ტექნიკური რეგლამენტი - მიუსაფართა დროებითი თავშესაფრის ფუნქციონირების მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 07.02.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №131
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017750
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/02/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.02.2014 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (2)
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | პური ხორბლის |
| 2 | ხორბლის ფქვილი I ხარისხის |
| 3 | ლობიო |
| 4 | ბარდა |
| 5 | მანანის ბურღული |
| 6 | წიწიბურა |
| 7 | შვრიის ფანტელი "ჰერკულესი" |
| 8 | ბრინჯი |
| 9 | მაკარონი |
| 10 | ვერმიშელი |
| 11 | საქონლის ხორცი |
| 12 | ქათმის ხორცი |
| 13 | სოსისი |
| 14 | თევზის ფილე |
| 15 | რძე შესქელებული |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ტექნიკური რეგლამენტი - მიუსაფართა დროებითი თავშესაფრის ფუნქციონირების მინიმალური
სტანდარტების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №131
2014 წლის 7 თებერვალი
ქ. თბილისი
ტექნიკური რეგლამენტი - მიუსაფართა დროებითი
თავშესაფრის ფუნქციონირების მინიმალური
სტანდარტების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის, ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და 43-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებისა და 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს:
1. „მიუსაფართა დროებითი თავშესაფრის მოწყობის მინიმალური სტანდარტები“ (დანართი 1).
2. „კვების ორგანიზების ნორმები“ (დანართი 2).
3. „დროებითი თავშესაფრის შინაგანაწესი, პერსონალის ფუნქცია-მოვალეობები და მიუსაფარი პირების ვალდებულებები“ (დანართი 3).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
დანართი 1
მიუსაფართა დროებითი თავშესაფრის მოწყობის მინიმალური სტანდარტები
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე სტანდარტები ადგენს მინიმალურ მოთხოვნებს მიუსაფართა დროებითი თავშესაფრის მოწყობისა და ექსპლუატაციისადმი.
2. დროებითი თავშესაფრის სანიტარიული რეჟიმი, შიდა გარემო და საყოფაცხოვრებო პირობები უნდა უზრუნველყოფდეს მასში მცხოვრები პირების დაცვას, მათი ჯანმრთელობის შენარჩუნებას, გადამდები და არაგადამდები დაავადებების პროფილაქტიკას.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები
1. დროებითი თავშესაფარი – დროებითი განთავსების ადგილი, სადაც მიუსაფარი პირი უზრუნველყოფილია დროებითი საცხოვრებლით, საკვებით, სეზონის შესაფერისი ტანსაცმლითა და პირადი ჰიგიენის საშუალებებით.
2. მიუსაფარი – პირი, რომელიც ცხოვრობს ღია ცის ქვეშ, არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ლეგალური შემოსავალი და მის სახელზე არ არის რეგისტრირებული უძრავი ქონება, ან პირი, რომელიც, მოცემულ მომენტში, იმყოფება ქუჩაში და მისი სიცოცხლე არის რისკის ქვეშ.
3. თავშესაფრის სერვისის მიმწოდებელი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფს სერვისის მიწოდებას.
მუხლი 3🔗. მოთხოვნები ტერიტორიისა და დროებითი თავშესაფრისადმი
1. დროებითი თავშესაფარი არ უნდა იყოს განთავსებული ქალაქის/მუნიციპალიტეტის ცენტრალურ უბნებში, საცხოვრებელ კვარტალთან, საჯარო სკოლასთან და საზოგადოებრივი ან საწარმოო დანიშნულების სხვა ობიექტებთან 0,5 კმ-ზე უფრო ახლოს.
2. დროებითი თავშესაფარი არ უნდა იყოს 2 კმ-ზე უფრო შორს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებიდან და სამედიცინო დაწესებულებიდან.
3. დროებითი თავშესაფარი უზრუნველყოფილ უნდა იყოს წყალმომარაგებით, კანალიზაციით და ელექტროენერგიით.
4. დროებითი თავშესაფრის გარე პერიმეტრი უნდა იყოს სათანადოდ დაცული შემოსაზღვრული ღობით და კონტროლდებოდეს შესვლა-გამოსვლა.
5. საწოლების ერთ იარუსად განლაგების შემთხვევაში ერთ პირზე მინიმალური ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 4 კვ.მ, ორ იარუსად განლაგების შემთხვევაში, - არანაკლებ 6 კვ.მ., ხოლო საწოლებს შორის მანძილი არ უნდა იყოს 1 მ-ზე ნაკლები.
