,,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №903 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №14 |
|
2014 წლის 17 თებერვალი ქ. თბილისი |
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“.
2. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,“.
3. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანდართული დებულება.“.
4. ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – პრობაციის ეროვნული სააგენტო) შექმნილია „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და წარმოადგენს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს.“;
ბ) პირველი მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა. სააგენტოს ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სააგენტოს თანამდებობის პირთა და მოხელეთა სავიზიტო ბარათებზე, სამინისტროს ბეჭდვით გამოცემებსა და სუვენირებზე.
5. პრობაციის ეროვნული სააგენტოს იურიდიული მისამართია: თბილისი, სანდრო ეულის ქუჩა №3“;
გ) მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა)ორგანიზება გაუკეთოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების (შემდგომში – პრობაციის ბიურო) მიერ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებების და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულებას;“;
დ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პრობაციის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი (შემდგომში – სააგენტოს უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“;
ე) მე-5 მუხლის მეორე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თ) ამტკიცებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს საშტატო განრიგს მინისტრთან შეთანხმებით.“;
ვ) მე-5 მუხლის მეორე პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,პ) შეიმუშავებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ყოველწლიურ ბიუჯეტის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს.“;
ზ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სააგენტოს უფროსს ჰყავს სამი მოადგილე, რომელსაც საქართველოს მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი.“;
თ) მე-9 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა პოლიტიკის ფარგლებში, პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობით დაინტერესებულ საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ევროკავშირის და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ანალოგიურ სისტემებთან აქტიური ურთიერთობა.“;
ი) მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები სრულად ხმარდება პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. აკრძალულია პრობაციის ეროვნული სააგენტოს სახსრების სხვა მიზნით გამოყენება.“;
კ) მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხარჯთაღრიცხვა მტკიცდება საგენტოს უფროსის მიერ მინისტრთან შეთანხმებით, წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად.“.
ლ) მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. პრობაციის ეროვნული სააგენტო კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს.“;
მ) 21-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პრობაციის ეროვნულ სააგენტოზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.
3. სამინისტრო უფლებამოსილია, შეაჩეროს ან გააუქმოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული არამართლზომიერი გადაწყვეტილება.“;
ნ) 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამინისტროს თანხმობით პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებები პრობაციის ეროვნული სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.“;
ო) 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება საჭიროებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობას.“.
|