⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (04.10.2017)
გაუქმებულია:

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში კონკურსის/ატესტაციის ჩატარების წესისა და მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 13.02.2014
ძალის დაკარგვა 04.10.2017
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
ნომერი №59
სარეგისტრაციო კოდი 010340000.33.062.016049
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/02/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,534 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.02.2014 მიღება
04.10.2017 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში კონკურსის/ატესტაციის ჩატარების წესისა და მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №59 2014 წლის    13 თებერვალი ქ. თბილისი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში კონკურსის/ატესტაციის  ჩატარების წესისა და მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულებისა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 29 იანვრის №12 დადგენილებით დამტკიცებული  დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში კონკურსის/ატესტაციის ჩატარების წესი და მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება დანართის შესაბამისად. 2.   ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მინისტრი                                        ქეთევან ბაკარაძე   დანართი   აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო მოხელეთა კონკურსის/ატესტაციის ჩატარების წესი და მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება თავი I. ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗.  გამოყენების სფერო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო მოხელეთა კონკურსის/ატესტაციის ჩატარების წესი (შემდეგში - წესი) და მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის (შემდეგში - კომისია) დებულება შემუშავებულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის, ,,საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულების, ,,საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულების შესაბამისად და განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (შემდეგში - სამინისტრო) ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის ჩატარების და კანდიდატის შერჩევის მიზნით სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირის გამოვლენის, ასევე დაკავებულ თანამდებობასთან მოხელის შესაბამისობის შეფასების წესს. მუხლი 2🔗. კონკურსის/ატესტაციის ჩატარების პრინციპები სამინისტროში კონკურსი/ატესტაცია ტარდება ობიექტურობის, გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობის, საჯაროობის, კოლეგიურობის და კორექტულობის პრინციპების გათვალისწინებით. თავი II. მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისია მუხლი 3🔗. კომისიის მიზანი და ფუნქციები 1. კომისიის მიზანია: ა) ვაკანტურ თანამდებობაზე შესაბამისი კანდიდატის კონკურსის წესით შერჩევა; ბ) დაკავებულ თანამდებობასთან მოხელის შესაბამისობის შეფასება. 2.  კომისიის ფუნქციებია: ა) კანდიდატის კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შეფასება; ბ) კანდიდატის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლო­ბე­ბისა და პიროვნული თვისებების დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებ­თან შესაბამისობის დონის განსაზღვრა. მუხლი 4🔗. კომისიის შემადგენლობა 1. კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები. 2. კომისიის თავმჯდომარეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) წარდგინებით, ნიშნავს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი. 3. კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 4. თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან ნიშნავს მოადგილეს, რომელიც ცვლის მას არყოფნის შემთხვევაში. 5. კომისიის მუშაობაში მონაწილეობენ მოხელეთა პროფესიული კავშირების წევრები და დამოუკიდებელი სპეციალისტები. მუხლი 5🔗. კომისიის სხდომა 1. კომისიის სხდომა უფლებამოსილია თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 2. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბარი გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა. 3. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები. 4. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. თავი III. კონკურსი მუხლი 6🔗. კონკურსის გამოცხადება 1. საჯარო კონკურსს სამინისტრო ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის საშუალებით. ამასთანავე, კანდიდატებს განცხადების წარსადგენად ეძლევათ არანაკლებ 10-დღიანი ვადა კონკურსის გამოცხადების დღიდან. კონკურსის გამოცხადების დღედ ითვლება ბოლო გამოცხადების მომენტი. 2. შეტყობინება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს მაინც: ა) დაწესებულებისა და კონკურსის წესით შესავსები თანამდებობის დასახელებებს; ბ) კანდიდატის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს; გ) შესასრულებელ სამუშაოს; დ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობას; ე) განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალს და მათი წარმოდგენის ვადას; ვ) კომისიის მისამართს.              მუხლი 7🔗. საბუთების წარდგენა კონკურსში მონაწილეობისთვის კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შეიძლება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. მუხლი 8🔗. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება კანდიდატს 1. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 21 წლის ასაკიდან, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს. 2. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები კონკრეტული ვაკანტური თანამდებობის მიმართ განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19  მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. 3. საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს მიიღოს კონკურსში მონაწილეობა საერთო წესის საფუძველზე, მის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად.   მუხლი 9🔗. კონკურსის ჩატარების პროცედურა 1. კონკურსი შესაძლებელია მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს: ა) აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა; ბ) წერითი დავალება ან/და სხვადასხვა სახის ტესტირება; გ) გასაუბრება. 2. კონკურსის პროგრამას, ფორმებს, პირობებსა და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს კომისია მინისტრთან შეთანხმებით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარე. მუხლი 10🔗. კომისიის სამდივნო 1. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს შექმნას კომისიის სამდივნო (შემდგომში -სამდივნო). 2. სამდივნოს ევალება კონკურსის მოსამზადებლად ორგანიზაციული საკითხის გადაწყვეტა, მათ შორის, კანდიდატთა განცხადებების მიღება, მათი საბუთების დადგენილ წესებთან შესაბამისობის შემოწმება და დოკუმენტების კომისიისათვის წარდგენა. 