⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (12.11.2020)

„საინვესტიციო ფონდების საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების“ დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 14.02.2014
ძალის დაკარგვა 12.11.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №22/04
სარეგისტრაციო კოდი 240080000.18.011.016123
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/02/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 966 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.02.2014 მიღება
12.11.2020 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საინვესტიციო ფონდების საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №22/04 2014 წლის 14 თებერვალი ქ.თბილისი „საინვესტიციო ფონდების საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების“ დამტკიცების შესახებ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-10 პუნქტის და „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3   მუხლის მე-9 პუნქტის და 10​1 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:  მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  საინვესტიციო ფონდების საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესი და პირობები. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე საინვესტიციო ფონდების საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესი და პირობები მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს წესი განსაზღვრავს საინვესტიციო ფონდის საქართველოს ეროვნულ ბანკში (შემდეგში – ეროვნული ბანკი) რეგისტრაციის საკითხებს და პირობებს; 2. საინვესტიციო ფონდის წესები, რომლის წარმოდგენაც სავალდებულოა საინვესტიციო ფონდის მიერ „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის  მიხედვით, შედგენილი უნდა იყოს ამ წესის მიხედვით და უნდა მოიცავდეს ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც   ამ წესით არის განსაზღვრული. მუხლი 2🔗. საინვესტიციო ფონდის განაცხადი 1. საპაიო საინვესტიციო ფონდის სარეგისტრაციო განაცხადში, გარდა „საინვესტიციო ფონდის შესახებ „საქართველოს კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნებისა,  მითითებული უნდა იყოს პირი, რომელიც მოქმედებს ფონდის სახელით და თანდართული უნდა იყოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი. 2.  სააქციო საინვესტიციო ფონდმა (მათ შორის ვენჩურული კაპიტალის საინვესტიციო ფონდმა და კერძო კაპიტალის საინვესტიციო ფონდმა) სარეგისტრაციო განაცხადთან ერთად დასამტკიცებლად უნდა წარმოადგინოს ემისიის წინასწარი პროსპექტი. ემისიის პროსპექტის წარდგენა უნდა განხორციელდეს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად. 3. იმ შემთხვევაში, თუ უკვე რეგისტრირებული ფონდი გადაწყვეტს გარდაიქმნას სხვა სახის ფონდად, მაშინ ის საჭიროებს ხელახალ რეგისტრაციას და ამ წესით გათვალისწინებული იმ დოკუმენტების წარმოდგენას, რომელიც მოეთხოვება ახალი სახის ფონდს რეგისტრაციისათვის. 4. დახურული  საპაიო ფონდის სარეგისტრაციო განაცხადში მითითებული უნდა იყოს ფონდის მოქმედების ვადა, ანუ ის, თუ რა პერიოდის შემდეგ შეწყვეტს ფონდი საქმიანობას.  