ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 14.02.2014
გამომცემი ორგანო ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.138.016117
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/02/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 835 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგი სანდროშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №6 2014 წლის 14 თებერვალი ქ. ახალციხე ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის  დებულება  დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეოლეგი სანდროშვილი დანართი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ქონების  მართვის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ეკონომიკის განვითარების და ადგილობრივი ქონების  მართვის სამსახური ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახური (ტექსტში შემდგომ-სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებას, მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და მუნიციპალური ქონების მართვის, მოსაკრებლების განსაზღვრისა და ამოღების ხელშეწყობას და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის  მართვას.  სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს ამტკიცებს  საკრებულო. სამსახურის მოსამსახურეთა შტატებს, დებულების საფუძველზე, ამტკიცებს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა და უფლებამოსილებები სამსახური შედგება: ა) სამსახურის უფროსი; ბ) შესყიდვების განყოფილება; ბ.ა) შესყიდვების განყოფილების უფროსი; ბ.ბ) მთავარი სპეციალისტი სახელმწიფო შესყიდვების საკითხებში; ბ.გ) წამყვანი სპეციალისტი სახელმწიფო შესყიდვების საკითხებში; გ) წამყვანი სპეციალისტი ქონების და მიწის მართვის საკითხებში ; დ) უფროსი სპეციალისტი ადგილობრივი გადასახადებისა და ადგილობრივი მოსაკრებლის საკითხებში. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. სამსახურის უფროსი კანონმდებლობით დადგენილი წესით: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას; ბ) უშუალოდ წყვეტს სამსახურის მმართველობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს; გ) განსაზღვრავს თანამშრომელთა ფუნქციებს და კომპეტენციებს  სამსახურის საქმიანობის მიმართულებათა მართვისას, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს; დ) დადგენილი წესით  შეაქვს წინადადებები გამგებელთან, დაქვემდებარებულ საკითხებზე საჭირო გადაწყვეტილებებისა და სამართლებრივი აქტების მიღების მიზნით; ე) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; ვ) კონტროლს უწევს სამსახურის დაქვემდებარებაში მყოფ მოსამსახურეთა მიერ მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას; ზ) პერიოდულად ისმენს თანამშრომლების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; თ) ორგანიზებას უწევს და  აკონტროლებს სამსახურის მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას; ი) ახორციელებს კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით  და სამსახურის უფროსის სამუშაოთა  აღწერილობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. სამსახურის  ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება- მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის  მთავარი სპეციალისტი. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებასა და სამსახურებრივი კარიერის გავლას ახორცილებს გამგებელი - წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის უფლებამოსილება სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების საკითხებში სამსახურის  შესყიდვების განყოფილება უზრუნველყოფს: ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მუნიციპალური სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის (ცვლილებების ) პროექტების მოსამზადებლად ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებას და მომზადებას; ბ) დამტკიცებული შესყიდვის წლიური გეგმის შესაბამისად, შესყიდვების მომზადებას და განხორციელების ხელშეწყობას; გ) ტენდერებისა და კანონით დადგენილი შესყიდვების სხვა საშუალებების ორგანიზებას; დ) შესყიდვების  ხელშეკრულებების პროექტის მომზადებას; ე) მიმწოდებლის მიერ შესყიდვის ხელშეკრულების პირობების დაცვის კონტროლს; ვ) შესყიდვების ჩატარების შესახებ პერიოდული და ყოველწლიური ანგარიშების შედგენას; ზ) მუნიციპალური შესყიდვების ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობას; თ) მოქმედი კანონმდებლობით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. სამსახურის უფლებამოსილება ეკონომიკის განვითარების  და  ადგილობრივი ქონების მართვის საკითხებში სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამის მომზადების ორგანიზებას, პროგრამის განსახორციელებლად დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; ბ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, შენობებისა და მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზების შეთანხმებას; გ) ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას; დ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; ე) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე; ვ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით; ზ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად; თ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადებას; ი) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობას; კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ფასების რეგულირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებას; დადგენილი ტარიფების რეგულირების ორგანიზაციისა და მათი შენარჩუნების მიზნით საბიუჯეტო სუბსიდიების გადაანგარიშებას; რეგულირებადი ფასების დონისა და დინამიკის გაანგარიშებას; ლ) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასხდელებისა და მოსაკრებლების, ადგილობრივი საბიუჯეტო და საკრედიტო პოლიტიკის საკითხებზე; მ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვას და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადებას; ნ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას; ო) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით; პ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით; ჟ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით; რ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე; ს) წინადადებების შემუშავებას მუნიციპალური ქონების მოვლა-პატრონობისა და შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზების საკითხებზე; ტ) წინადადებების შემუშავებას მუნიციპალური ქონების კატეგორიის შეცვლის შესახებ; უ) თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული საწარმოების და ორგანიზაციების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ანალიზსა და კონტროლს, მათი ფინანსური ანგარიშების (ბალანსების, მოგება-ზარალის ანგარიშგების, ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგების) ანალიზსა და კონტროლი და მათი საქმიანობის თაობაზე პერიოდული ანგარიშების მომზადებას; ფ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწით სარგებლობის წესების პროექტების შემუშავებას; ქ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის მართვას; ღ) მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდებას ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ; ყ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 5🔗. სამსახურის რეორგანიზაცია სამსახურის რეორგანიზაცია და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და ახალციხის  საკრებულოს დადგენილებით, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ამ ნორმატიული აქტების საფუძველზე გამოცემული ბრძანების მიხედვით. მუხლი 6🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შეიძლება კანონით დადგენილი წესით.