„თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 12 აგვისტოს №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.154.016153
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/02/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

           თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2014 წლის 11 თებერვალი

დაბა თიანეთი

 

„თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 12 აგვისტოს №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შეხებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად , თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ ” თიანეთის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 12 აგვისტოს №34 დადგენილებაში (სსკ 010.250.020.35.154.000.392) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები: 
1. მე-5 მუხლის პირველ პუნქტის  „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „გ) მთ.სპეციალისტი საქმის წარმოების საკითხებში;

ამავე პუნქტს  დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ““ ქვეპუნქტი

„ზ ) საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე“.

2. III თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-11 მუხლები:

„მუხლი 7. მთ.სპეციალისტი საქმის წარმოების საკითხებში;

მთ. სპეციალისტი საქმის წარმოების საკითხებში უზრუნველყოფს:

ა) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას;

ბ) შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და ინდექსაციას;

გ) დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის;

დ) დავალებების სათანადოდ გაფორმებას;

ე) დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას;

ვ) გასული დოკუმენტების გაგზავნას;

ზ) საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად;

თ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას;

ი) ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას;

კ) საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას;

ლ) თვითმმართველობის მოხელეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე;

 

მუხლი 11.საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე

საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე:

ა) უზრუნველყოფს საკრებულოს საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებას;

ბ) ამ დებულებით განსაზღვრული საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და აპარატის უფროსს წარუდგენს მოსამსახურეთა ფუნქციონალურ განაწილებას და სამუშაო გეგმას;

გ)ახდენს საკრებულოს შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გაშუქებული მასალების და პუბლიკაციის ანალიზს;

დ)ახდენს ჟურნალისტების აკრედიტაციას, უზრუნველყოფს მათ დასწრებას საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების ორგანოების სხდომებზე, უზრუნველყოფს  მათთვის სათანადო პირობების შექმნას, მათ ინფორმირებას;

ე) ორგანიზებას უწევს სოციოლოგიური გამოკითხვების ჩატარებას.

ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

ზ) გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად თანამშრომლობს ყველა დაინტერესებულ მხარესთან და ზრუნავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალთა ჩართულობაზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგივი წიკლაური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 12 აგვისტოს №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 11.02.2014.
როდის იქნა მიღებული „თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 12 აგვისტოს №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 12 აგვისტოს №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 11.02.2014. მიმღები ორგანო — თიანეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №2. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.154.016153.
რამდენი მუხლისგან შედგება „თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 12 აგვისტოს №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 12 აგვისტოს №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 12 აგვისტოს №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.02.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 12 აგვისტოს №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №2, 11.02.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.154.016153 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.02.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2242507/