საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 13.02.2014
ძალის დაკარგვა 01.12.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №144
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017763
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/02/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება
№144
2014 წლის 13 თებერვალი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შექმნის შესახებ
მუხლი 1🔗
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
მუხლი 2🔗
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ:
1. განახორციელოს სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი.
2. უზრუნველყოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
3. უზრუნველყოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 31 მაისის №367 ბრძანებულების საფუძველზე გამოცემული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 7 აგვისტოს №317 ბრძანების ამ დადგენილებასთან შესაბამისობაში მოყვანა.
მუხლი 3🔗
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წინადადების საფუძველზე, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების დამტკიცებულ განწერაში კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი