საქართველოს მთავრობასა და ალბანეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება
მიღების თარიღი 04.12.2013
ძალაში შესვლა 07.02.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №00-2
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016231
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/02/2014
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) | ალბანეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს სახელით (ხელმოწერილია) |
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობასა და ალბანეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და ალბანეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება
საქართველოს მთავრობა და ალბანეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო, შემდგომში „ხელშემკვრელ მხარეებად“ წოდებულნი,
გამოთქვამენ რა სურვილს ხელი შეუწყონ თავიანთი სახელმწიფოს მოქალაქეთა შესვლას მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე და გამოსვლას ამ ტერიტორიიდან და მიმოსვლას ორ ქვეყანას შორის,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
ორივე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ და სამსახურებრივ პასპორტებს, უფლება აქვთ ვიზის გარეშე შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ და დარჩნენ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, შესვლის თარიღიდან არაუმეტეს 90 (ოთხმოცდაათი) დღისა.
მუხლი 2🔗
თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორეტების მფლობელი მოქალაქეები, რომლებიც მივლინებულნი არიან მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე განთავსებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, საკონსულო დაწესებულებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში სამუშაოდ, პირველადი შესვლისათვის არ საჭიროებენ ვიზას.
ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები ვრცელდება აღნიშნულ პირთა ოჯახის წევრებზე, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ და სამსახურებრივ პასპორტებს.
მუხლი 3🔗
თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ და სამსახურებრივ პასპორტებს უფლებამოსილნი არიან შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორია და დატოვონ ეს ტერიტორია საერთაშორისო მიმოსვლისთვის განკუთვნილი ნებისმიერი სასაზღვრო პუნქტის გავლით.
მუხლი 4🔗
ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ და სამსახუურებრივ პასპორტებს, მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში დაიცავენ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოში მოქმედ კანონმდებლობას.
წინამდებარე შეთანხმება არ ზღუდავს ხელშემკვრელ მხარეთა უფლებას უარი უთხრან შესვლაზე ან აღკვეთონ მათ სახელმწიფო ტერიტორიაზე იმ მოქალაქეების ყოფნა, რომლებსაც ისინი მიუღებლად მიიჩნევენ.
მუხლი 5🔗
თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, წესრიგის ან მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება.
წინამდებარე შეთანხმების მოქმედების ამგვარი შეჩერების და ამ შეჩერების გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება მეორე ხელშემკვრელ მხარეს დიპლომატიური არხების მეშვეობით.
მუხლი 6🔗
ხელშემკვრელი მხარეები დიპლომატიური არხების საშუალებით გაცვლიან თავიანთი მოქმედი დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების ნიმუშებს, წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში.
ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს აცნობებენ ამ ნიმუშებში შეტანილი ცვლილებების შესახებ ცვლილებების ძალაში შესვლამდე 60 (სამოცი) დღით ადრე.
ხელშემკვრელი მხარეები დიპლომატიური არხების მეშვეობით ერთმანეთს მიაწვდიან, მათი ახალი ან შეცვლილი დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების ნიმუშებს, ამ დოკუმენტების აღწერილობასთან ერთად მათ ძალაში შესვლამდე სულ მცირე 30 (ოცდაათი) დღით ადრე.
მუხლი 7🔗
ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, წინამდებარე შეთანხმებაში შესაძლებელია ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, რომლებიც ფორმდება ცალკე დოკუმენტების სახით, წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შედის ისეთივე წესით, რა წესითაც ძალაში შედის წინამდებარე შეთანხმება.
მუხლი 8🔗
წინამდებარე შეთნხმების იმპლემენტაციასთან და ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავები გადაწყდება კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკებების გზით.
მუხლი 9🔗
წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოქმედება შეუწყვიტოს შეთანხმებას, დიპლომატიური არხების მეშვეობით, მეორე ხელშემკვრელი მხარისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. წინამდებარე შეთახნხმება მოქმედებას შეწყვეტს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ ასეთი შეტყობინების მიღების დღიდან 90 (ოთხმოცდაათი) დღის შემდეგ.
მუხლი 10🔗
წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების დღეს.
შესრულებულია ქ. ბრიუსელში, 2013 წლის 4 დეკემბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ალბანურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ორივე ტექსტი თანაბრად აუთენტურია. შეთანხმების განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს
მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
ალბანეთის რესპუბლიკის
მინისტრთა საბჭოს სახელით
(ხელმოწერილია)