საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახის წევრების უფლებების დაცვის განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 14.02.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
ნომერი №441
სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.029.016181
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/02/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.02.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (7)
| № | კანდიდატის სახელი, გვარი |
| 1. | ზეპირი კომუნიკაციის უნარი |
| 2. | წერილობითი კომუნიკაციის უნარი |
| 3. | დროის მართვის უნარი |
| 4. | ანალიტიკური აზროვნების უნარი |
| 5. | დეტალებზე ორიენტირებულობა |
| 6. | კარიერული მიზნები |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახის წევრების უფლებების დაცვის განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის
ბრძანება
№441
2014 წლის 14 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახის წევრების უფლებების დაცვის განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახის წევრების უფლებების დაცვის განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახის წევრების უფლებების დაცვის განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის გასაუბრების შეფასების ფორმა №1 - დანართი №2, გასაუბრების შეფასების ფორმა №2 - დანართი №3 და კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა - დანართი №4.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრიდავით დარახველიძე
დანართი №1
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახის წევრების უფლებების დაცვის განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, ჰქონდეს სათანადო ცოდნა და გამოცდილება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
2. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახის წევრების უფლებების დაცვის განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) აუცილებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახის წევრების უფლებების დაცვის კუთხით 5-წლიანი მუშაობის გამოცდილება, მათ შორის აღნიშნული მიმართულებით საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის 2-წლიანი გამოცდილება;
ბ)საოფისე პროგრამების, კერძოდ Microsoft Office Word , Microsoft Office Outlook, - კარგი ცოდნა;
გ) სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
3. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახის წევრების უფლებების დაცვის განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) ,, საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ' საქართველოს კანონი;
გ) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილება;
დ) „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახის წევრთა უფლებების დაცვის სახელმწიფო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 მარტის №170 ბრძანებულება.
დანართი №2
გასაუბრების შეფასების ფორმა №1
ფასდება კანდიდატის შესაბამისობა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან. შეფასება ხორციელდება ქულებით. შეფასების საბოლოო ქულა (საშუალო არითმეტიკული) გამოითვლება ქულათა ჯამის შეფასების კრიტერიუმების რაოდენობაზე გაყოფით. 5+ -ის შეფასებისას, ქულათა ჯამურ რაოდენობას აღნიშნული ქულა არ მიემატება.
1 - მიუღებელი, 2- საშუალოზე დაბალი, 3 - კომპეტენტური, 4 - ძალიან კარგი, 5 - აჭარბებს მოლოდინს, 5+ - ზედმეტად კვალიფიციური.
ვაკანტური თანამდებობის დასახელება:
კანდიდატის სახელი, გვარი:
კომისიის წევრის სახელი, გვარი:
თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):
№
შეფასების კრიტერიუმები
შეფასების ქულა
კომისიის წევრის კომენტარი
1.
განათლება/კვალიფიკაცია
2.
სამუშაო გამოცდილება
3.
სამართლებრივი აქტების ცოდნა
4.
სამოტივაციო წერილი (მუშაობის დაწყების მოტივაცია)
შეფასების საშუალო არითმეტიკული ქულა
კომისიის წევრის ხელმოწერა:______________________________________________________.
დანართი №3
გასაუბრების შეფასების ფორმა N2
ფასდება კანდიდატის პიროვნული უნარ-ჩვევები. შეფასება ხორციელდება ქულებით. შეფასების საბოლოო ქულა (საშუალო არითმეტიკული) გამოითვლება ქულათა ჯამის შეფასების კრიტერიუმების რაოდენობაზე გაყოფით. 5+ -ის შეფასებისას, ქულათა ჯამურ რაოდენობას აღნიშნული ქულა არ მიემატება.
1 - მიუღებელი, 2- საშუალოზე დაბალი, 3 - კომპეტენტური, 4 - ძალიან კარგი, 5 - აჭარბებს მოლოდინს, 5+ - ზედმეტად კვალიფიციური.
ვაკანტური თანამდებობის დასახელება:
კანდიდატის სახელი, გვარი:
კომისიის წევრის სახელი, გვარი:
თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):
№
შეფასების კრიტერიუმები
შეფასების ქულა
კომისიის წევრის კომენტარი
1.
ზეპირი კომუნიკაციის უნარი
2.
წერილობითი კომუნიკაციის უნარი
3.
დროის მართვის უნარი
4.
ანალიტიკური აზროვნების უნარი
5.
დეტალებზე ორიენტირებულობა
6.
კარიერული მიზნები
შეფასების საშუალო არითმეტიკული ქულა
კომისიის წევრის ხელმოწერა:______________________________________________________.
დანართი №4
კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა
შეფასების ჯამური ქულა დაითვლება გასაუბრების შეფასების (დანათი №1, დანართი №2) საშუალო არითმეტიკულ ქულათა მიმატებით.
საკონკურსო პოზიციის დასახელება:__________________________________________________
№
კანდიდატის სახელი, გვარი
შეფასების ჯამური ქულა
1. კომისიის თავმჯდომარე (სახელი, გვარი), თარიღი:____________________________________
2. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:___________________________________________
3. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:___________________________________________.