6. დროებით თავშესაფარში ცალ-ცალკე უნდა იყოს განთავსებული მამაკაცების, ქალების და ბავშვიანი ოჯახების სექციები.
7. დროებით თავშესაფარში უნდა იყოს საძინებელი, სათავსო, მიმღები პუნქტი, სანიტარიული კვანძი, სამრეცხაო, კვების ბლოკი, კრიზისული ბლოკი და სამედიცინო ბლოკი (კარანტინით).
8. საძინებლი - განკუთვნილი უნდა იყოს არაუმეტეს 20 პირისათვის, აღჭურვილი უნდა იყოს 20 საწოლითა და 20 სკამით.
9. სანიტარიულ კვანძში 20 პირზე განსაზღვრული უნდა იყოს 1 უნიტაზი, 1 ნიჟარა, 1 საშხაპე.
10. სამრეცხაოს უნდა გააჩნდეს რეცხვისა და გაშრობისთვის სათანადო აღჭურვილობა.
11. სამედიცინო ბლოკის კარანტინი და კრიზისული ბლოკი გათვალისწინებულ უნდა იქნეს თითოეული არაუმეტეს 12 პირზე.
12. მიმღები პუნქტი განთავსებული უნდა იყოს დაცვის პოსტთან ახლოს, ან მასთან ერთად.
13. კრიზისული ბლოკი განკუთვნილია იმ პირთათვის, რომლებიც იმყოფებიან ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში და/ან თავისი ქმედებით საფრთხეს უქმნიან თავის ან სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, არღვევენ შინაგანაწესს. კრიზისულ ბლოკში განთავსების/გაყვანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მამასახლისი.
14. სამედიცინო ბლოკის კარანტინი განკუთვნილია იმ პირთათვის, რომელთაც გააჩნიათ ან არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ისინი დაავადებულნი არიან გადამდები დაავადებით.
მუხლი 4🔗. კვების ბლოკი
1. საკვების ადგილზე დამზადების შემთხვევაში, კვების ბლოკი უნდა შედგებოდეს ორი ნაწილისაგან: სამზარეულო (არანაკლებ 8-10 მ2 ფართობით) და სასადილო დარბაზი (თითოეულ ადგილზე 1,2 მ2 ფართობის გადაანგარიშებით), ხოლო მზა საკვების მიტანის შემთხვევაში, მხოლოდ სასადილო ბლოკისაგან, რომელიც გათვლილი იქნება ერთდროულად 100 ადამიანის მომსახურებაზე.
2. სამზარეულოს არსებობის შემთხვევაში, მისი ნაწილი ასევე უნდა მოიცავდეს ფართს ჭურჭლის გასარეცხად.
3. სამზარეულოს ტექნიკური აღჭურვა, ინვენტარი, ჭურჭელი უნდა უზრუნველყოფდეს დროებით თავშესაფარში მყოფთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებას.
4. კვების ბლოკში უნდა იყოს დაცული სისუფთავე. სამზარეულო ექვემდებარება დალაგებას სველი წესით, სარეცხი და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენებით ყოველდღიურად და საჭიროებისამებრ.
5. ყოველთვიურად უნდა ჩატარდეს საფუძვლიანი დასუფთავება და დეზინფექცია, აუცილებლობის შემთხვევაში – დეზინსექცია და დერატიზაცია დადგენილი წესით.
6. კვების ბლოკი უზრუნველყოფილი უნდა იყოს სათანადო რაოდენობის მაგიდებით, სკამებით და ჭურჭლით.
7. კვების ბლოკში გამოკრული უნდა იყოს იმ დღის მენიუ.
8. გადამდები დაავადებებისა და მასიური კვებითი მოწამვლების თავიდან ასაცილებლად, დაუშვებელია კუსტარულ პირობებში დამზადებული სურსათის შემოტანა.
მუხლი 5🔗. დღიური კვება
1. მიუსაფართა დღიური კვება უნდა იყოს მინიმუმ ორჯერადი.
2. ორჯერადი კვების მენიუ – განრიგის შედგენისას დაუშვებელია დღიურ მენიუში ჩაირთოს ერთნაირი დასახელების კერძები.
