„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2012 წლის 30 აგვისტოს N1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№4/ნ
სარეგისტრაციო კოდი
010320010.22.037.016028
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/02/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის

ბრძანება №4/ნ

2014 წლის 18 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2012 წლის 30 აგვისტოს №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2012 წლის 30 აგვისტოს №1/ნ ბრძანებით (ვებგვერდი www.matsne,gov.ge, 30/08/2012, სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.037.016009) დამტკიცებულ „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებში“  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1.    მე-17 მუხლის  „ა“ ქვეპუნქტის „ა.ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა.ჟ) „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის № 308 დადგენილება;“

2.  171 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა.მ) „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის № 308 დადგენილება;“

3.    მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.მ) „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის № 308 დადგენილება;“

4.    მე-20 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.კ) „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის № 308 დადგენილება;“

5.    21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.კ) „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის № 308 დადგენილება;“

6.    22-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა.ვ) „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის № 308 დადგენილება;“

7.    23-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა.ვ) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის № 308 დადგენილება;“

8.    231 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა.ე) „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის № 308 დადგენილება;“

9.   24-ე მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა.ლ) „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის № 308 დადგენილება;“

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება

სასურველია - ეკონომიკის, ან მართვის, ან ადმინისტრაციული მმართველობის, ან სამართლის ან სოციალურ სფეროში.“

10.  25-ე მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა.ლ) „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის № 308 დადგენილება;“

 ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება

სასურველია ეკონომიკის, ან მართვის, ან ადმინისტრაციული მმართველობის, ან სამართლის ან სოციალურ სფეროში.“

11. 26-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ა)  „ა“ ქვეპუნქტის „ა.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ზ) „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №308 დადგენილება;“

ბ)   „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება

სასურველია - ეკონომიკის, ან მართვის, ან ადმინისტრაციული მმართველობის, ან სამართლის ან სოციალურ სფეროში.“

12.  26-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-3 პუნქტი:

„3. თვითმმართველობის განვითარებისა და დეცენტრალიზაციის პოლიტიკის   სამმართველოს სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველი მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება:

ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

 ა.ა) ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ;

 ა.ბ) „საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცებისა და საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილება;

 ა.გ)  „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №25 დადგენილება;

ა.დ) „საქართველოს მთავრობის დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები 2013-2014 წლებისთვის“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის  1 მარტის №223 განკარგულება“;

ა.ე)„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილება;

ბ) უმაღლესი განათლება;

სასურველი სფერო - ეკონომიკური , ან სამართალმცოდნეობა, ან  საჯარო მმართველობა, ან სოციალური დარგები;

გ) სასურველია მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

სასურველი - სამართლის,  ეკონომიკურ, მენეჯმენტის, სახელმწიფო ან რეგიონული ან ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში;

დ) უცხოური ენა - სასურველი ინგლისური.

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel და Microsoft Office PowerPoint) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“

13. 261 მუხლის 1 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ზ) „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის № 308 დადგენილება;“

ბ) „გ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება

სასურველია -ეკონომიკურ, ან მართვის, ან ადმინისტრაციული მმართველობის, ან სამართლის ან სოციალურ სფეროში.“

14. 27-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ვ)პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი.“

15. 28-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ვ)პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი.“

16. 30-ე მუხლის შემდეგ  დამატებულ იქნას  301 და 302 მუხლები შემდეგი რედაქციით:

,, მუხლი  301. ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის სტიქიების პრევენციისა და ოპერატიული რეაგირების სამმართველო

1. ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის სტიქიების პრევენციისა და ოპერატიული რეაგირების სამმართველოს უფროსს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველი მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება:

ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

ა.ა) საქართველოს კანონი ,,ნორმატიული აქტების შესახებ“;

ა.ბ) საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“;

ა.გ)საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“;

ა.დ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 მაისის ბრძანება №31 „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“;

ა.ე) საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ №57 დადგენილება;

ა.ვ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2006 წლის 24 აგვისტოს №1-1/823 ბრძანება „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის პროექტების სავალდებულო ექსპერტიზის ჩატარების დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“;

ბ) უმაღლესი განათლება; სფერო/ფაკულტეტი: სავალდებულო - ეკონომიკური, ან საბუნებისმეტყველო, ან  ტექნიკური, ან გარემოსდაცვითი დარგები. სასურველი - მაგისტრის ხარისხი; უცხო ენა: სასურველი - ინგლისური ან რუსული;

გ) მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

სასურველია -  ეკონომიკურ, საბუნებისმეტყველო, ტექნიკურ ან გარემოსდაცვით სფეროში.

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel და Microsoft Office PowerPoi№t) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

2. ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის სტიქიების პრევენციისა და ოპერატიული რეაგირების სამმართველოს მთავარ სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველი მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება:

ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

ა.ა) საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“;

ა.ბ) საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“;

ა.გ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 მაისის ბრძანება №31 „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“;

ა.დ) „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება;

ა.ე) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2006 წლის 24 აგვისტოს №1-1/823 ბრძანება „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის პროექტების სავალდებულო ექსპერტიზის ჩატარების დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“;

ა.ვ) საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილება „სსიპ ,,მუნიციპალური განვითარების ფონდის“ დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“;

ა.ზ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 14 აგვისტოს №8/ნ ბრძანება ,,საქართველოს რეგიონული განვთარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“;

ა.თ) შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორის 2013 წლის 12 ივლისის №157 ბრძანება „შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დებულების დამტკიცების შესახებ“;

ბ) უმაღლესი განათლება; სფერო/ფაკულტეტი: სავალდებულო - ეკონომიკური, ან საბუნებისმეტყველო, ან გარემოსდაცვითი, ან ტექნიკური დარგები; სასურველია მაგისტრის ხარისხი; უცხო ენა:   სასურველი - ინგლისური ან რუსული;

გ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; სასურველი - 3 წელი;

სასურველია - ეკონომიკურ, საბუნებისმეტყველო, ტექნიკურ ან გარემოსდაცვით სფეროში.

