„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N993 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №235 |
|
2014 წლის 19 მარტი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/12/2013, სარეგისტრაციო კოდი – 140030000.22.034.016244) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ ქვეპუნქტი: „ჟ) მიგრაციის მთავარი სამმართველო.“. 2. დაემატოს შემდეგი შინაარსის VII თავი: „VII თავი დეპარტამენტის მიგრაციის მთავარი სამმართველოს სტრუქტურა და კომპეტენცია მუხლი 17. მიგრაციის მთავარი სამმართველო 1. მიგრაციის მთავარი სამმართველო: ა) უზრუნველყოფს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სასაზღვრო რეჟიმის დაცვის ღონისძიებათა შემუშავებასა და მათი რეალიზაციის კონტროლს; ბ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. მიგრაციის მთავარი სამმართველოს სტრუქტურული დანაყოფებია: ა) უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო; ბ) სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ანალიტიკური სამმართველო; გ) დროებითი განთავსების ცენტრი (სამმართველო). მუხლი 18. მიგრაციის მთავარი სამმართველოს სტრუქტურული დანაყოფების კომპეტენცია 1. უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო: ა) საქართველოს საზღვრის სამართლებრივი რეჟიმის დაცვისა და სამიგრაციო კონტროლის განხორციელების მიზნით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ვიზის სახელმწიფო საზღვარზე გაცემის შემთხვევაში, უზრუნველყოფს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოში მოწვევის საკითხების განხილვას; ბ) მართავს არალეგალ მიგრანტთა აღმოჩენის სისტემას; გ) გადასცემს ინფორმაციას საპატრულო პოლიციის ან/და ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილ პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების/ღონისძიებების განხორციელების მიზნით; დ) ახორციელებს დაკავებული პირის იდენტიფიცირებას; ე) ინფორმაციის გაცვლის მიზნით თანამშრომლობს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებთან, აგრეთვე სხვა სახელმწიფო, არასამთავრობო ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. 2. სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ანალიტიკური სამმართველო: ა) უზრუნველყოფს მიგრაციის მთავარი სამმართველოს სამართლებრივი ბაზის მომზადებასა და შემდგომ განვითარებას; ბ) საჭიროების შემთხვევაში უწევს სამართლებრივ კონსულტაციას საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელებს; გ) კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს წინადადებებსა და პროექტებს ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით; დ) აკეთებს უკანონო მიგრაციის შესახებ სტატისტიკური მონაცემების ანალიზს; ე) უზრუნველყოფს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ინფორმირებას ქვეყანაში სამიგრაციო წესების შესახებ. 3. დროებითი განთავსების ცენტრი (სამმართველო): ა) ახორციელებს დროებითი განთავსების ცენტრში შემოსულ უცხოელთა რეგისტრაციას, მათი პირადი ნივთების აღრიცხვასა და შენახვას; ბ) უზრუნველყოფს დროებითი განთავსების ცენტრის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ღონისძიებების გატარებას; გ) უზრუნველყოფს დროებითი განთავსების ცენტრში მოქმედი რეჟიმის დაცვას, მასში განთავსებულ უცხოელებზე მეთვალყურეობას და უცხოელის მიერ წესრიგის დარღვევის შემთხვევაში ახორციელებს შესაბამის რეაგირებას; დ) აღრიცხავს დროებითი განთავსების ცენტრის ვიზიტორებს და უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას; ე) ზედამხედველობს ცენტრის ტერიტორიაზე არსებულ ინვენტარსა და ტექნიკურ საშუალებებს; ვ) უზრუნველყოფს სანიტარული ნორმების დაცვას; ზ) იღებს განთავსების ცენტრში განთავსებულ უცხოელთა საჩივრებს, თხოვნებსა და განცხადებებს და კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სათანადო რეაგირებას; თ) აუცილებლობის შემთხვევაში უწევს გადაუდებელ დახმარებას ცენტრში განთავსებულ უცხოელებს; ი) საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელის ტრანსპორტირებას/გადაყვანას; კ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ერთად შეიმუშავებს საგანმანათლებლო-საინტეგრაციო პროგრამებს უცხოელთათვის; ლ) ახორციელებს ტრენინგების ორგანიზებას განთავსების ცენტრის მოსამსახურეთათვის.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N993 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 19.03.2014.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N993 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N993 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 19.03.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №235. სარეგისტრაციო კოდი — 140030000.22.034.016300.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N993 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N993 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N993 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.03.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N993 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №235, 19.03.2014, სარეგისტრაციო კოდი 140030000.22.034.016300 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.03.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2247168/