3. ენერგიაზე ორგანიზმის მოთხოვნილების განსაზღვრისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოხმარებული ენერგიის რეკომენდებული დონის სიზუსტეს. ამ შემთხვევაში გამორიცხული უნდა იქნეს დისპროპორცია საკვებით მიღებულ ენერგიასა და მის ხარჯვას შორის. დასაშვებია დღიურ რაციონში, ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების რეკომენდებული მოხმარების შესაბამისად, ენერგეტიკული მაჩვენებელი მერყეობდეს 2000 კკალ-დან 2300 კკალ-მდე ცალკეული დღეების მიხედვით.
4. დროებით თავშესაფარში კვების ორგანიზება ხორციელდება დანართი 2-ის შესაბამისად.
მუხლი 6🔗. სამედიცინო მომსახურება
1. დროებით თავშესაფარში ყველა მიუსაფარს შესვლისთანავე უტარდება პირველადი სამედიცინო დათვალიერება.
2. გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებით მიუსაფართა უზრუნველყოფის მიზნით, დროებით თავშესაფარს უნდა ჰყავდეს სათანადო კვალიფიკაციის ექთანი.
3. ექიმის მიმართვამდე სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად, დროებით თავშესაფარში უნდა ინახებოდეს (მიუსაფართათვის მიუწვდომელ ადგილას) მედიკამენტებისა და შესახვევი მასალის მინიმალური რაოდენობა, რომელთა გამოყენებას განკარგავს ექთანი.
4. დროებით თავშესაფარში შემოსულთა შორის გადამდები დაავადებების გამოვლენისას, პირველი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიების სახით, სავალდებულოა, დაავადებულთა იზოლაცია კარანტინის ბლოკში, შემდგომ კი ჰოსპიტალიზაცია სამედიცინო დაწესებულებაში, სრულ გამოჯანმრთელებამდე. ამასთან ერთად, დროებითი თავშესაფრის ტერიტორიაზე ტარდება დეზინფექცია და დაავადებულთან კონტაქტში მყოფ პირთა სამედიცინო შემოწმება დაავადების დროულად გამოვლენის მიზნით. იზოლაციურ–შემზღუდავი და ეპიდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება ხორციელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის რეკომენდაციით.
მუხლი 7🔗. უსაფრთხოება
1. დროებით თავშესაფარში მყოფმა ყველა პირმა მკაცრად უნდა დაიცვას დროებითი თავშესაფრის შინაგანაწესი (დანართი 3). შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში, შესაძლებელია, მოხდეს პირის გარიცხვა დროებითი თავშესაფრიდან.
2. დროებით თავშესაფარში, კანონმდებლობით სხვა აკრძალვებთან ერთად, აკრძალულია:
ა) იარაღის შენახვა;
ბ) ალკოჰოლური სასმელების ან/და ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის შეტანა, გარდა კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა;
გ) კამათი/ჩხუბი მომსახურე პერსონალთან ან სხვა მაცხოვრებლებთან.
მუხლი 8🔗. პერსონალი
დროებითი თავშესაფრის პერსონალი უნდა შედგებოდეს შემდეგი პირებისგან:
ა) ადმინისტრატორი;
ბ) სამედიცინო პერსონალი - ექიმი/ექთანი;
გ) ადმინისტრატორის თანაშემწე;
დ) მზარეული (სამზარეულოს არსებობის შემთხვევაში);
ე) მამასახლისი;
ვ) დამხმარე პერსონალი;
ზ) დარაჯი.
მუხლი 9🔗. დროებითი თავშესაფრის სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები
1. დროებით თავშესაფარში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე ზედამხედველობას ახორციელებს ადმინისტრატორი.
2. ადმინისტრატორი ვალდებულია, რეგულარულად შეამოწმოს:
ა) მიუსაფართათვის განკუთვნილი საკვების ხარისხი და ოდენობა, მათი მომზადების სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები;
ბ) დროებითი თავშესაფრის ტერიტორიის სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა.