დ)  საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel და Microsoft Office PowerPoint) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

3. ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის სტიქიების პრევენციისა და ოპერატიული რეაგირების სამმართველოს უფროს სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველი მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება:

ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

ა.ა) საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“;

ა.ბ) საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“;

ა.გ)საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 მაისის ბრძანება №31 „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“;

ა.დ) „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება;

ა.ე) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2006 წლის 24 აგვისტოს №1-1/823 ბრძანება „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის პროექტების სავალდებულო ექსპერტიზის ჩატარების დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“;

ბ) უმაღლესი განათლება: სფერო/ფაკულტეტი: სავალდებულო - ეკონომიკური, ან საბუნებისმეტყველო, ან ტექნიკური, ან გარემოსდაცვითი დარგები; სასურველია მაგისტრის ხარისხი; უცხო ენა: სასურველი - ინგლისური ან რუსული;

გ) სასურველია მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

სასურველი - ეკონომიკურ, საბუნებისმეტყველო, ტექნიკურ ან გარემოსდაცვით სფეროში;

დ)  საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel და Microsoft Office PowerPoint) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

4. ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის სტიქიების პრევენციისა და ოპერატიული რეაგირების სამმართველოს სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველი მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება:

ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

ა.ა) საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“;

ა.ბ) საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“;

 ა.გ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 მაისის ბრძანება №31 „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“;

 ა.დ) „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება;

ბ) უმაღლესი განათლება: სფერო/ფაკულტეტი: სასურველია - ეკონომიკური, ან საბუნებისმეტყველო, ან ტექნიკური,  ან გარემოსდაცვითი დარგები; სასურველია მაგისტრის ხარისხი; უცხო ენა: სასურველი - ინგლისური ან რუსული;

გ) სასურველია მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

სასურველია - ეკონომიკურ, საბუნებისმეტყველო, ტექნიკურ ან გარემოსდაცვით სფეროში;

დ)  საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel და Microsoft Office PowerPoint) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“

მუხლი 302. ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის ინფრასტრუქტურული სტანდარტებისა და რეგულაციების სამმართველო

1. ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის ინფრასტრუქტურული სტანდარტებისა და რეგულაციების სამმართველოს უფროსს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველი მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება:

ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

 ა.ა) საქართველოს კანონი ,,ნორმატიული აქტების შესახებ“;

ა.ბ) საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“;

 ა.გ) საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“;

  ა.დ) „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება;

ა.ე) საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილება „სსიპ ,,მუნიციპალური განვითარების ფონდის“ დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“;

 ა.ვ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 14 აგვისტოს №8/ნ ბრძანება ,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“;

ა.ზ) შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორის 2013 წლის 12 ივლისის №157 ბრძანება „შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დებულების დამტკიცების შესახებ”.

 ბ) უმაღლესი განათლება: სფერო/ფაკულტეტი: სავალდებულო - სამართალმცოდნეობა, ან ეკონომიკური, ან ტექნიკური დარგები; სასურველია - მაგისტრის ხარისხი. ასევე, სასურველია ნაშრომები შესაბამის სფეროში. უცხო ენა: სასურველი - ინგლისური ან რუსული;

გ) მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

სასურველია სამოქალაქო სამშენებლო სფეროში.

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel და Microsoft Office PowerPoint) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

  2. ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის ინფრასტრუქტურული სტანდარტებისა და რეგულაციების სამმართველოს მთავარ სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველი მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება:

 ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

  ა.ა) საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“;

  ა.ბ) საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“;

  ა.გ) „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება;

 ა.დ) საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილება „სსიპ ,,მუნიციპალური განვითარების ფონდის“ დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“;

 ა.ე) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 14 აგვისტოს №8/ნ ბრძანება ,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“;

 ა.ვ) შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორის 2013 წლის 12 ივლისის №157 ბრძანება „შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დებულების დამტკიცების შესახებ”;

ბ) უმაღლესი განათლება: სფერო/ფაკულტეტი: სავალდებულო - სამართალმცოდნეობა, ან ეკონომიკური, ან საბუნებისმეტყველო, ან ტექნიკური, ან გარემოსდაცვითი დარგები. სასურველია მაგისტრის ხარისხი; უცხო ენა: სასურველი - ინგლისური ან რუსული;

გ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; სასურველი - 3 წელი;

სასურველია - სამართლის, ეკონომიკურ, საბუნებისმეტყველო, ტექნიკურ ან გარემოსდაცვით სფეროში.

 დ)  საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel და Microsoft Office PowerPoint) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

 3. ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის ინფრასტრუქტურული სტანდარტებისა და რეგულაციების სამმართველოს უფროს სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველი მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება:

ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

ა.ა) საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“.

 ა.ბ) საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“

ა.გ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 14 აგვისტოს №8/ნ ბრძანება ,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“;

 ბ) უმაღლესი განათლება: სფერო/ფაკულტეტი: სავალდებულო - სამართალმცოდნეობა, ან ეკონომიკური, ან საბუნებისმეტყველო, ან ტექნიკური, ან გარემოსდაცვითი დარგები. სასურველია მაგისტრის ხარისხი; უცხო ენა: სასურველი - ინგლისური ან რუსული.

გ) სასურველია მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

სასურველია სამართლის, ეკონომიკურ, საბუნებისმეტყველო, ტექნიკურ ან გარემოსდაცვით სფეროში;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel და Microsoft Office PowerPoint) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.’’.

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრიდავით ნარმანია