⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (29.12.2017)
გაუქმებულია:

სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 13.02.2014
ძალის დაკარგვა 29.12.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №143
სარეგისტრაციო კოდი 010210040.10.003.017762
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/02/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,582 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.02.2014 მიღება
29.12.2017 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (1)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №143 2014 წლის 13 თებერვალი    ქ. თბილისი სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-19 მუხლის მე-3 პუნქტისა და „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავ­რობის 2013 წლის 29 ნოემბრის №308 დადგენილებით დამტკიცებული „სა­ხელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების“ მე-8 მუხლის მე‑2 პუნქ­ტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სახელმწიფო რწმუ­ნებუ­ლის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა დამა­ტებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“. მუხლი 2🔗 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 2 ოქტომბრის №412 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები თავი I. ზოგადი მოთხოვნები მუხლი 1🔗. სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც მოე­თხოვებათ სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინის­ტრა­ციის საჯარო მოსამსახურეებს სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის ყველა საჯარო მოსამსახურეს, გარდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტის და სპეციალისტისა, მოეთხოვება შემდეგი სამართ­ლებრივი აქტების ცოდნა:  ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; გ) საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III და IV თავები); ე) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართვე­ლო­ბის შესახებ“;   ვ) „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამ­ტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №308 დადგენილება. თავი II. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის აპარატი    მუხლი 2🔗. სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც  და­მატე­ბით მოეთხოვებათ სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის აპა­რატის საჯარო მოსამსახურეებს  სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის აპარატის (შემდგომში –აპარატი) საჯარო მოსამსახურეს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირ­ველ მუხლში ჩამოთვლილი სამართლებრივი აქტებისა, ფუნქციური მო­ვა­­ლეობებიდან გამომდინარე, დამატებით მოეთხოვება შემდეგი სამართ­ლებ­­რივი აქტების ცოდნა:  ა) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;  ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;   გ) „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წე­სის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებე­რ­ვლის №46 ბრძანებულება; დ) „საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქა­რთვე­ლოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულება;  ე) „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში ადამიანური რესურსე­ბის მართვის ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 თებერვლის №57 დადგენილება;   ვ) „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტო­მატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №64 დადგე­ნილება; ზ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;  თ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;   ი) საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“; კ) „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის  დამტკიცების თა­ო­ბაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძა­ნება; ლ) „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენ­­დე­რისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება; მ) „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შე­სახებ“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანება. მუხლი 3🔗. აპარატის უფროსი   აპარატის უფროსს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე‑2 მუ­ხ­ლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება:  ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდ­ნა. მუხლი 4🔗. აპარატის უფროსის მოადგილე აპარატის უფროსის მოადგილეს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთ­ხოვ­ნების მე‑2 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთ­ხოვება: ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 6 თვის გამოცდილება;  გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდ­ნა.  მუხლი 5🔗. აპარატის მთავარი სპეციალისტი   აპარატის მთავარ სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვ­ნების მე‑2 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება:  ა) უმაღლესი განათლება; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.  მუხლი 6🔗. აპარატის უფროსი სპეციალისტი  აპარატის უფროს სპეციალისტს, გარდა ამ სა­კვა­ლიფიკაციო მოთხოვ­ნე­ბის მე-2 მუხლით გათვალისწინებული საკით­ხე­ბისა, მოეთხოვება:  ა) უმაღლესი განათლება; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდ­ნა.         მუხლი 7🔗. აპარატის სპეციალისტი           აპარატის სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფი­კა­ციო მოთხოვნების მე‑2 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოე­თ­ხოვება:           ა) საშუალო განათლება;           ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. თავი III. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური         მუხლი 8🔗. სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც დამა­ტე­ბით მოეთხოვებათ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებ­თან ურ­თი­ერთობის სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის საჯარო მოსამსახურეს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვ­ნე­ბის პირველ მუხლში ჩამოთვლილი სამართლებრივი აქტებისა, ფუნქციური მოვალეობებიდან გამომდინარე, დამატებით მოეთხოვება შემდეგი სამარ­თ­ლებ­რივი აქტების ცოდნა:  ა) საქართველოს კანონი „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“; ბ) საქართველოს კანონი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“;  გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი; დ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;  ე) საქართველოს კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგა­ნოე­ბის საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“;  ვ) საქართველოს კანონი „ადგილობრივი თვითმმართველი ერთე­უ­ლის ქონების შესახებ“.         მუხლი 9🔗. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთი­ერ­­თობის სამსახურის უფროსი  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამ­­­სახუ­რის უფროსს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე‑8 მუხ­ლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდ­ნა. მუხლი 10🔗. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურ­თი­ერ­თობის სამსახურის უფროსის მოადგილე    ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამ­სახუ­რის უფროსის მოადგილეს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვ­ნე­ბის მე‑8 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 6 თვის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.         მუხლი 11🔗. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურ­თი­ერ­თობის სამსახურის მთავარი  სპეციალისტი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის მთავარ სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე‑8 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება:  ა) უმაღლესი განათლება; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდ­ნა.         მუხლი 12🔗. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთი­ერ­თობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი    ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამ­­სახურის უფროს სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე‑8 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდ­ნა.         მუხლი 13🔗. ადგილობრივი თვითმმართველობისა ორგანოებთან ურ­თი­ერთობის სამსახურის  სპეციალისტი  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამ­სა­ხურის სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე‑8 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება:  ა) საშუალო განათლება;  ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდ­ნა. თავი IV. რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური         მუხლი 14🔗. სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც და­მა­ტე­ბით მოეთხოვებათ რეგიონული პროექტების კოორდინირების სამ­სა­ხურის საჯარო მოსამსახურეებს   რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის საჯარო მოსამ­სახურეს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველ მუხლში ჩამოთ­ვ­­ლილი სამართლებრივი აქტებისა, ფუნქციური მოვალეობებიდან გამომ­დი­­ნარე, დამატებით მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:  ა) საქართველოს კანონი „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონე­ბის შესახებ“;  ბ) საქართველოს კანონი „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“;  გ) საქართველოს კანონი „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შე­სახებ“;  დ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი; ე) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“; ვ) „საქართველოს რეგიონალური განვითარების 2010-2017 წწ. სახელმ­წიფო სტრატეგიის დამტკიცებისა და საქართველოს რეგიონალური განვი­თა­რების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილება; ზ) „საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის დე­ბულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 სექტემბრის №297 დადგენილება;  თ) „საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წწ. სახელმ­წიფო სტრატეგიის 2011-2014 წლების სამოქმედო გეგმის დამტკი­ცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 ოქტომბრის №2023 გან­კარგულება;  ი) საქართველოს კანონი „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიე­რე­ბის აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“;  კ) „საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული აგროქიმიკატების სახე­ლმწიფო კატალოგის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 5 აგვისტოს №2-129 ბრძანება; ლ) „ვეტერინარულ-სანიტარიული უსაფრთხოების წესების დამტკი­ცე­ბის შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 4 ივლისის №2-101 ბრძანება.  მუხლი 15🔗. რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი  რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსს, გარ­და ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე‑14 მუხლით გათვალისწი­ნებული სა­­­კით­ხებისა, მოეთხოვება:  ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;  გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდ­ნა. მუხლი 16🔗. რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფ­როსის მოადგილე რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მო­ად­გი­ლეს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე‑14 მუხლით გათ­ვა­ლის­წინებული საკითხებისა, მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება;  ბ) მუშაობის არანაკლებ 6 თვის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდ­ნა.         მუხლი 17🔗. რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის მთა­ვარი სპეციალისტი რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის მთავარ სპე­ცი­ა­­ლისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე‑14 მუხლით გა­თ­ვა­ლის­წინებული საკითხებისა, მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება;  ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდ­ნა.         მუხლი 18🔗. რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფ­როსი სპეციალისტი  რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროს სპე­ცია­ლისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე‑14 მუხლით გა­თ­ვა­ლის­წინებული საკითხებისა, მოეთხოვება:  ა) უმაღლესი განათლება;  ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.         მუხლი 19🔗. რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის სპე­ციალისტი    რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის სპეციალისტს, გარ­და ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე‑14 მუხლით გათვალის­წინე­ბუ­ლი საკითხებისა, მოეთხოვება:  ა) საშუალო განათლება;  ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდ­ნა. თავი V. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური         მუხლი 20🔗. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი,  უფროსის მოადგილე, უფროსი სპეციალისტი და სპეციალისტი 1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსსა და უფრო­სის მოადგილეს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველ მუხლში ჩამოთვლილი სამართლებრივი აქტებისა, დამატებით მოეთხოვებათ შემდე­გი სამართლებრივი აქტების ცოდნა:  ა) საქართველოს კანონი „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგან­გებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესა­ხებ“;  ბ) „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე  ეროვ­ნული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრე­ზიდენტის 2008 წლის 26 აგვისტოს №415 ბრძანებულება; გ) „საგანგებო სიტუაციების კლასიფიკაციის განსაზღვრის წესის შესა­ხებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 21 მარტის №68 დადგენილება;  დ) „საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების წესდების დამტკი­ცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის №153 დად­გე­ნილება; ე) „ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურე­ბები­სა და სხვა საგანგებო სიტუაციებისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო-სამაშველო დანაყოფების და სახელმწიფო რწმუნე­ბულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული საგანგებო სიტუა­ცი­ე­ბის მართვის სამსახურის ძალებისა და საშუალებების ჩაბმის წესის დამ­ტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 29 ივნისის №571 ბრძანება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკითხების გარ­­და, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსსა და უფრო­სის მოადგილეს დამატებით მოეთხოვებათ: ა) უმაღლესი განათლება;   ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.  3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკითხების გარ­და, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროს სპეციალის­ტ­სა და სპეციალისტს დამატებით მოეთხოვებათ: ა) საშუალო განათლება;  ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდ­ნა.