3. დროებით თავშესაფარში მყოფ პირთა საცხოვრისი უნდა უზრუნველყოფდეს საბაზისო პირობებს, პირადი ჰიგიენის დაცვის, ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და ხელშეწყობის შესაძლებლობას, რაც გულისხმობს:
ა) ხარისხიანი, უსაფრთხო და საკმარისი სასმელი წყლით უზრუნველყოფას (არანაკლებ 2,5 ლიტრი ერთ პირზე დღეში);
ბ) პირადი ჰიგიენის წესების შესრულებისათვის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ცენტრალიზებულ ქსელთან მიერთებულ, შესაბამისად აღჭურვილ სანიტარიულ-ტექნიკური ინფრასტრუქტურით და ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფას;
გ) საწოლითა და ლოგინით (ლეიბი, ბალიში, პლედი) უზრუნველყოფას;
დ) ბუნებრივ და ხელოვნურ განათებას;
ე) ნარჩენების შეგროვებისა და დროული გატანის უზრუნველყოფას;
ვ) პერიოდული სადენზიფექციო სამუშაოების ორგანიზებას;
ზ) პერიოდული სამედიცინო შემოწმების, პროფილაქტიკური აცრების და სხვა ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარებას.
დანართი 2
კვების ორგანიზების ნორმები
მუხლი 1🔗. კვების ნორმები
1. დროებით თავშესაფარში კვების ორგანიზაცია უნდა შეესაბამებოდეს დაბალანსებულობისა (ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების თანაფარდობა) და კალორიულობის ნორმებს, თანდართული ცხრილის შესაბამისად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მიუსაფარ პირთა ჯანმრთელობის შენარჩუნება.
2. მიუსაფართა კვების რეჟიმი განსაზღვრავს დღის განმავლობაში კვების ჯერადობას, მათ შორის, ფიზიოლოგიური თვალსაზრისით გამართლებული შუალედების დაცვას, ასევე, თანდართული ცხრილის ნორმების მიზანმიმართულ განაწილებას დღისა და კვირის განმავლობაში და საკვების მიღებას განრიგით განსაზღვრული დროის მონაკვეთში.
3. დღიური რაციონი კალორიულობის მიხედვით უნდა იქნეს გადანაწილებული შემდეგი მოთხოვნების დაცვით:
ა) საუზმე – 35 - 40%;
ბ) სადილი – 60 – 65%.
4. მიუსაფართა დღიურ რაციონში შემავალი პროდუქტების ჩამონათვალი და ენერგეტიკული ღირებულება განსაზღვრულია თანდართული ცხრილით.
5. საუზმის მოსამზადებლად მიზანშეწონილია, ცილებითა და ცხიმებით მდიდარი პროდუქტების გამოყენება.
6. საუზმეზე შესაძლებელია, გათვალისწინებულ იქნეს კვების მინიმალური ნორმებით დადგენილი ხორცის ან თევზეულის ჩართვა კერძში გარნირთან ერთად. გარნირად შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს – მაკარონი ან მისი ნაწარმი, წიწიბურას ან ბრინჯის ფაფა, ბოსტნეულის გარნირი. საუზმეზე აუცილებელია, ასევე, ჩაის ან სხვა ცხელი სასმელის გათვალისწინება.
7. სადილი, როგორც წესი, უნდა შედგებოდეს საუზმეულისა (ცივი კერძის) და ცხელი კერძის (კვირაში არანაკლებ 4 – 5 – ჯერ – წვნიანი კერძი), ან ორი დასახელების ცხელი კერძისგან (მათგან ერთი – წვნიანი კერძი). აუცილებელია, ასევე, ჩაის ან სხვა ცხელი სასმელის გათვალისწინება.
მუხლი 2🔗. მენიუ - განრიგი, კერძები, ულუფა
1. ადმინისტრატორი ამტკიცებს 4 სახის (სეზონის შესაბამის) ყოველკვირეულ მენიუ – განრიგებს (შემდგომში – მენიუ), ნორმების ფარგლებში.
2. ულუფის დღიური განრიგის შემდგენელ პირთა შორის აუცილებელია ადმინისტრატორის და მზარეულის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მონაწილეობა.
3. მენიუ, როგორც წესი, უნდა შედგეს ერთი კვირის ვადისთვის ყოველდღიური ნორმების გათვალისწინებით, ორ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი (დედანი) ინახება დროებით თავშესაფარში, ხოლო მეორე ეგზემპლარი უნდა გამოიკრას სასადილოში, მიუსაფართა გაცნობის მიზნით.
4. მენიუს შედგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს:
ა) მიუსაფართა დადგენილი კვების რეჟიმი და სასურსათო ნორმები;
ბ) მარაგში არსებული პროდუქტების ასორტიმენტი და რაოდენობა;
გ) სეზონის თავისებურებები;
დ) დამატებითი პროდუქტების გამოყენების შესაძლებლობა.
5. მენიუს შედგენის მეთოდიკა გულისხმობს ერთი კვირის ვადისთვის კერძების სწორ შერჩევას და თითოეულ მიღებაზე მათ სწორ გადანაწილებას.
6. ერთი კვირისათვის შედგენილ მენიუში ერთი დასახელების კერძის ჩართვა დასაშვებია არა უმეტეს 2-3 ჯერ.
7. მენიუში კერძების დასახელება უნდა იქნეს შეტანილი გარკვევით, სრულად, ყოველგვარი შემოკლებების გარეშე.
8. კვების მრავალფეროვნების მისაღწევად, ცალკეულ დღეებში, შესაძლებელია, პროდუქტების შეცვლის დადგენილი ნორმების გათვალისწინებით ერთი პროდუქტის შეცვლა მეორე პროდუქტით.
9. დღიურ რაციონში პროდუქტების სწორი გადანაწილებისათვის და მენიუ-განრიგის იოლი შედგენისათვის, რეკომენდებულია, გამოყენებულ იქნეს პროდუქტების უკვე დადგენილი მუდმივი ჯამური ნაკრები, როგორც ცივი საუზმეულისათვის, ასევე, პირველი თუ მეორე თავი კერძებისათვის.
10. დაჭრილი სახით გაცემის შემთხვევაში, პურის კმაყოფაზე მყოფ პირთა ულუფაში უნდა გადანაწილდეს ასეთი სახით: საუზმეზე – 40%; სადილზე – 60 %; რეკომენდებულია, ასევე, პურის გაცემა მოხდეს მთლიანი რაოდენობით.
11. კვების მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად, რეკომენდებულია ბოსტნეულის, ბურღულეულისა და პარკოსნების ერთდროული გამოყენება (კომბინირებული კერძები).
12. კვებაში, მზა კერძების, ულუფების გამოსავლის განსაზღვრისთვის, გამოიყენება პროდუქტების სხვადასხვა ტექნოლოგიური დამუშავებისას დადგენილი საშუალო ნორმები.
ცხრილი
მიუსაფართა დღიურ რაციონში შემავალი პროდუქტების ჩამონათვალი და ენერგეტიკული ღირებულება
№
პროდუქციის დასახელება
რაოდენობა, გ
ქიმიური შემადგენლობა, გ
ბრუტო
ნეტო
ცილები
ცხიმე
ბი
ნახშირ
წყლები
ენერგეტიკული ღირებულება. კკალ
1
პური ხორბლის
500
500
39.5
5
240.5
1195
2
ხორბლის ფქვილი I ხარისხის
10
10
0.9
0.011
6.7
30
პარკოსნები
3
ლობიო
45
42
8.1
0.9
19.5
93
4
ბარდა
10
10
2
0.02
4.8
30
ბურღულეული
5
მანანის ბურღული
16
16
1.8
0.14
13
60
6
წიწიბურა
42
40
5
1.32
24.8
134
7
შვრიის ფანტელი "ჰერკულესი"
15
15
1.6
4.7
7.5
45
8
ბრინჯი
35
33.6
3.36
1.12
18.2
100.8
მაკარონის ნაწარმი
9
მაკარონი
20
20
1.83
0.16
12
65
10
ვერმიშელი
11
11
1
0.1
7
38
ხორცი და ხორცის პროდუქტები
11
საქონლის ხორცი
60
45
6.85
4.45
_
67.5
12
ქათმის ხორცი
60
43.2
9.6
10.2
-
124
13
სოსისი
22.8
22.8
2.7
5
1
50
თევზეული
14
თევზის ფილე
40
28.5
4.4
2.5
-
40
რძე და რძის პროდუქტები
15
რძე შესქელებული
17.2
17.2
1.2
1.4
1.6
24
16
მაწონი
57
57
4
4.4
4.8
30.4
17
ხაჭო
15
15
3.2
3.5
-
16.5
18
არაჟანი
50
50
5
10
110
ცხიმი
19
მცენარეული ცხიმი (ზეთები)
12
12
-
10.6
-
96
20
ცხოველური ცხიმები (კარაქი)
40
40
-
31.4
-
282.8
ბოსტნეული
21
კარტოფილი
350
260
5.5
1
40.6
208
22
კომბოსტო
60
48
0.9
-
3.6
16
23
ჭარხალი
20
18
0.3
-
1.8
6.2
24
სტაფილო
45
35
0.7
-
3.5
16
25
ხახვი
34
31.5
0.5
-
3
13.8
26
ნიორი
1
0.8
-
-
-
-
27
მწვანილი
12
11
-
-
-
-
ხილი
-
-
-
-
28
სხვადასხვა
100
86
-
-
12
48
29
ხილფაფა
5.7
