„ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2
ნდობის ჯგუფი შედგება 5 წევრისაგან, რომელთაგან ერთი არის საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ერთი – უმრავლესობის წევრი, ერთი – მაჟორიტარული წესით არჩეულ პარლამენტის წევრთაგან მეტის მხარდაჭერის მქონე პარლამენტის წევრი, ერთი – უმცირესობის წევრი, ხოლო ერთი – უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთაგან მეტის მხარდაჭერის მქონე პარლამენტის წევრი.
1. საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენამდე ნდობის ჯგუფის წევრად დასახელებული პირი შემოწმებას გადის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების მისაღებად „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული სუბიექტები ნდობის ჯგუფის წევრებად დასახელებულ პირებს წარუდგენენ საქართველოს პარლამენტს. უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებს ნდობის ჯგუფის წევრებად წარადგენენ უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები, ხოლო მაჟორიტარული წესით არჩეულ პარლამენტის წევრთა შეთანხმებით და უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა შეთანხმებით წარსადგენი პირების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებებს ხელს აწერენ ის პარლამენტის წევრები, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს მათ წარდგენაზე.
3. მაჟორიტარული წესით არჩეულ პარლამენტის წევრს მაჟორიტარული წესით არჩეული პარლამენტის წევრების კვოტით, ხოლო უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრს უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრების კვოტით შეუძლიათ ხელი მოაწერონ მხოლოდ ერთი პირის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას.
4. საქართველოს პარლამენტი ცნობად იღებს ნდობის ჯგუფის შემადგენლობას, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით.“.
2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქუთაისი, 6 თებერვალი 2014 წ. N1983-IIს |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.02.2014.
- როდის იქნა მიღებული „ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 06.02.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1983-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 010190010.05.001.017317.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.02.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1983-IIს, 06.02.2014, სარეგისტრაციო კოდი 010190010.05.001.017317 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.02.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2242496/