საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 12.02.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.025.016133
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/02/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.02.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე | საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის
ბრძანება №14
2014 წლის 12 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიკახა კალაძე
დანართი
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) აუდიტის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება და ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
გ) სავალდებულოა ინგლისური ან რუსული ენის კარგად ცოდნა;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Outlook) და „Interneti“-ის ცოდნა კარგად;
დ) „საქართველოს კონსტიტუციის“, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილების, „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულების, „შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1013 განკარგულების, „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1014 განკარგულების, „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულებისა და „სახელმწიფო სექტორში რისკის მართვის სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №644 ბრძანების ცოდნა.