5.7
-
-
4
16
30
ხმელი ხილი(ჩირი, ასკილის ნაყენი)
12
12
0.2
-
4.8
20
სხვადასხვა
31
კვერცხი
43
38
2.6
2.4
-
32
32
შაქარი
50
50
-
-
48.7
195
33
მარილი
10
10
-
-
-
-
34
ჩაი
2
2
-
-
-
-
35
კაკაო
1.5
1.5
0.3
0.2
0.4
6
36
სანელებლები
0.5
0.5
-
-
-
-
37
ტომატ-პასტა
4.5
4.5
-
-
0.8
4
სულ
113.04
100.521
484.6
3213
დანართი 3
დროებითი თავშესაფრის შინაგანაწესი, პერსონალის ფუნქცია-მოვალეობები და მიუსაფარი პირების ვალდებულებები
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
შინაგანაწესის მიზანია:
ა) დროებით თავშესაფარში მყოფი პირებისათვის ადეკვატური მომსახურების მიწოდება, წინამდებარე სტანდარტებისა და ნორმების შესაბამისად;
ბ) მომსახურების მიმწოდებლის მიერ დაკისრებული ფუნქციების სრულყოფილად განხორციელებისათვის ხელის შეწყობა;
გ) დროებითი თავშესაფრის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
დ) პერსონალის ფუნქცია-მოვალეობების განსაზღვრა;
ე) მიუსაფარ პირთა ვალდებულებების განსაზღვრა.
მუხლი 2🔗. პერსონალის ფუნქცია-მოვალეობები
1. დროებითი თავშესაფრის პერსონალის ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტით.
2. დროებითი თავშესაფრის პერსონალი ვალდებულია იყოს კეთილგანწყობილი და თავაზიანი მიუსაფარი პირებისა და კოლეგების მიმართ.
3. ადმინისტრატორი:
ა) ახდენს ბენეფიციართა მიღებას, აწარმოებს მათ გამოკითხვას, რეგისტრაციას და თავისუფალი ადგილის მიხედვით, მათ გადანაწილებას დროებით თავშესაფარში;
ბ) ვალდებულია, აკონტროლოს სისუფთავე დროებით თავშესაფარში, სასადილოში, ადგილებში, სადაც განთავსებულია სველი წერტილები, საცავებში, სადაც ინახება ტანსაცმელი, პროდუქტები, ასევე, ეზოს მთელ პერიმეტრზე;
გ) კოორდინირებას უწევს მომუშავე პერსონალის მუშაობას;
დ) ადგენს ყოველდღიურ აქტს ბენეფიციართა ზუსტი ოდენობის შესახებ, ასევე, შემოწირული პროდუქტებისა თუ ტანსაცმლის შესახებ.
4. ადმინისტრატორის თანაშემწე:
ა) ადმინისტრატორის მითითების შესაბამისად, ახდენს მიუსაფარი პირის მიყვანას დროებით თავშესაფარში და მისთვის საწოლის შერჩევას;
ბ) უხსნის მიუსაფარ პირს დროებით თავშესაფარში არსებულ წესებს, აცნობს კვების რეჟიმს (საათებს), დროებითი თავშესაფრის ტერიტორიაზე ქცევისა და უსაფრთხოების წესებს;
გ) კვების საათებში, იწვევს მიუსაფარ პირებს სასადილოში;
დ) ადგენს მიუსაფარი პირების მიერ აბანოთი სარგებლობის განრიგს, აკონტროლებს ამ პროცესს და უზრუნველყოფს ბენეფიციარებს ჰიგიენური საშუალებებით;
ე) ადმინისტრატორს სისტემატურად აწვდის ინფორმაციებს დროებით თავშესაფარში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის შესახებ, მიუსაფარ პირებს შორის არსებულ ან სხვა ნებისმიერი პრობლემის შესახებ;
ვ) აკეთებს განაცხადს სანიტარიული და ჰიგიენური საშუალებების საჭიროების შესახებ;
ზ) განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს დროებით თავშესაფარში უსაფრთხოების დაცვაზე, ხანძრის ან სხვა საშიშროებების თავიდან აცილების მიზნით.