3. კონკურსის დამთავრებისა და კონკურსის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ  სამდივნო წყვეტს არსებობას. მუხლი 11🔗. კონკურსის შედეგები 1. კონკურსის შედეგების მიხედვით, კომისია თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე. 2. კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი, გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა, წერილობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ხოლო თანამდებობაზე დამნიშვნელ პირს - კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის შესახებ. 3. თუ კომისიამ უარი განაცხადა თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე ან ამ თანამდებობაზე არ იქნა მიღებული არცერთი განცხადება, ამ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი ითვლება ჩაშლილად. თავი IV. ატესტაცია მუხლი 12🔗.  ატესტაციის დრო 1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს მინისტრი კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით. 2. ატესტაციას დაქვემდებარებულ მოხელეთა სიასა და ატესტაციის ჩატარების გრაფიკს ამზადებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქმისწარმოების, ადამიანური რესურსების მართვისა და იურიდიულ საკითხთა სამმართველო და კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს მინისტრი. 3. ატესტაციის გრაფიკი, ინფორმაცია ატესტაციის ჩატარების პრინციპების, პროცედურების, ფორმებისა და პირობების შესახებ ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს უნდა ეცნობოს ატესტაციის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარე. მუხლი 13🔗. ატესტაციის ჩატარების პროცედურა 1. ატესტაციის პროცესის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის უშუალო ხელმძღვანელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  საქმისწარმოების, ადამიანური რესურსების მართვისა და იურიდიულ საკითხთა სამმართველოში წარადგენს დახასიათებას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ფორმის მიხედვით. იგივე ფორმას ავსებს და წარადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქმისწარმოების, ადამიანური რესურსების მართვისა და იურიდიულ საკითხთა სამმართველოში ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელე. 2. მოხელეს უფლება აქვს ატესტაციის დაწყებამდე გაეცნოს ხელმძღვანელის მიერ მასზე შედგენილ დახასიათებას. 3. ატესტაციის ჩატარებისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას უზრუნველყოფს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქმისწარმოების, ადამიანური რესურსების მართვისა და იურიდიულ საკითხთა სამმართველო. 4. ატესტაცია შესაძლებელია ჩატარდეს შემდეგი ფორმით ან/და ფორმებით: ა) სხვადასხვა სახის ტესტირება; ბ) წერითი დავალება; გ) გასაუბრება. 5. ატესტაციის ჩატარების ფორმებს, სატესტო მეთოდიკებსა და თემატიკას, მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით, განსაზღვრავს კომისია მინისტრთან შეთანხმებით. 6. გასაუბრების პროცესში, დაკავებულ თანამდებობასთან მოხელის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს საატესტაციო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს მის პროფესიულ დონესა და კვალიფიკაციას დადგენილ თემატიკასა და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებში. 7. ატესტაციის დროს მოხელესთან გასაუბრების პროცესს შეიძლება დაესწროს იმ სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი, რომელშიც მოხელე მუშაობს. 8. ატესტაციაზე მოხელის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოხელე მიიღებს ამ დებულების მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეფასებას, ხოლო საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში - საკითხი განიხილება კომისიის მომდევნო სხდომაზე. მუხლი 14🔗.  მოხელის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება 1. ატესტაციის კენჭისყრისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ დებულების მე-4 მუხლის შესაბამისად. 2. საჭიროების შემთხვევაში, კომისია ისმენს მოხელის და მისი უშუალო ხელმძღვანელის განმარტებებს. 3. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი შინაარსის დასკვნა: ა) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და იმსახურებს დაწინაურებას; ბ) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას; გ) მოხელე ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას); დ) მოხელე არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას. 4. საჭიროების შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას და მინისტრს წარუდგენს წინადადებას მოხელისათვის საკლასო ჩინის ან სპეციალური წოდების მინიჭების ან ჩამორთმევის შესახებ. მუხლი 15🔗. ატესტაციის შედეგები 1. კომისია ვალდებულია თითოეული მოხელის ატესტაციის შედეგების შესახებ მოამზადოს დასკვნა, რომელიც ფორმდება სხდომის ოქმით და მას ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. 2. ატესტაციის შედეგები შეტანილ უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში, რომელიც ივსება ერთ პირად და დახასიათებასთან ერთად თან ერთვის მოხელის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. 3. მოხელე საატესტაციო ფურცელს ეცნობა და ხელს აწერს მისი შევსებიდან ორ დღეში. 4. ატესტაციის შედეგების შესახებ კომისია დაწესებულების ხელმძღვანელს მოახსენებს ატესტაციის დასრულებიდან ერთ კვირაში. თავი V. დავები კონკურსებთან და ატესტაციებთან დაკავშირებით მუხლი 16🔗. საპრეტენზიო კომისია 1. კონკურსის ან ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით მინისტრის ბრძანებით იქმნება საპრეტენზიო კომისია. 2. საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს მინისტრი. 3. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები (მათ შორის, მოწვეულები). კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა კონკურსის ან ატესტაციის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში. 4. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე. 5. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 6. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება თავმჯდომარის ხმა. 7. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები. 8. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 9. პირს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს კონკურსის ან ატესტაციის თითოეული ეტაპის შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 2 დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არაუმეტეს 3 დღეში. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად შედგება ოქმი გამოვლენილი ხარვეზის შესახებ და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო-საატესტაციო კომისიას. 10. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. საკონკურსო-საატესტაციო კომისიას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით. მუხლი 17🔗. კონკურსის ან ატესტაციის შედეგების გასაჩივრება კონკურსის ან ატესტაციის პროცესთან და შედეგებთან დაკავშირებული დავა წყდება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. თავი VI.  დასკვნითი დებულებანი მუხლი 18🔗. საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის   მოქმედება კონკურსისა და ატესტაციის ჩატარებისას საკითხები, რომლებიც ამ დებულებით არ არის მოწესრიგებული, განისაზღვრება საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად.