,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №590 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№14
სარეგისტრაციო კოდი
120010000.22.026.016237
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/03/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №14

2014 წლის 6 მარტი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №590 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №590 ბრძანებაში (სსმ, 18/10/2007 120.010.000.22.026.010.960)  და ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №590 ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ”.

2. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:”;

3. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1. დამტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის თანდართული დებულება”.

4. ბრძანების მე-4 მუხლი ამოღებულ იქნეს.

5.  ბრძანებით დამტკიცებული დებულების  სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის დებულება”.

6. ბრძანებით დამტკიცებული დებულების პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტი (შემდგომ – დეპარტამენტი) არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის (შემდგომ - გენერალური შტაბი) სტრუქტურული ქვედანაყოფი.

მუხლი 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ - მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის (შემდგომ - გენერალური შტაბის უფროსი) ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით, დირექტივებით, განკარგულებებითა და წინამდებარე დებულებით.

მუხლი 3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის წინაშე.

მუხლი 4. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტი“, შტამპი, აგრეთვე ბლანკი საკუთარი სახელწოდებით.”.

7. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) სამხედრო ოპერაციების (საბრძოლო და არასაომარი, მათ შორის საერთაშორისო სამშვიდობო მისიების) დაგეგმვა გენერალური შტაბის სხვა სტრუქტურებთან ურთიერთქმედებაში;

ბ) ოპერატიული გეგმების შემუშავება გენერალური შტაბის სხვა სტრუქტურებთან ურთიერთქმედებაში”.

8. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის:

ა)  ,,ა”, ,,ბ”, ,,გ” და ,,დ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) ოპერატიული მონაცემების საფუძველზე ვითარების შეფასება, ანალიზი და კომპეტენციის ფარგლებში წინადადებების წარდგენა გენერალური შტაბის ხელმძღვანელობისათვის გადაწყვეტილების მისაღებად;

ბ) გენერალური შტაბის გადაწყვეტილებების გაფორმება გეგმების, საბრძოლო ბრძანებების, დირექტივებისა და განკარგულებების სახით, მათი შემუშავება და კომპეტენციის ფარგლებში კონტროლი მათ შესრულებაზე;

გ) გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ჯარების სახეობების შტაბებისა და სხვა ძალოვანი სტრუქტურების შესაბამის სამსახურებთან ერთად, დაგეგმვის პროცესის კოორდინაცია და სინქრონიზაცია;

დ) გენერალური შტაბის უფროსისათვის, ძალთა ორგანიზაციისა და მათი გამოყენების საკითხებში წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება”;

ბ) ,,თ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თ) გენერალური შტაბის სხვა სტრუქტურებთან ერთად სადაზვერვო ინფორმაციებზე მოთხოვნების დადგენა; მატარიალურ-ტექნიკურ რესურსებზე მოთხოვნების განსაზღვრა; მართვის, კონტროლისა და კავშირგაბმულობის სისტემის მოთხოვნების განსაზღვრა; შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადებაზე მონიტორინგის გაწევა;”.

9. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-8, მე-9 და მე-10 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 8. დეპარტამენტის უფროსს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გენერალური შტაბის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

მუხლი 9. დეპარტამენტის უფროსი უშუალოდ ექვემდებარება გენერალური შტაბის უფროსს.

მუხლი 10. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  მინისტრი.”;

10. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის ,,ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე, მინისტრსა და გენერალური შტაბის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის (სტრუქტურული ქვედანაყოფების) მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილების ან/და მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;”

11. ბრძანებით დამტკიცებული  დებულების მე-14 მუხლის:

ა)  პირველი პუნქტის:

 ა.ა) ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) ოპერატიული მონაცემების და ინფორმაციების საფუძველზე შეიარაღებულ ძალებში არსებული ვითარების შეფასება, ანალიზი, წინადადებების მომზადება/წარდგენა გენერალური შტაბის ხელმძღვანელობისათვის გადაწყვეტილების მისაღებად;“;

ა.ბ) ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) გენერალური შტაბის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად  სადაზვერვო ინფორმაციებზე მოთხოვნების დადგენა;“

ბ) მე-3 პუნქტის:

ბ.ა) ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ყოველდღიური ვითარების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობისათვის მოხსენებების მომზადება;

ბ) საქართველოს შეიარაღებული ძალების მართვისა და კონტროლის უზრუნველყოფა, ინფორმაციების ურთიერთგაცვლა სახელმწიფოს სხვა სტრუქტურებთან;“;

ბ.ბ) ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) კრიზისული სიტუაციების წარმოქმნისას, ოპერატიული მონაცემების საფუძველზე, ვითარების შეფასება, ანალიზი, კომპეტენციის ფარგლებში წინადადებების მომზადება/წარდგენა გენერალური შტაბის ხელმძღვანელობისათვის გადაწყვეტილების მისაღებად;.

12. ბრძანებით დამტკიცებული  დებულების  მე-5 თავი  ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ალასანია