5. სამედიცინო პერსონალი (ექიმი/ექთანი):
ა) ექიმი უზრუნველყოფს:
ა.ა) მიუსაფარ პირთა სამედიცინო მომსახურებას;
ა.ბ) მიუსაფარ პირთა გასინჯვა-კონსულტირებას, ანამნეზის შეკრებას, ანკეტის გახსნა/შევსებას, დანიშნულების მიცემას, საჭიროების შემთხვევაში, სტაციონარში გადაყვანის საკითხის გადაწყვეტას;
ა.გ) შესრულებული სამუშაოს აღრიცხვას;
ბ) ექთანი უზრუნველყოფს:
ბ.ა) პროფილაქტიკური, სამკურნალო და რეაბილიტაციური მომსახურების მიწოდებას;
ბ.ბ) ექიმის დანიშნულების შესრულებას არსებული წესის შესაბამისად;
ბ.გ) ავადმყოფთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ღონისძიებების განხორციელებას (ჩანაწერები ანკეტაში, კვირის მუშაობის გრაფიკის შემუშავება, ინფორმაციის მომზადება და წარდგენა არსებული წესის შესაბამისად);
ბ.დ) საჭიროების შემთხვევაში, ეხმარება მიუსაფარ პირს ტანსაცმლის ჩაცმაში, დაუძლურებულებს – კვებაში და დაბანაში, საფენების ჩაცმაში.
6. მამასახლისი:
ა) აწარმოებს დროებით თავშესაფარში მიუსაფარი პირების მდგომარეობის მონიტორინგს;
ბ) უზრუნველყოფს დროებით თავშესაფარში მიუსაფარ პირთა შორის წარმოქმნილი ინციდენტის ან კონფლიქტური სიტუაციის აღმოფხვრას, საჭიროების შემთხვევაში, იძახებს საპატრულო პოლიციას;
გ) პასუხს აგებს დროებით თავშესაფარში წესრიგის დაცვაზე, დღის განაწესზე და კონფლიქტების პრევენციაზე;
დ) გადამდები დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში, მიუსაფარი პირი გადაჰყავს სამედიცინო ბლოკში, ახდენს მათ იზოლირებას;
ე) მიუსაფარი პირის ალკოჰოლური სიმთვრალის აღმოჩენის შემთხვევაში, გადაჰყავს კრიზისულ ბლოკში;
ვ) განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს დროებით თავშესაფარში უსაფრთხოების დაცვაზე, ხანძრის ან სხვა საშიშროებების თავიდან აცილების მიზნით;
ზ) ახდენს დროებითი თავშესაფრის შემოწმებას აკრძალული ნივთებისა და ალკოჰოლური სასმელების აღმოჩენის მიზნით;
თ) პასუხისმგებელია დროებითი თავშესაფრის უსაფრთხოებაზე.
7. დარაჯი უზრუნველყოფს:
ა) დროებითი თავშესაფრის გარე პერიმეტრის დაცვას;
ბ) ტერიტორიაზე შესვლა-გასვლის კონტროლს.
მუხლი 3🔗. მიუსაფარ პირთა ვალდებულებები
1. მიუსაფარი პირი ვალდებულია:
ა) დროებით თავშესაფარში შესვლისთანავე ჩაიტაროს პირველადი სამედიცინო დათვალიერება;
ბ) არ შეიტანოს დროებითი თავშესაფრის ტერიტორიაზე აკრძალული ნივთები, მათ შორის, ალკოჰოლური სასმელი;
გ) არ შეიყვანოს დროებითი თავშესაფრის ტერიტორიაზე უცხო პირები;
დ) დაიცვას პირადი ჰიგიენა;
ე) გაუფრთხილდეს დროებითი თავშესაფრის ინვენტარს;
ვ) პატივისცემით და თავაზიანად მოეპყროს დროებითი თავშესაფრის სხვა მაცხოვრებლებს და პერსონალს.
2. მიუსაფარი პირის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, შესაძლებელია, გახდეს პირის დროებითი თავშესაფრიდან გაყვანის საფუძველი, მამასახლისისა და ადმინისტრატორის გადაწყვეტილების შესაბამისად.