აღნიშნული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს. 5. სარეგისტრაციო განაცხადს თან უნდა ერთვოდეს აქტივების მმართველთან დადებული ხელშეკრულების და ასევე, აქტივების მმართველის მიერ დეპოზიტართან დადებული ხელშეკრულების ასლები, თუ კანონმდებლობით გათვალისწინებულია დეპოზიტართან ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნა. 6. სარეგისტრაციო განაცხადთან ერთად საინვესტიციო ფონდმა უნდა წარმოადგინოს საინვესტიციო დეკლარაცია, რომელიც არის ფონდის მიერ განსაზღვრული საინვესტიციო მიმართულებები. 7.  ფონდის საქმიანობის პროცესში შესაძლო სამომავლო რისკების გათვალისწინებით შესაძლებელია ეროვნული ბანკის მიერ საინვესტიციო დეკლარაციაში გარკვეული შესწორებების შეტანის  და საინვესტიციო მიმართულებების ცვილების მოთხოვნა. 8. გათვითცნობიერებულ ინვესტორთა საინვესტიციო ფონდის სარეგისტრაციო განაცხადში მითითებული უნდა იყოს ფონდის საწყისი კაპიტალის ოდენობა და ფონდის მონაწილეთა რაოდენობა. მუხლი 3🔗. საპაიო საინვესტიციო ფონდის წესები 1. საპაიო საინვესტიციო ფონდის წესი უნდა განსაზღვრავდეს ურთიერთობას აქტივების მმართველსა და მეპაიებს შორის და ამასთან უნდა მოიცავდეს შემდეგ მინიმალურ ინფორმაციას: ა) ფონდის დასახელებას და მითითებას იმაზე, თუ რა სახის საპაიო ფონდს წარმოადგენს ის; ბ) ინფორმაციას აქტივების მმართველზე. კერძოდ, მის დასახელებას, მისამართს და საქმიანობის სფეროს იმის მითითებით, თუ რომელ ლიცენზირებულ საფინანსო ინსტიტუტს წარმოადგენს ის; გ) იმ შემთხვევაში, როცა კანონმდებლობით გათვალისწინებულია დეპოზიტართან ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნა, ინფორმაციას დეპოზიტარის შესახებ. კერძოდ, მის დასახელებას, მისამართს და საქმიანობის სფეროს იმის მითითებით, თუ რომელ ლიცენზირებულ  საფინანსო ინსტიტუტს წარმოადგენს ის; დ) ფონდის საინვესტიციო სტრატეგიის აღწერილობას და საინვესტიციო მიმართულებებს;  საინვესტიციო პოლიტიკის გატარების დროს არსებულ შეზღუდვებს, იმ გეოგრაფიული არეალის ან/და მიმართულების შესახებ ინფორმაციას, რომელშიც მოხდება ინვესტირების განხორციელება; ე) ფონდში გაწევრიანების პირობებს და პროცედურას; ვ) პაის განთავსების ან/და უკან გამოსყიდვის პროცედურას და პირობებს. ასევე, ფონდის მეპაიეთა  უფლებებს და ვალდებულებებს; ზ) პაის გაცემის ან/და გამოსყიდვის ფასის დადგენის წესს; თ)  პაის ღირებულების დადგენის წესს,   გამოთვლის მეთოდიკას და პერიოდულობას; ი) ინფორმაციას იმ ოპერაციების შესახებ, რომლსაც განახორციელებს აქტივების მმართველი ფონდის სასარგებლოდ;.ასევე, აქტივების მმართველის უფლებებს და ვალდებულებებს; კ) იმ ხარჯების ამომწურავ ჩამონათვალს და ოდენობას, რომლებზეც შეიძლება იქნეს მიმართული ფონდის სახსრები. აქტივების მმართველის და დეპოზიტარის  მომსახურების საფასურის ოდენობას,  გადახდის წესს და პერიოდულობას; ლ) აქტივების მმართველის ან/და დეპოზიტარის  შეცვლის წესს და პირობებს; მ) იმ ფონდებში, რომელსაც კანონის შესაბამისად აქვს უფლება შეაჩეროს პაის განთავსება, პაის განთავსების  შეჩერების წესს და პირობებს; ნ) ფონდის წესების შეცვლის წესს და პირობებს. ო) ფონდის აქტივების მართვით მიღებული მინიმალური საინვესტიციო მოგების ოდენობას, ასეთის არსებობის შემთხვევაში; პ) საინვესტიციო ფონდების შესახებ ინფორმაციის გაცემის პროცედურას; ჟ)  ფონდის საქმიანობის შეწყვეტის წესსა და პირობებს. 2. მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტში მითითებული ხარჯები, რომლებიც პირდაპირ არის დაკავშირებული ფონდის აქტივების მართვასთან  შესაძლებელია გაღებულ იქნეს საინვესტიციო ფონდის აქტივებიდან. მუხლი 4🔗. სააქციო საინვესტიციო ფონდის წესები 1. სააქციო საინვესტიციო ფონდის წესი უნდა მოიცავდეს შემდეგ მინიმალურ ინფორმაციას: ა) ფონდის სახელს და მითითებას იმაზე, თუ რა სახის საქციო საინვესტიციო ფონდს წარმოადგენს ის. ბ) ინფორმაციას აქტივების მმართველზე, კერძოდ მის დასახელებას, მისამართს და საქმიანობის სფეროს იმის მითითებით, თუ რომელ ლიცენზირებულ საფინანსო ინსტიტუტს წარმოადგენს ის; გ) ინფორმაციას დეპოზიტარის შესახებ. კერძოდ მის დასახელებას, მისამართს და საქმიანობის სფეროს იმის მითითებით, თუ რომელ ლიცენზირებულ  საფინანსო ინსტიტუტს წარმოადგენს ის; დ) ფონდის საინვესტიციო სტრატეგიის აღწერილობას და საინვესტიციო მიმართულებებს;  საინვესტიციო პოლიტიკის გატარების დროს არსებულ შეზღუდვებს, იმ გეოგრაფიული არეალის ან/და მიმართულების შესახებ ინფორმაციას, რომელშიც მოხდება ინვესტირების განხორციელება; ე) ინფორმაციას იმაზე, თუ რა ტიპის და კატეგორიის ინვესტორებზეა ფონდის სამომავლო საქმიანობა გათვლილი და ვინ შეიძლება პოტენციურად დაინტერესდეს ფონდში მონაწილეობით; ვ) იმ რისკების დეტალურ აღწერას, რომელიც ფონდის საქმიანობას შეიძლება უკავშირდებოდეს; ზ) აქტივების მმართველის და დეპოზიტარის მომსახურების საფასურის ოდენობას, გადახდის წესს და პერიოდულობას. 2. სააქციო საინვესტიციო ფონდის წესები, საინვესტიციო დეკლარაცია და აუდირებული წლიური ფინანსური ანგარიშგება უნდა იყოს ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. მუხლი 5🔗. საინვესტიოციო ფონდის წესებში ცვლილებების შეტანა 1. იმ შემთხვევაში თუ ფონდი, მისი საქმიანობის პერიოდში გადაწყვეტს შეცვალოს წესები ან მისი რომელიმე ნაწილი, ან/და საინვესტიციო დეკლარაცია, მეპაიებზე, აქციონერებზე, ან/და ინვესტორებზე ახალი წესების და დეკლარაციის გავრცელებამდე,   ის ვალდებულია  აცნობოს ეროვნულ ბანკს ცვლილებების შესახებ და ამ უკანასკნელისგან მიიღოს თანხმობა ცვლილების განხორციელებისთვის. 2. ეროვნული ბანკი საინვესტიციო ფონდის წესის ან საინვესტიციო დეკლარაციის ცვლილებას განიხილავს მისი მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში და ადასტურებს ცვლილებას, ან უარს ამბობს წესში ან/და საინვესტიციო დეკლარაციაში ცვლილების შეტანაზე. 3. სააქციო საინვესტიციო ფონდი, დამტკიცებულ პროსპექტში ცვლილების შეტანის დროს, მოქმედებს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით. მუხლი 6🔗. საინვესტიციო ფონდის რეგისტარციის გაუქმება 1. რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს: ა) საინვესტიციო ფონდის წამომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის წერილობითი განცხადება რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე; ბ) ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის მიზნით წარმოდგენილ დოკუმენტაციაში აღმოჩენილი სიყალბე; გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი საქმიანობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე; დ) საინვესტიციო ფონდი არ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობითა და ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს ეროვნული ბანკის წერილობით მითითებებს. 2. სააქციო საინვესტიციო ფონდის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, სააქციო საზოგადოება ინარჩუნებს ანგარიშვალდებული საწარმოს სტატუსს.