,,თვითმმართველი ერთეულის _ ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 სექტემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №6 |
|
2014 წლის 18 თებერვალი ქ. ახმეტა |
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ადგენს:
|
| მუხლი 1 |
,,თვითმმართველი ერთეულის - ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 სექტემბრის №32 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 26/09/2011, სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.162.016056) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის: |
1.
მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 3. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები მოსახლეობასთან ურთიერთობის სფეროში 1. მოსახლეობასთან ურთიერთობის სფეროში ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით: ა) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებთან (თანამდებობის პირებთან); ბ) აკონტროლებს სამოქმედო ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობას და გამგებელს წარუდგენს სათანადო ინფორმაციას; გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების თაობაზე; დ) უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას; ე) ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას აწვდის ინფორმაციას საკრებულოს ნორმატიული აქტების პროექტების, საკრებულოს სხდომების დღის წესრიგისა და ჩატარების თარიღის შესახებ, აცნობს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივ აქტებს; ვ) უზრუნველყოფს მოსახლეობის ინფორმირებულობას ადმინისტრაციულ ერთეულში განსახორციელებელი სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების (პროექტების) შესახებ; მოსახლეობის მონაწილეობას აღნიშნული პროგრამების (პროექტების), აგრეთვე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემუშავებაში; ზ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოსახლეობის მიერ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვას, ახდენს გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას და გამგებლისათვის წარდგენას; თ) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას; ი) გასცემს: ი.ა) ცნობას ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრების თაობაზე (საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველ პირებზე); ი.ბ) ხე-ტყის ადგილწარმოშობის ცნობას - საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის“ მე-8 მუხლით განსაზღვრული წესით; ი.გ) საქონლის ადგილწარმოშობის ცნობას; ი.დ) ცნობას უფლების დამადასტურებელ დოკუმენტსა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული სარეგისტრაციო უძრავი ნივთის ურთიერთშესაბამისობის თაობაზე - საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის ინსტრუქციის“ 142 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში; ი.ე) დოკუმენტს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების ფლობის ან სარგებლობის შესახებ; ი.ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტებს; კ) უზრუნველყოფს საჯარო შეხვედრების ორგანიზებას საკრებულოს წევრების, საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირების მიერ ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის წინაშე ანგარიშგების მიზნით; ლ) ახორციელებს ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ფუნქციებს; მ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ინფორმაციას მუნიციპალიტეტის ცალკეულ დასახლებაში მოსახლეობის რაოდენობის, პირთა დაბადებისა და გარდაცვალების, შესაბამისი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ. 2. დასახლებაში, სადაც სანოტარო ბიურო არ არის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – მუნიციპალიტეტის რწმუნებული უფლებამოსილია შეასრულოს შემდეგი სანოტარო მოქმედებები: ა) დაადასტუროს ანდერძი; ბ) მიიღოს ზომები სამემკვიდრეო ქონების დასაცავად; გ) დაამოწმოს დოკუმენტის ასლისა და ამონაწერის სისწორე დედანთან; დ) გადასცეს პირის განცხადება და ცნობა სხვა პირს; ე) დაადასტუროს მოქალაქის ცოცხლად ყოფნის ფაქტი; ვ) დაადასტუროს მოქალაქის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტი; ზ) შესანახად მიიღოს დოკუმენტები; თ) დაადასტუროს მოქალაქის იგივეობა ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან; ი) დაამოწმოს დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობა. 3. რწმუნებულს სანოტარო მოქმედებების შესრულების უფლებამოსილება ენიჭება მხოლოდ ელექტრონული სანოტარო რეესტრის ხელმისაწვდომობის შემთხვევაში. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სანოტარო მოქმედებაზე, თუ მოქალაქის იგივეობის დადასტურება ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან ხდება შემდეგში მისთვის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის გაცემის მიზნით. 4. რწმუნებულს შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაეკისროს სხვა ისეთი სანოტარო მოქმედებების შესრულება, რომლებიც ,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე და 41-ე მუხლებით არ არის გათვალისწინებული.“. |
2.
მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები, გარანტიები, წახალისებისა და პასუხისმგებლობის საკითხები რეგულირდება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, აგრეთვე ახმეტის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებით.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|