ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ტრენინგ კურსების: ,,სიცოცხლის შენარჩუნების ბაზისური მეთოდები" (BLS) და ,,სიცოცხლის შენარჩუნების დახვეწილი კარდიოვასკულარული მეთოდების“ (ACLS) ტარიფების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.02.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
ნომერი №05.05.176
სარეგისტრაციო კოდი 040030000.37.101.016179
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/02/2014
matsne.gov.ge 227 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ თბილისის მერის მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი აბესაძე ქალაქ თბილისის მერის მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებელი

დოკუმენტის ტექსტი

ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ტრენინგ კურსების: ,,სიცოცხლის შენარჩუნების ბაზისური მეთოდები" (BLS) და ,,სიცოცხლის შენარჩუნების დახვეწილი კარდიოვასკულარული მეთოდების“ (ACLS) ტარიფების დამტკიცების შესახებ     ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილება №05.05.176 2014 წლის 11 თებერვალი ქ. თბილისი ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ტრენინგკურსების: ,,სიცოცხლის შენარჩუნების ბაზისური მეთოდები' (BLS) და ,,სიცოცხლის შენარჩუნების დახვეწილი კარდიოვასკულარული მეთოდების“ (ACLS) ტარიფების დამტკიცების შესახებ  ქ. თბილისის სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი, მისდამი  მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, დამატებით ახორციელებს ტრენინგ კურსების ჩატარებას მედ. პერსონალის, მძღოლების და სხვა დაინტერესებული პირებისთვის. ,,საქართველოს დედაქალაქის — თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 32​1 მუხლის მე-4 პუნქტის და ,,ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის — სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის შექმნის და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2013 წლის 26 ნოემბრის №29.07.1439 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე,                                                 ქ. თბილისის მთავრობა ადგენს: მუხლი 1🔗 მიეცეს თანხმობა  სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს მსურველთათვის  ჩაატაროს შემდეგი ტრენინგ კურსები. ა) სიცოცხლის შენარჩუნების ბაზისური მეთოდები (BLS); ბ) სიცოცხლის შენარჩუნების დახვეწილი კარდიოვასკულარული მეთოდები (ACLS). მუხლი 2🔗 სიცოცხლის შენარჩუნების ბაზისური მეთოდების (BLS) ტრენინგკურსის საფასური თითოეული მსურველისთვის განისაზღვროს 31 ლარის ოდენობით. მუხლი 3🔗 სიცოცხლის შენარჩუნების დახვეწილი კარდიოვასკულარული მეთოდების (ACLS) ტრენინგკურსის საფასური თითოეული მსურველისთვის განისაზღვროს  154 ლარის ოდენობით. მუხლი 4🔗 ცენტრის  თანამშრომელთათვის (მათ შორის სტაჟიორებისათვის) დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრული ტრენინიგკურსები ჩატარდეს საფასურის ანაზღაურების გარეშე. მუხლი 5🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. ქალაქ თბილისის მერის მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებელიირაკლი აბესაძე