საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის -„საქპატენტის“ მიერ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის შესახებ
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 14.02.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარე
ნომერი №03
სარეგისტრაციო კოდი 210020000.48.065.016008
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/02/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.02.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარე ირაკლი ღვალაძე | სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის -„საქპატენტის“ მიერ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის შესახებ
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის
ბრძანება
№03
2014 წლის 14 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ მიერ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის შესახებ
„საქართველოს საპატენტო კანონის“ 81 მუხლის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 38-ე მუხლისა და „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
საქპატენტიდან საჯარო ინფორმაციის მიღებით დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის დაწესებული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე, საბანკო დაწესებულების მეშვეობით.
მუხლი 2🔗
საქპატენტი მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის ასლს გასცემს დაინტერესებული პირის მიერ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის შემდეგ.
მუხლი 3🔗
2014 წლის განმავლობაში, საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის გარეშე, გაიცემა ის გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია, რომლის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა ერთი პირის მიერ არ აღემატება 5 ლარს.
მუხლი 4🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარეირაკლი ღვალაძე