სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია-მასრების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტყვია–მასროთეკაში განსათავსებლად გადაგზავნის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.02.2014
ძალაში შესვლა 01.03.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №152
სარეგისტრაციო კოდი 120200010.22.034.016286
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/02/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (2)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე | შინაგან საქმეთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
კანონი (1)
- იარაღის შესახებ 08.05.2003
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)
- იარაღის შესახებ საქართველოს კანონი „სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია-მასრების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტყვია-მასროთეკაში განსათავსებლად გადაგზავნის წესი"
დოკუმენტის ტექსტი
სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია-მასრების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტყვია–მასროთეკაში განსათავსებლად გადაგზავნის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№152
2014 წლის 25 თებერვალი
ქ. თბილისი
სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი
ტყვია-მასრების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
ტყვია–მასროთეკაში განსათავსებლად გადაგზავნის წესის დამტკიცების შესახებ
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია-მასრების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტყვია–მასროთეკაში განსათავსებლად გადაგზავნის თანდართული წესი.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 მარტიდან.
შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე
დანართი
სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი
ტყვია-მასრების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
ტყვია-მასროთეკაში განსათავსებლად გადაგზავნის წესი
მუხლი 1🔗
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, აგრეთვე აღნიშნულ სამინისტროებში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კუთვნილი სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია-მასრების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოსათვის ტყვია-მასროთეკაში განსათავსებლად გადაგზავნის წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) უწყება – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, აგრეთვე აღნიშნულ სამინისტროებში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები;
ბ) სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი – უწყების კუთვნილი მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (პისტოლეტი ან რევოლვერი).
მუხლი 3🔗
1. უწყება ვალდებულია ამ წესის შესაბამისად უზრუნველყოს კუთვნილი სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია-მასრების საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოსათვის ტყვია-მასროთეკაში განსათავსებლად გადაგზავნა.
2. საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოსათვის ტყვია-მასროთეკაში განსათავსებლად გადასაგზავნი ტყვია-მასრების მიღების მიზნით, უწყება ახორციელებს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან ექსპერიმენტულ გასროლას.
3. უწყების კუთვნილი სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან ექსპერიმენტული გასროლის შედეგად ამოღებული ტყვია-მასრების გადაგზავნა წარმოებს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ტყვია-მასროთეკაში.
4. ექსპერიმენტულ გასროლამდე, იარაღზე ან ვაზნაზე რაიმე სახის მექანიკური დაზიანების ან დეფორმაციის გამოვლენის, აგრეთვე ვაზნის კალიბრის იარაღის კალიბრთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, უწყების უფლებამოსილი პირი ვალდებულია იარაღი და ვაზნა დაათვალიეროს ვიზუალურად.
5. აკრძალულია ექსპერიმენტული გასროლისას უცხო პირის დასწრება.
6. სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან ექსპერიმენტული გასროლა ხდება სპეციალურ ტყვიამჭერში. ექსპერიმენტული გასროლის შედეგად მიღებული ტყვიები და მასრები (3 ცალი ტყვია და 3 ცალი მასრა) თავსდება შესაბამის კონტეინერში (კოლოფი, პაკეტი) და ილუქება. ტყვია-მასრების კონტეინერში მოთავსებისას გამორიცხული უნდა იყოს მათი შემთხვევით შეცვლა სხვა იარაღიდან გასროლილი ტყვია-მასრებით.
7. დალუქული კონტეინერის შესახებ დგება დოკუმენტი, რომელშიც აღინიშნება:
ა) უწყების დასახელება;
ბ) სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის მარკა/მოდელი, კალიბრი, საიდენტიფიკაციო ნომერი;
გ) კონტეინერის ან/და ლუქის ნომერი.
8. დალუქული კონტეინერები ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად ტყვია-მასროთეკაში განთავსების მიზნით ბარდება საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოს, რის შესახებაც ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი.
მუხლი 4🔗
ტყვია-მასროთეკაში განთავსების მიზნით ექსპერიმენტულ გასროლას და გასროლის შედეგად ტყვია-მასრების ამოღებას არ ექვემდებარება:
ა) გაუმართავი სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი;
ბ) იარაღი, რომელიც არ შეესაბამება ამ წესის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ იარაღის სახეობას ან ტიპს;
გ) უწყების მოსამსახურის საკუთრებაში არსებული იარაღი, რომელსაც „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესით მიენიჭა სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის სტატუსი;
დ) უწყების კუთვნილი სამხედრო-საბრძოლო იარაღი.
მუხლი 5🔗
1. უწყება ვალდებულია წერილობით აცნობოს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოს ტყვია-მასროთეკაში განსათავსებლად გადასაცემი ტყვია-მასრების რაოდენობა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წერილობითი დოკუმენტის მიღების შემდეგ, უწყების მიერ გადასაცემი ტყვია-მასრების რაოდენობის შესაბამისად, საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველო ადგენს ტყვია-მასრების გადაცემის განრიგს. ტყვია-მასრების რაოდენობის გათვალისწინებით, დასაშვებია მათი ეტაპობრივი გადაცემა.
3. საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველო ვალდებულია, შედგენილი განრიგის შესაბამისად, მაგრამ ტყვია-მასრების გადაცემამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე, წერილობით აცნობოს უწყებას:
ა) ტყვია-მასრების გადაცემისათვის განსაზღვრული დრო (რიცხვი, თვე, წელი);
ბ) ტყვია-მასრების ეტაპობრივად გადაცემის მოთხოვნის შემთხვევაში, თითოეულ ეტაპზე გადასაცემი ტყვია-მასრების რაოდენობა.
4. უწყებას უფლება აქვს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოს წერილობით სთხოვოს შესაბამისი განრიგით განსაზღვრული დროის გადავადება, მაგრამ არაუმეტეს 3 კალენდარული თვისა.