეგზემპლარი) შევსებული სახით ნებართვის მფლობელს ნებართვის გამცემის მიერ გადაეცემა მოქმედი საკანონმდებლო აქტებით და წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების შემდგომ, ხოლო სანებართვო მოწმობის მეორე ეგზემპლარი ინახება თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში. მუხლი 2🔗. მოწმობის შევსების წესი 1.   სანებართვო მოწმობა ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი საწერი კალმით. 2.   მოწმობაში აღინიშნება: ა)   ნებართვის სახე (სახეობა); ბ)   ნომერი ლოტის მომსახურებაზე; გ)   ნებართვის მოქმედების ვადა; დ) ნებართვის გაცემის თარიღი; ე)   ნებართვის მფლობელის სახელი და გვარი; ვ)   ბეჭდის ადგილზე დასმული ბეჭედი უნდა იყოს მკაფიო და კითხვადი. 3.   სანებართვო მოწმობას ხელს აწერს თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის მერი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. ბეჭდის ანაბეჭდი და ხელმოწერა ნაწილობრივი ზედდებით უნდა გაფორმდეს. მუხლი 3🔗. მოწმობის წარმოება, შენახვა, აღრიცხვა–ანგარიშგება 1.სანებართვო მოწმობების წარმოება ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესის შესაბამისად. 2. სანებართვო მოწმობების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით დადგენილი წესით. სანებართვო მოწმობების ფორმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში. 3.სათავსო, სადაც ინახება სანებართვო მოწმობის ფორმები,  ხელშეუხებელი უნდა იყოს გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან. 4.სანებართვო მოწმობის ფორმების გაცემას და შენახვას უზრუნველყოფს და პასუხისმგებელია ამ საქმიანობაზე უფლებამოსილი სათანადო სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოხელე ან მოხელეები. 5.სანებართვო მოწმობის ფორმების გაცემა აღირიცხება ზონარგაყრილ ბეჭედდასმულ, დანომრილ და მერიის მიერ უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დადასტურებულ სპეციალურ ჟურნალში (დანართი №3.3) 6. სანებართვო მოწმობა მისი გაცემიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, აღირიცხება ჟურნალში. თუ მეორე დღე უქმე ან დასვენების დღეს დაემთხვა, მაშინ აღრიცხვა მოხდება მომდევნო სამუშაო დღეს. 7. ჟურნალში ჩანაწერები კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. 8. დაუშვებელია ჟურნალში ჩანაწერის ჩასწორება, გადაფხეკა ან კორექტორის გამოყენება. აუცილებლობისას, უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით იმგვარად, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ახალი ჩანაწერი კეთდება ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა“ კეთდება ჟურნალის წარმოებაზე პასუხისმგებელი საჯარო მოხელის შესაბამისი ჩანაწერი (მაგალითად: „შესწორებულია მე-2 და მე-4 გრაფები. სახელი, გვარი და ხელმოწერა). 9. ჟურნალი ინახება თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში და დადგენილი ვადის შემდგომ გადაეცემა არქივს. შენახვის პირობებმა უნდა უზრუნველყონ ჟურნალის დაცულობა. 10. ჟურნალი შიდა გამოყენების დოკუმენტია და იგი არ შეიძლება გაიცეს მესამე პირზე გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მუხლი 4🔗. სანებართვო მოწმობის დაკარგვა ან დაზიანება 1. სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, ნებართვის მფლობელი წერილობითი განცხადებით მიმართავს ნებართვის გამცემს სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის თხოვნით. 2 .განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში უნდა გაიცეს დუბლიკატი და გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი უწყებრივ სანებართვო რეესტრში. 3. დუბლიკატს დაესმება შტამპი აღნიშვნით – „დუბლიკატი“. დუბლიკატს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მის დედანს. მუხლი 5🔗. ჩამოწერა 1.  გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ჩამოწერა შესაძლებელია: ა)  შევსებისას დაშვებული შეცდომის გამო; ბ)  სანებართვო მოწმობის დაზიანების გამო; გ)  მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 2. უვარგისი სანებართვო მოწმობის ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის მიხედვით, რომლის ფორმა დადგენილია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონით. 3. უვარგისი მოწმობების უტილიზაცია ხორციელდება ამავე კანონით და დანართი №3.2 თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო მოწმობის ფორმები სანებართვო მოწმობის ნიმუში M2კატეგორიის ავტობუსისთვის              მოწმობის გარეთა მხარე                                                     მოწმობის შიდა მხარე პოლიგრაფიული საწარმოს რეკვიზიტები სანებართვო მოწმობა  M2 კატეგორია     ქალაქი რუსთავი სანებართვო მოწმობა სახეობა M2 კატეგორიის ავტობუსი ლოტის მომსახ. № ________ ნებართვის მოქმედების ვადა ________________________ ნებართვის გაცემის თარიღი _____________ ნებართვის მფლობელის სახელი და გვარი ____________________ ნებართვა გაცემულია ___________________________ მიერ. ბ.ა.       ________________  ხელმოწერა სანებართვო მოწმობის ნიმუში M3 კატეგორიის ავტობუსისთვის:              მოწმობის გარეთა მხარე                                                     მოწმობის შიდა მხარე პოლიგრაფიული საწარმოს რეკვიზიტები სანებართვო მოწმობა  M3 კატეგორია     ქალაქი რუსთავი სანებართვო მოწმობა სახეობა M3კატეგორიის ავტობუსი ლოტის მომსახ. № ________ ნებართვის მოქმედების ვადა ________________________ ნებართვის გაცემის თარიღი _____________ ნებართვის მფლობელის სახელი და გვარი ____________________ ნებართვა გაცემულია ___________________________ მიერ. ბ.ა.       ________________  ხელმოწერა                                                                                 დანართი № 3.3 თვითმმართველი ქალაქის რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) ფორმა № სანებართვო მოწმობის სახეობა სანებართვო მოწმობის გაცემის თარიღი სანებართვო მოწმობის გამცემი ორგანო (თანამდებობის პირი) ნებართვის მფლობელის დასახელება და ხელმოწერა მიღებაზე ჩანაწერი სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის შესახებ ჩანაწერი სანებართვო მოწმობის გაუქმების ან მასში ცვლილების შეტანის შესახებ სანებართვო მოწმობის რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი შენიშვნა 1 2 3 4 5 6 7 8 9