საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 13.02.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №162
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017781
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/02/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.02.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №162
2014 წლის 13 თებერვალი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შექმნის შესახებ
მუხლი 1🔗
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.
მუხლი 2🔗
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ:
1. განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სახელმწიფო კონტროლი.
2. უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
მუხლი 3🔗
საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად გადაეცეს სახელმწიფო ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი