1. გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება სახელმწიფო ორგანოებს აქვთ 2023 წლის 1 იანვრამდე დაბადებული პირის მიმართ.
2. პირი, რომელიც 2023 წლის 1 იანვრამდე არასრულწლოვანი იქნება, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფისას გათვალისწინებული იქნება მისი აღმავალი შტოს ოჯახის წევრებთან ერთად და მას აღარ ექნება საცხოვრებლით უზრუნველყოფის ინდივიდუალურად მოთხოვნის უფლება.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება ვრცელდება აგრეთვე 2023 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული იმ პირის მიმართ, რომლის დევნილი მშობელი/მშობლები გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფამდე გარდაიცვალა/გარდაიცვალნენ. ეს პირი უზრუნველყოფილი იქნება ისეთივე საცხოვრებლით, როგორიც მის დევნილ მშობელს/მშობლებს უნდა მიეღო/მიეღოთ.
4. დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ საცხოვრებელ ფართობზე მისი საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე ან სანაცვლოდ მის სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფამდე დევნილი ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა განხორციელდება მის გარდაცვალებამდე გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დევნილი ოჯახის წევრების რაოდენობის გათვალისწინებით. ეს წესი არ ვრცელდება ერთსულიანი დევნილი ოჯახის გარდაცვლილი წევრის მემკვიდრეებზე.
საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის კანონი №2444 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 1 აპრილის კანონი №393– ვებგვერდი, 03.04.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 01.04.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 01.04.2025 კანონი №393
- 16.12.2022 კანონი №2444
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.12.2022 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 231. გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის განსაკუთრებული პირობა 1. გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება სახელმწიფო ორგანოებს აქვთ 2023 წლის 1 იანვრამდე დაბადებული პირის მიმართ. 2. პირი, რომელიც 2023 წლის 1 იანვრამდე არასრულწლოვანი იქნება, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფისას გათვალისწინებული იქნება მისი აღმავალი შტოს ოჯახის წევრებთან ერთად და მას აღარ ექნება საცხოვრებლით უზრუნველყოფის ინდივიდუალურად მოთხოვნის უფლება. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება ვრცელდება აგრეთვე 2023 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული იმ პირის მიმართ, რომლის დევნილი მშობელი/მშობლები გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფამდე გარდაიცვალა/გარდაიცვალნენ. ეს პირი უზრუნველყოფილი იქნება ისეთივე საცხოვრებლით, როგორიც მის დევნილ მშობელს/მშობლებს უნდა მიეღო/მიეღოთ. 4. დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ საცხოვრებელ ფართობზე მისი საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე ან სანაცვლოდ მის სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფამდე დევნილი ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა განხორციელდება მის გარდაცვალებამდე გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დევნილი ოჯახის წევრების რაოდენობის გათვალისწინებით. ეს წესი არ ვრცელდება ერთსულიანი დევნილი ოჯახის გარდაცვლილი წევრის მემკვიდრეებზე.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 01.04.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 24/02/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება